Jump to content
Planeta.Ge

dire

პლანეტელი
  • პოსტები

    6.134
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    36

ყველა პოსტი dire

  1. და რამ გაგაოგნად-აღგაშფოთათ? რომელიმე უკეთესი იყო აქამდე? ან ვისზეა რამით უარესი? უპრინციპო, გარეწარი იყო საქართველოს ყველა თავდაცვის მინისტრი სააკაშვილის დროს... პრინციპში მანამდეც არ იყვნენ სასწაული პატრიოტები მაგრამ ამათ საერთოდ დაგლიჯეს ესეც მორიგი უპრინციპი გარეწარია.... არაფერი შეცვლილა ისეთი რომ ამხელა ყიჟინი იყოს ატეხილი...
  2. მოკლედ. განვავრცო მინდა ერთი აზრი. სააკაშვილის მომხრეებს რაღა უნდა ვკითხო. ყველაფერი ნათელია. არანაირი აპელირება მორალზე, სინდისზე,თვალები გაახილეთზე და ასე შემდეგ აღარ შეიძლება. იმის მერე რასაცესკაცი უკანასკნელი 3 თვეა აკეთებს... იდიოტიც კი მიხვდება საით მიდის ქვეყანა. მაგრამ... ფული ისეთი ცუდი რამ არის... ყველაფერზე თვალს ახუჭინებს თურმე ადამიანს მოკლედ ეგენი არ მაინტერესებს. ეგენი იყვნენ ყოველთვის, კომსომოლები, მედროვეები, ყვარყვარეები და ა.შ. მათი ფასი ქვეყნისთვის, ისტორიისთვის და საერთოდ მათი ფასეულობა ნულის ტოლია... მაგრამ. მე მაქვს შეკიტხვა იმ ადამიანებთან, ვინც ამ ფორუმზე შემჩნეული მყვანან კერძოდ კი საპარლამენტო ოპოზიციის მომხრეებთან. თქვე დალოცვილებო. ხომ ხედავთ სად მიდის ქვეყანა? ხომ ხედავთ როგორ გაგსვარათ ამ ნეხვის მეფე მინასმა. ხომ ხედავთ რომ ფაქტიურად თანამონაწილეებად ქვეყნის ზიზღის ობიექტებათ გაქციათ ამ ხელისუფლებამ. აი თვქენ... თქვენც არ გრცხვენიათ? უბრალოდ... მაინტერესებს რა ადამიანებისაგან შედგება ესა თუ ის ბანაკი საქართველოში. თქვენ ჯერ ბოლომდე ვერ გავარკვიე რა კატეგორიის ადამიანები ხართ. არ ვგულისხმობ თქვენი პარტიების ლიდერებს. ეგენი ჩამოწერილი, უპერსპექტივო და საქვეყნო რისხვისთვის განწირული ხალხია... მე მაინტერესებს მათი მომხრეების სახე. ვინ ხართ რას წარმოადგენთ განსხვავდებით რამით იმათგან ვინც ყველაფერზე თვალი დახუჭა თავისი მდაბიო ყოფის გამო თუ არა?
  3. king depress +1 უბრალოდ... ძალიან ძალიან გარეწარი და ბოროტი კლოუნი. რომელიც ყველაფერს იზავს, არაფერს არ დაინდობს, მათ შორის არც საკუთარ დედა სამშობლოს იმისათვის რომ თავისი უნიჭო კლოუნადების გაგრძელების საშუალება მიეცეს... ჩვენ კი... განწირულები ვართ ამის იდიოტიზმის ყურებისთვის და ვისაც ძალიან არ გაუმართლებს ისინი არა მარტო ყურებისთვის არამეტ მონაწილეობისათვისაც...
  4. newstudio არანაირი საჭიროება არააო რომ ამბობ. თბილისის აეროპორტში რაიმე საჭიროება იყო რკინიგზის სადგურის? ) რომ ააშენეს რამოდენიმე მილიონი დოლარი ჩაახეთქეს, მაყუთიც მოახსნეს და დღემდე კი დგას უმოქმედოთ... ისე... სულ მაინტერესებდა ხელისუფლების მომხრეების სირცხვილზე, კეთილგონიერებაზე, პრაგმატიზმზე და მორალზე აპელირება... ვიცი რომ უშედეგო და უაზროა. მაგრამ... როგორც ვაკვირდები, აქ საპარლამენტო ოპოზიციის მომხრეები არიან. ხოდა ანალოგიური კითხვა თქვენთანაც მაქვს... ისე ამაზე ცალკე თემა უნდა გავხსნა.
  5. შეიძლება იდავო იმაზე ესმკვდარი წერტილი როდის დადგა. მაგრამ... ჩემის აზრით უდავოა რომ ეს მკვდარი წერტილი გადალახულია... მიშა როგორც პოლიტიკოსი, როგორც პრეზიდენტი, როგორც ადამიანი-ც კი უკვე დამთავრებულია. დარჩა ერთი "შიშველი" ცახეს ცინობერი... უსუსური, არაფრის მაქნისი, უპერსპექტივო, მატყუარა და ცრუპენტელა, უმომავლო და გაბოროტებული ადამიანი, რომელზეც ვეღარ იტყვი რომ: გარემოცვა ატყუებს - მლიქვნელი კომფორმისტები ყველა დროში არსებობდნენ, არც ჩვენი დროა გამონაკლისი ( გადახედეთ პარალელურ ფორუმს ). მაგრამ... დგება დრო, როდესაც თვით ბრმაც კი ხედავს სიტუაციის სიმძიმეს და გამოსავლის გზებს... მაგრამ ვერ აკეთებს ძვრებს... იმიტომ რომ უსუსური და არაფრის მაქნისია. შანსი არ ქონდა - ასეთი სასტარტო პირობები... ალბათ ათასწლეულში ერთხელ ეძლევა ქვეყანას... მაგრამ... საკუთარი სულიერი მდაბიოობის გამო დაკარგა ყველა შანსი. რა უნდა ექნა/ქნას - ყველა ეტაპზე... აბსოლუტურად ყველა კრიზისულ ეტაპზე მიღებულ იქნა ყველა ცუდი, ქვეყნისთვის ცუდის მომტანი გადაწყვეტილება. და ეს ყველაფერი, ლიდერის და მისი გარემოცვის პიროვნული ნიშანთვისებებიდან გამომდინარე..
  6. ალბათ საქართველოში უდიდესი მიღწევა სახელმწიფო მოღვაწის, იქნებოდა სუფთა თამაშის წესების ჩამოყალიბება და რეალური ოპოზიციის შექმნა და ხელშეწყობა. აი ესეთი ადამიანი ნამდვილად იქნებოდა საქართველოს მომავალზე მზრუნველი და დარჩებოდა ასეთად კიდეც საქართVელოს ისტორიაში. სამწუხაროდ არცერთ უახლოვესი წარსულის მმართველს არ ეყო ამის არც პატრიოტიზმი და არც მორალური ღირსება. ყველა ეცადა "დაეჩმორებინა" მოწინააღმდეგე და თავისი "ტკბილი" ცხოვრება გაეხანგრძლივებინა. სამივემ პიროვნული ინტერესი არჩია ქვეყნის ინტერესს... ხოდა კი ვზივართ აწი ნეხვის კასრში...
  7. არაა რა ეგრე მარტივად... დაძაბავს და განმუხტავს... უბრალოდ ინტელექტი და რესურსი არ ყოფნით. უნდათ რომ მოიცილონ მაგრამ ვერ ქაჩავენ. დაიწყებენ რაღაც უაზროდ, უგეგმოდ, ურესურსოდ და მერე ჩაისვრიან ხოლმე... ეგრეა რა. ფული აიღო არ მჯერა. არცმისცემდნენ ალბათ. რაში უნდა მისცენ? თვითომ იფარჩაკებენ თავს. არა, რომ დაწერონ, გაწერონ, გათვალონ მხარდაჭერები მოიზიდონ... არიქა ქუდზე კაცი დაიძახებენ და ეგაა... ეგრე არ ხდება რა...
  8. Grig და ვის უნდა შესძახო? ქვეყანა გახდა სამარცხვინო ჭაობი... ეს ადამიანი ( მიშა ) ირგვლივ წამლავს ყველას და ყველაფერს. რასაც კი შეეხეო ყველაფერი მძღნერად აქცია. მეფე მინასია ოღონდ შეცვლილი პროგრამით...
  9. ღრმად დარწმუნებული ვარ რომ არა. ტიტპიური სამარცხვინო გრუზინულ-ნაცმოური ჭორი მგონია... გრეჩიხას თავისი კვერცხობებიც ეყოფა... მაგრამ ამის დაბრალება... არ მჯერა.
  10. ფორუმელი არა კვახი ) უბრალოდ რამოდენიმე არც თუ ნიჭიერი ადამიანი არსებობს ( მათ შექმნილ პროდუქციაზეც ეტყობა მათი ნიჭიერების ხარისხი ) რომელიც მის საქმეს აკეთებენ ფორუმებზე. მერე დაწერენ ანალიტიკურ წერილს რომ ეს თემა მუშაობს კარგად და კარგი იქნება თუ "პირველი" გააკეთებსო... მერე რამოდენიმე ეს წინადადება გაივლის ცენზსს და მთავარ კორექტორთან მოხვდება. ის მიიღებს გადაწყვეტილებას და დადებს მიშას ამ თემას. მერე მიშა გაიმეორებს და იმის გამო რომ უზომოდ უნიჭო და უვიცია... ჩაასვრის ყვეაფერს. მუხრან მაჭავარიანთან მისვლა ამის ნათელი დასტური იყო ) ლექსი რომ ვერ გაიხსენა ვერცერთი ამ საცოდავმა )
  11. და რა იყო არ იტყვით? ისე იმედი... და საერთოდ ამათი საინფორმაციოები... არ ვიცი. კომუნიზმის უბნელესი გადმონაშთებია... სამარცხვინოა მანდ ყოფნა თავმოყვარე ადამიანისთვის ჩემის აზრით. სრულიად სამარცხვინო...
  12. კომენტის გაკეთებაც კი აღარ მინდა. ეს ადამიანი დამთავრებულია. სრული ზერო... არანაირი პერსპექტივა და რესურსი. ის არის სამწუხარო რომ, რაც მეტ ხანს იქნება, მით მეტი ხანი ქვეყანა ივლის უკან უკან... პრივატიზაცია... ყიდის ყველაფერს ეს დედააფეთქებული და ამ ფულს აქრობს... ამას დამატებული სულ უფრო და უფრო მზარდი საგარეო ვალი... არ ვიცი. რომ წავა გაღატაკებული ქვეყანა დარჩება... რაღამ უნდა უშველოს ქვეყანას მე პირადად არ ვიცი
  13. ვისაც შანსი აქვს... ჩემი აზრით... ყველა უნდა წავიდეს. ეს არის უმომავლო და წარუმატებლობისთვის განწირული ქვეყანა... წადით. თქვენს თავებს რაღას ერჩით. შვილებს მაინც გაზრდით ნორმალურ გარემოში...
  14. licemer )) გამორიცხულია იმდენად ბინძური და ამაზრზენი ადამიანებით არის გატენილი... სახელმწიფო სამსახურშიც კი არ წავალ...
  15. აბა რას ელოდით? მაგ ადამიანმა თავისი ბუნება გამოავლინა კაი ხნის წინ სამარცხვინო ადამიანია... არ მენდომებოდა მაგის შვილი ვყოფილიყავი...
  16. liliko ხო. მაგრამ. ის ვინც უფსკრულში მიაქანებს და ამასთან ერთად არანაირ მუხრუჭზე არაფრის მოსმენაც არ უნდა... უნდა მოაცილოს საჭეს. თორემ მასთან ერთად მთელი შემადგენლობაც იღუპება. თუ მაგას გადააგდებ... კი ძალიან ბევრი ხანი პროფილაქტიკიდან ვეღარ გამოხვალ მაგრამ გადარჩენის შანსი მაინც გრჩება... ეხლა კი... დაღუპულები ვართ ფაქტიურად...
  17. liliko ხოოოდა უნდა ჩამოართვა იდიოტ მშობელს და გადასცე მეურვეობაში ნორმალურს... ძალიან მარტივია...
  18. როგორ შეიძლება ადამიანი კმაყოფილი იყოს იმით, რომ საკუთარი აზრებისა და შეხედულებებისთვის დაგიჭირონ... არ მესმის... ალბათ იმ შემთხვევაში მხოლოდ თუ შენ იმ აზრებს ამბობ რომელიც დღეს დასჯადი არაა... დიდება მიხას და ა.შ.
  19. licemer )) და ვისი წასვლა არ გეწყინება პოლიტიკაში ? ოპოზიციაში კონკრეტულად? სრულიად სერიოზულად ვკითხულობ...
  20. ხოო... გასაკვირია ეს ყველაფერი? არა.. და იცით რატომ? იმიტომ რომ სისტემა თამასის ასეთ წესს სთავაზობს პოლიტიკურ ოპონენტებს... ხოდა ნუ გაგიკვირდებათ რომ ეს ქვეყანა აირევ დაირევა...
  21. Saturn ესეიგი ვერ გაგიგია რაც ვთქვი. არც გამადლი, და არც გემუქრები. კარგად წაიკითხე რასაც ვწერ და იქნებ მიხვდე. ის რომ იმაზე უარესად ხარ ვიდრე უნდა იყო... ეგ შენი პრობლემაა. წამოდი და უფრო ნორმალური სამსახური ნახე. თუმცა ეგ შენი საქმეა. დამადლებით მე რა უნდა დაგამადლო... შენი მინისტრი მე არ ვარ და მე არ მიმიღიხარ სამსახურში. ჩემი გადახდილი გადასახადი რომ მაგრად ფკიდია ეგ კი ვიცი ) მუქარას რაც შეეხება კიდევ.... მუქარა კი არ იყო მანდ, ის რეალური სიტუაცია იყო რაც შეიქმნება ასეთი მართვის შედეგად. და დამერწმუნე საერთოდ არ მიხარია მე ეს. უდანაშაულობას რაც შეეხება... სწორედ მაგას ვამბობდი. თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგად აითვისა პოლიტიკური შეხედულებებისთვის, უდანაშაულო ადამიანების დასჯის მეთოდიკა. ხოდა... მოვა სხვა... კი ხარ ( დავუშვათ ) უდანაშაულო მაგრამ ხარ საწინააღმდეგო ბანაკის წევრი... მოკლედ მიმიხვდი იმედია რასაც ვამბობ... ხოდა... ამაზე პროტესტის გრძნობა მე არ მინახია არცერთი, ვიმეორებ არცერთი პოლიციელისაგან... აწი რა პატივისცემას უნდა ელოდოს პოლიცია ამის შემდეგ?
  22. liliko არ ხარ მართალი. საზოგადოება თავისით ვერ გაიზრდება. ყველაზე რეალური ამის ხელისშემწყობი იქნებოდა ქვეყანაზე და ქვეყნის ინტერესებზე მოფიქრალი ხელისუფლება, რომელმაც უნდა განახორციელოს სტრუქტურული მოწყობა ისე, რომ გაასწროს საზოგადოების განვითარებას და საზოგადოება აწიოს უფრო მაღალ დონეზე. მაგ ლოგიკით ათათურქს უნდა ეწკმუტუნა არ არის თურქეთი მენტალურად მზად და ასე შემდეგ... მაგრამ მან ქვეყნის ინტერესები გაიაზრა და ისე მოიქცა როგორც რეალური ქვეყნის მართველი უნდა მოიქცეს. ესენი კიდევ... ქარის წისქვილებს ებრძვიან ( ჰომოსექსუალური შეუმწყნარებლობა, გენდერული უთანასწორობა ეკლესია ქვეყნის მტერი... ) და რეალურ პრობლემებს ( სასამართლო, პოლიცია, იუსტიცია, მასმედია, არჩევნები, ეკონომიკის კონკურენტუნარიანი გარემო და ა.შ.) გააზრებულად ჩქმალავენ.
  23. Saturn არა არ მძმრავს. შენც გეუბნები მათ შორის. და რა იყო რო?
  24. მორიგი ერის გმირი და გადამრჩენელი... ნეტავი ვის მიეტმასნება... ვინ შევიძულო
  25. liliko მარტო არა. მაგრამ უმნიშვნელოვანესი წილი სწორედ მათზე მოდის. როდესაც ქვეყნის მართVის ყველა ბერკეტი შენს ხელთ არის... და ამ დროს შენ მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობა გადარდებს. შენ ხარ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემა...
×
×
  • შექმენი...