Jump to content
Planeta.Ge

analgin

პლანეტელი
  • პოსტები

    2.789
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    11

ყველა პოსტი analgin

  1. ნუ ეხლა ეს რა არის ლიც? არ გეკადრება. მოაზროვნე კაცი ხარ...
  2. ყველას გაქვთ წაკითხული და ამაზე ზუსტი პასუხი აგერ უკვე თითქმის სრული 140 წელი გავიდა და ვერავინ გასცა: ილია ჭავჭავაძე ბედნიერი ერი ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? მძიმე ყალნით, ლამაზ ფალნით მორთული და მშვენიერი; უწყინარი, უჩივარი, ქედდრეკილი, მადლიერი; უშფოთველი, ქვემძრომელი, რიგიანი, წესიერი; ყოვლად მთმენი, ვით ჯორ-ცხენი, ნახედნი და ღონიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! ყველა უნჯი, ყველა მუნჯი, გულჩვილი და ლმობიერი; თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი; ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ჭკვადამჯდარი, გულხმიერი; მცირე, დიდი - ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი. ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?! მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი; უზღუდონი, გზამრუდონი, არგამტანი და ცბიერი; მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი; არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი. ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი? 1871
  3. lasha1997 Goddess kisa ძალიან დიდი მადლობა ყველას ადამიანებო :2kiss: აი, სერიოზულად ცუდად ვარ რა...ეს რა მიქნეს...ადამიანად აღარ ვვარგივარ იმენა...
  4. ჩემს ცხოვრებაში ქალისთვის გადაბრუნებული სიტყვა არ მიკადრებია. ოღონდ მართლა. პრინციპი მაქვს ასეთი: ქალმა რაც არ უნდა დამიშავოს და მაკადროს, ქალია და მასზე ხელის აღმართვა ან მისი გალანძღვა ვერც თავმოყვარეობას დამიკმაყოფილებს და ვერც გულს მომფხანს... :psix: ასე 10 დღის უკან ჩემი საცოლე შეაწუხა რაღაც ქალურმა პრობლემებმა, 9-ე საავადმყოფოში გაესინჯა გინეკოლოგს, გინეკოლოგი შეშფოთდა, იქაურ ონკოლოგთან მიგვაგზავნა და დიაგნოზიც უმალ დაუსვეს: საკვერცხეზე კისტა გაქვს, სასწრაფოდ საოპერაციოაო. გვაყიდინეს 500 ლარის წამლები და თავბედი მაწყევლინეს. 5500$ ჯდებოდა ოპერაცია... სად აღარ ვირბინე, რა აღარ ვქენი, კაცი კაცად აღარ ვვარგოდი...ცალკე ამის გადარჩენის იმედს ვერ მაძლევდნენ, ცალკე 850$ მაკლდებოდა ოპერაციის და თავის მოკვლამდე ვიყავი მისული... იქითა კვირის დასაწყისში უკვე ოპერაციას უპირებდნენ. დღეს ყოველი შემთხვევისთვის ახლობელ ონკოლოგთან ლეჩკომბინატში მივიყვანე...ჩემი ჭკუით ხავსს ვეჭიდებოდი და თურმე: გადაირია ქალი, რა კისტა რის კისტა, პატარა ანთებითი პროცესია, ცალი საკვერცხეა ოდნავ გადიდებული უბრალოდო, 2 ნემსი დაარტყა, 3 წამალი გამოუწერა და 1 თვეში ყველაფერი მორჩებაო. მივუვარდი მეცხრეში ერთი სურვილით დედა მეგინებინა და პანჩურები მერტყა...როგორ შევიკავე თავი არ ვიცი. საყელოში რო მოვკიდე ხელი, მერე მოვედი აზრზე და დავმშვიდდი...ღმერთის წყალობით რადგან ყველაფერი მშვიდობით დასრულდა რაღას დავეძებ... ოხ თქვენ არ იცით რა ტრიალებს ეხლა ჩემს გულში, არ ვიცი სიმწრისგან ვიტირო, სიხარულისგან ვიბღავლო თუ დავთვრე და გავითიშო. ასე ადამიანებზე თამაში შეიძლება? არ ვიცი ამ თემას აქ რა უნდა, მარა როდისმე ვინმე მიხედავს ამ უთავბოლო ექიმებს? ამ ფულის საკეთებელ ცეხებს? და გამაგებინეთ რისი ღირსია ასეთი ექიმი ან ასეთი ადამიანი საერთოდ? უღრმესი ბოდიში პირადი პრობლემებით თავი რომ შეგაწყინეთ...უბრალოდ ეხლა არავინ არ მინდა, არც მეგობრები, არც მშობლები, გამოშიგნული ვარ და სადმე უნდა ამომეხეთქა...
  5. ბაზიერი--->შევარდენი--->მწვადი :bis:
  6. ე, ყველას ჩუქება უნდა და 1-2 კვირის ლაბრადორს ვიჩუქებდი უდიდესი სიამოვნებით
  7. კერგი რაააა... : ასტრალი აჰა, მიდი აბა :
  8. lizard_play ცოტა უფრო კორექტულად რომ გამოგეხატა შენი აზრები შენთვისთვე იქნებოდა უკეთესი. ასე მორწმუნე მართლმადიდებლების დიდ ნაწილს გონებასუსტად მიიჩნევ ანუ შეურაცხყოფას აყენებ.
  9. ეს თუ დადასტურდა ვსიო რა, წავედი სამუდამოდ საქართველოდან!!! შიგ ხო არა აქვთ მართლა და მართლა??? ბაქრაძის დარჩენა აპრიორი ნიშნავს ნაციონალების კლანური ბიზნესის შენარჩუნებას, გიგი თევზაძის, ნიკა გვარამიას და მსგავსი ყურპანტყურა ხალხის დარჩენას. ნაციონალები თუ აილაგმებიან მაშინ ბაქრაძე კი არა თუ გინდა მიშა დარჩეს ისევ. ჩემი სანდო წყარო კი ალასანიას მოსვლა მიკიჟინებს გამწარებით. თან მეუბნება სექტემბრიდან გაცილებით მსხვილმასშტაბიანი და ძლიერი საპროტეტო მოძრაობები იგეგმება ვინემ ბოლო სამი თვის განმავლობაში იყოო... გაიტანეთ გრენლანდია!!! ან მე გამიტანეთ გრენლანდიაში...
  10. machkatela tb_parazitka ამ ქალებს თვითონ ვერ გაგირკვევიათ რა გინდათ (ხუმრობითაც და ხუმრობის გარეშეც) და რა გინდათ ჩვენგან??? :ravic:: ისე, იმენა გათხოვილ და განათხოვარ ქალებს ველოდები. მათი აზრი მაინტერესებს რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქორწინების შემდეგ სიყვარული და მოფერება, რუტინასა და ჯუჯღუნ-ყვირილში არ გადაიზარდეს. კითხვა მარტივია: როგორ შევინარჩუნოთ და დავიცვათ სიყვარული ქორწინების შემდეგ? ...ზატო პასუხია რთული :
  11. mogzauri თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან შორს ვდგავარ ირიბი შეხებაც კი არ მქონია არასოდეს http://planeta.ge/index.php?showtopic=10892 აგერ წერია რასაც მე ვსაქმიანობ
  12. GEOGEO რას ამბობ? წმიდა ნინო დაკრძალულია ბოდბეში, მისვე სახელობის ტაძარშია დაკრძალულია და ღვთის წყალობით ერთერთი გადმოცემით კი არა დანამდვილებით არის ეს ცნობილი
  13. კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ ერთ პატარა შესწორებას შევიტან, არა ოლინ კლუზივი, არამედ ოლ ინკლიუზივი(All Inclusive - ყველაფრის შემცველი) ჩათვალეთ პედანტი ფილოლოგის ახირება იყო. სხვათათვისაც ცნობილი რომ იყოს თუ რაზეა საუბარი : All inclusive resorts არის ისეთი კურორტები სადაც მომსახურების საფასურში შედის ყველაფერი: ცხოვრების, მომსახურების კვების, უალკოჰოლო და ხშირად ალკოჰოლიანიც კი სასმელები, სხვადასხვა გასართობი, სპორტული და შემეცნებითი გართობა-მომსახურეობა. (კულტურული და სხვა სახის ობიექტების დათვალიერება, კატერები, პარაშუტები, აუზი, სხვადასხვა სათამაშო სახეობის მოედნები და ა.შ.).
  14. mogzauri ალბათ ამ ტანხაში თვითმფრინავის ბილეთიც შედის "ტუდა-აბრატნი", ხო? სხვა შემთხვევაში მგონი ძვირია
  15. Elibo აი, რომ შევადაროთ: თურქეთში, 3+ ვარსკვლავიან სასტუმროში, 2 კაცის დასვენება 10 დღით, საუკეთესო პირობებით, ყველაფრით უზრუნველყოფილი, კომფორტული ორკაციანი ნომერი, უფასო და ულიმიტო საკვებითა და სასმელით (ფასიანი მხოლოდ ალკოჰოლური სასმელებია, გარდა ადგილობრივი, საკმაოდ კარგი ხარისხის ლუდისა, რომელიც ასევე უფასო და ულიმიტოა), სასტუმროს კუთვნილი კამკამა, ქლორირებული 1 ან მეტი აუზით, სასტუმროს კუთვნილი სკვერით (დეკორატიული მცენარეები, ხეები, ბუჩქები, ყვავილები, მოკირწყლული ბილიკებით და ძელსკამებით), სასტუმროს კუთვნილი პლიაჟით (ქვიშის სანაპიროთი), უსუფთავესი ზღვა, სასტუმროს კუთვნილი უზარმაზარი ბარ-დისკოტეკით, სადაც თითქმის ყოველდღიურად უფასო შოუები ეწყობა სასტუმროს მცხოვრებთათვის. მაქსიმუმ 600$ ჯდება, საშუალოდ 350-500$. ყველგან სადაც "სასტუმროს კუთვნილი" მიწერია, ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ სასტუმროს მცხოვრებთ აქვთ სარგებლობის უფლება და სხვას არავის, ის არის დაცული ტერიტორია და ყოველდღიურად სუფთავდება. იგივე 600 დოლარად ბათუმშიც დაისვენებთ როგორმე 2 კაცი, ოღონდ ბინაზე, ხაზეიკასთან და სხვა მდგმურებთან ერთად, ზღვიდან ამოხვალ ლეოპარდივით დაკოპლილი მაზუთისგან,მერე კოჭს ამოიგდებ რიყის ქვებზე და წამოწვები საზამთროს ქერქებს, ალუჩის კურკებს და სიმინდის ტაროებს შორის. ყოველ 2 წუთში ერთხელ კი მზესუმზირის გამყიდველი გაგკრავს ფეხს. დაჯდები ტარაბუაში და ერთ 0.33L-ნ ჰეინეკენში გოიმივით 9 ლარს დაგაწერენ. პლიაჟზე სიგარეტი თუ გაგითავდა 2.5ლარიან კენტს 4 ლარად მოგყიდიან, ბილიარდის თამაში თუ მოგინდა ვერ ითამაშებ, რადგან 40 000-იან ქალაქში სულ 2 საბილიარდოა და თითოში 7 მაგიდა დგას. ტურისტი კი მინიმუმ 100 000-ია ერთდროულად. ერთი ჩვეულებრივი სამხარი, უბრალოდ რო ჭამო და არა იქეიფო (თითო ხაჭაპური, თითო კატლეტი და პიურე და თითო ლუდი ან წვენი) 2 კაცს დაახლოებით 35-40 ლარი დაგიჯდებათ ბულვარზე. სხვა შემთხვევაში საკმაოდ შორს მოგიწევთ წასვლა. ერთი ეგაა დედამოტყნული ავიაკომპანიები გვყავს და არანორმალურად მაღალი ფასები ადევს ავიაბილეთებს და ბევრი შეიძლება ამან დააბრკოლოს (საგზურის ფასი ბილეთი ჯდება თითქმის....). არადა ლამაზი, სუფთა ქალაქია ბათუმი
  16. არაჩვეულებრივი, იდეალური მოდერატორები ყავს ამ განყოფილებას. ყველანაირად. რაც შეეხება არჩევნების წესს. ჩემი მოდელი ასეთია: 1. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა უნდა ჰქონდეს იმ იუზერს, რომელსაც მინიმუმ 300 პოსტი ექნება პოლიტიკის განყოფილებაში. აქედან 100 არჩევნებამდე ბოლო 1 თვის განმავლობაში. 2. მოდერატორობის კანდიდატად შეიძლება დასახელდეს ის იუზერი, რომელიც: - პოლიტიკის განყოფილებაში მინიმუმ 1000 პოსტი ექნება - პოლიტიკის განყოფილებაში ბოლო 1 თვის განმავლობაში მინიმუმ დღეში 10 პოსტი ექნება ასე, რომ, სანამ ამოიქოქება, ჯერ იყვნენ ისინი, ვინც არიან, მე კი, პირადად, არჩევნებშიც სიამოვნებით დავუჭერ მათ მხარს.
  17. choxa გაიხრე :2kiss: დიდი მადლობა. თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის მერე, მივედი იმ დასკვნამდე რაც პრინციპში თავადვე მითხარი დასაწყისში: მაგ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთი შეხედვით რთული ან ჩემთვის მიუღებელი არაფერი ჩანს. შედარებით: პირველი პუნქტი რთულია (ჩემთვის). ძალიან ემოციური ვარ და ყოველთვის მეტყობა. პრობლემის მიტანა შეიძლება ძალიანაც არ მინდოდეს, მაგრამ "მომყვება". მეოთხე ცოტა მიუღებელია, რადგან ზოგადად "კაპრიზები" მაღიზიანებს ანუ უფრო თუ დავკონკრეტდები იცის მან რაც გამაღიზიანებს და ეს არ უნდა გააკეთოს (მეც ასევე, რა თქმა უნდა). ქალის თვალით დანახული უფრო მაინტერესებს ისე. კაცების დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად ვიცი ჩემი ძმაკაცებისგან.
  18. king depress აჩი, არ გირჩევ არანაირად. ყველაზე ცუდ და საზიზღარ პირობებში (ზღვიდან, ბულვარიდან საკმაოდ შორს. პრაქტიკულად "ობშეჟიტიაში" ცხოვრება, ფეხით წანწალი, ლუდზე, ნაყინზე, სიმინდზე და სხვა სასუსნავებზე უარის თქმა, "ზაბეგალოვკებში" ჭამა მხოლოდ დასანაყრებლად) დღეში 30 ლარი ან გეყოფა და ან არა. ნორმალური ბინის ფასი 25 ლარიდან იწყება და სეზონზე ძნელი საშოვიცაა. თუ იშოვი 30 ლარზე ზემოთ. კვებაში დღეში მინიმუმ 20-30 ლარი გინდა. შეზლონგი 4 ლარი ღირდა შარშან. წელს არ ვიცი. პლიაჟზე ყველაფერი სიმინდი, კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი, წყალი (0.5L) ყველაფერი 2 ლარი ღირს. სიგარეტი თბილისურ ფასებტან შედარებით 0.5-1 ლარით ძვირია, თუმცა არის "ტოჩკები"... არის უაზროდ "გაცვეტებული" კლუბები და ბარები (მათ შორის ყველაზე "სვეტსკი" - ტარაბუა) სადაც საშინელი სერვისი აქვთ და ფასები შარდენზე და პეროვსკაიაზე შესამჩნევად მაღალი... მე 5 დღეში 600 ლარზე მეტი დამეხარჯა. არაფერი განსაკუთრებული არ მიქნია. საქმეზე ვიყავი. თან შარშან სექტემბერში ვიყავი და ცნობილი მოვლენების გამო ფასები დაწეული იყო შედარებით.
  19. ასე ძნელია. გააჩნია ვინ რას ეძებს. დაწერეთ ვის რა გინდათ კონკრეტულად და ექსპერტი ვარ მაგ საკითხში :
  20. უცხოური ანეგდოტები არ მომწონს ხოლმე, მარა ეს დამევასა: Sex is like math: Add a bed, subscribe clothes, divide legs and multiply! ანუ სექსი მათემატიკასავითაა: მიუმატე საწოლი, გამოაკელი ტანსაცმელი, გაყავი ფეხები და გაამრავლე! ozzyka :sicili: :sicili: :sicili: :sicili: :sicili: დააამპალი ეგა...სომეხი... :
×
×
  • შექმენი...