-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
asds ხანდახან მგონია ჭკვიანურს ბაზრობ და ძალიან დიდ სისულელეს დააბრეხვებ ხოლმე. მინუსის დაწერა მინდოდა, მარა გადავიფიქრე. მოკლედ გეტყვი, ქართულ ნაციას ჩამოყალიბება არ სჭირდება, ბარე ორმა და ასმა ერმა ინატროს ჩვენნაირი ჩამოყალიბებული და ფასეული ღირებულები რომ ჰქონდეს, რაც შეეხება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, მათთან თანაცხოვრების, თანაც იდილიურ დონეზე პრობლემა საქართველოში არასოდეს ყოფილა ვიდრე კომუნისტებამდე. ჩემთვის მხოლოდ მეიდანიც კმარა ამის დასტურად და განვრცობა მეზარება.
-
maka საქმეც მაგაშია ჩემო მაკა, რომ სწორედ ეგ მომენტი აღიქმება ხალხში დადებითად რომ არაფერი გაუკეთებია ფორუმს (ეხლა სატურნი ამოჭრის ამას და მძიმის იქით არარ წაიკითხავს). :D , რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომელმა პარტიამაც რა გააკეთა, გააკეთა მხოლოდ ცუდი, ფორუმს კი რაკი არაფერი გაუკეთებია ე.ი. ცუდიც არ გაუკეთებია. მე არ მაქვს იმედი რომ ფორუმი რამეს შეცვლის, უბრალოდ პატივს ვცემ მათ წესიერებას და ღირებულებებს (რომლებიც საერთო გვაქვს). იმ გზასაც პატივს ვცემ რა გზითაც ფორუმი აპირებს სიარულს, რაკი მეც ეგ გზა მაქვს არჩეული კაი ხანია. გადაუხვევს ფორუმი მაგ გზიდან, წავიდეს, მე ჩემს გზას გავაგრძელებ. მოკლედ პირადად ჩემზე გიპასუხებ, რომ დროის ამ მონაკვეთში ჩვენ ერთი გზა გვაქვს და სასიამოვნო თანამგზავრია ფორუმი ჩემთვის. --------------------------------------------------------------------------------------- ისე ფორუმს ეს კითხვა, "რა გაუკეთებია?" არ ეკუთვნის. ფორუმი ახალგაზრდა პარტიაა, ხელისუფლებაში არ ყოფილა არასოდეს, შესაბამისად ვერაფერს გააკეთებდა, ვერც კარგს და ვერც ცუდს. ცალცალკე აღებული ლიდერებიდან კი ორი მათგანი საქართველოს უკანასკნელი ისტორიის ერთერთი საუკეთესო და მისაბაძი პიროვნების შვილები არიან, ორნიც პროფესიონალიზმით და წესიერებით გამორჩეულნი იმ პერიოდში, როცა ეს თვისებები მწვავე დეფიციტს განიცდიდა. შიდაპარტიულ ბირთვს კი ხარისხის მქონე მეცნიერები, აფხაზეთის ომის ვეტერანები, ხელოვანები წარმოადგენენ. ხოდა რა ვიცი, მე არ მიჩნდება ეს კითხვა, "რა გაუკეთებიათ?", პირიქით "რას გააკეთებენ?" უფრო მაინტერესებს და ჯერჯერობით მომწონს ეს გზა - ფრთხილი, სუფთა და ვაჟკაცური. თუ ვინმეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ფორუმს ზედმეტად ვაქებ ან განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, წყვეტილი ხაზის ზემოთ რაც მიწერია ხელახლა გადაიკითხოს. ხაზს ქვემოთ ის ფაქტორებია, რომლის გამოც არ მეთაკილება მათთან თანამგზავრობა.
-
lasha_alo "ცოტათი" ცდები შენ. ფორუმი არც არავის ეპატიჟება თავისთან და არც არავის ჰკრავს ხელს. ისინი ამბობენ მე ვიზამ ამას და ამას და ვსიო. მოდი-წადი აქ არ არის. დაჟე საკუთარ პარტ. აქტივს ეუბნებიან, ვისაც გეშინიათ წადით, ლაჩრების ადგილი აქ არააო. გუშინდელ შეკრებაზე მხოლოდ ფორუმის პარტ. აქტივი იყო წარმოდგენილი, ისიც მხოლოდ თბილისიდან და ისიც არასრულად. აქ ხალხი საერთოდ არც ყოფილა მიწვეული. მე ფორუმში ის მომწონს რომ ყველა სხვისგან განსხვავებით სხვა გზა აქვს არჩეული, ბრძოლის გზა. არავის ეპრანჭება, არავის ეპატიჟება, არავის არაფერს სთხოვს და არც არავის უყენებს ულტიმატუმს, აპირებს რეალურ ბრძოლას, ყველამ თვითონ აირჩიოს უნდათ გვერდში დაუდგნენ, უნდათ შორიდან უყურონ, უნდათ ლანძღონ. სხვათა შორის ერთადერთი პარტიაა, რომლის წევრთა დიდ უმრავლესობას 25-50 წლის მამაკაცები შეადგენენ. სხვათა შორის რამდენი ვინმეს ველაპარაკე მაგათგან, ყველას ერთს ვეუბნები და ერთში ვითხოვ დარწმუნებას: არ მინდა მანდ დავინახო სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, ასევე ეს ხაინდრავა-ცაგურია სასტავები. მოკლედ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის მიდის მზადება. ვისაც ეცინება გაეცინოს, მაგრამ რაც იქნება რეზულტატი ვნახავთ და მერე შევაფასოთ ვინ უფრო ტრაკიანია.
-
ბატონ რამაზს ვულოცავ დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ტკბილ სიცოცხლეს და ღირსეულ ცხოვრებას. აი აქ მენახეთ გახარებული და ამაყი. http://www.sochi-site.narod.ru/places/pitsunda.jpg ვინც ვერ იცანით, პიცუნდაა, უფრო სწორად ბიჭვინთა. მარცხნივ ტყუპი სასტუმრო რო დგას მანდ ვისვენებდი, მარჯვენაში :(
-
ამერიკა ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებს?!
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ნუ გეშინია, შენ არ მოგიწევს შიმშილობა, სანამ ვანო იქნება. ჩემი წილი საქართველოც შენთვის მიჩუქნია თუ ძალიან არ გაზარალებს. წავეი მე, პაწას წავიძინებ. -
ამერიკა ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებს?!
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire ლეოჯან, "დაიმორჩილებს" უადგილო სიტყვაა აქ. ისედაც ემორჩილებოდა აქამდე. -
ამერიკა ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებს?!
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ინფო 100+ პროცენტიანია, რადგან წყარო თემურ ალსაანიას ვაჟია -
ჩემი "პლანკა" ოქტომბერია. არ შეიცვლება არაფერი და ალალად და მთელი გულით სატურნისთვის და ფრიდრიხისთვის დამითმია ეს ქვეყანა და ღმერთმა (რომელიც არცერთს არ სწამს) მშვიდობაში მოახმაროთ. დაე ჰყავდეთ მბრძანებელი მიშა, მდღვნელი ვანო და ურწმუნო და ბეზპრედელი ელიტა. მთავარია ხელფასი დაჯდეს ანგარიშზე თავის დროზე. მე 100000000000000000000% წავალ ამ ქვეყნიდან და 0.00000000000000001% არ ვინანებ არასოდეს. თუ ეს გველები დედაბუდიანად არ ამოვწყვიტეთ რა თქმა უნდა.
-
ამერიკა ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებს?!
analgin replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სატურნ, გამოდი მზეზე იენამჭევრე, მარა დღეს დილას 10 000%-ნი ინფო გავჩითე. დედამოტ...ლ კოდუას არნახული აღზევების შესახებ. ერთი ერთში FBI-ს ანალოგი ორგანიზაცია უნდა შეიქმნას შაქარტველოში. პროკურატურა ან სულ გაუქმდსება ან გაფარჩაკდება, შსს-ს და ვანოს 100%-ით ჩამოერთმევა საგამოძიებო უფლებები და ამ ყველაფრის შეფი იქნება კოდუა. ეს ყველაფერი იჩალიჩა ადეიშვილმა და ამ სტრუქტურის კურატორი იქნება იუსტიციის სამინისტრო ანუ ზურა აჩკარიკა... -
machkatela გამორიცხულია, რა ოპოზიციას ეხმარებოდა კაცო? თუ ვინმეს არ უნდა ოპოზიციის მოსვლა მათ რიგებში ერთერთი პირველი კოდუაა. დავიჯერო ისეთი ბრმები, ყრუები და უნიჭოები ხართ ქართველი ჟურნალისტები რო ამის შესახებ უცხოელმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს და თქვენ ვერა? მე არ მჯერა. დაპატიმრება უნდათ თუ მოკვლა ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ერთერთი ნამდვილად უნდათ. შენს მიერ ნახსენებ "ბოლოდროინდელ მოვლენებს" მე ჩამოვთვლი: "აზოტის" გენერალური დირექტორის, გენო მალაზონიას დაჭერა; თავად კოდუას დამამცირებელი დაქვეითება, მის მიერ შექმნილი, დაკომპლექტებული და აღზევებული, მონსტრად ქცეული სოდ-იდან თავად შსს-ს თანამშრომლებისთვისაც კი აბუჩად ასაგდებ, უბერკეტო და უავტორიტეტო კრიმინალურ პოლიციაში; მის დაქვემდებარებაში მყოფი ნარკომაფიის ხელმძღვანელთა დაკავება; მისი "შავი ხელის", კრიმინალური ავტორიტეტის და მკვლელის, თენგიზ გურჩიანის დაპატიმრება. სხვათა შორის გურჩიანს ნარკომაფიასთან არანაირი კავშირი არ ქონია, ამათმა მიაბეს. უბრალოდ კოდუას ხელდასხმული ავტორიტეტი იყო. ფაქტიურად ხელები დააჭრეს კოდუას. მას უკვე აღარც სოდ-ი და სპეცრაზმები ყავს, აღარც კრიმინალურ სამყაროში ყავს საყრდენი, აღარც სიტუაციის და ინფორმაციის კონტროლის საშუალება აქვს, ფინანსურ რესურსებსაც ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან ეტაპობრივად და კრუპნად უმცირებენ. ასე უკვე იმდენად საშიში აღარაა მათთვის კოდუა და შედარებით იოლი დასამარცხებელია. ვნახოთ რა მოხდება... :TAT: :TAT: :TAT:
-
არაყზე გამახსენდა: ნემიროვის "პერცოვკა" არ იყიდოთ, ბაზარზე რაც დევს აქ ისხმევა. ბაზარს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ იგულისხმებთ, პრესტიჟული თუ ნაკლებპრესტიჟული სუპერმარკეტები და მაღაზიებიც შედის მასში და ბარ-რესტორნებიც. ზუსტად იგივე ბოთლებში და ეტიკეტით და ზუსტად იგივე ტექნოლოგიით ისხმევა, მაგრამ ნაგავ სპირტს ასხამენ შიგნით. დანარჩენ ნემიროვებს არ ეხება, იმენა "პერცოვკაზე" მაქვს ლაპარაკი.
-
asesino_141 ქურდულ სამყაროს საკმაოდ კარგად ვიცნობ, მათ შორის შუშანაშვილის პირადად შევხვედრივარ კიდეც, მერწმუნე არ არის მაგ გაბარიტების და გაქანების ტიპი. ყოველ შემთხვევაში ძედ ხასანის, კალაშოვის და ონიანის დონის კავშირები და გავლენა მაგას არ აქვს, ფული ხომ არ აქვს და არ აქვს, დაჟე გია კვარაცხელია და ტარიელ ფოცხვერია გაცილებით გავლენიანები არიან ვიდრე ეგ. ზემოთ ჩამოთვლილი ქურდებიდან სულ ყველას სხვადასხვა სახელმწიფოს პირველ პირებთან აქვთ კავშირი, უზარმაზარ ბიზნესებს კურირებენ, იქნება ეს ნარკომაფია, იარაღით ვაჭრობა, საკვები პროდუქტების ბიზნესი, სათამაშო ბიზნესი, ღამის კლუბები და რესტორნები თუ მანქანების გატაცება ან VIP პენტჰაუზების ძარცვა. შუშანაშვილს ამ მასშტაბის საქმეებში პირველობა არსადა აქვს და საერთოდ ეგ სანამ ესპანეთში წავიდოდა და კალაშოვი შეიფარებდა ფრთის ქვეშ, აქ მინახავს მე ეგ 500$-ის გამო რაზბორს რაზბორზე რო აწყობდა. სანამ წავიდოდა მართლა არ ქონდა არანაირი განსაკუთრებული ავტორიტეტი, ყოველ შემთხვევაში მე რომ შევხვდი მაშინ მისი წონის ქურდები აქ სკოლის ბიჭების ჩხუბებს არჩევდნენ, "ბუდკებს" კრიშავდნენ და საჩუქრად ერთ სპიჩკის კარობკა პლანს იღებდნენ... კალაშოვის გვერდში დგომით ცოტა კი გამოვიდა ცვეტში, მარა არც იმდენად რაც ამ სტატიაში წერია. მაგიტომ არ ვენდობი მაგ სტატიას რა. ჯერ ერთი დასავლეთევროპული პრესა კანონიერი ქურდების დაკავებაზე თუ რამეს დაწერს, დაწერს მხოლოდ იმ კონტექსტში და საერთოდ იმ ქურდებს იმიტომ იჭერენ, რომ იმ ქვეყნებში აშავაბენ რაღაცას (ქურდობენ, ყაჩაღობენ და ა.შ.) და არა იმიტომ, რომ ისინი თურმე სხვა ქვეყანაში რაღაცას აპირებდნენ. მაგ სტატიაში ხსენებულ რესტორანს რაც შეეხება უმარტივესია რატომ დაიჭერდნენ მას და ვინც ვერ ხვდება დასაცინია ჩემთვის. რესტორნები და სათამაშო კლუბები საუკეთესო საშუალებაა ნაყაჩაღარი და ნაპარავი ფულის გასათეთრებლად. რა შუაშია აქ ის იდიოტობები რაც ამ გერმანულ გაზეთში წერია? ან ავსტრიის პოლიციამ რომელი ქართველი რატომ დააკავა ეგ რატომ იწერება მხოლოდ გერმანულ გაზეთში, დავიჯერო ესე ძალიან აინტერესებს ფრანკფურტელ მკითხველს ეს ინფორმაცია? კაროჩე რა, შენ დაუკა! 1% არ მეპარება ეჭვი რო შეთითხნილია, იმდენად არასერიოზული სტატიაა.
-
) ) ) რა შუშანაშვილი ტო? ვის დაკარგვია, რას აპირებდა, ვის უპირებდა. შუშანაშვილი არ მიეკუთვნება ისეთი "მძიმეწონიანი" ქურდების რიცხვს როგორებიც კალაშოვი და ონიანი არიან. მას არც საკმარისი ავტორიტეტი, გავლენა და კავშირები აქვს და არც ფული. ამ კუდების მობმაზე მაგრა ვკაიფობ რა. იმდენად თეთრი ძაფით ნაკერი სტატიაა რო ანეგდოტის დონეზე გადის ჩემთვის...
-
ქვეყანაში გასატარებელი აუცილებელი რეფორმები
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 ვახ გამაგიჟებ შენ მე...ან არადა აქ რო არ ცხოვრობ გკიდია და იმიტო. მე გარემოს რეალურ ცვლილებაზე მაქ საუბარი, მექანიზმებით და გარანტიებით და სხვა რა უნდა მოვითხოვოთ აბა? საკონონმდებლო ინიციატივებს ნუ ჩამომითვლი, ეგ არ არის მექანიზმი, არ შეასრულებენ და ვსიო, უჩივლე. -
სომხეთში გამიყიდია რაღაც-რაღაცეები და კატასტროფული ნიხრები აქვთ საბაჟოზე. 30-40% ემატება თვით ღირებულებას თავის ქრთამებით + დღგ-ც რო დაემატება (ტრანსპორტირების ხარჯებიც, თავისთავად) მინიმუმ 50% უკვე უზის ტიპს, ანუ კიდე ამატებს რაღაც პროცენტებს გასაყიდი ფასის პონტში და წარმომიდგენია აქ რო უფრო ძვირი ღირს რეებს ჩათლახობენ...დდშვც ამათი!!!
-
ქვეყანაში გასატარებელი აუცილებელი რეფორმები
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asesino_141 ზუსტად მაგას არ ვამბობ მერე? http://planeta.ge/index.php?showtopic=29637&view=findpost&p=289497 -
shamili რა ვიცი, ისეთი როგორიც თორთლაძის პარტია? მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდი შენ. ეროვნული ფორუმის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს მერაბ კოსტავას საზოგადოებას? თუ არ იცი იქნება გაარკვიო. მართლა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. მართლა არ ვარ მათ მიმართ ცუდად განწყობილი და არავისი აგენტები არ მგონია, უბრალოდ დამოუკიდებლად ვერ აღვიქვამ სერიოზულ სუბიექტებად, არ აწყენდათ რამე დიდ გაერთიანებაში შესვლა, მინიმუმ კოორდინაციის და კონსულტაციების დონეზე მაინც. ყველას ლანძღვის პოლიტიკას და ამით ირიბად (ხშირად პირდაპირ) საკუთარი კაი ტიპობისთვის ხაზგასმას რომ შედეგი მოჰქონდეს, თბილისის მერი დღეს თამაზ ვაშაძე უნდა ყოფილიყო.
-
ქვეყანაში გასატარებელი აუცილებელი რეფორმები
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ მე ვფიქრობ არ უნდა იყოს ხელის კვრები, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა შემოურთდეს ამ ინიციატივას. ვინც არ შემოურთდება ხო თავისთავად დაიწვება, რომ არაა ოპოზიცია, რაკიღა რომელი ნორმალური ოპო იტყვის ამაზე უარს? ხოდა ჩაიდოს მექანიზმი რომ არ მოხდება ოპო-შეტავაზების გადაკეთება და ალტერნატიულ წინადადებებზე გადასვლა. იბრძოლებენ მხოლოდ იმისთვის რასაც ითხოვენ. ანუ ჩემი იდეა, კონტროლის ბერკეტების ხელში აღებას გულისხმობს და არა ძალაუფლების ან პრივილეგიების და ეხლა სიტყვაზე მიშამ რო თქვას, მოდი იუსტიციის მინისტრი, მაკონტროლებლების უფროსები არა და გარემოს დაცვის და კულტურის სამინისტროებს მოგცემთო, ამაზე არ უნდა დათანხმდნენ და სულ არაფერს, გვაძლევენ და ავიღოთო არ უნდა თქვან. P.S. აქციები მაინც აუცილებელი მგონია, რაკიღა მახსოვს შსს-ს მინისტრის მოადგილეობას სთავაზობდნენ, რაზეც სალომე დათანხმდა და დაავიწყდათ. აქციებით ისევ წამოვლენ დათმობაზე და სანამ არ დაინიშნება და დაიწყებს მუშაობას, მანამ არ შეწყდება აქციები. -
ქვეყანაში გასატარებელი აუცილებელი რეფორმები
analgin replied to analgin's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds მაგის ჩამოთვლას აზრი არა აქ ლევან. ჩემი სიტყვა არ არის ვინმეს პატიოსნების გარანტი. ეს გარანტი მხოლოდ მექანიზმებით უნდა შეიქმნას და სწორედ ამ მექანიზმზე ვლაპარაკობ. რაც შეეხება იმას რამდენად სუფთად უპირისპირდება ვინმე (ანუ შეკრული არაა მათთან) ამას აბა საიდან გავიგებთ? მე ფაქტებს ვეყრდნობი რომლის მიხედვიტაც ვიღაცას ჰქვია ოპოზიცია და რადიკალურად უპირისპირდება ხელისუფლებას. P.S. მაგ ლოგიკით ხელისუფლების წევრიც შეიძლეა ოპოზიციონერი იყოს და მკითხაობას აზრი არა აქვს. asesino_141 ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ზუსტად იმ თანმიმდევრობით დათმობა, რა თანმიმდევრობითაც დანომრილი მაქვს. დეკორაციისთვის არ უწერია მანდ ნომრები. ასევე ოპოზიციამ მოქმედებაშიც უნდა გამოიჩინოს თანმიმდევრულობა: 1. მიიღონ ოპოზიციური მემორანდუმი, რომ ამ მოთხოვნების მისაღწევად იბრძოლებენ. 2. ტელეეთერის საშუალებით ერთობლივად გაუკეთონ ხელისუფლებას ეს შეთავაზება. 3. დაიწყონ საელჩოებთან, გაეროსთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ეუთოსთან და საელჩოებთან ამაზე მუშაობა. 4. გამართონ აქციები და გააგრძელონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა. 5. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა პუნქტი მიღწეულ იქნას, რომ ნაპრალები არ დატოვონ და წყალში არ ჩაიყაროს მუშაობა.