Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ვანო და ბოკერია წონიანი ხალხია, არ "გაიმედვედევებენ" თავს. თუ მოვლენ "იპუტინებენ". გიორგი არველაძე გამორიცხულია. მაგას არც წონა აქვს, არც მისი გუნდი ყავს და არც სურვილი ექნება წესით. ძალიან ბევრი "ღია" კომპრომატი არსებობს მასზე მაქედან ალბათ ბაქრაძე ყველაზე რეალური "მედვედევი" ჩანს, უგულავაც გაქაჩავს რამე რო იყოს. მე ჩემის მხრივ ადეიშვილს დავამატებდი მაგ სიას ისე, გამორიცხულია მაგ სცენარის აქ გათამაშება, ის კი არა და 2013 მიშას მიღწევაა გამორიცხული.
  2. მე, როგორც რაჭველი, ჭურში ვზივარ...ჩომბე ვინ არის? : მართლა პირველად მესმის თუმცა ვუერთდები მილოცვას http://blog.wineenthusiast.com/wp-content/uploads/2008/12/champagne_toast.jpg
  3. ყველას გილოცავთ! წმიდა ბარბარე გფარავდეთ, ოჯახებთან ერთად, ავადმყოფობისა და გაჭირვების წინააღმდეგ. მრავალს დაესწარით!
  4. ლ ი ც ი [q]თუ წინააღმდეგი არ იქნები, მაშინ რომელიმე თემის კომენტარის დროს გამოვიყენებ...ოკ?[/q] რას კითხულობთ, კაცო? რა თქმა უნდა [q]მაგრამ, ჩემო ბატონო analgin , რუსეთმაც უნდა გადმოდგას (რეალური და არა სიაფანდი) შემხვედრი ნაბიჯი[/q] და რომ არ გადმოდგას? ამის ალტერნატივა რა არის? - "გადმოვადგმევინოთ!!!"-? მაშ თავი დავანებოთ იმას, რას გვკარნახობს ლოგიკა, ისტორიული მეხსიერება და გამოცდილება, თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო სიტუაციები და ძალთა ბალანსი? რამაზ ბატონო, თქვენ მაინც მიპასუხეთ, თუ არ ვიცი მასწავლეთ, თუ დამავიწყდა - შემახსენეთ: ოდესმე რუსეთს გადაუდგამს პირველი ნაბიჯი მშვიდობისათვის? ოდესმე ჩვენი ზომის ქვეყანას ომით, გინებით და ფურთხვით უჯობნია რუსეთის ზომის ქვეყნისთვის? ნუთუ ამ ქვეყანაზე ერთ გონიერ ადამიანს მაინც სჯერა იმ ტრუხა ვერსიისა, რითიც აგერ ამდენი ხანია გვაბოლებს ნეობოლშევიკური ხელისუფლება, თითქოსდა ა.შ.შ., ნატო და ევროკავშირი თავს შეაკლავენ რუსეთს კინკილა ( მათთვის! ზომა-წონით...) სოხუმ-ცხინვალისთვის და რუსებს დააბრუნებინებენ, თანაც ისე, რომ სააკაშვილ-იაკობაშვილ-მოლაშხიების ნაირების გინებასაც შეირჩენს და გადაყლაპავს და აღიარების გაუქმებითაც თავს დაიმცირებს რუსეთი? მე ამის არ მჯერა! მომკალით და არ მჯერა! ვერა ხედავთ, ყოველდღე იმეორებენ, კაი საქართველოზე ვერ ვთანხმდებით, ვერ ვთანხმდებით, მოდი ავღანეთზე ვილაპარაკოთ, მოდი ირანზე, მოდი კორეაზეო და ა.შ. თავის დროზე ცეცხლი ჩაახშეს და ამით ვალი მოიხადეს. ეხლა მაგრად კიდიათ მაგათ ყველას თუ 50-100 წლით ასე იქნება ეგ გაყინული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი,მათთვის მთავარია ომი არ იყოს. ჩვენ ბერკეტი არცერთი ქვეყნისთვის არ ვართ. ჩვენ ხურდა ვართ, სამწუხაროდ... მოკლედ, ჩვენი საკითხი "დაკონსერვებულია" და ეს კონსერვი როდის გაიხსნება, თან ისე, რომ მისი შიგთავსი ვარგისი იყოს, მხოლოდ ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელმაც ცალკერძ დასავლეთთან უმჭიდროვესი თანამშრომლობით და ცალკერძ რუსებთან ნორმალური დიალოგის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენით, საჭირო დროს საჭირო მომენტი უნდა შეარჩიოს, რომ ეგებ რუსებმა რაღაცაში გაუცვალონ დასავლეთს აფხაზეთი და შემდეგ დასავლეთმაც ასევე რაღაცაში ჩვენ გაგვიცვალოს. ეს ერთადერთი შანსია აფხაზეთის დაბრუნების და ამას ძალიან დიდი დრო, ძალიან გონიერი და ეროვნული ხელისუფლება სჭირდება. ამ ისტერიული გინებით და რუსოფობიით კი სამუდამოდ დავკარგავთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს თუ უკვე არ დავკარგეთ. გაგი 67-ს სპეციალურად ვთხოვ, ნუ უპასუხებს ამ პოსტს!!!
  5. რამაზ ბატონო, ღმერთის წყალობით თქვენ მაინც ხართ ჭკუადამჯდარი ადამიანი და ვიცი სწორად გაიგებთ ჩემს ნათქვამს. ამიტომაც ვიტყვი: შეიძლება კი არა საჭიროა! საჭიროა პირველ რიგში იმისთვის, რომ დეოკუპაციისთვის რეალური ნაბიჯები გადაიდგას. სულ ანეგდოტები მახსენდება ხოლმე და რა ვქნა? ეხლაც ორიოდე მომაგონდა ასოციაციურად: 1. ჭიანჭველა ეჩხუბება სპილოს, შენ ჩაიცვი არა ჩემი კუპალნიკი შენი დედას ######-ო? 2. მგელი ახორციელებს კურდღელზე ყოველდღიურ სექსუალურ ძალადობას. კურდღელი წავა და ლომთან იჩივლებს: "აღარ შემიძლია, ყოველდღე ######-სო. ლომი დაიბარებს მგელს და ახსნა-განმარტებას მოსთხოვს, მგელმა - რა ვქნა, ძალიან მიზიდავს და ვერ ვეშვები ესე ადვილადო. ლომი გადაწყვიტავს მაშინ დღეგამოშვებით უქენიო...მოკლედ შეთანხმდებიან, უზამს მგელი ერთ დღეს, მეორე დღეს მივა და მოდი ბარემ დღესაც და მერე ორი დღე აღარ შეგაწუხებო, მესამე დღეს - დღესაც და მერე სამი დღე აღარო. ერთი წლის მერე ლომი შეხვდება კურდღელს და აბა როგორაა საქმეები, ასრულებს მგელი პირობასო? კურდღელმა - ეჰ, რას ასრულებს, ტყვნით ხო მტყნავს და ეხლა ბუღალტერიაც დამიმატაო. მოკლედ, არ შეიძლება ეს უსუსური ისტერია, წავიდეს, ბოდიში მომიხადოს, მერე ტრაკზე მაკოცოს და მერე თუ მომინდება დაველაპარაკებიო...იმიტომ, რომ ჩვენ ამით ყოველმხრივ ვზარალდებით, თანაც ძალიან ვზარალდებით და იმ რუსს კიდია, ის ამით უფრო იგებს და აშშ-ევროპასაც კდია, გარკვეულწილად მათაც აწყობთ ასეთი სიტუაცია, მათ ამით რუსებთან კიდევ ერთი სავაჭრო თემა ეძლევათ (კოკოითის ზალოჟნიკების არ იყოს), მათი სურვილის და შესაძლებლობების მაქსიმუმი ისაა, რომ საბრძოლო მოქმედებები იყოს შეწყვეტილი და სულ კიდიათ ჩვენ იმ ტერიტორიებს 10 წლის მერე დავიბრუნებთ 150-ის თუ ვერასოდეს. ჩვენ კი ეკონომიკურად ძალიან ვზარალდებით ამის გამო, გავწყდით წელში...იმას ვამბობ, რომ ჯერჯერობით ტერიტორიების დაბრუნებას არც მშვიდობიანი მოქმედებებით უჩანს სასიკეთო პირი და ომით მითუმეტეს (ეს საერთოდ აბსურდია), ხოდა გამოდის ყოვლად უაზროდ, არარაციონალურად და მაზოხისტურად ვამბობთ უარს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბარაქაზე რასაც რუსული ბაზარი მოგვცემს. რაც შეეხება კულტურას, ამას საერთოდ საზღვრები არ აქვს და იდიოტი და იმბეცილია ადამიანი, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებებით არ მოუსმენს ჩაიკოვსკის და სოფლის უბორნიის კარზე ჩამოკიდებს დოსტოევსკის და ტოლსტოის წიგნებს, არ ვარგა, ბანძობააო. აი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები თუ დათბება და გაღვივდება, მერე ეგებ ხელსაყრელი დრო და სიტუაცია გამოჩნდეს დეოკუპაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად. ამის ალტერნატივა მხოლოდ ისაა, რომ მაღლა ვიფურთხოთ და ვიჭიჭყინოთ. უტრაკო "ძველი ბიჭები " მახსენდება ამათ შემყურეს რა: "მაგათ დედებს მოვტყნავ ბიჭოო, ვისა ჩემი, მეეეე?! სადაც ვნახავ იქ ###################!!!!!" რო ყვირიან ქალების და ბავშვების დასანახად, და კისერზე ძარღვებს ბერავენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება ან გარბიან და იმალებიან ან სახეში რო მიაფურთხებენ, ამაზე ბოდიშებს და დიდ მადლობას იხდიან მერე...მერე კი მოვლენ და იმ ქალებთან და ბავშვებთან ისევ იტყვიან, ვნახე და მაგარი მივაკაჩავე, დედა ვუტირეო : : : არავის გეცნობათ ასეთი სიტუაციები ქუჩიდან? და აგვისტოს მოვლენებთან (მანამდეც და ეხლაც, პრინციპში...) პარალელებს მარტო მე ვავლებ?
  6. მე რაჭაში ვარ ჩერზ ცხინვალი ჩასული ედიკას დროს. აბსოლუტურად უპრობლემოდ... ხალხი დაბრუნებული იყო თითქმის მთლიანად და დროის ამბავი იყო შემოერთება, მარა ამ სირთავას ხო უნდა ჩაეწერა საკუთარი თავი ისტორიაში?!...
  7. მოდერაციავ! გააერთიანეთ ეს თემა თუ შეიძლება ან მითხარით არაო. ვააჰ!
  8. მოდერატორებს ვთხოვ თუ შესაძლებელია ჩემი თემა და ეს თემა გააერთიანონ როგორღაც: http://planeta.ge/index.php?showtopic=14054
  9. აუ, რუსების დედაც, მარა ამაზე მაგრად ვიკაიფე http://www.meduz.net/uploads/posts/2008-08/1218820491_sukashvili12.jpg
  10. shamili სულ ტყუილად გიწვალია ბასაევ მაგ რეფერენდუმს იურიდიული ძალა არა აქვს და მხოლოდ სოციოლოგიურ გამოკითხვად თუ ჩაითვლება. ცოტა მეტი ინფორმაცია არ გაწყენთ ხოლმე მსგავსი რეფერენდუმები კატალონიაში ლამის ყოველ წელს იმართება. 2006 წელსაც ჩატარდა ( http://news.bbc.co.uk/2/hi/5091572.stm )ზუსტად იგივე საკითხზე და მაშინაც 73.4%-მა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას. კიდევ ერთს (ჩემის აზრით ყველაზე მთავარს) დავამატებ: 2008 წლის აღწერის მიხედვით კატალონიის მოსახლეობა 7 354 411-ს შეადგენდა ( http://en.wikipedia.org/wiki/Catalonia#Demographics ) , ამ "რეფერენდუმში" კი მონაწილეობა 700 000-მა ადამიანმა მიიღო ( http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8409767.stm ) აღარ გაკადრებთ ასეთი "რეფერენდუმების" ლეგიტიმურობის შეფასებას.
  11. ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?... 35+13+9+4+2+3+3+3=72 დანარჩენი 28% სად წავიდა მკვდარი სულებია, რომლებიც არჩევნებზე აღდგებიან? მეორეც გაჩეჩილაძე, სანიკიძე, თოფაძე და ჯიბლაძე რა შუაშია არიან ამ არჩევნებთან? მესამეც გაჩეჩილაძის 3% კი არა დაჟე ძიძიგურის 3% ცოტა ღიმილისმომგვრელია. თუმცა მათივე მონაცემებიც რომ იყოს სწორი, ვეთანხმები უსუფაშვილის შეფასებას.
  12. პათოსს კარგად ვხვდები გვერდზე გავხსენი ფაქტიურად იგივე რამეზე თემა
  13. უცხოელებთან ძალიან ხშირად მიწევს ურთიერთობა და ამჯერად ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ რას ვგრძნობდი და რას ვგრძნობ მათთან ურთიერთობის დროს. მოკლე შინაარსს თავშივე მოგახსენებთ: მიშამდე - ვგრძნობდი უცხოელთა თანაგრძნობასა და წუხილს, მნიშვნელოვანწილად შეცოდებას; ანუ "თქვენ, ასეთი უძველესი კულტურისა და ტრადიციების ქვეყანა, რა დღეში ხართ, როგორ გიჭირთ, ჰა შენ ფლომასტერები, ჰა შენ 10$, ჰა შენ ჩემი ცოლის პალტო, ჰა შენ ტოსტერი და ა.შ." ეხლა - ვგრძნობ გაოცებას, გაბრაზებას და მწარე დაცინვას, "ესენი უარესის ღირსები არიან"-ს; ანუ "ჩვენ ესენი ცოდოები გვეგონა, გვეგონა საჭმლის ფულს ვჩუქნიდით და რამდენი ფული ქონიათ?! რა მანქანებით დადიან, რა მობილურები უჭირავთ, ესენი ხო ძალიან ძვირი ღირს??? რაო, მუზეუმის ეზოში გუბერნატორი ქეიფობს და მუზეუმში ვერ შეგიშვებთო?????? რაო, მინისტრი მეუბნება შენ ოღონდ მაღაზია გახსენი და გადასახადებს არ გადაგახდევინებ, სამაგიეროდ მოგების 49% მომეციო??? რაო, ქვეყანაში ყველაზე მდიდარ ადამიანს ყველაფერი წაართვეს და სასამართლო სადა არისო? რაოოო, პან გი მუნზე და გაეროზე რეები თქვა ამათმა პრეზიდენტმა, ვაი მაგის პატრონს, რაღა ეგ და რაღა ნიღბიანი თალიბანის ტერორისტიო?! რეებს აკეთებენ, ამას როგორ ითმენენ, ესეთი ჩვენს ქვეყანაში რო მოხდეს ხო მეორე დღეს ყველა მანქანა დამწვარი იქნება და შუშები ჩამტვრეული მთელ ქალაქში, ესენი კიდე სხედან და ნარდს აგორებენ კარვებში..." ჰოდა, მეც ასეთი დამოკიდებულების გამო ადრე საშინლად მრცხვენოდა, რომ ასეთი ქვეყნის შვილი ვიყავი. მრცხვენოდა და ვბრაზობდი რატომ არაფერი იცვლებოდა. ეხლა კი ვხვდები, თურმე ნამდვილი სირცხვილი ის კი არაა სამ კაცს რომ იაფიანი და გამოხეული ტანსაცმელი აცვია , არამედ ერთს ძვირიანი როცა აცვია და დანარჩენი ორი შიშველია. სირცხვილი ის კი არაა მათხოვარივით 10 დოლარს რომ აჩუქებენ და გამოართმევს ადამიანი, რომ სახლში მიიტანოს, არამედ რომ მოატყუებ ეგ 10 დოლარი მომეცი და ხვალ 100-ს მოგიტანო, მერე ეტყვი უი, სადღაც დამეკარგა, ბარემ 10-იც მომეცი და მერე 110-ს მოგცემ ასის მაგივრადო,მერე რომ აღარ დაუბრუნებ თუ დაბრუნებას მოგთხოვს ფაფუ აღარაა ის ფული და მიჩივლე სადაც გინდა, ოღონდ თუ ძალიან იყვირებ რაც გაქვს სულ წაგართმევო. გასაბრაზებელი ის კი არაა შენ და ჩანჩურას ყაჩაღობაზე რომ დაგიჭერენ და ხუთ-ხუთი ათას დოლარად ორ თვეში გაგათავისუფლებთ ბატონი მოსამართლე, გასაბრაზებელი ისაა შენ და ჩანჩურას ყაჩაღობაზე რომ დაგიჭერენ და შენ 15 წლიან სროკს რომ მოგარჭობენ და ჩანჩურას ბანკის დირექტორად დანიშნავენ. გასაბრაზებელი ის კი არაა ბოჩკა რო გეტყვის თვეში 10 მანეთი ქრთამი მომეცი და საიდანაც გინდა შემოიტანე და სადაც გინდა იქ გაყიდე ეგ შენი თხის კურკლი, დაჟე თუ გინდა მე გასესხებ ფულს, ოღონდ მერე მიხადე თვეში 10 მანეთიო, გასაბრაზებელი ისაა, ბოჩკა რო გეტყვის თხის კურკლი მარტო მე შემომაქ და ყველგან მე ვყიდი, შენ თუ გინდა მარტო იყიდე და ჭამეო. ბასტა.
  14. მე მაპატიეთ... მე კი მაგრად ვიხალისე და
  15. გილოცავთ...მოკრძალებულად. http://www.gameproducer.net/images/moneypile.jpg საუკეთესო სურვილებით!
  16. ამ ქართული ჭორების დედა ვატირე რა... ერთი ძველი, წვერებიანი ანეგდოტი გამახსენდა, სეროჟა რო ატეკაში დაიბადა რა - ტაქსიაო? კუტუზოვის და მიცკევიჩის გადაკვეთაზე, კორპუსებს შიდა ეზოს შეერქვა ადრე "კულინარიელების ეზო". დიდი ეზოა და მთელი პეკინის, იოსებიძის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, საბურთალოს ქუჩის, პავლოვის და დელისის მაცხოვრებელი ახალგაზრდები მანდ მოძრაობდნენ. მანდ დღემდე ეგრეა - მაქაურს რო ეკითხები რა უბნელი ხარო, გპასუხობს "კულინარიელიო". ჰოდა, ეს კაციც მაგ უბნელი, ანუ კულინარიელი იყო და რა ვაი-ვიში ატეხეთ? P.S. ეს მართლა მკვლელი და კრიმინალი თუ იყო, ოქრუაშვილი კორუმპირებული (ეგ კი იყო მართლა , ზურაბიშვილი მოღალატე და ა.შ. და ა.შ. რატომ თავის დროზე არ ხმაურობდნენ? ასეთი მიდგომის გამოა, რომ სულ ყრუ, ბრმა და ოხერი რო ვიყო და არავის ვიცნობდე და არაფერი ვიცოდე, ამათი ნათქვამი არ მჯერა არაფერი. უფრო სწორად, პირიქით - რასაც ამბობენ 100%-ით დარწმუნებული ვარ 180 გრადუსით საპირისპირო ვერსიის უეჭველობაში.
  17. ამ ქართული ჭორების დედა ვატირე რა... ერთი ძველი, წვერებიანი ანეგდოტი გამახსენდა, სეროჟა რო ატეკაში დაიბადა რა - ტაქსიაო? კუტუზოვის და მიცკევიჩის გადაკვეთაზე, კორპუსებს შიდა ეზოს შეერქვა ადრე "კულინარიელების ეზო". დიდი ეზოა და მთელი პეკინის, იოსებიძის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, საბურთალოს ქუჩის, პავლოვის და დელისის მაცხოვრებელი ახალგაზრდები მანდ მოძრაობდნენ. მანდ დღემდე ეგრეა - მაქაურს რო ეკითხები რა უბნელი ხარო, გპასუხობს "კულინარიელიო". ჰოდა, ეს კაციც მაგ უბნელი, ანუ კულინარიელი იყო და რა ვაი-ვიში ატეხეთ? P.S. ეს მართლა მკვლელი და კრიმინალი თუ იყო, ოქრუაშვილი კორუმპირებული (ეგ კი იყო მართლა , ზურაბიშვილი მოღალატე და ა.შ. და ა.შ. რატომ თავის დროზე არ ხმაურობდნენ? ასეთი მიდგომის გამოა, რომ სულ ყრუ, ბრმა და ოხერი რო ვიყო და არავის ვიცნობდე და არაფერი ვიცოდე, ამათი ნათქვამი არ მჯერა არაფერი. უფრო სწორად, პირიქით - რასაც ამბობენ 100%-ით დარწმუნებული ვარ 180 გრადუსით საპირისპირო ვერსიის უეჭველობაში.
  18. ამ ქართული ჭორების დედა ვატირე რა... ერთი ძველი, წვერებიანი ანეგდოტი გამახსენდა, სეროჟა რო ატეკაში დაიბადა რა - ტაქსიაო? კუტუზოვის და მიცკევიჩის გადაკვეთაზე, კორპუსებს შიდა ეზოს შეერქვა ადრე "კულინარიელების ეზო". დიდი ეზოა და მთელი პეკინის, იოსებიძის, მიცკევიჩის, კუტუზოვის, საბურთალოს ქუჩის, პავლოვის და დელისის მაცხოვრებელი ახალგაზრდები მანდ მოძრაობდნენ. მანდ დღემდე ეგრეა - მაქაურს რო ეკითხები რა უბნელი ხარო, გპასუხობს "კულინარიელიო". ჰოდა, ეს კაციც მაგ უბნელი, ანუ კულინარიელი იყო და რა ვაი-ვიში ატეხეთ? P.S. ეს მართლა მკვლელი და კრიმინალი თუ იყო, ოქრუაშვილი კორუმპირებული (ეგ კი იყო მართლა , ზურაბიშვილი მოღალატე და ა.შ. და ა.შ. რატომ თავის დროზე არ ხმაურობდნენ? ასეთი მიდგომის გამოა, რომ სულ ყრუ, ბრმა და ოხერი რო ვიყო და არავის ვიცნობდე და არაფერი ვიცოდე, ამათი ნათქვამი არ მჯერა არაფერი. უფრო სწორად, პირიქით - რასაც ამბობენ 100%-ით დარწმუნებული ვარ 180 გრადუსით საპირისპირო ვერსიის უეჭველობაში.
  19. შუქი ფაფუ მაინც ნამეტანია ჯერ : იმის მიუხედავად რომ ჩემთანაც სისტემატურად ყოველდღე ითიშება ხან ნახევარი საათით და ხან ერთი საათით. ტელევიზიის თემის ძებნა მეზარება ეხლა და საზმაუზე ის 2 მილიონი ვალი ალბათ მართლა სახელფასო დავალიანების გასასტუმრებლად აიღეს. ჩემი ბიძაშვილი მანდ მუშაობს და დედის ყველაფერს იგინება მეთექვსმეტე წელია მანდ ვმუშაობ და 2 თვე ხელფასი ჯერ არ დაუგვიანებიათო. ადრე ნაწილ-ნაწილ მაინც მაძლევდნენ და ეხლა დამსვეს ნოლზეო. პლუს კონტრაქტებია დადებული და დამტკიცებული პროექტები არაა ჩაშვებული, რომლებიც ჯერ კიდევ ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. არ მიკვირს. არა ბიჭო მედიაზე შესტკივათ გული და მაგიტო გამოუყვეს 27 მილიონი : ცნობისთვის რუსული ენტევეს ბიუჯეტი 60 მილიონია, 10 არხს აერთიანებს და საზმაუზე რამდენჯერმე მეტი ხალხი მუშაობს და იქ 10-20ჯერ უფრო მაღალი ხელფასები აქვთ ეგ ფული ლიჩნად მიშასთვისაა გამოყოფილი, მიშასთვიიის. უეჭველი ვიცი
  20. ხინკალი არა აქვთ იქ საერთოდ, მარა რაცა აქვთ კარგი აქვთ :sorry:
  21. რა იყოთ, მთვრალი კაცი არ გინახათ ჯერ? :sorry:: 2 საათი მეძინა ( წუხელ) და მშიერი ვიყავი :
  22. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დანიშნულ დროსა და ადგილზე გამოვცხადდები
  23. shamili საერთოდ თორთლაძე ბევრს ჯობია ამ მოღალატეობრივ პოლიტიკურ სპექტრში , ერთ ერთი ყველაზე უფრო ეროვნული პოზიცია უკავია ედეპესთან ერთად დედას გაფიცებ, რომელ პარტიაში ხარ? მაისაშვილის, ედპ-ში თუ ქდმ-ში? ან ამათი წევრი ხარ რომელიღაცის ან თავად თორთლაძე ხარ : იმიტო რო შენი მსგავსი პოზიცია დედამიწის ზურგზე არცერთ ადამიანს არ აქვს, მათ შორის ზემოთ აღნიშნული პარტიის წევრთა ოჯახის წევრებსაც კი, ზოგჯერ თვითონ წევრებსაც
  24. მანიაკალური დეპრესია. თუ არ ვცდები ეს სჭირს. აი გრიგი თუ შემოიხედავს აქ, ის გვეტყვის ზუსტად. მართლა. კომპეტენტური ადამიანების დასმული დიაგნოზია.
×
×
  • შექმენი...