Jump to content
Planeta.Ge

ძუკუ

პლანეტელი
  • პოსტები

    5.814
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    10

ყველა პოსტი ძუკუ

  1. machkatela ქალბატონო machkatela,მე მგონი თქვენ ერთხელ უკვე დამისვით ეს კითხვა და მე დაწვრილებით მოგახსენეთ, თუ რა არის ამ კოდექსში 30%-ს გარდა ცუდი. ხოლო რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილ სიას, მე მგონი მაგ სახელმწიფოებში არჩევნებს არ აყალბებენ უზბეკეთის გარდა.იუშჩენკოს იმიტომ ვცემ პატივს, რომ მისი პრეზიდენტობიას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა და არავის შედეგებზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.მოლდავეთში რაც მოხდა ყველას გვახსოვს.ალბანეთი რომ ალბანეთია იქაც არჩევნებს არ აყალბებენ.ჩვენთან კი მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები, ისიც კომუნისტების დროს.
  2. imageexpress ბატონო ჩემო, ახალი დარეგისტრირებული ბრძანდებით და ასე არ უნდა დაიწყოთ.რას ქვია ისტერია. მე ერთი წელი ვიყავი საკმაოდ აქტიურად იმ ფორუმზე და ვიცი თუ რა შეუწყნარლობის და ცინიზმის ატმოსფერო სუფევს იქ და ხელისუფლების წარმომადგენლების სამსახუროებრივი მოვალეობა როგორაა იქ პოსტვა. აქ კი მობრძანდით ვისაც გინდათ და კორექტულობის ფარგლებში რაც გინდა ის პოსტეთ.
  3. machkatela ერთი შენიშვნა, ნამდვილად ვერ ჩავთვლი ასლანიჩებს,მე თვითონ და მრეწველებს ოპოზიციურად, რაც საარჩევნო კოდექსზე მუშაობისას ცალსახად დაამტკიცეს.ამიტომ ხელისუფლებას სამი ხმა გარანტირებული აქვს თავისი კანდიდატისთვის.მეოთხესაც თუ მიიღებს ხომ კაი, თუ არა როგორც თქვენ ბრძანეთ პარლამენტი და მაგის ჯანი.
  4. საერთო აქვთ კონსტიტუციური მოწყობა, პრეზიდენტის ძალაუფლებას და სახელისუფლო ვერტიკალებს ვგულისხმობ.გუბერნატორები იქაც და აქაც ინიშნებიან.ელექტრონული მასმედიის მონოპოლიზირება, სასამართლო ხელისუფლების დაჩმორება. მაგარი განსხვავება იმაშია, რომ ჩვენთან პრემიერს ბალი ათ შაურს არ ეკითხებიან, იქ კი... საერთოდ როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა სააკაშვილი წარუმატებელი პუტინიაო.
  5. kisa აქვს პრინციპში მნიშვნელობა. ცესკო შედგება 13 წევრისგან.აქედან 6 ზემოთჩამოთვლილი პარტიების მიერაა დანიშნული + ერთი ნაცებისგან. გარდა ამისა 5 ვითომ დამოუკიდებელი ე.წ. საარჩევნო მოხელეები და თავჯდომარე. შესაბამისად თუ დავუშვებთ, რომ თავჯდომარე წესიერი კაცია და ყველა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულები არ არიან ნაცებთან შეკრულები, მაშინ ნაცები უმცირესობაში რჩებიან. ცესკო ქმნის შემდგომ საოლქოებას და ისინი საუბნოებს. შესაბამისად ნაცების მდგომარეობა მძიმდება. ამიტომ ყველამ დავივიწყოთ ის რომ თავჯდომარე შეიძლება ხელისუფლებიდან უკუნტროლო ვინმე გახდეს.
  6. ხალხო არჩევნები არავის არ გაინტერესბთ?
  7. Siknadmo ათონის მთაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ იერუსალიმის მთავარი ტაძარის მონახულების პატივი ყოველ წელს მაქვს. ჩემი მოკრძალებული აზრით გარდამავალი დღესასწაულების (აღდგომა და მასთან დაკავშირებული) აღნიშვნა მართმადიდებელი ეკლესიების მიერ ძალიან ზუსტია.
  8. Siknadmo სრულად გეთანხმებით. მეც მაგიტომ წამოვედი იქიდან. კარგო და წესიერო ხალხო! ნუ პოსტავთ იმ ფორუმზე და ამით ნუ ასაზრდოებთ მას. იყვნენ მარტო მიშისტები და რაც უნდა ის წერონ და თვითონვე იკითხონ.
  9. lasha_alo აქ "გაიასნებულია" ყველაფერი.ექვსი პარტია მონაწილეობს არჩევაში 1.რესპები 2.კონსერვები 3.ლეიბები 4.მე თვითონ 5. ასლანიჩები 6.მრეწველები ჩემი აზრით აქედან ბოლო სამი პროსახელისუფლოა, რაც ნათლად გამოჩნდა საარჩევნო კოდექსის მიღების დროს.ლეიბორისტები უარს ამბობენ ამ პროცედურაში მონაწილეობაზე. კონსერვატორების ბოლო ქმედებები(ნოღაიდელთან კავშირი) საეჭვოს ხდის მაგათ პოზიციას. შესაბამისად ოპოზიციას კარგი კადიდატის(თუ ასეთი იქნება, რაშიც ეჭვი მეპარება) გაყვანის შანსი არ აქვს. ყველაზე ცუდ ვარიანტში ხელისუფლებისთვის ხმები 3/2-ზე დაჯდება და მერე საქმეში პარლამენტი ერთვება, აქედან გამომდინარე წინასწარ ცნობილი შედეგით. ან 4/1-ზე და პირდაპირ აირჩევა კანდიდატი და ხელისუფლებასაც სათქმელი ექნება, ამაზე მეტი რაღა გინდათ, ოპოზიციის არჩეულია თავჯდომარეო.
  10. FRIDRIX დიდება ს.კ.კ.პ-ს ისე იუმორის გრძნობა ნამდვილად კარგი გაქვთ ბატონო ფრიდრიხ.
  11. shamili ეგ რა შუაშია? სტალინი შამილ ბატონო საქართველოს კი არა ს.ს.რკ-ს(რუსეთს) მართავდა მას რაც ხელისუფლებაში მოვიდა ტერიტორიები ნამდვილად არ გაუჩუქებია, პირიქით მეორე მსოფლიო ომის წინ და შემდეგ განსაკუთრებით შემდეგ ბლომად შემოიერთა, ისეთებიც კი რომლებიც რუსეთის იმპერიაში არ შედიოდნენ(აღმოსავლეთ პრუსია). თურქებსაც უპირებდა წართმევას, მაგრამ ჩვენმა ძმებმა ამერიკელებმა არ დაანებეს, ირანიდანაც გამოაპანღურეს სამარცხვინოდ. სწორედ მის დროს ვერ დაიშლებოდა ს.ს.რ.კ რადგან როგორც ფრანკოს რკინის მარწუხებში ეჭირა ის. რა ესპანელები რატომ იტყოდნენ უარს სტალინზე ძველი ესპანური იმპერია რომ აღედგინა ბოდიშისთვის მადლობა.ეს კიდევ ერთხელ მიდასტურებს რომ წესიერი ადამიანი ბრძანდებით. პოლიტიკური ბრალდებები აყენეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ კარგი იქნება დასაბუთებული.
  12. shamili თქვენი ჭირიმე ბატონო შამილ, ნამდვილად წესიერ ახალგაზრდათ მიმაჩნიხართ, მაგრამ პოლიტიკაში რაღაც ელემენტარული რამე უნდა იცოდეთ. ვერც ფრანკოს დროს დაიშლებოდა ესპანეთი და ვერც სტალინის დროს ს.ს.რ.კ რა სტალინიც ეროვნული იყო და ბევრ ქართველ მამულიშვილს(მოღალატეს) მიუჩინა თავისი ადგილი? კიდევ ერთი ადამიანის უსუპოვად მოხსენიება,რბილად რომ ვთქვათ არ არის მთლად ზნეობრივი, ისე როგორც მიშას სააკოვად.
  13. Saturn ამას რომ ვპოსტავ ტელევიზორში უჩვენებენ როგორ არიგებს საკრებულოს თავჯდომარე საჩუქრებს. თუმცა ეს ჩემი აზრით ალასანიამ არ უნდა გაიმეოროს. მითუმეტეს საჩუქრების სიმრავლეში ხელისუფლებას ვერ შეეჯიბრები. ისინი ამას ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებენ.
  14. lasha1997 იქნებ მართლა ყველა ნორმალურმა დატოვოს ფორუმ.გოვ.გე. იჯდნენ მიშისტები წერონ და იკითხონ.
  15. shamili ამაზე უარესი რაც ეხლა მოხდა რა უნდა დატრიალდეს ეს გამაგებინეთ და მეტი არაფერი არ მინდა. ესპანეთში კი ამ წყობამდე ქონდათ პრობლემები და სწორედ ამითი გადარჩენ. თორემ ფრანკოს შემდეგ დაშლის პირას იდგნენ. ჩემი თუ არ გჯერათ ბატონ ჯონათან ლივინგსტონს მიმართედ. კაცი ბასკეთში ცხოვრობს.
  16. Siknadmo ძალიან რბილი კომენტარია. ვაი მაგათ პატრონს უბედურს და ჩვენც ვაი მაგათ ხელში.
  17. shamili ერორმა აქცენტი ნოღაიდელის დაგმობაზე კი არ გააკეთა, არამედ იმაზე რასაც ნოღაიდელი ბლუყუნობდა.თქვენ ძალებს ბატონო შამილ ხელისუფლება ამ ეტაპზე არ მიიჩნევს მეტოქედ და შესაბამისად არ რეაგირებს.
  18. Siknadmo თუ სერიოზულად ამაზე აზრზენი რამე ჩემთვის არ არის.
  19. Saturn სწორი ბრძანდებით, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება. შობას გილოცავთ სატურნ ბატონო ახლად შექმნილ ოჯახთან ერთად.
  20. ლ ი ც ი საოცარი კიდევ ის არის მე მგონი მარტო რესპებმა გავკიცხეთ ნოღაიდელი და ამას რაც მოყვა რუსთავი2-ს მონაწილეობით, ყველამ ვნახეთ. ბევრჯერ მითქვია გინდა ამერიკის აგენტები დაგვიძახონ, თუ გინდ ბირმის, მაგრამ რუსეთის აგენტობა ჩემთვის ისე მიუღებელია რომ მზად ვარ ყელი გამობრვღდნა ამისთვის.
  21. ლ ი ც ი შობას გილოცავ რამაზ! მაგათზეა ნათქვამი იკითხე ვირის თავზე სახარება.
  22. Siknadmo სიკნადმო ბატონო, მხოლოდ სამ ქვეყანის სადაც მთავარი რელიგიაა მართმადიდებლობა, რუსეთის, სერბეთის და საქართველოს ეკლესია აღნიშნავს შობას ძველი სტილით. დანარჩენები საბერძნეთის ჩათვლით 25-ში აღნიშნავენ. ქრისტეშობას მოგილოცავთ პირადად.
  23. FRIDRIX ტაშიი.... ე.ი. ნეტარი გრეჩიხა როდესაც ხელისუფლებაზე საუბრობს სისულელებია, ხოლო როცა რესპუბლიკელებზე კი სიმართლეა? ოღონდ არ მითხრათ ეხლა გახდაო ნეტარი.ჩემთვის ყოველთვის მასე იყო. ისე ასლანთან თხების სანახავად დღევანდელი ხელისუფალნი მიშას ჩათვლით არ დადიოდნენ?
×
×
  • შექმენი...