
nikusha_marx
პლანეტელი-
პოსტები
463 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი nikusha_marx
-
აბა ჰე.ვის გინდათ მწვანე ბარათი?
nikusha_marx replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ წავალ საცხოვრებლად ამერიკაში... იმიტომ რომ არ შევატოვებ აქაურობას ამათ.... სასწავლად ალბატ მალე წავალ მაგრამ საცხოვრებლად არა... -
რამდენიმე თვის წინ ერთი იდეა დამებადა ეს იდეა ჩვენი ქართული კონტრელიტისი მოსმენის შემდეგ დამებადა, იდეა ასე ჟღერს საქართეველოში ხელისფულებაში ”ალტერნატივშიკები არიან” თუ რას ნიშნავს ეს ჩემს ამ არცთუ პატარა პოსტში მაქვს ახსნილი... რაც მთავარია მგონი ამ აზრს აქვს არსებობის უფლება:siriko: ნებისმიერი ქვეყანაში თუ საზოგადოებაში ალტერნატიული აზრის არსებობს არის განვითარების ყველაზე დიდი ლოკომოტივია,დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გამოხატულებას ჰპოვებს არჩევნების სახით ხოლო ავტორიტარულ ქვეყნებში პარტიული დემოკრატიის სახით(ნუ იდეის დონეზე),საინტერესოა რომ თვით ისეთი ერთპარტიული ტირანი კი როგორიც იოსებ ბესარიონის ძე იყო 1952 წელს თავის უკანასკნელ ნაშრომში რომელიც ეხებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური განვითარების პერქსპექტივებს საუბრობს იმის აუცილებლობაზე რომ საჭიროა მართველი კომუნისტური პარტიის გვერდით უნდა შექმნილიყო ახალი პარტია, ბერია აზუსტებდა რომ ეს უნდა ყოფილიყო გლეხთა პარტია, ამის აუცილებლობა იმიტომ დადგა რომ ქვეყანაში არსებული ალტერნატიული აზრის გამოხატულებას ჰქონოდა მიმართულება. ახლა სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ მოკლედ ვეცდები დავწერო რას ვეძახი მე ალტერნატიულ აზრს, ეს არის აზრი რომელიც გაბატონებული იდეური ბაზისების გვერდით არსებობს და ცდილობს თავისი ხმა მიაწოდოს ფართო მასებს, თავის დროზე სწორედ ალტერნატიული აზრი იყო ქრისტიანობა, პროტესტანტიზმი, კომუნიზმი და ასე შემდეგ. მრავალ დეგენერატულ იდეურ ერთობებს შორის(სექტები,რაღაც კლუბები და ტაკ დალეე) გამოერევა საინტერესო მიმდინარეობები და დროთა განმავლობაში ის პოზიტიურ როლს თამაშობს პროგრესის საქმეებში.ასეთი იყო ქრისტიანობა,პროტესტანტიზმი და კომუნიზმი. საქართველო როგორც კონტრასტების ქვეყანა აქაც ორიგინალურია, ალტერნატიული აზრი.... ხელისუფლებაშია... მხოლოდ საქართველოში შეიძლება მომხდარიყო ისე რომ ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი რომელთა აზროვნება პატარა უხეირო სექტის დონეს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გაცდებოდა.... საქართველო რომ უცნაური და ალოგიკური ქვეყანაა ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება მთელი ეპოქების განმავლობაში ჩვენი ვახერხებდით და მუდამ წინასწარ განწირულ თამაშს ვთამაშობდით, კომუნისტური ეპოქის მოსვლასთან ერთად(ყველაზე დიდი ალტერნატივშიკები ისტორიაში) საქართველოში დაიწყო სრულიად ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც 70 იან წლებში ჩამოყალიბდა ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებით დასრულდა,რომელიც მარქს და ენგელს კოშმარებში თუ დაესიზმრებოდათ: ნაციონალიზმით გაჟღენთილი ჰომო სოვეტიკუსები. უძრაობის ხანამ ამ ადამიანებში დიდი ცვლილებები მოახდინა, დაგროვდა ბევრი ნეკროფილური იდეები, სწორედ ამიტომ როდესაც 80 იანების ბოლო გამოჩნდა მარაზმატიკები, ზვიადის და მისი ძმები თამადობით მთელმა ერმა რამდენიმე წელში არამარტო გაიზიარა არამედ აიტაცა და მათ სრული კარტბლანში მისცა, მოკლე დროში ამას მოჰყვა ნგრევა და სრული დეფორმირება სახელმწიფოს. 91 წელს ზვიადი ჩამოაგდეს, დაწყებულმა არეულობა მოკლე დროში შთანთქა ის რასაც 70 წელი ქმნიდა ბოლშევიკური სახელმწიფო, აღსრულდა ჩვენი ოცნება ათეულობით წლობით ნაშენები სისტემა დაინგრა და მის ადგილას ნანგრევებიღა დარჩა. დაახლოებით იმ პერიოდში საქართველოში გამოჩნდა პირველი თაობა ქართული პოსტ საბჭოთა ალტერნატიული აზროვნების, ეს იყო თაობა რომელიც გაიზარდა საბჭოთა კავშირთან ბრძოლის ლოზუნგით და როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი ეს თაობა აღმოჩნდა ფაქტის წინაშე შეპირებული ედემი არსად ჩანდა მხოლოდ დანგრეული საქართველოს ნანგრევები იყო ირგვლიც,ადამიანს ასეთ დროს ადამიანი იეყებს მიზეზების ძებნას, იმის გამო რომ ეს თაობა გაიზარდა ნაციონალისტურ იდეებზე მათთვის აღიარება იმის რომ საკუთარი იდეები იყო დესტრუქციული ავტომატურად ნიშნავდა იმას რომ მთელი შინაგანი აზროვნება დაინგრეოდა, ამიტომაც მოძებნილი იქნა მტერი ეს მტერი იყო საბჭოთა კავშირი და შემდეგ რუსეთი. მაშ ასე პოსტ ნაციონალისტური ალტერნატივშიკების თაობას უკვე ჰყავდა პირველი მტერი. მეორე ალტერნატივშიკები რომლებიც იმ პერიოდში გამოჩნდა ეს იყო ხალხი ალტერნატიული ინტექტუალების პლეადა, რომლებიც იმის გამო რომ ყველაფერი მემარცხენე ასოცირდებოდა საბჭოეთთან დაიკავეს მკვეთრად მემარჯვენე პოზიციები, მათვის საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე პრობლემის არსი იყო თავად ქართველები და მუდამ ძიება იმის თუ რატომ არაფრად ვარგოდა ჩვენი ერი, რაც მთავარია მალე ამ ალტერნატიული აზრის ბიჭებს გამოუჩნდათ მფარველები მოხალისე ევროპელების სახით რომლებიც უხვად აძლევდნენ გრანტებს მათ მავანი სექტების დასაცავად თუ სხვა სახის საქმიანობის საკეთებლად, მოკლე დროში მოახერხეს იდეალური ალტერნატივშიკების ადგილის დაკავება, მიუხედავად იმისა რომ მათ მიმართ მასების დამოკიდებულება ოდნავ თუ ჩამორჩებოდა სერგო ორჯონიკიძისადმი ჩვენი ხალხის ”სიყვარულს”. უძრაობის ანუ ედუარდის ეპოქაში ორივე იდეოლოგია რეალურად განზე იდგა და მათ კუთვნილ ადგილს სხვადასხვა ტელევიზიებში თუ გაზეთებში იკავებდა, უნდა აღინიშნოს რომ ორივე იდეური ჯგუფი სანამ ოპოზიციაში იყო გამორიჩეოდა პროგრესული იდეებით და მათი საქმინობაც აშკარად დადებითი ნიშის მატარებელი იყო. შემდეგ იყო სააკაშვილის აღზევება და ორივე ჯგუფის და პლუს მაგათ დამატებული არტ ხელოვნების რევოლუცია და სისტემა როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდა ორი ჩაგრული და დევნილი იდეური ჯგუფის ხალხი, სწორედ მათ მიერ დაწყებული ნგრევის შედეგია ის რაც მოხვდა. საინტერესოა რომ ეს ძალიან ჰგავს ნაცისტების მოსვლას გერმანიაში, ნაცისტების თავიანთ ადრეულ წერილებში ხომ მუდამ აფიქსირებდნენ თავიანთ სიძულვილს ძველი პლეადის მეშჩანი მდიდრების მიმართ, მათ ხომ ჰყავდათ მთელი პლეადა მტრების, ასეა მოხვდა საქართველოშიც მათი მოსვლის დღიდან დაიწყო ცდა იმის რომ მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის და ქართველი პატრიოტის იდენტიფიცირება, აქ პირველი ჯგუფის წარმომადგენელები აქტიურობდნენ მოკლე შეიცვალა დროშა, ჰიმნი, დაიწყო პატრიოტული თამაშები. საერთოდ თანამედროვე ადამიანი ავტომატისთის ხომ არ არსებობს იმაზე უფრო ცუდი ვიდრე იყოს გარკვეული ჯგუფის გარეთ, რეკლამის და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებზე უარის თქმა მას არ ძალუძს, სწორედ ამიტომ მალე პატრიოტული გრძნობებზე თამაშის შედეგად ქართველისთვის თითქმის მოხერხდა იდენტიფიცირება ნაციონალურ მოძრაობასთან. პარარელურად მეორე ჯგუფი მის საქმიანობას ეწეოდა მოკლე დროში მოხერხდა სტუდენტობაში და ალტერნატიული აზრის მქონე ახალგაზდრობაში გავლენის მოპოვება, პოტენციურმა მოწინააღმდეგემ დაკარგა ყველაზე რეალური ძალა მომავალი ბრძოლების წინ, პირველმა ჯგუფმა ბრძოლიდან გამოთიშა არმია, პატრიოტები, და ჩვეულებრივი ობივატელები, მეორე ჯგუფმა კი მის თავზე აიღო პროტესტანტები და უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნეებიი. პირველმა ჰგუფმა საპროტესტო მუხტი მთლიანად რუსეთთან საბრძოლველად გადასწია, მეორე ჯგუფი გადაღძუებულ კონსერვატორებს დაუწყებს ბრძოლას. ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ არც ერთ იდეოლოგიას არ შეუძლია იბრძოლოს ისე რომ არ მოახდინოს მისი მტრების მუდმივი გაშიშვლება და მასთან ომი, პირველმა ჯგუფმა მოკლე დროში მოახერხა და მთლიანად გადაიმტერა საბჭოთა ნოსტალგიით დაავადებული ხალხი, სამსახურებიდან გაყარეს მათი აზრით არასანდო ხალხი და მათ ადგილას ახალი ყაიდის პატრიოტულად გაზრდილი ჰუნვეიბინები დანიშნეს, მეორე ჯგუფმა კიდევ უფრო დიდ წმენდას მიჰყო ხელი მათ მთლიანად დარტყეს იმ ყველა იდოლს რომლებიც არსებობდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა ორი დიდი შეცდომა 7 ნოემბერი და 7 აგვისტო, ეს ორი მაგიური შვიდიანი იყო ის რამაც ორივე ჯგუფი გააშიშვლა და დატოვა ჩვეულებრივი ობივატელების წინაშე შიშვლები. მიუხედავას იმისა რომ ქართული ოპოზიცია იმპოტენტია და ამაში ორივე სახელისულფებო ალტერნატივშიკებსაც მიუძღვით გარკვეული როლი, მათ მოახერხეს და ოპოზიციას წაართვეს ყველაზე მებრძოლი ძალა(პატრიოტების ნაწილი და ახალგაზრდობა)ხოლო კლასიკური წინააღმდეგობის ლიდერები მუშები მარქსისა და ენგელისადმი უზომო პატივისცემის მიუხეავად საქართველოში აღარ არის რევოლუციური ძალა. ბოლო სიტყვად კი მინდა ქართველი ალტერნატიული მომღერლის, კულტურის სამინისტროს თუ მერიის ”თანამშრომლის” სიტყვებით დავასრულო, მაისში ჩატარებულ როკ კონცერტზე კომენტირებისაც რომ გააკეთან, ”მხოლოდ იმისთვის ღირდა 2003 წლის ვარდების რევოლუცია რომ 2009 წელს როკ ფესტივალი გამართულიყოო”. პ.ს wtayjs ioklsi polfgsd (გადაშენებული სიბძრნის კიდევ ერთი ტიპური ნიმუში) ორიგინალი http://geoleft-marx.blogspot.com/2009/07/b...5.html#comments
-
მტრობის იდეოლოგიის უკან დიდი მეგობრობაა
nikusha_marx replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+1 მეც მაგ აზრზე ვარ:siriko: ისე თუ შეგიმჩნევია რომ მემარცხეენბს დროთა განმავლობაში ერთნაირი აღქმა უყალიბდებათ სამყაროს -
რეალურაც მიმდინარეობს ჩვენთვის ზედმეტი "ბარგის" განათლების, სოციალური დაცვის სისტემის ლიკვიდიაცია, იმიტომ რომ ჩვენნაირი პერიფერიული კაპიტალიზმის სახელმწიფოს უბრალოდ არ სჭირდება ასეთუ ფუფუნება....
-
არა მგონია მიშა დასრულებულიყო... რატომღაც მგონია რომ მიშა ნელნელა სხვა რამედ გადაიქცევა... პირადად მე მეშინია არ ჩამოყალიბდეს ბიუროკრატიული სისტმეა რომლის მოშლა შეუძლებელი იქნება...
-
რჩევები და შენიშვნები ადმინისტრაციას
nikusha_marx replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაიხარეთ ყველამ:siriko: დღეიდან დავიწყე მოდერაცია, მართალია აზრე არ ვარ მაგრამ იმედია დამეხმარებით პ.ს სამუშაო საათებში ვარ სამწუხაროდ მხოლოდ... -
lasha_alo გეთანხმები ეს იყო ამ ხელისულფების სტილი... პრობლემა იცი რაშია??? ჩვენთან არის ისტორიის ფეტიშიზაცია, რეალურად ის რაც ჩვენ ვიცით ეს არის მითები საქართევლოზე და არა ისტორია სწორედ ამიტომ არის რომ ნებისმეირი ხელისუფლება იძულებული საზომად აიღოს ირეალური მაგალითები...გაზრდილი ზღაპრებზე რომ ერთი ქართველი აუცილებლად მოკლავს 10 მომხვდრუს მიგვიყვანა იქამდე რომ გულწრფელად სჯეროდა ხალხს რომ ჩვენ ომს რუსეთთან მოვიგებდით... მათ შორის სჯეროდა ისეთ ხალხსსაც კი ვისაც რეალურად ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნიათ მაგრამ მათში არსებული ისტორიის არქეტიპი არ აძლევდათ საშუალებას სხვა რამეზე ეფიქრათ.....
-
ყვარყვარემ თავისით უნდა დატოვოს პოსტი!
nikusha_marx replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გადადექი.... ჩვენგან რა მიდის მოვუწოდოთ.... -
მანამდე კიდევ ჩვენებმა მთა დაიკავეს და იქედან ოსები გამოყარეს, იმ მთის დაბრუნებისთვის იყო სროლები...
-
მე არ მეშინია... ომი ჩვენ დავიწყეთ
-
ამაში გეთანხმები.,.... მაგრამ არგუმენტაციაში არა, რუსეთს და პუტინსაც არ აწყობდა ომი, იმიტომ კი არა რომ პუტინი არის კარგია ადამიანი არამედ მათვის იმ პერიდოში ეს წამგებიანი იყო, მაგრამ არის ჩემი აზრით მეორე მომენტი იმის გამო რომ ჩვენ ომს ვაპირებდით და ეს ყველამ იცოდა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა ისე რომ მაქსიმალური სარგებელი მიეღო... 1. პირველ არგუმენტზე შეიძლება კამათი იმიტომ რომ რეალურად იმიჯი სათუთი რამეა, ფაქტი არის ასეთი რუსეთს ევროპულ ქვეყნებში ისედაც ყველა უყურებს როგორც ნახევრად ცივილურ ველურს რომელიც მზად არის ნებისმიერი გაბზარების დროს იარაღზხე იტაცოს ხელი, მაგრამ არაბულ სამყაროში და ლათინურ ამერიკაში რუსეთის ეს ნაბიჯი პოზიტიურად შეფასდა რუსეთმა ომი ამერიკის გოშიას დაუწყო, ცუდი ტერმინია მაგრამ როდესაც ალხა ვათვალიერებ იმ პერიოდის არაევროპულ პრესას ფაქტია რუსეთის ეს ნაბიჯი პოზიტიურად შეფასდა.. იმიჯი რუსეთს არ შელახვია... რადგან მას არც ჰქონია არაფერი, შეუძლებელია შეგელახოს ის რაც არ გაქვს... რუსეთში ზარალი იყო მაგრამ რეაურად ეს კრიზისის ბრალი იყო და არა ომის, მატერიალური ზარალი რეალურად არ ყოფილა ასე რომ არც ამ თეზისში გეთანხმები, რუსეთისნაირი ქვეყნისთვის ვერ იქნება საქართველოსთან ომი ეკონომიკური კატალიზატორი, იმიტომ რომ ინვესტორორები რომლებიც რუსეთსი დებენ ფულს წიანსწარ მზად არიან ასეთი მოვლემებისთვის... ესლი სერიოზნა ჩოხა ეს არგუმენტი ყველაე უფრო სუსტია იმიტომ რომ ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტს ვრიადლი ვინმე თუ ოდემსე გამოუცხადებს... თვით 1980 და 1984 წლებში ვერ მოხერხდა სრული ბოიკოტი.... ოირვე ბლოკის რიგმა წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიადებზე,... ამაში გეთანხმები... მშვიდობლისყოფელის როლი ისევ მე-19 საუკუნისდროინდელმა ჟანდარმმა ჩაანაცვლა... იმედია ახლანდელი გადასახედიდან სამწუხაროდ ასე ჩანს .... კი გეთანხმები...მაგრამ, არა მგონია რუსეთს რამე დაემუქროს... აი ამაში სრულიად გეთანხმები... ახლა გეტვყი ჩემს თეორიას... შარშანდელი საქართველო-რუსეთის ომი რეალურად იყო ომი რომელიც აწყობდა ორივე მხარეს, არა ლოგიკა არ მესლება ომი აწყობდა ორივე მხარეს და აწყობდა სწორედ ის შედეგი რომელიც მირებული იქნა, ბუნებრივია ჩვენ არ ვიტყოდით უარს ომში გამარჯვებაზე მაგრამ ნებისმიერი შედეგი გვაწყობდა... რატომ აწყობდა ომი რუსეთს.... სანამ ამ თეზისზე გადავალ ერთი რამ უნდა განვმარტო, რუსეთს ომი არ უნდოდა მაგრამ როდესაც დაინახა რომ საქართევლო მზად იყო ომი დაეწყო და იაპირებდა ომის დაწყებას მოიქცე ჩვენი პოზიიციის საპირწონედ და გადადგა ეს ნაბიჯი... ანუ ომი არ უნდოდა მაგრამ როდესაც დაიწყო რამ უბიძგა მას დაწყებისკენ 1. 17 წლიანი უკანდახევა... 1991 წლიდან რუსეთ რეალურად იმყოფება მარადიული უკანდახევის რეჟიმში, ეს ძალიან მწარედ მოქმედებდა რუსული იმპერიული აზროვნებაზე და სწორედ ამიტომ საჭირო იყო რაიმე მცირე გამარჯვება.. 2. ეკონომიკური ბუმი უახლოვდება ბოლოს და იწყებოდა კონდრატიევის ციკლისეული კრიზისი, სწორედ ამიტომ საჭირო იყო სანამ ჯერ კიდევ იყო ფული რაიმე გამარჯვების მოპოვება... 3. ახალი რუსული მართლმადიდებლური იმპერიის ადეპტებს სჭირდებოდათ გამარჯვება ამერიკულ იდეოლოგიაზე... 4. რუსულ სამხედრო ისტებლიშმენტს სჭირდებოდა ომი რათა გაემართლებინათ სურვილი სამხედრო მოდერნიზაციის...ასევე ომი დიდი ფულის კეთებნის საშუალება... რატომ აწყობდა ომის საქართველოს... საქართევლოში მოვიდა ხელისუფლება რომელიც, თან რაც მტავარია პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობასი საქარტველოში ხელისუფლების მოვიდა კონტრკულტურის წარმომადგენლები(რაზე ვბოდიალობ აი აქ http://geoleft-marx.blogspot.com/2009/07/blog-post_15.html) 1. 5 წლიანი სამხედრო მილიტარისტული რიტორიკას სჭირდებოდა უკვე საქმეში დამტკიცება რომ ფული არ იყო წყალსი გადაყრილი(რა დამტკიცდა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა) 2. ანტირუსულ ისტერიას სჭირდებოდა თავისი ორთქლის გამოშვება და ეს მოერხდა ბრწყინდვალედ, რომ არ ჩარეულიყო რუსეთი ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა ზეიმი გაიმართებოდა..მაგრამ როდესაც ჩაერია არც ეს დარჩა შეუმჩნეველი ფაქტია ეს ანტირუსულ წრეებს აწყობდათ... ბოლო ბოლო მათ სიძულვის აქვს საფუძველი. 3. მოახლოებული ეკონომიკური კრიზიის გადაფარვა, ფაქტია ომის გამო მიღებულმა თანხებმა გადაატანია საქართველოს ეკონომიკური ტრაგედია... 4. ხელისუფლებამ ყურადღება დროებით გადაიტანა, ეს იყო ომი რომელიც აწყობდა ორივე სახელმწიფოს რუსეთსაც და საქართევლოსაც... არ გვაწყობდა მოხლოდ ჩვენ რუსეთის და საქარტველოს ინტელექტუალურ თუ ჩვეულებრივ წრეებს, ცუდია რომ საბოლოოდ ამ ომიდან გამარჯვებული ორივე მხარის ქსენოფობები და ფაშისტები გამოვიდა....
-
განყოფილებაში არჩევნებთან დაკავშირებით
nikusha_marx replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მარქსი ანუ მე აქ იმდენად ცნობილი იუზერი არ ვარ, ახალი ვარ და იმიტომ ფორუმ,გეზე ასე თუ ისე ფეისი ვარ :დ -
განყოფილებაში არჩევნებთან დაკავშირებით
nikusha_marx replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+1 -
ეს რომელი მათეა მოღალატეები რომ გვეძახა მე და პიოს პოლიტფორუმზე????
-
ტალიავანის დასკვნის მოკლე შინაარსი.
nikusha_marx replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისე ერის და მთავრობის გაყოფა მთლად სწორი არ არის... უმრავლესობის ტირანია ერთი აზრის ტირანია... -
ტალიავანის დასკვნის მოკლე შინაარსი.
nikusha_marx replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კინგ პრობლემა იცი რაშია?? ჩემტვის ის ცხინვალელი ოსები ქართველები არიან, სულ ფეხებზე მკიდია რას ფიქრობს მე ჩემი მთარობა, ისინი ჩმეები არიან და მათზე შეტევა არის ####ობა, ვინ უფრო მართალია მე რომელსაც ერთი წუთიც არ შემიტანია ეჭვი რომ ისინი ჩემები არიან თუ ლოკუალური ლომები რომლებიც მზად იყვნენ "მიწის" გამო სისხლში ებანავებინათ ის ხალხი???? ჯერ კიდევ ლიბერალიზმის მამები, დე ტოკვილი და სხვებს ეშინოდათ ურმავლესობის ტირანიის, არ შეიძლება სახელმწიფო იმრთოს ისე როგორც ფიქრობს უმრავლეოსბა, მით უემტეს პროპაგანდის გავლენით... ჩემთვის 7 აგვისტო იყო ის დღე როდესაც ჩვენ რაციონალიზმზე უარი ვტქვით, მწარედ შეგვეშალა ჩვენ ოსებთან და ამის გამო რაც მოვიმკით ეს მეორეხარისხოვანია... -
ტალიავანის დასკვნის მოკლე შინაარსი.
nikusha_marx replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი კინგ გეთანხმები მაგრამ... იმ ფორუმზეც დავწერე და ახლაც გამომდის ასე ქართული საზოგადოების დევიზად იქცა "მთავარია საქართველო იყოს და ################## სიმართლეს" -
მახსოვს დიტოა... არ დამავიწყდება ვიღაც #### შემოვიდა და მაგინა რა, ოღონდ ასე ყველა მარქსისტიც დედაცო... ახლა დიტო რამდენი მარქსისტია ფორუმზე??/ ხოდა მთელმა ოდერაციამ გაატარა სანამ არ მივწერე მოდერებს რომ დედაც ვაგინებ ამ ####ს და მერე რაც იტვყით მეთქი მანამდე არაფერი ქნეს, ისიც გააფრთხილეს.... არადა რაღაც იმის გამო რომ მიხუინი ვუწოდე მიშისტებს დამვორნეს... კაროჩე... ფორუმ,გეს ყველაზე ცუდი მოდერაცია ჰყავს საერთოდ ფორუმების სიტორიაში... უზულადან დაიწყო და ამათმა საერთოდ რა...
-
სატუნრ სხვათა შორის სამჯერ დამვორნეს ისეთი ####ობების გამო რომ თქმავს ტეხავს ერტი შენც უნდა გახსოვდეს... პ.ს ისე მე არ მომწონს წამებულის მანტია, დამიწყეს ####ობა მეც დავუწყე და აშკარად მიხვდნენ რომ არ ღირდა რამე... არ ვიცი დიტო... მაგას გაანალიზება სჭირდება...მე მგონია რომ არ დათმობს მიშა არაფერს....ნი ტოტ ტიპ...
-
ლაშა შენ გინდა რევოლუცია დაარქვი გინდა გადაყენება მაგრამ ფაქტია რეალურად ამ ადამიანს არჩევნებს ვერ მოუგებ..იმიტომ კი არა რომ რეიტინგი აქვს არამედ იმიტო რომ აქვს ის რასაც ჩე ეძახდა "ვოლია" ოღონდ ცუდი გაგების...
-
მგონი ასე მარტივად რომ ყოფლიყო სხვა ფულიანი სასტავები მოუგებდნენ კონკურენტულ ომს...
-
ლაშა ცუდი იცი რა არის??? რეალურდ ყველას ყველაფერი შერჩება ხოლმე..ასე რომ არ იყოს კაპიტალიზმი არ იარსებებდა... ნუ ლაშა ჩვენი ბედია როგორც ჩანს ვიყოთ ის ხალხი ვისაც აქვს სურვილი გამოაღვიძოს სხვები... ისე კი ფორუმებზე ორი ანალიტიკური აზრი... პირველი არის სურვილი, ანუ ჟოაოს სტილის ანალიტიკა როდესაც სურვილი ღრმად უსწრებს რეალობას და რაღაც ფანტასტიურ ნორმატიულ ხასიათებში გადადის... მეორე არის როგორც წესი მაზოხისტური,.... მე პირველ მივეკუთხვნები იმიტომ რომ ნორმატიულად მიყვარს წერა მაგრამ სკეპტიკურად... ხოლო მაზოხიზმი იმ პონტში მაქვს რომ არ მჯერა იმის რომ ვინმე რამეს შეცლის....ნუ ასე ჩანს... მაგრამ... ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა...სარტრს აქვს კარგი მოტხრობები რომლებშიც კარგად ჩანს რომ თუნდაც სრული უიმედობის დროს საჭიროა ბრძოლა...
-
კი ჩოხა...მაგრამ იცი რაშია საქმე: 1. შესასწავლია ის თუ რაზეა ისტორიული თუ სოციალური მოთხოვნილებები 2. შემდეგ ეს რომელიმე პოლიტიკოსმა მაინც გაიგოს და ამით იხელმძღვანელოს და არა სიკვდილის ესკადრონებთან ბრძოლის იარლიყით, არადა ალაჰმა გვაცილოს მაგრამ ნამვდილმა სიკვდილის ესკადრონებმა ჩვენნაირ ქვეაყნაში 75 ათასი კაცი დახვრიტეს
-
ააა გილოცავ
-
შეიძლება ითქვას.... უბრალოდ მე მგონია რომ მიშამ ყველაზე კარგად გამოიყენა ის რაც ხდებოდა მაშინ და ყველა ფაქტორი გამოიყენა იმისთვის რომ გამხდარიყო ლიდერი... ისიც ფაქტია რომ მიშა ყველაფერ იმით აპერილებდა რაც ასე მოსწონდა ხალს... მე არასოდეს არ მომწონდა იმიტომ რომ მასში უდიდესი სიყალბე იგრზნობოდა...