Jump to content
Planeta.Ge

nikusha_marx

პლანეტელი
  • პოსტები

    463
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nikusha_marx

  1. რავი ფორუ.გეზე დასრულდა შავნბნელი პერიოდი და ახლა შედარებით დასტაბილურდა ყველაფერ... პლანეტას კი ცოტა მეტი კრეაცია სჭირდება, აქაურ სასტავს კი ეს გააჩNიათ და იმედია შეძლებენ გამოყენებას
  2. ინგლისის ნაციონალისტური პარტიის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაციები , რა შანსები აქვს ამ პარტიას მომავალ არჩევნებშიshamili არანაირი/.// სიძლიერით მე-3 პარტია ლიბერალებია... დანარჩენები კი არიან ტროცკისტული პარტიები...
  3. shamili მაშინ ჩემი სტატია წაიკითხე და ეგებ შენტვის რამე საინტერესო აღმოაჩინო Nukriko არა ნუკრი ჩემი აზრით კლასიკური რასობრივი ნაციზმი შეუძლებალია...ისე კი მჯერა რომ ზემოდან დირექტივები საბოლოოდ მიგვიყვანს ნაციზმამდე:siriko: ისე კი მრავალეორვნებულობას რა მნიშვნელობა ქვს, იქ სადაც 90 პროცნეტი ერთი ერი ირის ნაციზმი უნდა იყოს:siriko:
  4. newstudio ჯერ ერთი მგონი ბოლო გამოკითხვით 84 პროცენტი ვართ, მერე მეორე ზსუტად სხვა ერების არსებობაა ნაციზმის საფრთხე...იქ სადაც არ არის პრობლემაც არ არის...
  5. რატომ ნაციზმისკენ და არა ფაშიზმისკენ???? ნაციზმის ძებნა უბრალოდ სოფისტური დისკურსია თუ უბრალოდ ჩემი პარანოია??? იმისთვის რომ ნაციზმი გაიგო საჭიროა საჭიროა უბრალოდ ისტორიის რეკონსტრუირება, იტალიურ ფაშიზმს 20 იან წლებში ყველა ერთ იდიოტურ გამონაკლისად თვლიდა რომელიც იტალიაში მოხდა, სამხრეთული ტემპერამენტის კიდევ ერთი უცნაურობა, მაგრამ გერმანული ნაციზმმა გამოაჩინა რომ ეს გამონაკლისი კი არა უკვე სრულფასოვანი მოვლენა იყო. იტალიური ფაშიზმი თუ პაროდია იყო ყველაფერზე რაზეც შეიძლება ყოფილიყო , ნაციზმი გამოვლინდა როგორც სოციალიზმის რადიკალური ალტერნატივა, რა შედეგები მოჰყვა ნაციზმის პირველ გამოსვლას ყველამ კარგად ვიცით მაგრამ დღეს 64 წლის შემდეგ ნელ-ნელა ძალიან პოპულარულია ნაცისტური ტენდენციები, რაც მთავარია ეს ყველას ძალიან მოსწონს და სულაც არ აქვთ პრობლემები წარსულზე. სააკაშვილის მიერ ამილახვარების გაიდიალებაც არ დიადი გზის დასაწყისია. ნაციზმის მოძლიერებას და განვითარებას ჩვენს ზეციურ სამეფოში რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს: 1. სოციალისტური პროექტების კრახი. თავის დროზე ნაციზმიც შეიქმნა როგორც რეაქცია გაძლიერებულ სოციალისტურ ტენდენციებზე, ასე ვთქვათ პასუხი დაბალი ფენების გაძლიერებაზე, კაპიტალისტური კლასისთვის საჭირო გახდა ისეთი პროექტი რომელიც მოიქცეოდა ზუსტად ისე როგორც იქცეოდა რევოლუციური სუბიექტი, თავისი შინაგანი წინააღმდგეგობებით და რაც მთავარია რადიკალური გარდაქმნების დაუოკებელი სურვილით ოღონდ რაც მთავარია ზემოდან, ”სწორად” განხორციელებული, თავად ექსპლუატატორების მხრიდან, ამიტომაც იყო ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას მსხვილი გერმანული კაპიტალი უჩვეულო ენთუზიაზმით შევხდა. დღეს ნაციზმის მოძლიერება არა სოციალისტური იდეების სიძლიერის ბრალია არამედ პირიქით მისი სისუსტის, საბჭოთა სოც-ბასტიონის განადგურებამ , დისკრედიტირებულმა სოციალისტურმა იდეებმა და ნეოლიბერალიზმის ტოტალურმა ექსპანსია სრული საფუძველი შეუქმნა ნაცისტური იდეების რეგენერაციას. 2. გაბოროტებული საშუალო კლასი საქართველოში საშუალო კლასი ახალგაზრდულია 22-40 წლამდე, ჩემმა თაობამ ბოლო 20 წელიწადში მთლიანად ხელში აიღო ყველანაირი ბერკეტი ხელისუფლების, ისინი აკონტროლებენ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას დაწყებული ეკონომიკიდან დამთავრებული განათლების სისტემით, თავდაპირველად თუ უფროსი თაობები ამას ნეიტრალურად უყურებდა და ამ ყველაფერს შინაგანად რწმენით ”ასე არის საჭირო ცვლილებებისთვის ამართლებდა” დღეს უკვე ეჭვის თვალით უყურებს ამ ყველაფერს ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა რომ არც ისე მარტივი ყოფილა ყველაფერი, იარაღად დარჩა მხოლოდ რიტორიკა და გაუთავებელი კარუსელები, ეს ძალად გაკლასებული ახალი თაობა იმ საშიშროების წინაშე დგას რომ ყოველი მომავალი არჩევნები მათ კეთილდღეობას შეუშლის ხელს, რადგანაც თამაშგარეთ დარჩენილმა უფროსმა თაობებმა არ არის გამორიცხული უბრალოდ რაოდენობრივად აიღოს რევანში. ეს კი სრული საფუძველია იმისთვის რომ ჩემმა თაობამ რომელსაც ყველანაირი ბერკეტი აქვს ხელში მხარი არამარტო დაუჭიროს რადიკალურ მოძრაობას არამედ ავანგარდში ჩადგეს ნებისმიერი მსგავსი მოძრაობას. ამიტომაც იყო რომ მიტინგების თუ სხვა რადიკალური მოვლენების დროს ვირტუალურ სივრცეში ენით აუტანელი ღვარძლი იყო ხოლმე, საოცარია და სტუდენტების და სხვა მოხალისეების აუცილებელ ატრიბუტს საქართველოში სწორედ ახალგაზრდები აპროტესტებენ. 3. სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე. საქართველოში სამოქალაქო საზოგადეობა რაღაც ამოუცნობ ფენომენად გადაიქცა, ნებისმიერი ქართველი პროსახელისუფლებო ინტელექტუალი ჩვენს ყველა პრობლემად სამოქალაო საზოგადოების არარსებობას ასახელებს, მაგრამ საკმარისია ამ სამოქალაქო საზოგადეობამ მცირე პროტესტი მაინც გამოთქვას და რაიმე მაინც გააკეთოს რომ წამსვე დაიწყება ნიაღვარი ბრალდებების და დაბრალელების დაწყებული ტერმინით უსაქმურების პროტესტი და დამთავრებული კრემლის აგენტების და წითელი ინტელიგენციის რევანში, პარადოქსია ნებისმიერი სახელისუფლებო ინტელექტუალი მთავარ პრობლემად საზოგადოების არარსებობას ასახელებს მაგრამ საკმარისია ვინმემ მაინც ხმა ამოიღოს რომ მთელი თავისი რესურსით დაიწყება ამ ჯგუფის მარგინალიზაცია. მათი გამოცხადება ჩამორჩენილება, მოღალატეებად, გრანტებზე მონადირეებად და ასე შემდეგ, როგორც ჩანს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი ლიბერალებისთვის მხოლოდ მათი მომხრეებია. ეს კი სრულ საფუძველს უქმნის ნაცისტურ იდეების მოძლიერებას ვერავინ გაუწიოს წინააღმდეგობა. 4.ნეოლიბერალიზმი თანამედროვე მემარცხენე წრეებში ძალიან პოპულარულია ნეოლიბერალიზმის შედარება ფაშიზმთან, ეს ხშირად განპირობებულია იმით რომ მემარცხენეებმა ბევრ ფრონტზე განვიცადეთ დამარცხება და ნეოლიბერალიზმის შედარება ნაციზმთან განსაკუთრებით მომგებიანია წმინდა პრაგმატულად, ხო შეიძლება ვინმე ლევან რამიშვილზე ან ბენდქიძეზე ოსვენციმის ასოციაცია გაუჩნდეს და რამე გვეშველოს(მემარცხეებს) მაგრამ ვაი რომ ამას მართლა გააჩნია ობიექტური საფუძვლები, ნეოლიბერალიზმი მინიმალური სახელმწიფოს აპოლოგეტიაა და თითქოსდა თეორიულად ხელი უნდა შეუშალოს ძლიერი სახელმწიფოს მომხრე ნაცისტებს, მაგრამ ნეოლიებერალური რეფორმები ყველაზე წარმატებით ნაცისტების სოციალური დარვინისტურ თეორიებს ყოველგვარი კონცლაგერების გარეშე, ეკონომიკური ეფექტურობის მოტივით ხორციელდება ყველანაირი სოციალური გარანტიების ლიკვიდაცია, როგორც ბოროტი ენები ამბობენ ეს საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე ხელისუფლებასთან დაახლოებული წრეების წარმოუდგენელ ეკონომიკურ წინსვლას. მომენტალურად იქცევა ხოლმე კობა ბექაურები ეკონომიკური აზრის გიგანტებად მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა, ევროპაში ეს ისე ხორციელდება რომ ასე თუ ისე არსებობს სოციალური გარანტიები და სამოქალაქო საზოგადეობის სიძლიერე მკვეთრად აფერხებს გარდაქმნებს, ჩვენთან ეს ყველაფერი პირდაპირ ურტყამს ყველაზე დაუცველ ფენებს, შედეგად ვღებულობთ სოციალურ ფენებს რომლებიც ძლიერი ხელის მოლოდინით ცოცხლობენ, როგორ ჩემი მეგობარი მიშა ამბობს მემარცხენეები ”დაჩმორებული” და ”ჩაჯმულები” ვართ , ნაცისტებს უფრო მეტი შანსი აქვთ მოძლიერების. 5. მილიტარისტულ-ნაციონალისტური რიტორიკა საერთოდ დიდი ხანი არ არის რომ ეს საინტერესო იდეა გამიჩნდა, ჰეგელის საპირისპიროდ ჩვენი ხელისუფლება ისეთი კი არ არის როგორიც ხალხია არამედ საპირისპირო ტენდენციაა ხოლმე, ხალხი ემსგავსება ხელისუფლებას . დროთა განმავლობაში მოსახლეობა ნელ-ნელა მთლიანად იზიარებს ხელისუფლების იდეებს. პარადოქსია იმის ფონზე რომ ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ ნაწილს მართლა სჯერა რომ ღვთიური მისია აქვს გარდამქნას ჩვენი სახელმწიფო იძულებულია დაეთანხმოს უფრო პრაგმატული ნაწილს რომელიც ხედავს რა რომ მათი დასაყრდენი შემოცლილია ცდილობს აარჩიოს კონკრეტული ხალხი რომლებიც მათი მხარდაჭერები იქნებიან, მოძებნეს კიდეც ეს არის ჩვენი საზოგადეობის ე.წ ნაციონალისტური ზვიადისტური ფრთა, ჩვენი ხელისუფლება როგორც ჩანს არაცნობიერად მიხვდა რომ ეს ხალხი საკმარისია არჩევნებში ხმების მოსაგროვებლად, ამიტომ სპეკულირებენ ნაციონალისტურ-მილიტარისტული იდეებით, ხოლო შემდეგ პროპაგანდის წყალობით დროთა განმავლობაში ხალხიც გადადის ამ რელსებზე.ხოლო ხელისუფლების ღვთიური მისით შეიარაღებული ნაწილი სულაც არ არის წინააღმდეგი მათ მისიაში ნაციონალიზმი გამოიყენოს, პესიმიზში არ მინდა ჩავვარდე მაგრამ ადრე თუ ნაციონალისტი როგორც წესი მარგინალები იყვნენ ხოლმე ახლა მარგინალად მე ვგრძნობ თავს, რაც მთავარია ოპოზიცია კი ლეიბორისტების ჩათვლით(მემარცხნეე პარტიაა მაინც) ასე ვთქვათ რეიტინგების ტყვეები არიან, რეიტინგები კი ნაციონალისტური იდეების მოძლიერებას ადასტურებენ. არ მინდა ისე გაიგოთ რომ შავ ოთახში შავ კატას ვეძებ რომელიც არ არის მაგრამ ვაი რომ ასე თუ ისე ტენდენციები საგანგაშოა. ნიკუშა მარქსი(ქობულაძე) http://geoleft-marx.blogspot.com/2009/12/blog-post_27.html
  6. shamili უბრალოდ კონსერვატორები საკუტარი ბიზნესის ლობირებას ცდილობენ მათ კი ამ მხრვი რუსული ბიზნეის ხელი შეუშლის არა ინგლისელი კონსერვატორები ზუსტად სუსსტი სახელმწიფოს მომხრენი არიან ტეტჩერიზმი... სამხხუაროდ დიდი განსხავვება აღარ არის... ლეიბორსიტები მხოლოდ სახელით არიან მემარცხენები...ვნახოთ ეგებნ დაუბრუნდეს პარტია კარგ დროს
  7. ლ ი ც ი ჩემი სტატიების შემიძლია დავდო??? :buchti:
  8. lasha_alo კი ლაშა მაგრამ მაინტერესებს არჩეული ორგანო უზრუნველყოფს შედეგს??? თუნდაც 100 პროცენტით ოპოზიციური;)
  9. აუ ეს რა მარაზმია ბლიად;) სულ გამოშტერდნენ??? გამოსავალი არის რამე ნეტავს ასეთი სიტუაციიდან???
  10. shamili კონსერვატორული პარტია ძირითადად მაინც ნეოლიბერალური ეკონომიკის პოლიტიკი აქტიური მხარდამჭერია, ასე რომ ეს პირველ რიგში ხელს შეუწყობს იმას რომ რუსეთს აიძულებენ შევიდეს მსო-ში ანუ ჩვენზე გაძლიერდება ზეგავლვენა, ინგლისურ კომპანიებს სჭირდებათ რუსულ ბაზარზე თავისუფალი შეღწევა... სავარაუდოდ კონსერვატორები მოახდენენ განათლების სისტემის სრული რეფორმირებას, ანუ როგორც ლევაკები ამბობენ დემონტაჟს ჩვენთვის არაფერი იცვლება... რუსეთისთვისაც ისე იმიტომ რომ კონსერვაოტები რეალურად უფრო ახლოს დგანან რუსეთის ხელისუფლებასთან ვიდრე ახლა ახალი ლეიობირსტები....
  11. Nukriko რაღაც მეცნობა ეს ნაწერი ჰეივუდის წიგნიდან არის არა პოლიტიკური იდეოლოგიები???? ცუდი წიგნია თან ძალიან დროს როდესაც გამოვნახავ შევეცდები თანამედროვე მემარცხნე თეორიებზე დავწერო საინტერესო რაღაცეები
  12. რავი ვცდი მოსვლას მარგამ 6 მდე სამსახურიდან გამოსვლა ფანტასტიკის სფეროა,,,
  13. აი ეხლა აჟიტაჟია ატეხილი, ფრანგები სადესანტო ხომალდს აძლევენო, ისრაილი უპილოტო საფრენ აპარატებსო, და ა.შ. მოდი შევხედოთ ევროპელების თვალით. საშიშია რუსეთი? ქვეყანა რომელიც მთლიანად ბუნებრივი რესურსების გაყიდვით ცხოვრობს. კორუფციის ჭაობია არავიტარი ინოვაციები არ იქმნება (რაც შედის ისევ დასავლეთიდან და მეორეულია) შეიარაღების აბსოლიტური უმრავლესობა 20-30 წლის წინანდელი, ანუ გუშინდელი დღე შეიარაღებაში. წარმობის დაბალი დონე დემოგრაფიული კატასტროფა არც ისე სახარბიელო მოსახლეობის რაოდენობა, 145 მილიონი (შეგახსენებთ რომ მარტო პოლონეთშI და გერმანიაში ცხოვრობს 120 მილიონი თუ მეტი არა) ბუფერული სახელმწიფოები: უკრაინა, პოლონეთი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რატომ უნდა შეეშინდეს საფრანგეთს ან ინგლისს, თუნდაც გერმანიას რუსეთის?!?!? დიდი სიამოვნებითაც მიყიდიან არცთუ უახლეს შეიარაღებას, რასაკვირველია იმ დოზით, რომ საფრთხე არ გაჩნდეს. ვიღაცამ შეიძლება თქვას ატომური ბომბებიო. მაგრამ შეგახსენებთ რომ ეს შეიარაღება ურთიერთგანადგურების იარაღია (ანუ მესვრი გესვრი და ორვიე გავნადგურდებით) და არავიტარ შემთვევაში შეტევითი იარაღი. ასე რომ ნუ ვსაყედურობთ ევროამერიკას ნურაფერს, ნურც იმაში რომ "გადაგვაგდეს" , სუსტს ყოველტვის ჩაგრავენ ძლიერები და იმაზეც მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ აგვისტოს ომში დაგვიცვეს კბილებით!newstudio კი მაგრამ შენ ერთი რამ გავწყდება რუსეთი მაშინაც ასეთი იყო როდესაც ნაპოლეონი დაატურმოზა და შემდეგაც როდესაც ევროპის ჟანდარმი იყო და შემდეგაც...
  14. ისე ბუბაკიძე რაღაც მგონი სულ უფრო და####ების გზას ადგას როგორც ჩანს... რუსეთში შემოაკლდა მაყუთი და ახლა პატრიოტული გაუშვა
  15. ისე ჯანსაღი ნაციონალიზმი რაღაც უცხოდ ჟღერს...
  16. ისე მგონია საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ემიგრანტული წრეების მიმართ ასეთი დამოკიდებულა...
  17. არ ვიცი უკვე აღარ ვიცი ლევანი რას აკეთებს მარგამ თუ დახმარება შესაძლებელია ეს ჩვენი ვალია..
×
×
  • შექმენი...