Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. liliko რაც შეეხება მიშას დაჯერებას, იმატგან ვინც რევოლუციის დროს მიშამ გააცუცურაკა, ერთი მათგანი მეც ვიყავი, რადგან ახლოს არ ვიცნობდი და მე არ ვიყავი ნამდვილად მარტო. ჩემისთანები ძალიან ბევრნი იყვნენ. ეს კი ნამდვილად არა სწორი, არავის არ ქონდა იმედი მიშას კონტროლისა, უბრალოდ ჟვანიასთან ღრმა კონფროტაციაში ვიყავით და გაგვიჭირდებოდა მის გვერდით ყოფნა.რევოლუციამდე სწორედ ასე იყო. იმიტომაც გამოვიდა ჟვანია ცალკე ნოემბერში.ეს ყველაფერი მერეც გრძელდებოდა.
  2. lasha1997 ჩვენ ვკამათობდით მაგრამ ამ დროს თურმე ამ წიგნში ბევრი პასუხი ყოფილა.ასმუსის წინგზეა საუბარი. იხ. მეზობელ თემაში როგორც წიგნის ავტორი წერს ”თეთრი სახლის რამოდენიმე ოფიციალური პირი” ემხრობოდა აშშ-ის მხრიდან ”სულ ცოტა, შეზღუდული სამხედრო” ღონისძიების გატარების განხილვას, მაგალითად, საჰაერო დარტყმების განხორიციელებას და როკის გვირაბის დაბომბვას. მაგრამ ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ, ბუშმა ამგვარი განხილვები შეწყვიტა. მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც თეთრ სახლში შედგა, გაკეთდა დასკვნა, რომ ”ნებისმიერი სახის სამხედრო ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან გამოიწვევდა მოსკოვთან კონფრონტაციას,” - წერს ასმუსი. წიგნში ასევე ასახულია ის დაპირისპირება, რომელიც ბუშსა და მის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის შორის არსებობდა ბუშის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში. არსებული უთანხმოება, წიგნის ავტორის მიხედვით, საქართველოს კონტექსტსაც მოიცავდა, რადგან ჩეინის მრჩევლებს მიაჩნდათ, რომ ბუშმა რუსეთს საქართველოზე შეტევის განსახორციელებლად უნებლიედ ”მწვანე შუქი აუნთო”, როდესაც მან სიჩუმით უპასუხა პუტინის ”მკვეთრ და მუქარის ენას”, რომელიც მან სოჭში 2008 წლის აპრილში ბუშთან გამართული შეხვედრის დროს გამოიყენა. <a href="http://www.bloomberg.com/apps/news?pid=206...id=anp.wBWKJBGY" target="_blank"> http://www.civil.ge/geo/article.php?id=22223</a>
  3. რა ვიცი ამ სტატიაში ცოტა სხვა რამეს სწერს და ჩემი აზრით ყველაფერ სწორს. 09/10/200911:27 Рональд Асмус пишет в журнале The New Republic: Признав независимость Абхахии и Южной Осетии, Россия также нарушила основное правило европейской безопасности после холодной войны: границы Европы никогда больше не будут меняться силой оружия. Русские, должно быть, не поняли, что это было такое «основное правило европейской безопасности после холодной войны», когда Соединенные Штаты и НАТО демонстративно нарушили его в 1999 году. Косово было отделено от Сербии силой оружия, и этот новый фактический порядок, гарантированный западными вооруженными силами, стал официальным, когда Соединенные Штаты и многие западноевропейские государства признали независимость Косово. Так что да, многие из этих европейцев попали в переплет, когда оказались лицом к лицу с последствиями действий, предпринятых их правительствами в предыдущее десятилетие. Конечно, отчет ЕС отрицает российские утверждения о «геноциде», которые изначально были явным преувеличением и пропагандой. Заявление о том, что НАТО начало бомбить Сербию, потому что та совершала акты «геноцида» в Косово, было не менее смехотворным, но жители западных стран до сих пор принимают это утверждение всерьез. В отчете признается, что у России было право защитить своих «миротворцев», но также говорится, что российская реакция оказалась чрезмерна. Это верно, но лишь добавляет ответственности грузинскому правительству, принявшему глупое решение начать атаку, спровоцировавшую российский ответ, про который они, наверняка, знали, что он не будет минимальным и пропорциональным. Это не освобождает Россию от ответственности за ее эксцессы, но тем больше ответственность страны, начавшей военные действия. Верно и то, что отделение Южной Осетии и Абхазии от Грузии нарушает международное право, так же как это произошло в случае с разделом Сербии. Насколько я помню, никто из возражавших против раздела Грузии и слова не сказал по поводу международного права, когда Косово незаконно отделяли от Сербии. Более того, многие из тех, кто выступает сегодня, поддерживали отделение Косово, утверждая, что это «разовое» исключение, которое не создаст прецедент. Проблема в том, что прецеденты были созданы, хотели западные правительства признать это или нет. Официальная российская пропаганда делала чрезмерные и лживые утверждения, и я подозреваю, что одной из причин, по которым Москва озвучивала свою пропаганду именно таким образом, было желание передразнить и поддразнить западные утверждения по поводу Косово. Хотя с другой стороны, возможно, никакой пародии тут и не было. Возможно, Москва и вправду считала, что Запад будет готов признать необходимость военных действий, если она будет упакована в лицемерный жаргон интервенции во имя гуманитарных целей. В заключение следует заметить, что предложение перспективы членства в НАТО для Грузии было опасно провокационным шагом, который Запад совершенно не собирался поддержать, когда он привел к неизбежно последовавшей гневной российской реакции. Признание Косово было сумасшествием, и заплатила за это Грузия. Пренебрежительное отношение к международным законам и игнорирование государственного суверенитета, когда это устраивало нас, подготовило почву для других крупных государств, позволив им сделать то же самое по отношению к более слабым соседям. Агрессивная и конфронтационная внешняя политика, продолжавшаяся как минимум последние десять лет, при администрациях Клинтона и Буша, привела к этому положению дел, и потребуются десятилетия, чтобы исправить весь вред, причиненный международному порядку «человеколюбивыми» и «благонамеренными» ястребами. http://inosmi.ru/sngbaltia/20091009/156242288.html © ИноСМИ.ru 2000-2009
  4. liliko ლილიკო მე კარგად მახსოვს მაშინ მიშამ განაცხადა, რომ მე არ ვიყავი მართალი და დათო ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური იყვნენო მართლები. 2003 წლის ნოენბრის შემდეგ კაცი 180 გრადუსით შეიცვალა. თუმცა მე მიმაჩნია, ჩვენგან ვინც ახლო ურთიერთობაში იყო მიშასთან წინასწარ უნდა მიხვედრილიყო რასაც წარმოადგენდა ის. მოკლედ შევარდნაძის ან ასლანას სამსახური ისეთი რამეა, რის მოშორება ძალიან ძნელია. დღეს იგივე ითქმის მიშაზე.
  5. Saturn აი ვინც ებრალიძეს მიიჩნევს ოპოზიციად იმის ასეც და ისე და ვინც ამათ იმათიც.
  6. kisa ამას რამდენი ხანია რაც ითხოვს დასავლეთი. ესენი როგორც აკეთებენ ვხედავთ. ეხლა მაგალითად გამოგვიცხადებენ, აგერ ოპოზიციას მივეცით საშუალება ცესკოს თავჯდომარე აერჩია და ვერ მოახერხესო, აბა რა ჩვენი ბრალიაო. მაგრამ ეს ყველაფერი შიდა მოხმარებისთვის რჩება და ნატოს ამით ვერ დააბოლებენ. რაც შეეხება მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს, მიშას რომ ქონდა შეხვედრა ბათუმში არასამთავროებთან, ეს საკითხი დადგა. ამაზე მიშას პასუხი იყო, რომ მე ამ საკითხში ვერ ჩავერევიო.საახალწლოდ მინდოდა იმედს პროგრამა რეკლამებით არ ჩაეჭრა და არველაძეს ვერ დავურეკეო.
  7. T_A_T მაგი ისეთი ნიჭიერია, მოახერხებს.
  8. ლ ი ც ი ერთი რამე მაინტერესებს რამაზ. ეს კაცი 192 წლიდან თანამდებობებზეა,როგორც შევარდნაძის ასევე სააკაშვილის ხელისუფლებაში. ვინმეს მისგან არჩევნების გაყალბებაზე ამოღებული ხმა გაგიგიათ.თუ მაშინ არჩევნები არ ყალბდებოდა? ბოლოს და ბოლოს პრემიერიც იყო. ამის უნამუსო დედა ვატირე, ყველამ მოისმინა თუ რაზე ელაპარაკებოდა ლევანი იმ რუსს(სხვათა შორის არა მეოთხეხარისხოვანი თანამშრომელი არამედ პირველი მდივანი იყო). რაც მთავარია ლევანი ეუნებოდა, რომ ტყუილად ნერვიულობენ რუსები, არ აპირებს ეს ხელისუფლება ესენგედან გამოსვლასო. არავითარი დასამალი ინფორმაცია ეს არ იყო.
  9. Saturn აი ეს თუ დაგვიბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს.
  10. Siknadmo კობას ძალიან კარგად ვიცნობ მაგის პატარა ბიჭობიდან. მართლაც არაა ცუდი ბიჭი პიროვნულად, მაგრამ რაღაცეები აწუხებს. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა სოციალ-დემოკრატობით(მუჩაიძე) დაიწყო, მერე 3-4 წელი რესპებში იყო.ჩვენგან რომ წავიდა მოქკავშირში დავანამუსე, აბა რა ვქნაო ცხოვრებაში წინსვლა მინდაო მიპასუხა, თუმცა მოქკავშირში ყველაზე კარგად იქცეოდა. მერე ნაციონალებში იყო, მერე კონსერვატორებში, ეხლა თავისი პარტია აქვს. რაღაც სჭირს მაგ კაცს.
  11. თარიღი ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ კანონის თანახმად 2010 წლის 1 ივნისამდე უნდა ჩატარდეს. არაა მარტო საქართველოში საქმე, ვერ ხერხდება ვერსად ოპოზიციის სრული გაერთიანება და ჩემი აზრიტ არცაა საჭირო. მოდიტ განვიხილოთ დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი, ანუ ისინი ვისაც მეტ-ნაკლებად რაღაც გავლენა აქვს. 1. ნაცები-ესენი გასაგებია. შემდეგ ისევ ჩემი აზრით და სხვადასხვა გამოკითხვებით მოდიან შემდეგი პოლიტიკური ძალები 2. ალასანიას ალიანსი 3. ფორუმი 4. ლეიბორისტები 5. ასლანიჩები აქედან ფორუმი და ლეიბები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე.მე მგონი ასლანიჩებთან გაერთიანებაზე საუბარი არასერიოზულია. შემდგომ მოდიან მცირე გავლენის პარტიები. 6.ბურჯანაძის 7.ოქრუაშვილის 8. კონსერვატორები 9.ნოღაიდელის 10.ე.დ.პ 11.მრეწველები აქედან ანზოროვნა და ოქრუაშვილის პარტიები მონაწილეობას არ აპირებენ, ხოლო ე.დ.პ , ნოღაიდელი და მრეწველები გამოსარიცხია. კიდევ არიან 3 კაციანი პარტიები 12.დავითაშვილის 13.ჯონდის 14. მე თვითონ 15.პადოშას 16.სალომეს მე მგონი არავინ გამორჩა. აქედან ჯონდი, პადოშა,მე თვითონ, პადოშა გამოსარიცხია. სალომეს პოზიცია გაურკვეველია. საბოლოოდ რა რჩება უნდა მოხდეს ალიანსის გაერთიანება ძიძიგურთან და კობასთან? რომლებიც თავიანთი აკვიატებული პრაიმერის იდეით შანტაჟირებენ, რადგან რაღაცნაირად მოახერხონ საკრებულოში შესვლა.ამასაც ავხსნი თუ რატომ უნდათ ასე საკრებულოში მოხვედრა.იმიტომ რომ სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ რამენაირად. ეს კი კობასნაირი 3 კაციანი პარტიისთვის დიდი ფულია.
  12. საკონსტიტუციოს მოსამართლედ რომ დანიშნეს მოსამართლეობის სტაჟი საერთოდ არ ქონდა. რა მოხდა მერე, ეს ნაცების საყვარელი გამართლებაა. ისე საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს რატომ უნდა მოუვიდეს თავში აზრად საარჩევნო მოხელეს სერტიფიკატი აიღოს.
  13. dire machkatela ამაში სრულად გეთანხმებით ბატონო დირე.ცხადია არც ყალბი პირადობის მოწმობები გაუცია თარხნიშვილს და არც დაპატიმრებულების ახლობლებისთვის მოუთხოვია ხუთას ხუთასი ხმების მოგროვება. მაგრამ მაგალითისთვის საბურთალოს ოლქში როცა თინა ხიდაშელმა რამდენიმე ადამიანი გამოიჭირა, რომლებიც ასეთი მოწმობებით ხმას აძლევდნენ (ამ დროს ეს ძალიან ძნელია, უბრალოდ იმ ადამიანებს კითხეს რომელ სართულზე ცხოვრობ და ვინ არიან შენი მეზობლებიო, ვერ უპასუხეს) ამზე ცესკომ რეგირება არ მოახდინა, ან კი როდესაც ერთ ბინაში 37 ადამიანი იყო რეგისტრირებული და ასეთი ბინები ბევრი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ არ ამბობენ, თუმცა ძალიან ხშირად საკმაოდ არაპროფესიონალურად და დაგვიანებით.რაც შეეხება პრევენციას რაღაც შემთხვევებზე ბატონმა დირემ დაწერა,თუმცა როდესაც საუბნო კომისიებში უბრალო ადამიანები,არა ხელისუფლების აქტივისტები, ხშირად სკოლის მასწავლებები, ოჯახის დედები და ა.შ. უპრობლემოდ ხუჭავენ თვალებს კანონის დარღვევაზე და ეს მათ არაფრად არ მიაჩნიათ, ძნელია ასეთ ქვეყანაში არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იფიქრო. თუმცა მინდა ვაღიარო რომ არჩევნებზე გამოყენებული გაყალბების ხერხებით საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს ისეთი გროსმაისტერები როგორიც არიან ხათუნა გოგორიშვილი და მიშა მაჭავარიანი, მათთან შედარებით ლევან თარხნიშვილი სკოლის მოწაფეა, უბრალოდ ის განსაკუთერებული უსირცხვილობით გამოირვევა. ამავე დროს იმავე ცესკოში იყო ადამიანი, რომელსაც თარხნიშვილზე გაცილებით მეტი თუ არა , არანაკლები როლი მიუძღვის ასეთ საქმეებში. ესაა გიზო მჭედლიძე, რომელსაც ე.დ.პ-ს სკოლაა აქვს გავლილი (ე.დ.პ ჩემი აზრით არჩევნების გაყალბების პიონერი იყო საქართველოში) და ეხლა ისევაა წარდგენილი ცესკოს წევრობაზე და რა თქმა უნდა პარლამენტი მას დაამტკიცებს. ისე ცესკოს თავჯდომარეობის კანდიდატ ზურაბ ხარატიშვილზე საინტერესო რამე წავიკითხე. ის თურმე ვანო მერებიშვილის ენჯეონიკების დროს მისი ბუღალტერი ყოფილა და მისი კარიერა იქიდან იწყება. ბოლო მომენტამდე საზმაუს ბორდში იყო ნაციონალური მოძრაობის კვოტით.
  14. lasha1997 ნამდვილად ამბობდა ამას კულახმეტოვი, ესენი კი აღტკინებულები იმეორებდნენ.მოკლედ დიტო ჩემო(ხომ შეიძლება ასე მოგმართოდ) თან ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია ამ საქმეში, თანაც საკმაო ბურუსით მოცული. მაგრამ ყველა შემთხვევაში შედეგი ერთია, საქართველომ უმძიმესი დარტყმა მიიღო და ამის გამოსწორებას ათეული წლები დასჭირდება, ისიც კარგ შემთხვევაში.
  15. lasha1997 ნორმალურ ქვეყანაში რა თქმა უნდა საკონსტუტუციო სასამართლოს წევრობა. “კონსერვატორები” ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურების კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებს. ლეიბორისტული პარტია” ოპოზიციური პარტიების წარომადგენლებს მოუწოდებს, პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირონ და ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ. მე რამდენადაც ვიცი ალასანიას ალიანსიც ასევე მოიქცევა. სხვა პარტიებიც აპროტესტებენ ასევე. ამ შემთხვევაში სხვა საშუალება ალბათ არ არის.საპარლამენტო ოპოზოციამ კი უმთავრესად თარხნიშვილის წარდგენა გააპროტესტა , დანარჩენ ორზე ხმა არ ამოუღია.
  16. lasha1997 ამაში გეთანხმებით, თანაც 7-ში და 8-ის პირველ ნახევარში ჩვენი ხელისუფლება ამაყად გვიცხადებდა რომ რუსების სამშვიდოებები არ ერევიანო. მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც მიშამ ერთხელ ტელევიზიით აღიარა: მან განაცხადა რომ რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ მათ ოსეთი არ აინტერესებთ. ჩემი აზრით ამან დაიჯერა.ცხადია რუსეთი სხვა ბევრ საშუალებებს იყენებდა ამის გასაბრიყვებლად.
  17. lasha1997 ეგრეა სიჭინავა ოთარ დაიბადა 1972 წელს ქ. თბილისში. 1989-1994 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე. 2001- 2002 წლებში სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თემპუს_ის პროგრამის ფარგლებში. 1988-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის სახელმწიფო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეხანძრე. 1993-1996 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის კანცელარიაში მდივანად. 1996-1998 წლებში იყო ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის პროკურატურის სტაჟიორი. 1999-2000 წლებში იყო საქართველოს საინვესტიციო ცენტრის იურისტი. 2000-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრაზე ლაბორანტად. 2005 წლის თებერვლიდან 2006 წლის ოქტომბრამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2006 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ტიპიური ნაცმაცუნას ბიოგრაფია. 2005-ს შემდეგ ლაბორანტობიდან უცბათ იუსტიციის საბჭოს წევრი ხდება, ხოლო ერთ წელიწადში საკოსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.
  18. machkatela მოდით ქალბატონო მაჭყატელა (ეს მარტო თქვენ არ გეხებათ არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს) სიტყვა გაყალბებას ნუ ვხმარობთ ხშირად. არსებობს აგრეთვეარასამართლიანად ჩატარებული არჩევნები, ხოლო გაყალბება ჩვენს მენტალიტეტში ჩადებული როგორც ვიღაცა საშინელი ადამიანებების ქმედება, რომლებიც ბიულეტენებს დასტებად ყრიან საარჩევნო ყუთებში. როცა ვამბობთ არ ვენდობით ცესკოს თავისი თავჯდომარით და უმრავლესობით, ეს ნიშნავს რომ ისინი დიდი ალბათობით არ მოახდენენ რეაგირებას სხვადასხვა დარღვევებზე, რომლებიც სავარაუდოდ იქნება და ეს არ ნიშნავს იმას რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღო. მითუმეტეს ბოიკოტი არ შედგება არასდროს, რადგანაც ყოველთვის გამოჩნდებიან ხელისუფლების სატელიტები რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
  19. lasha1997 ჯერ არავინ. იმის შემდეგ რაც მიშამ კანონით გათვალისწინებილი ვადები დაარღვია, პარლამენტმა უკანა რიცხვით გაუპრავა და ჯერ აქვს ვადა ცესკოს აირჩიოს, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე არჩევას იმ ექვსი პარტიიდან ოთხმა უნდა მისცეს ხმა, რაც როგორც ჩანს არ გამოვა, შესაბამისად კენჭისყრა პარლამენტში გადავა.
  20. lasha1997 ეგ სწორია, თუმცა მე დღემდე დარწმუნებული ვარ , რომ ამას ეგონა რომ რუსები არ ჩაერეოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის ცხადია.
  21. lasha1997 ჩემი აზრით ჩეინის და სხვა ნეოკონებს რუსებთან კონფროტაცია აწყობდათ, მითუმეტეს სხვისი ხელით გაკეთებული. მე არ ვიცი მაგრამ მაკკეინი ახლოს იყო მაგათთან?
  22. dire ჩემი აზრით კი.ედეპეს ინიციატივას, რამაც ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსი "გაუპრავა" ხელი ხომ მოაწერერს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ პირველი სამი მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებსი, ამათ მიერ ხმის მიცემა არ მიცემას აზრი ეკარგება, რადგან ოთხი ხმა უკვე უბრალოდ აღარ გროვდება და ეს საშულებას მისცემს ბოლო სამ პარტიას პოზაში დადგეს. თოფაძეს რას შეეხება, მაგან რაღაც გადასახადების გადახდაზევ უარი განაცხადა, საგადსახადომ ანგარიშები დაუყადაღა. ამის შემდეგ თოფაძე მერობის სავარაუდო კანდიდატად გვევლინება, რაც ხელისუფლების ინტერესებში შედის.
  23. lasha1997 ეს ის კითხვაა დიტო, რომელიც მე აგვისტოს შემდეგ მაწუხებს. წაქეზება ამერიკის მხრიდან რომ იყო ცხადია, მაგრამ არ ვიცი ვისი მხრიდან. მე უფრო ჩეინის და მისი კამანდის მხრიდან მგონია, ვიდრე ბუშის და კონდოლიზას. თუმცა სიმართლეს ალბათ ვერ გავიგებთ, ვიქნებით ვარაუდების დონეზე.
  24. ვინმეს ქართული პრესიდან ეს გსმენიათ? ეს საერთოდ ზღაპარია, რისი მთქმელი იყო მგალობლიშვილი? მითუმეტეს პრესას თუ აუკრძალეს ამაზე საუბარი, პრემიერს კითხავდნენ?
×
×
  • შექმენი...