Jump to content
Planeta.Ge

dire

პლანეტელი
  • პოსტები

    6.134
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    36

ყველა პოსტი dire

  1. ცემო ნიკუშა და დეპრეს. მტრობას ნუ მიიღებთ როგორც ომს და სისხლისღვრას საქართVელო მოსახლეობის დიდი ნაწილი ფაქტობრივად უკვე მტრულ მდგომარეობაშია ამ სახელმწიფოსთან და მის აპოლოგეტებთან. ჩვენ ვხვდებით რომ არსებული ხელისუფლების სათავეში ყოფნის თვითოეული დღე ჩვენი ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. ამავე დროს ამ ხელისუფლებას იცავს სწორედ აშშ... აქედან გამომდინარე ნებისმიერი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ ავტომატურ რეჟიმში ნიშნავს ბრძოლას აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ. და სიმართლე გითხრათ სულაც არ მადარდებს მე ის საკითხი რომ აშშ-ს ინტერესები დაზიანდება. პირიქით... როდესაც მათი ინტერესები ჩვენი ინტერესების სრულიად საპირისპიროა... ერთხელ და საბოლოოდ უნდა ღიად ვთქვათ... გამოქანდი ძია სემ და დამახტი... მე ჩემი ქვეყანა მინდა იყოს ბედნიერი და არა შენი... ასე რომ...
  2. ვერ დაგეთანხმები პატივცემულო მეც მიწევს რაინებში გასვლა. და დამერწმუნე საკმაოდ ადეკვატურად აღიქვავენ მიმდინარე მოვლენებს. და ვერ ვნახე მე იქ სადაც მე დავდივარ ყოველ შემთხვევაში ისეთები რომლებიც ქვეყნის მომავალს ამ კატეგორიას უკავშირებდნენ...
  3. ჯერ იქნებ ამიხსნას ვინმემ რას ნიშნავს ბიზანტინისმის სენი. მერე მეორე კითხვა დამებადა სად არის ქრისტიანული დასავლეთი? დარჩა კი იგი? ;) ჩემის აზრით ქრისტიანობა და დასავლეთი საბოლოოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთს ( მაგალითად ობამას სიტყვებიც კმარა. აშშ ქრისტიანული ქვეყანა აღარ არისო ). და ეს დამშვიდობება კარგ არაფერს მოუტანს მაგ ცივილიზაციას . სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ცივილიზაცია თავის დასარულამდე მიდის... რაც შეეხება ჩვენში რამის დაძლევას... ბიზანტიზმიც უნდა დავძლიოთ, რუსიზმიც, დასავლეთიზმიც და საერთოდ ყველანაიზმი გარდა საქართველოიზმისა... აი ამ უკანასკნელით უნდა დავაავადოთ მთელი ჩვენი მოსახლეობა...
  4. პატივცემულო დათა... ვინ ხალხი ეთანხმება და ვინ ხალხია კმაყოფილი? პოლიციელები, გამგეობის მუშაკების ნაწილი, 100 ეგზალტირებული მოხუცი და გიორგი თარგამაძის 1000-მდე გულშემატკვიარი? ნუ კიდევ დაუშვათ მერაბ სეფაშვილი და 3 G ? და ესენი არიან ხალხი? არა ბატონო... ესენი არიან ის რასაც თუ ევოლუციის მოდელს მივუყენებთ მალე დეგრადაცია და გაქრობა აქვს გარანტირებული ;)
  5. მტრად არავის არ უნდა მოეკიდო, სანამ ეს შენს ინტერესებს არ ეხება და არ ავნებს. არც აშშ-ს და არც რუსეთს. რუსეთთან მტრობა დღეს იძულებითია. აშშ-სთან მტრობა კი გარდაუვალი. ვისაც ოდნავი ტვინის ნატამალი უგდია თავში ხვდება რომ ეს ქვეყანა უკიდურესად ამაზრზენად გვექცევა. და ვინაიდან მათ აქვთ ჩვევა ადვილად არ გაუშვან ხელიდან ნადავლი... ჩვენ დიიიდი ბრძოლა მოგვიწევს მასთან და მის აქაურ დამქაშებთან რომ განვთავისუფლდეთ... მაგრამ... სიმართლე მაინც გაიმარჯვებს მაგათაც მოვიცილებთ და სამაჩაბლოს და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ... წყალი არ გაუვა ამას...
  6. ხოო ძალიან კარგი... რაც მეტად მოხდება ამ ქვეყნების თვითლუსტრირება მით უკეთესი. რუსეთი მენტალურად პრინციპში უკვე მოვიცილეთ. ეხლა ეს აშშ-ბრიტანეთის დრო მოდის. და მერე დარწმუნებული ვარ მივხვდებით რომ ვისაც არ უნდა გაუწვე, რა იდეითაც არ უნდა დააპირონ შენი გაჟიმმვა... არავის არ უნდა წაუწვე, და უნდა აშენო შენი სახელმწიფო.
  7. არა პატივცემულო დათა.... ქართველ ხალხს არ გაუცვლია... გაცვალა არამზადა ხელისუფლებამ, მისმა ამაზრზენმა სატელიტებმა და მოსახლეობის ყველაზე მდაბიო და სულმოკლე ნაწილმა. მე მათ ნაწილად ჩემს თავს არ მივიჩნევ, დარმწუნებული ვარ არც თქვენ ბატონო... და კიდევ უამრავი ჩვენნაირია ამ ქვეყანაში.
  8. კი ძალიან პროგრესულები იყვნენ... და შედეგიც სახეზეა.... სადაც კი მოვიდნენ ის ქვეყნები აყვავებულია ნაციონალიზმი კი... საფრანგეთში უკვე მინისტრები აღიარებენ რომ ზანგები პრობლემა ხდებიან. გერმანიაში ისლამიზაციის უდიდესი პრობლემები დადგა და ეს საკითხები უმაღლეს დონეზე განიხილება. მთელი ევროპა განცვიფრებით უყურებს თუ რა მოუტანა ზედმეტმა ლიბერალიზმმა და უტვინო საიმიგრაციო პოლიტიკამ. ერთადერთი ერი რომელიც დეკლარირებულად აშენებს ნაციონალისტურ სახელმწიფოს არიან ვინ? ;) სწოოორიაა ებრაელები ის ებრაელები რომლებიც აშშ-ში და ინგლისში ტოლერანტობის, პოლიტკორექტულობის და საიმიგრაციო კანონების ყველაზე დიდი მომხრეები არიან, თავის ქვეყანაში , ისრაელში უკიდურეს ნაციონალისტურ სახელმწიფოს ქმნიან... ჭკვიანი ხალხია... ვერაფერს იტყვი... უდიდეს პატივს ვცემ... მართლაც რომ უფლის რჩეული ერია... ჩვენნაირები კი... მატრაბაზი ერები... მკვდრადშობილ და უსულო და უმომავლო იდეებს ვიკვიატებთ მოდას აყოლილები... იმიტომ ვართ ადვილი სამართავები...
  9. ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა... თურმე ქალმა კაცი დააორსულა... მე არ მჯერა რომ ოპოზიცია რამეს გააკეთებს. არ მჯერა რომ ხელისუფლება + სატელიტები რამეს გააკეთებენ. არ მჯერა რომ ეს დაკარგული ერი ეხლა ძალას იპოვის თავის თავში და ამ ორივეს კინწისკვრით მოიქნევს. ამიტომ... არც ტალიავინი, არც იმედი და არც არაფერი არ უშველის დღეს ქვეყანას... ერთი დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა მინდა... აი ისეთი რომ აშშ, რუსეთი და თურქეთი დედის დღვნაში გაეხვნენ რომ ჩვენთვის არ ეცალოთ. აი მერე... აი მერეეე.... ეს უცხო ქვეყნის მეხოტბეები, თავის რუსეთუმებიან პროამერიკულებიანად დიდი ტრაკში წიხლით უნდა მოისროლოს საქართველომ და მიხედოს თავის თავს... ოსეთსაც და აფხაზეთსაც.... ასე რმ მე ირანის და ჩრდილო კორეის ატომური პროგრამის დიდ გულშემატკივრადმიგულედ... ასევე პაკისტანში თალიბების მოსვლის.... ასევე თურქეთში ანტიამერიკული განწყობის კიდევ უფრო გამძაფრების... ჩეჩნეთში აფეთქებების და საერთოდ... ყველაფერი იმის რაც ჩემს ქვეყანას აწყობს...
  10. ორი ვერსია მაქვს. ან ბანალურად აგენტი იყო, ან იმდენად გაამწარეს რომ მაქსიმალურად სამაგიეროს გადახდა მოინდომა...
  11. მე დაგასწარი : :) :D ეგ ასდს ვინ არის? რომელი ფორუმის ბინადარია? უი შენ დაგისწრია რავა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში რა... :D
  12. ძუკუ ჩემი აზრით... მოქალაქეთა კავშირის წევრობაც და ნაციონალური მოძრაობის წევრობაც უკვე საკმარისი უნდა იყოს პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვისთვის. ხოლო ამ პარტიების მაღალჩინოსნობა კი საჯარო სამსახურში მსახურების აკრძალვის მიზეზი... ეს მარაზმი სხვანაირად არ დამთავრდება...
  13. Lo Janko newstudio უკაცრავად მაგრამ... საიდან ასეთი დასკვენბი? ვგულისხმობ ამერიკელების და ევროპელების საოცარ გაკვირვებას ახალაიას დანიშვნაზე? რამე წყარო გაგაჩნიათ? და მეორეც... თქვენ ეხლა რეალურად გჯერავთ რომ ადამიანი რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი მიზეზი აშშ-ს მხარდაჭერაა ერთ ნაბიჯს გადადგავს მათ გარეშე? თუ მართლა "გიჟი" გგონიათ? საკმაოდ კარგად ვხედავ თქვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და საკმაოდ დიდი წარმოდგენის ვარ თქვენზე. და ნუ დაწერთ ისეთ რამეს რისიც თქვენც არ გჯერავთ
  14. ძუკუ მე რაღა დაგიმალოთ და დიდი ეჭვი მეპარება რომ პირველმა პრეზიდენტმა ცუდად იმიტომ დაამთავრა რომ ბუშ უფროსს აგინა . დავიღალე იცით ამ მუხრუჭებისგან კი ბევრი კარგი გაუკეთებია, მაგრამ არა იმდენი, რომ ასე უსიტყვოდ ავიტანოთ მისი როგორც მინიმუმ ინდეფერენტულობა ჩვენი ქვეყნის შიდა ცხოვრების ასეთ საზიზღრობაზე. და რეალურად კი... ინდეფერნტულობა არ არის ეს. სულ უფრო და უფრო მათ გამიზნულ პოლიტიკას ემსგავსება... გყავდეს სუსტი და დაშინებული ვასალი, რომელსაც შენი პატარა სუფრის ნარჩენიც აკმაყოფილებს... რუსებზე გაცილებით ჭკვიანი ბატონები არიან, მაგრამ არანაირად მათზე "კეთილები"
  15. ყველაფრით კარგი და გადასარევია კანონია, რომ არ იყოს რამოდედიმე მაგრამ... 1. თორთლაძე არაფერ კარგს და სასარგებლოს არ გააკეთებს. 2. ამ ხელისუფლების ხელში... სრული უნდობლობის ფონზე, იმის გათVალისწინებით რომ ხელისუფლება არ ერიდება იაფფასიან "დადგმებსაც" კი... არის გარანტია რომ ეს არ გადაიქცევა ხელისუფლების პოლიტიკურ იარაღად?
  16. ჩემში პირადად არანაირი დევალვაცია არ განუცდია ფასეულობებს. პირიქით, უფრო გააზრებულად აღვიქვი თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭიროა ამ სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში. დაახლოებით ალბათ რაც გიტლერის შემდეგ გერმანიას მოუვიდა ის მომივიდა მეც. მაგრამ... ცალკეული ქვეყნების მიმართ... რაღა დაგიმალოთ... სრულიად გული ამიცრუვდა. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არ შეიძლება არანაირი ქვეყნიდან მარტვადი ხელისუფლების არსებობა საკუთარ ქვეყანაში. არანაირი ქვეყნიდან. რუსეთზე აღარ ვამბობ არაფერს ის პირდაპირი მტერია. მაგრამ... ასეთი "მოკავშირეებისაგან" მართვადობის ამაზრზენობაც სახეზეა. ასეთი ხელისუფლება ზრუნავს "მმართველი" ქვეყნის ინტერესებზე და სრულად კიდია საკუთარი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესები. ვინაიდან გადასარევად იცის რომ სანამ ის იცავს მისი მკვებავი ხელის ინტერესებს, ის ხელშეუხებელია... აიათოლა გვჭირდება რა...
  17. newstudio გასაგებია მაგრამ... დასახვრეტი იმიტომ არის რომ იცის რომ მონარქი იქნება და ეს უნდა :sorry:
  18. ძუკუ პატივცემულო, მეც ვმონაწილეობდი... ხმაც მივეცი ამ რეგვენს, მაგრამ დღეს ვაღიარებ რომ უდიდესი შეცდომა დაუშვი. ედიკას აღარაფერი ჰქონდა დარჩენილი... და ფაქტობრივად იძულება შეიძლებოდა სუფთა არჩევნებზე რომ წასულიყო... და საღ,დალაგებულ და ნორმალურ საარჩევნო გარემოში ასეთი დეგენერატის მოსვლა გამორიცხული იქნებოდა, ეს ერთი, ძალების ბალანსი ასე არ დაირღვეოდა ეს ორი, ამდენს ვერ გაბედავდა - ეს სამი. რაც შეეხება ამერიკის მხარდაჭერას, არ მესმის რატომ უნდა შევხედო მაგ კუთხით. მე იმ კუთხით ვუყურებ რაც რეალურად არის. კერძოდ - აშშ-ს პოზიცია ამ ეტაპზე უკიდურესად მავნებელია ჩემი ქვეყნისთვის, ვინაიდან მის წინსვლას უიმედოს ხდის. წინსვლას კი არა, სრული უკუსვლაა ყველა სფეროში. და არ მესმის რატომ არ უნდა ვთქვა ეს. აგრეთვე არ მესმის ის ლაქუცი რაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აქვს ატეხილი მათ წინაშე. არ გამოვრიცხავ რომ მათ რაღაც იციან რაც მე არ ვიცი და ამიტომ არიან ჩუმად... მაგრამ აწი უკვე ძალიან მეეჭვება. ერთ ნაწილს უბრალოდ ეშინიათ ხელისუფლების პროპაგანდისტული მაქნანის ჩემი აზრით, მეორე ნაწილი კი სრულიად მართვადია აშშ-ს მხრიდან და ვერ კბენს იმ ხელს რომელიც აჭმევს. აბსოლუტუტრად მართვადმა კი რაც მოგვიტანა კი ვხედავთ...
  19. newstudio არ გეთანხმები. საჭიროა მაგ გემების დაკავება. მეტიც... ყველას უნდა ჩამოერთვას და ციხეშიც უნდა გაუშვა ეგ კაპიტანები. რომ სხვას სურვილი არ ქონდეს ამის კეთების...
  20. ძუკუ კონკრეტულად ძმები ბერძენიშვილები. უზომოდ ამპარტავანი და მატყუარები არიან. ხიდაშელი რამოდენიმეჯერ ტყუილზე მყავს დაჭერილი. უსუფაშვილის მიმართ საკმაოდ სიმპატიებით ვარ განწყობილი. მაგრამ ზოგადად პარტიამ ჩემი გულის მოსაგებად ( არ კიდიათ მამენტ? ) უნდა აღიაროს რომ ვარდების რევოლუციაში მონაწილეობა იყო უმძიმესი შედეგების მომტანი შეცდომა - ეს ერთი. და უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა და დააფიქსიროს პოზიცია სააკაშვილის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის მავნებლობაზე საქართველოსთვის. პრაგმატიკოსები და რეალისტები ამოვიდნენ ყელში. იდეალისტებს ვეძებ. წესიერ და ქვეყანაზე შეყვარებულ იდეალისტებს. შემძულდა ეს მაკიაველიზმი... თანაც... სრულიად წარუმატებელი პოლიტიკა გამოდგა.
×
×
  • შექმენი...