რამდენიმე წუთის წინ ლევან გაჩეჩილაძე იყო გადაცემაში დავით პაიჭაძესთან. ჩემდა გასაოცრად ძალზე დალაგებულად ისაუბრა და კონკრეტულად ჩაამოაყალიბა თავისი პოზიცია. ვინც ნახა გადაცემა იმისათვის განმეორებით და სხვებისათვის კი ერთ ამონარიდს გაახლებთ: მესამე "პაპიტკაზე", კითხვაზე, იყრით თუ არა მერობის კანდიდატად კენჭსო, მიიღო პასუხი პაიჭაძემ და მეც, მათ შორის: მეო, გრეჩიხამ, მერის არჩევნებს ვუყურებ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველადო. ახლა ვინც არიან კანდიდატები იმათგან ეს სურვილი ვერ დავინახეო. მიშა-2 კიდე არ მინდაო. დამანახონო, რომ ამისათვის იბრძვიანო და მერე გადავწყვეტ სად ვითამაშებ, თავდასხმაში, დაცვაში თუ კარში ჩავდგებიო! და საერთოდ რა უბედურებაა, რომ ყოფილი თანაპარტიელები და მეგობრები ტელევიზიით მელაპარაკებიანო, მოვიდნენ და კონკრეტულად მითხრანო, რისთვის იქნება გამოყენებული მერის არჩევნებიო