Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. lasha1997 დიტო ნოღაიდელზე ერთი კარგი რაღაცა უნდა მოგიყვე. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო ნოღაიდელი მოსკოვში სწავლობდა და იქიდან რომ ჩამოვიდა აჭარაში მაშინ რესპები პოპულარულები იყვნენ და ჩვენთან შემოვიდა პარტიაში.სადღაც 91 წელში ზურა ჟვანია იყო ჩამოსული ბათუმში და დათო ბერძენიშვილს სთხოვა რომ ერთი კაცი ეთხოვებინა მწვანეთა პარტიისთვის, რადგან იქ ხალხი არ ყავდა. ერთი წლის შემდეგ ჟვანია, დათო და ნოღაიდელი სადღაც იყვნენ ერთად სასტუმროში და ჟვანიამ უთხრა დათოს, ბარემ საბოლოოდ დამითმე ეს კაციო. დათომ უთხრა სამ ბოთლ შამპანურს თუ იკისრებ კი ბატონოო. ჟვანიამაც იკისრა და ასე მოხვდა ნოღაიდელი საბოლოოდ ჟვანიასთან. ისე დათო შაყირობდა დიდი ეჭვი მაქვს რომ შამპანურის ფული ჟვანიამ ნოღაიდელს გადაახდევინაო.
  2. მოკლედ ნოღაიდელს თუ არ შეაგინებ რუსეთუმე ხარ და თუ შეაგინებ მაინც რუსეთუმე ხარ. არსად არ დაეკარგოს კუკავას და კობას ნოღაიდელი. არც ხელისუფლებას.
  3. ყველას გილოცავთ, იხარეთ და იბედნიერეთ. ნეტავი ჩვენი ეკლესია გრეგორიანულ კალენდარზე გადავიდოდეს და ოცდახუთსა დეკემბერსა უფრო კარგად შემოვძახებდით.
  4. Saturn ეს წესით აფხაზეთზე ადვილი უნდა იყოს. მაგრამ რაღაც არ მჯერა მე ასეთების.
  5. shavlego91 ეხლა ცოტა დავწყნარდი და შემიძლია გიპასუხოთ. თქვენთვის შევწუხდი და დაგიდეთ რესპუბლიკელები კონცეფცია აფხაზეთის მოწყობის შესახებ. მეგონა მართლა გაინტერესებდათ, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი. თქვენ მაინც თქვენსას აწვებით. სად წაიკითხეთ ან მანდ ან სხვაგან რომ აფხაზების დამოუკიდებლობას ვცნობდით, ან კიდევ თუნდაც კონფედერაციას ვითხოვდით. უხეში სიტყვებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვეთან კამათს აზრი არ აქვს.მოვრჩი თქვენთან ურთიერთობას.
  6. kisa მე ისედაც არასოდეს არ მქონია. რაც შეეხება ფორუმს აქ არის გარკვეული პოლიტიკური ორიენტაციის ჯგუფი, რომელთათვის ამ სიტყვებით იწყება და მთავრდება დღე. ისე ჩემი შეტყობინება ხომ მიიღეთ? რაღაც ჩემი ინტერნეტი ფოკუსებს მიკეთებს.
  7. machkatela გრიგოლიას ალბათ კი, მაგრამ მაჟორიტარებში ნაცების მოგება ძალიან ძნელი იქნება. მითუმეტეს აქ 30%-იანი ბარიერიც კი არაა. ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ის მოიგებს. ამისთვის ჭირდება თარგამაძეს გრიგოლია, თანაც სიაში მარტო პარლამენტის დეპუტატებს ხომ არ ჩაწერს. ესეც ამ საარჩევნო კანონის ძალიან ცუდი მხარეა, როცა პარლამენტის წევრმა შეიძლება ისე იყაროს კენჭი საკრებულოში, რომ უფლებამოსილება არ მოიხსნას.ამიტომაც ვნახავთ ალბათ ნაცების სიის სათავესი რუსუდან კერვალიშვილს.
  8. shamili ეგ თქვენი პრობლემაა. უნიტარიზმის მომხრეებმა ხომ მაგარ წარმატებებს მიაღწიეთ.
  9. analgin ბატონი შამილი არ არის მიშას მოყვარული. ოღონდ მისთვის ვინც ირაკლი წერეთლის ირგვლივ არ ტრიალებს ყველა პრორუსია. ამაზე კამათი არასერიოზულია. კაცი ეგრე ფიქრობს. რა ვქნათ ეხლა ვამტკიცოთ რომ აქლემები არ ვართ?
  10. shavlego91 აგერ დაპირებული კონცეფცია. ადრე სხვებიც იყო, მაგრამ ეს ბოლოა. http://zakareishvili.com/pdf/koncefciage.pdf Saturn ეგეთი კონცეფცია ბუნებაში არ არსებობს. ნამდვილი აგერ დავდე და მასთან ცაბოშვილს არავითარი კავშირი არ აქვს. საერთოდ მოდერმა ფორუმის წევრი უდიერად არ უნდა მოიხსენიოს.
  11. ბოლო დოკუმენტი დაახლოებით ორი წლის წინათ იყო გამოქვექნებული თუ არ ვცდები "24 სათში". საკმაოდ დიდი. მე ელექტრონული ვერსია არ მაქვს. მისი ავტორები მარტო რესპუბლიკელები არ იყვნენ. მაგალითად დღევანდელი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე. ხოლო პარლამენტის ასევე დღევანდელმა თავჯდომარემ კი უარი განაცხადა ავტორობაზე, რადგან მიშას რაღაც არ მოეწონა. შემდეგ კი მთლიანად გადაქაჩეს ეს მოდელი, თანაც გააფუჭეს. შევეცდები ელექტრონული ვარიანტი ვიშოვო.
  12. shavlego91 უკაცრავად და სად ვიხილოთ? დაგვიდეთ. საერთოდ ჯერ ელემენტარულ ტერმინებში გარკვიეთ და მერე პოსტეთ. რესპების კონცეფცია არ იყო კონფედერაციული (ეს უბრალოდ ტყუილია), არამედ ასიმეტრიული რეგიონალიზმის ანუ ესპანური მოდელი. რაც მთავარია არცერთი მათგანი არ გულისხმობდა აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას. თუ გაგაჩნიათ კონკრეტული დოკუმენტები დადეთ.ლოზუნგები არ მჭირდება.
  13. Saturn სეროიზულობაში თუ ინფორმაციის ნამდვილობას გულისხმობთ, ძალიან სცდებით. ეს მიშამ სახალხოდ აღიარა, რომ რუსებს აფხაზეთის გაყოფას ვთავაზობდი და არ მიიღესო. lasha1997 თავის დროზე რესპებს ქონდათ მსგავსი კონცეფცია, ოღონდ პრინციპიალური განსხვავებით. ჩვენთან რუსები არ ფიგურირებდნენ.ყველაფერი ხდებოდა ქართველებს და აფხაზებს შორის და რაც მთავარია ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში.ამის გამო შეგვაჩვენა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამაც. შედეგი სახეზეა.
  14. ეს კი სწორია. რა თქმა უნდა არც უზბეკეთი ვართ და მითუმეტეს ბირმა. ეს ჩემს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ იყო. ალბათ სკანდინავიის ქვეყნებში. იქ პრეზიდენტები რომ არ ყავთ ვიცი.
  15. Saturn აბა მიეჭერი რომელიმეს(თუ მიგიშვეს) და პირადად აგინე და მერე ნახავთ რაც დატრიალდება.Saturn მიცხოვრია და თქვენზე გაცილებით მეტ ხანს და ყოველთვის რეჟიმის წინააღმდეგ ვიყავი. უბრალოდ მაშინ ინტერნეტი და ფორუმები არ იყო და ამას ბევრს ვერ ვაგებინებდი, მხოლოდ იმათ ვისზეც ხმა მიმიწვდებოდა.
  16. Saturn იქნებ ისიც გაიხსენოთ ბატონო სატურნ ჩიტაძის ქუჩაზე ერთი ტიპი ბიძინა გეგიძეს რომ მიეჭრა და დედის ყველაფერი დაახურა თავზე და მერე გაილახა და გაუკვირდა რატომ. უბრალოდ ეტყობა ოპონენტი შეეშალა და ვერ მოზომა, ალბათ ეგონა კუკავას აგინებდა. პლიუს, არავინ იცოდა რომ ის ჟურნალისტი იყო.
  17. Jonathan Livingston ევროკავშირის დამოკიდებულების შეცვლა მე მგონი აფხაზების ოცნების სფეროდანაა.
  18. machkatela ვინა და ავალიანმა. თანაც დავუმატებ, რომ შენობაში კი არ შედიოდა, არამედ იქიდან გამოვარდა და საკნებს დაეჯაჯგურა. თანაც იგინებოდა.სხვათა შორის არავინ იცოდა თუ ვინ იყო. არ იყო ცნობადი სახე.
  19. machkatela ოპოზიციის გარკვეული ნაწილი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს სავსებით მოსალოდნელია.მაგრამ ამის მერე ჩემდა თავად მაგათი(დამნიშნავების და დანიშნულების) არ შემგინებელის...... რაც შეეხება სტადიონს, მეც ვიყავი იქ და ნეტარის მათაყვანებლები მანდამაინც ბევრნი არ იყვნენ. ქაქს რაც შეეხება, ვის მოქონდა მანქანებით ისიც გაიხსენეთ.
  20. machkatela იქ რაც მოხდა ოპოზიციის მხრიდან რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იყო, მაგრამ არც ავალიანის მოქმედება იყო ძალიან მოსაწონი. რაც შეეხება მის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას, აქ ყველაფერი გასაგებია.
  21. Grig უკან დაბრუნებისას ხელს ალბათ აღარ დაუქნევდნენ. მაგისთვის არ ეცლებოდათ. "პოლნი გაზი" ექნებოდათ მიცემული.
×
×
  • შექმენი...