-
პოსტები
2.789 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
11
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი analgin
-
ShowTime პრობლემას ვერ ვხედავ, თუნდაც "დოგმატურად" დაქალის ძმის სიყვარული იკრძალება და ტეხავს თუ ნაცოლარი კაცის (ცოლი ყავს, მარა ეხლა ერთად არ არიანო...) თუ ასეთი საყვარელი მეგობრები ხართ, შენზე უკეთეს სიძეს ვერც ინატრებს, ჩაქაფულს გიცნობს : ნაცოლარი დაიკიდე, თუნდაც ბავშვიანი იყოს. მგონია ბოლომდე არ ამბობ ყველაფერს, მაგალითად მის ყოფილ მეუღლეს შენც კარგად იცნობ (როგორც მინიმუმ) და ეს გბორკავს, თორე სხვაფრივ გასაკვირია შენი უიმედობა. პირიქით, ბედნიერი უნდა იყო
-
ნუ, კაი, ეპილაციის ფული არა აქვთ, "ლიპუჩკა" ხო არსებობს? რა დამავიწყებს, ასე მეორე-მესამე კურსზე ვიყავი, ერთხელ ბარში ისეთ მაგარ ნაშას ვეცეკვე, ისეთ მაგარს, რო მეტი არ შეიძლებოდა. ოღონდ "ისეთი" არაფერი გამივლია გულში, "ერთჯერადი" ან "მომხმარებლური". ცოტა ნაზი გრძნობები ამიჩქროლდა. მასაც აშკარა სიმპატიები დაებადა ჩემს მიმართ. ტელეფონები გავცვალეთ და პაემანი მეორე დღესვე დავთქვით. შთაბეჭდილება იგივე, ისეთი მაგარი იყო, ისეთი, რო მეტი არ შეიძლებოდა: მაღალი, უუუმაგრეს ტანზე, ულამაზესი მომწვანო-მონაცრისფრო თვალებით...დაახლოებით რომ აგიხსნათ შავთმიანი მილა იოვოვიჩი სწორი თმებით მარაააა დღის შუქზე ისეთი რაღაც დავინახე, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე : იმენა დარტანიანი იყო რა ბლანჟე...
-
1. მგონი ამ თემის ადგილი ამ განყოფილებაშია 2. ლოგინის ჭრაჭუნი, ოფლისღვრა და დეფლორაცია არ მაინტერესებს : საკითხი ასე დგას: კარგა ხანია საცოლე მყავს, ამ წლის ბოლომდე ღვთის წყალობით იმედია შევუღლდებით. ჩვენს ურთიერთობაში სრული იდილია და ჰარმონია სუფევს თუ არ ჩავთვლით ურთიერთობის სულ პირველ 3 თვეს. 1 წელია ერთად ვართ. ჩემს საძმაკაცო-საახლობლოში ვინც კი ცოლი მოიყვანა (ყველამ დიდი სიყვარულით), აშკარად ვატყობ ის ურთიერთობა აღარა აქვთ რაც ქონდათ. ყვირილი, "იაზვა" რეპლიკები, არაფრის დათმობა მათი ყოველდღიურობის თანმდევი ატრიბუტი გახდა. უცხო თვალის დასანახად ქე ცდილობენ გუგულებივით ყოფნას, მარა საკმარისია პატარა "ჩეპე" რომ იწყება კბენა-ღრენა. თუ ვინმე ხართ დაოჯახებული (ეხლა ან ადრე), მაინტერესებს რისი ბრალია ეს და როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება?
-
ვაგინებ მიშას, ხმამაღლა, ხატოვნად და გამოთქმით. ფასი: წუთი 2 ლარიდან.
-
lasha1997 უფ, ახალი ამბავი : ყველას შეაწერეს ეგრე... ერთი რაც მახსოვს. არი ეგეთი ფირმა ბათუმსა და თბილისში "გორგია", სამშენებლო-სარემონტო მასალების იმპორტს ეწევა თურქეთიდან. 30-40 მილიონის ბრუნვა აქვთ წლიურად. აი მაგათ 140 000-ის ყურძენი აყიდინეს. აი ეს თანხა კი არ მოთხოვეს. პროსტა იმენა თავიანთი ჩამოწერილი მისამართები მისცეს, ამა და ამ ტიპებთან მიხვალთ და მთელ მოსავალს იყიდით ამა და ამ ფასშიო. არადა ფინანსურს შემოგიშვებთ და დაგლუქავთო. მასტები ცემენტს, წებოებს და მეტლახს ყიდიან ელიავაზე, რა ჩემ შუშუდ უნდოდათ 140 000-ის ყურძენი? : მარა წინა მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, იყიდეს. წინა გამოცდილება კი ასეთი იყო: ვარშალომიძემ შემოუთვალა, ამა და ამ დროს მიშა ჩამოდის ბათუმში და 2 სკოლა გადაგვიხურეთ თქვენი ხარჯებითო. პახოდუ ქსივზე მოგვიწერეთ ხელი რო ფული მიიღეთო. ამათაც არაო. არაო და 6 თვე მიხურეს. 15 მილიონზე მეტი იზარალა. ერთი ამდენიც აახიეს და ეხლა ქენი რაც გინდაო. აი, რო გაიკვირვებენ ხოლმე სატურნები რა. ვითომც არაფერი ხდება, არაფერი მსგავსი არ გაუგიათ რა. :
-
Lo Janko რას ვიზამთ, ეს კარგ ტონად ითვლება მაგ ფორუმზე. ეგ და "მოგიდღანთ მძინარე ცხინვალი" დაჟე იმენა "მოგიდღანთ", გეგონება ასე უფრო ეთიკური იყოს. მოტყვნაც არარ იციან წესიერად. იმიტომაც აღარ ვარ მაგ ფორუმზე. მარაზმია. ყოველდღე, ყველა ტემაში მხოლოდ ღრუტუნი და მძინარე ცხინვალის გინება ისმის, არანაირი საღი აზრი. არავინ ბრაზდება იმ დანაშაულებებსა და უკანონობებზე ყოველდღე რომ ხდება. ისე გამოყავთ, ეს ოპოზიცია რომ არ უშლიდეს ხელს ქვეყანაც აყვავდებოდა და რუსეთსაც დავაჩოქებდით...რაგატკებით.
-
სასაცილო კი არა ეს ისეთი გასაცოფებელი ამბავია, თუ ამას გააკეთებენ ნორმალურ ქვეყანაში წესით ამას უნდა მოყოლოდა ყველაზე დედისტყვნა აქციები და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ეს არის ყოვლად გაუაზრებელი ნაბიჯი და ერთადერთი მიზეზი აქვს: აქ არაკომფორტულად გრძნობენ თავს, რადგან ყველა ყოველდღე დედას აგინებთ. ვერც ხვდებიან რო ცოტა ხანში იქაც იგივე დღე ელით. კონსტიტუციის ასე აბუჩად აგდება და ყოველკვირა საკუთარი კომფორტისთვის ჭრა-კერვა ისეთი დანაშაულია, დარწმუნებული ვარ რუანდაში, ჰონდურასში და ლესოთოში არ კადრულობენ... ტფუ, მოგიტყანთ სახელმწიფოებრივი შეგნება. მერსედესის პუტანკები არიან რა...
-
ოხ ეს ბანალური, ყავასტან წანაჭორავები ფრაზები... საკუთარ წარუმატებლობას ნურასოდეს დააბრალებთ სამყაროს. სამყარო იმაზე მეტს გაძლევთ ვიდრე საჭიროა. მთავარია თვალები გაახილოთ და აქეთ იქით მიმოიხედოთ. თავი 180 გრადუსით მოძრაობს. საჭიროების შემთხვევაში, ფეხების დახმარებით უკან მოტრიალება და დანარჩენი 180 გრადუსის დათვალიერებაც შეიძლება. ნაგავი და მენაგვე არა ბოლტ-გაიკა...
-
Saturn რეალური ფასი ჰეროინს, კალაშნიკოვს, ღვიძლს, თირკმელს და ახალშობილ ბავშვსაც აქვს სატურნ და რამე რო იყოს ვინმე არაბი ქაშუეთის ეკლესიასაც იყიდის თუ მიყიდი. ყველაფერს ფულით როგორ ზომავთ ხალხო ნუ გადამრიეთ რა... მაგისტრალური სადენების, ბუნებრივი რესურსების, კვლევითი ინსტიტუტების გაყიდვა, ხალხის უმუშევარ-უფუნქციოდ დატოვება არაფერია, ლიჟბი მიშას მმართველობის პერიოდში ქაღალდზე ციფრები გამოიყურებოდეს მარიაჟად??? როდისმე, სადმე მითქვამს რომ ის დრო უკეთესი იყო??? მიშას რომ არასოდეს არაფერში ადანაშაულებთ და მის მაგივრად იმას აგინებთ ვინც არაფერ შუაშია ეგ მაკვირვებს და მაცოფებს: ირაკლი ალასანიამ როდის რა გაგიყიდა და რით დაგაქცია? დათო უსუფაშვილმა? ივლიანე ხაინდრავამ? გუბაზ სანიკიძემ? კოკო გამსახურდიამ? ეკა ბესელიამ? ზვიად ძიძიგურმა? სალომე ზურაბიშვილმა? ამათ როდის რა დააშავეს ქვეყნის წინაშე და თუ მაინც დააშავეს ამათი ერთად აღებული დანაშაული შეადარე მიშას დანაშაულს, დაჟე სააკაშვილის არა მაჭავარიანისას : აქეთ თუ ბურჯანაძე-გამყრელიძე-გინდაც გრეჩიხა გეჩხირება თვალში ამათ რატომ ვერ ამჩნევ უფრო მეტნი რომ არიან აშკარად და გაცილებით და ნებსით თუ უნებლიეთ ამათ რომ უდგახარ გვერდში? http://planeta.ge/index.php?showtopic=10525&hl=analgin http://planeta.ge/index.php?s=&showtop...ost&p=84342 ? ? ?
-
როგორ გითხრა... ჯერ ერთი შენ რომ ეხლა ბინის გაყიდვა მოგიწიოს, რომლის აშენებაც თავის დროზე 100 000 დაგიჯდა, რემონტი კი 50 000, წესით რეალური ფასი 150 000 გამოდის შენთვის ხო? მაგრამ ეხლა მაქსიმუმ 70 000-80 000-ად გაყიდი ეგეთ ბინას. თუ გეჩქარება და უეჭველი გინდა რო გაყიდო 50 000-60 000 უნდა დაადო და ეგრევე გაყიდი. რაც ამათმა მილიონად გაყიდეს ეხლა მინიმუმ ხუთჯერ ძვირად მოგყიდის ის უცხოელი. ყველაფერი შედარებითია და თავად განსაზღვრე რამდენად რეალურია. მეორეც და გაცილებით მნიშვნელოვანი, იმ გაყიდულ ობიექტებში ავად თუ კარგად ხალხი იყო დასაქმებული, გაყიდვის მერე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე ძირითადად თურქები დასაქმდნენ, ეხლა კი მანამდე დასაქმებული ადამიანების რაოდენობის 10%-ია დასაქმებული. ხალხი უმუშევარი დარჩა. ბიუჯეტში შესული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი არამიზნობრივად დაიხარჯა. ბარათაშვილის ხიდზე შეყვარებული წყვილები რო არიან ჩამოსკუპებული, იცი რამდენადაა გაწერილი ბიუჯეტში მათი დამზადება? ნახევარ მილიონად. მოკლედ, სახელმწიფოს ანუ ხალხის, ანუ ჩვენი საკუთრება გაიყიდა, ჩვენ უმუშევრები დაგვტოვეს და ის ფულიც არ მოგვახმარეს. რამდენად მიზანშეწონილი იყო ასეთი ოპერაციები ერთი ალალად მითხარი? იცი რა? შენ სხვა საქმე გაქვს, კომპიუტერს უზიხარ მთელი ცხოვრება, პროგრამებს წერ და ქსელებს აკონტროლებ. არც ის განაღვლებს რომ შენს რესურსს რომელიმე კერძო კომპანიას კი არა შსს-ს ახმარ და აბა მე მკითხე? ჩემნაირებს კითხე? ჩვენ რა ვქნათ ბატონო? მშვიდად ვუყუროთ როგორ ვიჩაგრებით უსამართლოდ?
-
Saturn შენ მე კარდუ ხომ არ გგონივარ რომელიმე ჩემი სიტყვის უკან PR-ი იდგეს??? აბა, სადაა მანდ წინააღმდეგობა? ბიუჯეტში ფული შევიდა საქენერგო-თელასის, საქგაზ-თბილგაზის, ფოთის ნავთობ და საბაჟო ტერმიანლების გაყიდვა-პრივატიზაციის, მაგისტრალური ენერგო და გაზსადენების გაყიდვით, ჰიდროელექტრო სადგურების გაყიდვით, სხვადასხვა კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტების და მათ ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვით. ტყე-პარკების გაყიდვა-პრივატიზებით, კერძო მეწარმეებისგან პრეზიდენტის და ნაციონალური მოძრაობის ფონდში გადარიცხული (ნაშთის დატოვებით) თანხებით, ლისის ტბის, კუს ტბის, მთაწმინდის პარკის, თბილისის ზღვის, ჟინვალის წყალსაცავის, შაორის ტბის გაყიდვით.ცირკის გაყიდვით. მხატვართა კავშირის, მწერალთა კავშირის და სხვა სახის კავშირების ბალანსზე არსებული ქონების გაყიდვით...ცოტაა? გავაგრძელო ჩამოთვლა? რომ იცოდე ეს სია უსასრულოა, ამაზე მეტი დამღჩა ჩამოსათვლელი. არ გაგიტყდეს ნეპტუნჩიკ, მარა ბიზნესის ირგვლივ სადისკუსიოდ და ცინიკური რეპლიკებისთვის სხვა ოპონენტი შეარჩიე. მე ხომ არასოდეს გელაპარაკები პასკალზე და ალგორითმებზე?
-
choxa :) ისე არავინ გამიგოთ, ეს თანხა მეცოტავებოდეს და ფოფოდიასავით ცხვირს ვიბზუებდე. უბრალოდ რატომ??? კანონს ვარღვევ? უნარი არ მაქვს? არ შეიძლება მეტი მინდოდეს? სამსახურს კი ჩემისთანები ვერ იშოვიან... სახელმწიფო სამსახურში არ წავალ სანამ მიშაა, მაგას ალალად მირჩევნია ბენზინგასამართ სადგურებში ბენზინი ჩაგისხათ ან რესტორანში მოგემსახუროთ ლანგრით ხელში და წელზე წინსაფრით : : : ჩემი CV-ით კი მე პირადად არ მივიღებდი არასოდეს არავის: პროფესია: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე. სამუშაო გამოცდილება რაც მაქვს (წელიწადნახევრიანი), იმ პოზიციაზე არავინ მიმიღებს და (გენერალური დირექტორის მოადგილე).
-
გამოკითხვას არ გავხსნი. აზრი არა აქვს. მე მხოლოდ ჩემს გასაჭირზე მოგითხრობთ. არც მოვყვებოდი, დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ეს ჩემი გასაჭირი ქართული ბიზნესისათვის მეტისმეტად სიმპტომატურია. ჯერ ორი სიტყვით ჩემზე, უფრო სწორად ჩემი საქმიანობის სფეროზე: ბოლო 6-7 წელია ძირითადად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითა და ვარ დაკავებული (ოღონდ არა ბინების). სასტუმროები, ქარხნები, სავაჭრო, სამეურნეო, საოფისე შენობა-ნაკვეთები და ა.შ. როგორც წესი, მყიდველთა უმეტესობა( 60-70%) უცხოელები გახლდნენ, ანუ ისინი, ვისაც მიშა ინვესტორებს ეძახის. ჩემი პირადი კონტაქტებით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ობიექტი გაყიდული მაქვს ებრაელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ, გერმანელ, ყაზახ ბიზნესმენებზე. შიგადაშიგ სხვა სფეროებსაც მივედ-მოვედები თუ სარფიან გარიგებას შემომთავაზებენ ხოლმე. 2004 წლის ბოლომდე ანუ შევარდნაძის ეპილოგ-სააკაშვილის პროლოგში არც არავის შევუწუხებივარ, მაგრამ არც მაინცდამაინც მყიდველთა ინტერესი იყო. 2005 წელი სრული კატასტროფა გახლდათ. წინა და იმ წელს განხორციელებული კერძო საკუთრების მასობრივი კონფისკაცია-გაკულაკებების გამო ჩვენს ქვეყანას სათოფეზე არ ეკარებოდნენ ინვესტორები. 2006-ის მეორე ნახევრიდან ნელნელა ამოიქოქა და 2007-2008 (აგვისტომდე) წლებში პიკს მიაღწია საქართველოს მიწებით ინვესტორთა დაინტერესებამ, რადგან წინა წლებში წართმეული ქონების კაპიკებში გაყიდვა დაიწყო ხელისუფლებამ. ასე მაგალითად კახეთში, გზის პირას განლაგებული სახნავ-სათესი მიწები (შევარდნაძის ჩინოვნიკთათვის წართმეული) ერთი კვადრატული მეტრი 12 ცენტადაც (!!!!!) კი იყო გასაყიდად გამოტანილი. ხო, რაც მთავარია, ეს 12 ცენტიც კი არ შედიოდა საქართველოს ბიუჯეტში. "ახალმოსულებმა" ძალით გადააფორმებინეს "ძველებს" თავის ახლობლებზე და შემდეგ ეს ქონება უკვე როგორც კერძო საკუთრება ისე გაიყიდა და არა როგორც სახელმწიფო საკუთრება. ასე გაიყიდა საქართველოში უამრავი სასტუმრო. მაგალითად ყაზახური ბუმი აჭარაში და ვითომდა იქიდან საქართველოს ბიუჯეტში შემოსული ფული ბლეფია, რადგან ის სასტუმროები 90-ნი წლების დასაწყისიდანვე ასლან აბაშიძის ოჯახის და მათი ახლობლების საკუთრებაში იყო გადასული დე იურეც და დე ფაქტოც. შემდეგ კი ეს ქონება ბენდუქიძის, ვარშალომიძის, ოქრუაშვილის, ბეჟუაშვილის, ნოღაიდელის, მერაბიშვილის ახლობლებზე გადაფორმდა ("პროცენტით" სააკაშვილის ფონდში) და ისე გაიყიდა. არცერთი თეთრი საქართველოს ბიუჯეტში ასე გაიყიდა უამრავი ქარხანა-ფაბრიკა საქართველოს სხვადასხვა ნაწილში. ანუ წაერთვა-გადაფორმდა-კაპიკებში გაიყიდა. ასე იყო თუ ისე, ამან საქართველოში მაინც დიდი რაოდენობით ფულის შემოდინება გამოიწვია. ამ ამბავს ჰქონდა თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. დადებითი ის იყო, რომ ამ დიდფულნაშოვნმა ჩინოვნიკებმა და მათმა ახლობლებმა, ნაწილმა ფულის გონივრული ხარჯვა დაიწყეს, მართალია იქაც დარღვევებით, უკანონობით, პრივილეგიებით და ა.შ. მაგრამ მაინც...მოკლედ,"პეპსიკო ბოთლერს ჯორჯია", "ეკოფუდი", "კოდა", "ნიკორა", "ბაზისბანკი", "ირაო", "იფქლი", "ელიტ-ელექტრონიკსი", "არტი-ჯგუფი", "პრიზა" და ის, ძასოხოვის ფირმა (დამავიწყდა რა ერქვა) ასეთები "გაჯეჯილდნენ". თავისთავად რაღაც რაოდენობის ხალხი დასაქმდა. "მოწველიდან" აღებული თანხის ნაწილი ("ატკატებს" მორჩენილი) ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩაიდო (აქაც "ატკატებით"), მაგრამ რაღაც შეიღება, რაღაც აინთო, რაღაც დაიგო...და ეს მნიშვნელოვანია, წინსვლაა, ნამვილად. თუნდაც მხოლოდ თბილისში და ბათუმში ხდებოდეს. უარყოფითი კი ისეთია, აშკარად გადასწონა დადებითი: ზემოთჩამოთვლილ ახალ კომპანიებში რომ ხალხი დასაქმდა, სამაგიეროდ მათზე 2-3ჯერ მეტი სხვა კომპანიებმა დაითხოვეს ტერორისა თუ გაკოტრების გამო. სახელმწიფო სამსახურებიდან საერთოდ გაუგებარი მიზეზებით და სტადნდარტებით მოხდა თანამშრომელთა 20%-მდე შემცირება ანუ 80% გაუშვეს. ის ამპლიტუდა რაც შევარდნაძის დროს არსებობდა მდიდრებსა და ღარიბებს შორის კიდევ უფრო (მნიშვნელოვნად) გაიზარდა, თუკი შევარდნაძის პარლამენტარი 7-8 წლის ნახმარ კორეულ კიაზე იჯდა და ამ დროს მეტროს 7 ვაგონზე 1 მათხოვარი მოდიოდა, სააკაშვილის პარლამენტარი 2009 წლის "ეგზექიუთივ" მერსედესზე ზის და მეტროს 1 ვაგონზე მოდის 7 მათხოვარი. თუკი უწინ საზოგადოების 20% მაინც მიიჩნევდა საკუთარ თავს საშუალო ფენად, რადგან მდიდარს არც ისე მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა და ღარიბსაც მნიშვნელოვნად უსწრებდა, ეხლა მაქსიმუმ 10-მა პროცენტმა მიაკუთვნოს საკუთარი თავი საშუალო ფენას, თუმცა ამ 10%-მაც იცის, რომ მდიდარს უსაშველოდ ჩამორჩება და ღარიბისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მათხოვრობა არ უწევს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით თავადვე უზრუნველყოფს საკუთარ თავს. განსაკუთრებულ კომფორტს მისი ჯიბე ვერ გაქაჩავს. 2008-ის აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით აუტანელი გახდა ქართული ბიზნესის მდგომარეობა (ჩემიც, იმიტომ ვყვები). თუკი აქამდე გარკვეული მარჟა მაინც არსებობდა, რომლამდეც შემეძლო მეც მესარგებლა ჩემი ცოდნისა და უნარის წყალობით გამომუშავებული პროდუქტით. ანუ მე ვერ გავხსნიდი სასტუმროს, ვერ მექნებოდა ნავთობპროდუქტების, სიგარეტის ან ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ან იმპორტიორი კომპანია, არ მქონდა უფლება გადამეკვეთა სხვათა ინტერესი, რაც არ უნდა მათზე უკეთესი ბიზნეს გეგმა მქონოდა, რაც არ უნდა მეტი თეთრი ფული შემეტანა ბიუჯეტში ან რაც არ უნდა მეტი ხალხი დამესაქმებინა უფრო მარალი ანაზღაურებით. მაგრამ ის მაინც შემეძლო ჩემი საქმიანობით 4 და 5 ნიშნა თანხები გამომემუშავებინა 2-3 თვეში ერთხელ და მეც მიმეკუთვნებინა თავი საშუალო ფენისათვის. 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა, განსაკუთრებით კი პატარკაციშვილის ქონების უტიფარმა ძარცვა-გლეჯამ უვადოდ გააქცია და შეაჩერა საქართველოში შემოსული ინვესტიციები. ბევრმა ალბათ არც იცით, რომ ამ ინვესტიციების დიდი წილი საქართველოდან წასულ ებრაელებზე მოდიოდა, ამათ შემდეგ ყაზახები მოდიოდნენ და ეს ყაზახებიც ქართველი ებრაელების პარტნიორები, მათი მოძებნილი ინვესტორები გახლდნენ. რაც შეეხება სხვა ინვესტორებს. მოგიყვებით რაც შემემთხვა მე. არის ასეთი, მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი "SPAR", რომელსაც მსოფლიოს 33 ქვეყანაში აქვს თავის ქსელი გაბმული. ჰოლანდიაში მცხოვრები ერთი პატივცემული ადამიანი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მის მეგობრებს ჰქონდათ ინტერესი საქართველოს მიმართ, ამ SPAR-მა გამოუშვა აქ ერთი ჰოლანდიელი და ერთი ბრიტანელი, შესაბამისად მარკეტინგის სპეციალისტი და პროექტ მენეჯერი, შეისწავლეს აქაურობა და გადაწყვიტეს თბილისში, ფოთში, ქუთაისში და ბათუმში გაეხსნათ ფილიალები. პირველი "გაჩერება" ფოთი იყო. მოვუძებნე მათთვის სასურველი ნაკვეთი, შევთანხმდით ფასზე და ა.შ. პარასკევი დღე იყო...მითხრეს ორშაბათს შევხვდეთ ერთმანეთს ჩვენი იურისტებით და კონტრაქტი გავაფორმოთო. კი, ბატონო მეთქი. კვირას საღამოს მირეკავენ ჰოლანდიაში ვართ და მომავალში გადავხედოთ, სასიამოვნო იყო შენთან მუშაობაო... კინაღამ გადავირიე, ამ ხალხს აწყობილი გეგმა ქონდათ, 4 ჰიპერმარკეტი უნდა გაეხსნათ საქართველოში, ათასობით ადამიანი დაესაქმებინათ, ათობით მილიონის ინვესტიცია ჩაედოთ და კონტრაქტის გაფორმების წინ გაუფრთხილებლად "გაიპარნენ" ეს სერიოზული ხალხი. ვერაფრით ვხსნიდი რა მოხდა. ვფიქრობდი რამე ხო არ მივქარე თქო. სადღაც ერთ კვირაში ისევ მირეკავს ის ერთი პატივცემული ადამიანი და "მამშვიდებს", შენი ბრალი არაა, უბრალოდ პარასკევს რომ შენ გელაპარაკნენ, შაბათ საღამოს პირადად ეწვია ერთი ტიპი, შავი მერსედესების და ჯიპების ესკორტით, სახელმწიფოს წარმომადგენლად გაეცნოო. მერე მეთქი? მერე შესთავაზა მომავალი ბიზნესის 49% მათ სანდო პიროვნებებზე გადაეფორმებინათ, სანაცვლოდ ისინი საგადასახადო და საბაჟო შეღავათებს მიიღებდნენ და იმაზე მეტი შემოსავალი დარჩებოდათ ვიდრე 100%-ის ფლობის შემთხვევაშიო...გადარეულან SPAR-ის მენეჯმენტი და მეორე დილასვე გამომგზავრებულან...იმ კაცის სახელი არ იცოდნენ, მხოლოდ აღწერილობა ქონიათ: საშუალო სიმაღლის, თეთრი. მელოტი მამაკაცი, უცნაური მეტყველებით... მე ერთს ვამსგავსებ... http://www.voanews.com/english/images/Merabishvili_tv_29jan07_150.jpg ... ეჰ...ეხლა არის და აგვისტოს ომის შემდგე 512 მილიონი გზების დასაგებად გამოყვეს. რა თქმა უნდა ახალციხესა და ლაგოდეხში დაგებული ასფალტი საუკეთესო საჭმელია უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის და საუკეთესო საცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩენილი სამაჩაბლოელისთვის. სამაგიეროდ ასფალტის სტანდარტული სისქე 22 სანტიმეტრია. ცალკე "ატკატებით" და ცალკე სისქე-სიგანის მოპარვით თავისუფლად შეიძლება თითო დაგებულ კვადრატულ მეტრზე 70-დან 150 ლარამდე მოპარვა. იციან რასაც აკეთებენ ეხლა არის და ძველი თბილისის რაიონში მშენებლობების ბუმი განიზრახეს, სახელმწიფომ ბანკებს ამ ტიპის მშენებლობების დასაკრედიტებლად ფული გამოუყო. 100 სჩემტა ლიმონი...თუმცა ჩემნაირებისთვის ისევ არა აქვს აზრი... თვენახევარი ვიწვალე. ვნახე ეზო საპატრიარქოსთან, 12 ოჯახით. ვნახე ინვესტორი, სამშენებლო კომპანია, ბანკი, მივიღეთ წინასწარი თანხმობა კრედიტზე. მობინადრეებს შევთავაზეთ საუკეთესო პირობები, ყველაზე მაღალი ფასები. 2000$ კვადრატულ მეტრზე, თანხის 20% ხელზე და 1 წელიწადში იგივე ფართის იგივე ადგილას მიღება გარანტიით. ბოდიშით გამოთქმისთვის და ტრაკზე კოცნით გამოგვიშვეს მობინადრეებმა ისე გაუხარდათ. მარა ვინ გაცალა? აქაც კონტრაქტის დადებამდე 3 დღით ადრე, ამჯერად მერიის წარმომადგენლები მიბრძანდნენ, სამშენებლო კომპანია "არსთან" ერთად (უგულავა კრიშავს ვინც არ იცით) და მობინადრეებს განუცხადეს, ან ადგილს დაუთმობდნენ არსს და სანაცვლოდ მიიღებდნენ იგივე ფართის კარკასს (ყოველგვარი ზედმეტი კაპიკის გარეშე, უბრალოდ კარკასს) ავლაბარში ან ვერაფერს ვერ მიიღებდნენ, სამშენებლო კომპანიას (ჩემს მიერ მოძებნილს) კი საერთოდ აუკრძალეს იმ ტერიტორიის გაკარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი სხვა, უკვე მშენებარე პროექტების დემონტაჟით დაემუქრნენ. მოკლედ, მითხარით, არის თუ არა საქართველოში ბიზნესზე ტერორი და რა მეშველება ან საერთოდ რა დავაშავე მე??? რატომ არ მაქვს უფლება ჩემი შესაძლებლობები პატიოსნად მოვახმარო ჩემს თავს და ქვეყანას??? და საერთოდ რა ვქნა, სად წავიდე, რა ვაკეთო???
-
king depress ვინც ურტყამს არის დათო ზაუტაშვილი. სოდ-ის მაღალჩინოსანი, მათი ერთერთი დანაყოფის, "ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველო"-ს შეფი. ვისაც პანღურებს ურტყამენ არიან ბარიგები, რომლებიც გაუშვეს. მოდულის შენობასთან მიიყვანეს "დასაჭერად" და დანარჩენს კი ხედავთ რაც ხდება ვიდეოში. კარგად აბოზავეს პიპიაში ეტყობა და გაუშვეს, მე ის მაინტერესებს ვისი ხმა ისმის. საინტერესოა ზაუტაშვილს პრიკაზებს ვინ აძლევს?
-
ვშარდავ, სიგარეტს ვეწევი, წყალს ვსვამ და ვლოცულობ. ზუსტად ამ თანმიმდევრობით. ერთი 10 წელია ასე ვარ.
-
ეს პატრული ეს სოდ-ი და ესეც კრიმინალური
-
ათბალიანი სისტემით: ქართული 12 : ინგლისური 8 რუსული 4 გერმანული 2 სომხური 2 :
-
king depress ეს აკუწვა რაღაც ლმობიერ სასჯელად მომეჩვენა...ასფალტზე თავის რტყმევა ჯობია, ძვლების ჭახანი რო ისმის : : :
-
ჟურნალისტია მაგი ოღონდ არა სამთავრობო არხების ისე machkatela გეგეჭკორისთვის რო გერტყმევინებინა თავი ასფალტზე მაგის სურვილი არ გაგჩენია არასოდეს? არ ვიცი სოფო კუჭავა ვინაა (ვხვდები რა ტიპაჟიც იქნებოდა), მარა ერთია ისტერიკა და მეორე კრიმინალი. კუჭავა ისტერიჩკა vs გეგეჭკორი კრიმინალი კუჭავა ვცემოთ მაინც?
-
machkatela აი, მაგაზე სერიოაზულად დავფიქრდი მე და ცუდად გამკენწლა გულში... ამს წინათ ერთი ჩემი ნაცნობი რესპუბლიკური პარტიიდან დაჟინებით მიმტკიცებდა ებრალიძე მიშას "კაციაო" და გულწრფელად არ დავეთანხმე და მასხარად ავიგდე...მერე ებრალიძემ ითხოვა მომეცით საშუალება რო კენჭი ვიყაროოო...ეხლა ამან ესეთი მოულოდნელი (ჩემთვის მაინც) ინიციატივა წამოაყენა... დამეხმარეთ რა, დაბნეული ვარ ჩემით დავიმასვქნევდი თუ მაიმასქნევებენ?
-
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიების სერვისი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! ვისაც შანსი გაქვთ, გირჩევთ: პირდაპირ ჩადით იმ ქვეყანაში სადაც დასვენება ან მოგზაურობა გნებავთ და თქვენი "ხოდით" მოძებნეთ სასტუმროები ადგილზე, მაქსიმუმ იმ ქვეყნის ტურისტულ კომპანიებს მიაკითხეთ. ასე თქვენი თანხის (აქაური ტურისტული კომპანიისგან შემოთავაზებული სერვისის სანაცვლოდ რომ უნდა გაგეღოთ) მინიმუმ 50%-ს დაზოგავთ და ძალიან დიდი შანსია უკეთეს პირობებში და უკეთესი მომსახურებით დაისვენოთ და ისარგებლოთ.
-
უკაცრავად და მე შიშველი სურათი რა მოსაზრებით გამომაგზავნინეთ? : რო მაწვალეთ და ძლივს ვიპოვე ვანიდან ახალგამოსული როგორ მიმაპაპარაცეს... : სიგარეტს მეც ბევრ სურათში ვეწევი :
-
მე იმაზე ვკაიფობ რამდენი რაიკომის, პარტკომის, აღმასკომის, კომკავშირის მდივანი ყავთ... : როგორც ჩანს ნაღები გამოურჩევიათ... ...არა რა ვინმემ როგორმე ამიხსნას ამ ხალხის ხელისუფლებაში ყოფნას რა გამართლება აქვს...
-
ძუკუ წერია მაგ სიაში
-
vip_magti კაიფობ? : 27 20 20 მიგიდია სადღაც და სულ გაჩუქებ თუ გინდა...აღარც მახსოვს სად მივაგდე კარტა. ფუფ, მაგთი... :