
chegesto
პლანეტელი-
პოსტები
1.383 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი chegesto
-
თავისთავად :ravic: მოღალატეები... მათ გარეშე უნდა აშენდეს ეს ქვეყანა როგორც ერთმა ჭკვიანმა მითხრა 3 მილიონი -60% გძეტა მილიონ 200 ათასი დარჩება და ეს ცათამმბრჯენები რა ტრაკში სათხრელად უნდათ არ ვიცი :ravic:
-
prologic + ქვეყნის მოსახლეობის 60% ქვეყნიდან გაქცევა უნდა :ravic: ფოთიც არ იქნება გამონაკლისი :ravic:
-
DATA TUTASXIA შენ წალენჯიხის პროექტი არ გინახავს ეტყობა.. ფოთს არ მიაფურთხებ :ravic:
-
ენდი გარსია გავამიშოთ :ravic: საწყალი სად გაყო თავი არ იცის :ravic:
-
რა ფორთი ეეე :ravic: 3984 წელს? :ravic:
-
მოგესალმებით პირველ რიგში რამოდენიმე ძალიან საკამთო კითხვა მაქვს რომელიც აგერ უკვე 2 კვირაა გვაწუხებს და ვერაფრით ვერ გავერკვიეთ საქმის ვითარებაში მოგეხსენებათ ფორუმებზე პოსტავს სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მრევლი 1.ფორუმელი კათოლიკები და ზოგადად კათოლიკები ედავებიან მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწებს და ტაძრებს რომლებიც თითქოსდა ეკუთვნოდა კათოლიკეებს წარსულში , მაინტერესებს ასეა თუ არა ეს? ან თუ ასეა რატომ არ უბრუნებს საპატრიარქო კუთვნილ ქონებას კათოლიკურ ეკლესიას? 2. ასევე მათგან მოვისმინე თითქოსდა რომელიღაც ეკლესიიდან გამოუყრიათ კათოლიკე მრევლი.. რატომ ხდება ასეთი რაღაცეები? 3. უკვე მესამე დღეა ფორუმებზე განიხილება აკადემიიდან გაგდებული პედაგოგის შესახებ თემა ... უფრო კონკტრეტულად რა ხდება აკადემიაში თუ შეძლებთ რომ დაწეროთ ? გმადლობთ წინასწარ
-
მსოფლიო მიშას თვალით TIME ნათან თორნბერგი მოქანცული დისიდენტები და ოპოზიციის ლიდერები თბილისში ამბობენ, რომ სიმამაცისა და პოლიტიკური კინეტიკის შემზადებული დემონსტრაცია, ის, რაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იმ ვიზიტორებისთვისაა აქვს შემონახული, რომელთა კეთილგანწყობის მოპოვებასაც ცდილობს, შოუა. ”დარწმუნებული ვარ, მოიხიბლებით” - ამბობს თინა ხიდაშელი,”.უფლებადამცველი იურისტი და საქართველოს რესპუბლიკური, ოპოზიციური პარტიის ლიდერი სრულიად ახალ ”რედისონ თბილისში”, ესპრესოსა და სიგარეტის თანხლებით. ”ყოველთვის ყველა მოხიბლულია”. შოუ სხვადასხვა ვიზიტორისთვის ცოტათი განსხვავებულია. სენატორ მაკკეინისთვის ეს შავ ზღვაში სააკაშვილთან ერთად კატერით სეირნობაა. ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსთვის - თავბრუდამხვევი, მოხტუნავე, შთამბეჭდავი ხალხური ცეკვა თბილისში, რამდენიმე ჟურნალისტი სააკაშვილის თვითმფრინავში, კონიაკითა და პატრიოტული ქართული ვიდეოთი აღჭურვილ, გლუვ Bombardier Challenger-ში გვიანი ღამის ინტერვიუთი დაასაჩუქრეს. ჩემი შოუ, რუსეთთან უიღბლო ომის წლისთავის შემდეგ ცოტა ხანში დაიწყო. ევროპის კავშირის ანგარიში, რომელმაც კონფლიქტის გამო საქართველოცა და რუსეთიც დაანადაშაულა, მალე უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ უკვე გამოჟონა ხმებმა, რომ საქართველოს პირველი გასროლის გამო დასდებდნენ ბრალს. ომმა, სხვა თუ არაფერი, სააკაშვილის ოცნებას, თავის სეპარატისტულ რესპუბლიკებთან, ქვეყნის ტერიტორიის თითქმის მეხუთედთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან საქართველოს გაერთიანებაზე, ბოლო მოუღო. ანგარიშს მისი მეორე დიდი პროექტისთვის ზიანის მოტანაც შეეძლო. ამ პროექტის მიზანი კი ის იყო, რომ, დასავლეთი დაერწმუნებინა - საქართველო სანდო ეკონომიკური და სამხედრო პარტნიორია. თითქოს ამის დასტურად სააკაშვილმა ჩემი ვიზიტის დროს უჩვეულოდ ძლიერი შოუ წარმოადგინა. ყველაფერი მის საპრეზიდენტო ვერტმფრენში, შავი ზღვის სანაპიროზე მოგზაურობით დაიწყო, თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა, აფხაზეთის საზღვრებიდან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ღვინის მწარმოებელ ცენტრალურ რეგიონში, კახეთში გადაინაცვლა და ბოლოს თბილისში, პრეზიდენტის ახალ, შუშისა და ფოლადის ოფისში დასრულდა. სააკაშვილს კომუნაკაციის უზარმაზარი ტალანტი დღესაც აქვს, რამაც ის 2003 წლიდან, როდესაც უსისხლო ”ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოვიდა, საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ სახედ აქცია. ის იმპოზანტური კაცია - 6 ft. 4 (193 სმ.-ის) სიმაღლის, (ყველაზე მაღალი ქართველი ვისაც შევხვედროდი, სანამ ეროვნული კალათბურთის თამაშს არ ვნახავდი, რომლის დროსაც ქართულმა გუნდა ბელოროსული დაამარცხა) პოლიგლოტური ქარიზმით. ამ კვირის განმავლობაში სხვადასხვა დროს ის ხან რუსულად მელაპარაკებოდა, ხან ესპანურად, მაგრამ ყველაზე მაღლა მისი ცნობილი ინგლისური დგას, ენერგიული, იდიომატური ამერიკული, რომელიც ნიუ-ორკში და ვაშინგტონში სტუდენტობისას და იურისტად მუშაობისას ისწავლა. მაგრამ საქმე სააკაშვილის ხიბლში როდია; საქმე ეხება საქართველოს მისეული ხედვის ხარისხს და კიდევ იმას, სწამთ, თუ არა მის ფრთხილ მოკავშირეებს, რომ მას, შეუძლია ქვეყანას წარუძღვეს. ფსონები ძალიან მაღალია. ეს პაწაწინა ქვეყანა, ჩრდილო კაროლონის ნახევრის ტოლი, რუსეთის მზარდი თავდაჯერებულობისა და დიდი დასავლური ალიანსების, ნატოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთით შემოჭრის ფონზე, ურთიერთობათა ყველაზე მგრძნობიარე მომენტად იქცა. მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი კონფლიქტი შეილება თავად სააკაშვილის შინაგანი კონფლიქტია, კონფლიქტი საქართველოსთვის სასურველ უდიდეს ამბიციებსა და მის იმპულსურობას შორის, რამაც შესაძლოა მის ახალგაზრდა დემოკრატიასაც ავნოს, ან კავკასიას კიდევ უფრო მეტი სისხლი მოუტანოს. ომისკენ მიმავალი გზა ჩვენმა პირველმა გადაფრენამ შავი ზღვის უდაბურ სანაპირო ზოლზე, ანაკლიის ყურეში მიგვიყვანა. სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ოპტიმიზმი წალეკავს ხოლმე, რამდენიმე წამყვან ესპანელ არქიტექტორს, 4 მილის სიგრძეზე, პირდაპირ სეპარატისტული აფხაზეთის საზღვრამდე, კურორტის განაშენიანების განსახილველად შეხვდა. მიდამოს, ალბათ აქვს ბუნებრივი პოტენციალი ”ანადუღარი რძესავით წყალია” - მითხრა ერთმა ჩინოვნიკმა კმაყოფილებით. მაგრამ სააკაშვილი, როგორც ჩანს, სრულიად ცხადს უკეთებს იგნორირებას. თუ ომი ისევ დაიწყო, რუსული ჯარი პირველად ანაკლიაში შემოვარდება, დაბომბავს და გადაწვავს, ზუსტად ისე, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა. სააკაშვილის მძიმედ შეიარაღებული ავტოქარავანს ახლა მტვრიან გზაზე ჩრდლიოეთით, სასაზღვრო სოფელთან, განმუხურთან, როგორც სააკაშვილს უყვარს თქმა ”ახალი ბერლინის კედელთან”მივყავართ. მოზეიმე ქართველთა მასები, დროშების ფრიალით ხელნაწერ ბარათებს გადასცემენ, გაჰყვირიან ”მიშა” და მერე ”გაუმარჯოს” სკანდირებენ. სააკაშვილის პერსონალური გადამღები ჯგუფი, რომელიც მას, სადაც არ უნდა წავიდეს, მუდმივად დასდევს, შემაღლებაზე ადის, რათა უკეთესი კადრი მოძებნოს, მაგრამ იქიდან სასწრაფოდ ჩამოყავთ - სხვა თუ არაფერი, აქ დაძაბული ადგილია - ორი წლის წინ მიშასა და რუს გენერალს შორის გამართულმა ხმამაღალმა უთანხმოებამ კინაღამ უფრო ფართომასშტაბიან კონფლიქტი გამოიწვია. სააკაშვილის ერთ-ერთი ადრეული, 2004 წლის პოლიტიკური დანაპირები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნება იყო. ორივე ტერიტორია 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სისხლიანი სამოქლაქო ომის შემდეგ რუსეთის პროტექტორატში გადავიდა და კრემლს სამშვიდობო შუამავლობისთვის პატარა სტიმული ჰქონდა. სანაცვლოდ მან აქაური არეულობა იმისთვის გამოიყენა, რომ ძირი გამოეთხარა სააკაშვილის ფლირტისთვის ნატოსთან, რადგან მას საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურდა. სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდანვე სეპარატისტულ რესპუბლიკებზე ნებისმიერ საუბარს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ჰქონია, დასავლეთთან მისი ურთიერთობების შესახებ გაფრთხილება მოყვებოდა ხოლმე: ”პირველი ლექცია, რომელიც (პუტინმა) ჩამიტარა მოსკოვში იმაზე იყო, რომ ყველა ეს აღმოსავლეთ ევროპელი ლიდერი, როგორც ჩანს, აშშ-ს ემსახურება. პუტინს ეს საშინლად ეზიზღებოდა. მან გამაფრთხილა, ცდაც კი არ გაბედო”. სასაზღვრო ინციდენტების ესკალაციის მერე, რაც წლების მანძილზე გრძელდებოდა, ომი სერიოზულად 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით დაიწყო, როდესაც სააკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მისი რწმენით, რუსული შეტევა გარდაუვალი იყო, ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის დაბომბვის ბრძანება გასცა. ეს კოლოსალური შეცდომა იყო. სააკაშვილის თქმით, არასდროს ელოდა, რომ საქართველოს გამო მისი უახლოესი მოკავშირე, აშშ ბრძოლაში ჩაერთვებოდა. მაგრამ, როდესაც რუსეთის სადამსჯელო კონტრშეტევის დრო მოვიდა, ქვეყანა მაინც მიტოვებულობის განცდამ მოიცვა. რუსეთი მთელი საქართველოს მასშტაბით ბომბავდა ინფრასტრუქტურას და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებული მთავარი მაგისტრალი გადაკეტა, შემდეგ კი თბილისისკენ წამოვიდა და სანამ ისევ უკან დაიხევდა, დედაქალაქიდან 55 კმ-ის მოშორებით შეჩერდა. ქართველები თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს უღალატეს. როგორც ერთმა მითხრა: ”ჩვენ სულ ცას შევყურებდით და ვკითხულობდით, სად არიან წყეული ამერიკელები?” ომი ხუთ დღეს გაგრძელდა, მაგრამ საფრთხე ძალაშია. რუსეთი, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა (მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ მიბაძეს მის მაგალითს), ამ ტერიტორიებიდან ყველა საერთაშორისო მეთვალყურე გამოაძევა და ძალიან სავარაუდოა, რომ აქაურობას კბილებამდე აიარაღებს. საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მითხრა, რომ ქართული არმია ”სიმშვიდეს შეინარჩუნებს”. მაგრამ ჯარის აღდგენა მიმდინარეობს. ქვეითი ბატალიონი აშშ-ს საზღვაო ქვეითთა სარდლობით ავღანეთში იანვარში გაემგზავრება. ისინი იქიდან, ისევე, როგორც ერაყიდან დაბრუნებული ვეტერანები, ახალი საქმისთვის უფრო გამოცდილები და თვითდარწმუნებულები დაბრუნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის დასკვნით, სააკაშვილმა გაუმართლებლად ისროლა პირველმა, იქვეა ნათქვამი ისიც, რომ რუსეთმა მას არჩევანი არ დაუტოვა. ”მე კიდევ და კიდევ ვიხსენებ იმას, რაც მოხდა” - ამბობს ის - ”მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა”. მეომარ მხარეებს შორის ურთიერთობათა გამოსწორება ნაკლებად სავარაუდოა. მოკლე სატელეფონო ინტერვიუში, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ედუარდ კოკოითიმ სააკაშვილს ”ფსიქიკურად გაუწონასწორებელი”, ”არასტაბილური”და ”მატყუარა” უწოდა. თავის მხრივ სააკაშვილს, როგორც სჩანს, მოსწონს, როდესაც პუტინს, რუსეთის დღევანდელ პრემიერ-მინისტრს დასცინის. (პუტინმა წმინდა ფიცი დადო, რომ მე კვერცხებით დამკიდებს. მაგრამ ამ საქმეში წარმატებას ვერ მიაღწია” - ამბობს სააკაშვილი). რუსებმა სააკაშვილთან ლაპარაკზე საერთოდ თქვეს უარი. ისინი სააკაშვილს ბრალს სდებენ გენოციდში, რაც საკმაოდ საეჭვო დახასიათებად მოსჩანს კონფლიქტისთვის, რომელშიც 385 ოსი დაიღუპა. ამ დროს კი მისი ურთიერთობები აშშ-სთან გარდამავალ ეტაპზეა. ჯორჯ ბუშის დემოკრატიულ ევანგელიზმთან ასოცირების გამო, ზოგიერთი მას ეჭვის თვალით უყურებს - ”რაღაც თვალსაზრისით ის ბოლო ნეოკონია” - ამბობს ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის საქართველოს ექსპერტი. მაგრამ სააკაშვილი ბაიდენთან, რომელიც თბილისს აგვისტოში ეწვია, ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებს. ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით, მითხრა - პრივატულ საუბრებში ბაიდენმა ”ძალიან პირდაპირ ილაპარაკა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია დაპირებული პოლიტიკური რეფორმების ბოლომდე მიყვანა”. სააკაშვილმა თქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია მოსწონს. ”მე ძირითადად ბუშის მეორე საპრეზიდენტო ვადას მოვესწარი” და ჩივის: ბუში ძალიან დაკავებული იყო საიმისოდ, რომ ყურადღება მოექცია. ობამას ძირითადად იგივე პოლიტიკა აქვს, მაგრამ ახლა ”ბევრად უკეთესი იმპლიმენტაციაა”. მეორე დუბაი სააკაშვილი 41 წლისაა, ის ინტელექტუალების შვილია. მამამისი ექიმია, დედამისი - პროფესორი. 1993-ში მან პირველად გაგუგო დიდი ხნით გემო აშშ-ს, მაშინ კოლუმბიის უნივერსიტეტში სასწავლებლად სტიპენდია მიიღო. ის ნიუ-იორკში და ვაშინგტონში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ნიუ იორკში შესაბამისი გამოცდები ჩააბრა და კერძო პრაქტიკას ეწეოდა მანამდე, სანამ საქართველოში დაუძახეს, რათა იმ ახალგაზრდა რეფორმატორთა მოძრაობაში ჩართულიყო, რომელთა უმეტესობა დასავლეთში ცხოვრობდა და რომელთაც უნდა გარდაექმნათ ის, რაც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო. სააკაშვილს უყვარს იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-ში გატარებულმა წლებმა ასწავლა მას, რა არის თავისუფლება და იდეალიზმი. მაგრამ ჩემთვის უფრო პროზაული ისტორია ჰქონდა შემონახული - მას და მის მოყვრებს მანჰეტენში, ზემო ვესტსაიდში ბანდიტების ბანდა სდევნიდა. სააკაშვილს არა მარტო ამერიკა მოწონს, არამედ ამერიკული ყაიდის პოლიტიკაც და ყველა იმ ინსტრუმენტს ფლობს, რასაც გამოწრთობილ ამერიკელი პოლიტიკოსები: კონსულტანტებს, სოციოლოგებს და ჭეშმარიტი ენთუზიაზმით მუშაობს მასებთან. სხვა ქართველებისგან განსხვავებით სააკაშვილი არ ეწევა. სვამს, მაგრამ გარემომცველებზე ნაკლებს. ის თითქმის მანიაკალურად სოციალურია და ლამაზი ქალების კომპანია უყვარს. ოფისში კედელზე ის სურათია უკიდია, სადაც წარმოშობით ქართველი ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი, 25 წლის ქეთი მელუა ისე ყავს ხელში აყვანილი, როგორც ახალდაქორწინებულებმა იციან, როდესაც ზღურბლს უნდა გადააბიჯონ. მაგრამ ყველა სხვა თვისებაზე მეტად სააკაშვილი მაინც მოუსვენრია. მისი აღგზნებადობა ხშირად გადამწიფებულ მოზარდს ამსგავსებს. ტელეკამერამ დაიჭირა როგორ ღეჭავდა გასული აგვისტოს ომის დროს ნერვულად ჰალსტუხს. ფრთხილობს, ეს ჟესტი აღარ გაიმეოროს. ჩემი თანდასწრებით რამდენჯერმე ღრღნიდა ცხვირსახოცის კიდეს, თუმცა მსუბუქად. მაგრამ ეს პატარა ტიკები არაფერია მის უდიდეს დადებით თვისებასთან შედარებით - მის გიგანტურ, უსაზღვრო ენერგიასთან. კულუმბიის უნივერსიტეტის თანამშრომელი, მიტჩელი ამას ”ადრენალინის მთავრობას” უწოდებს. სააკაშვილი ლიდერობის სწრაფი, დრამატული აქტებისადმია მიდრეკილი. პრაქტიკულად საწყის ეტაპზე მას რეალური შედეგები ჰქონდა. მაგალითად, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველოს საგზაო პოლიცია საშინელი მექრთამეობით იყო განთქმული. მან ყველა დაითხოვა და სრულიად ახალი, აბსოლუტურად სუფთა ძალები აიყვანა სამსახურში. შარშანდელი ომისა და მისი ჯარის უაკნ დახევის შემდეგ, სააკაშვილი მშენებლობას ისე აღიქვამს, როგორც თავდაცვის ერთგვარ გარანტიას: ”ძალიან მოუხერხებელია ცათამბჯენების დაბობვა. საშინლად გამოიყურება, საშინლად”. მან მითხრა, რომ თავისი დროის 80%-ს ინვესტორების ძიებას, პროექტების შექმნასა და საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერას ანდომებს. მისი ბოლო აკვიატება ქალაქი ბათუმია, რომელიც ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ჩინეთსაც კი გააწითებლებდა. ჯონ სტეინბეკი ბათუმს ”ძალიან სასიამოვნო პატარა ტროპიკულ ქალაქს” უწოდებდა. ის აქ 1948 წელს იყო, მაგრამ ახლა აქაურობას ვეღარ იცნობდა. აქ წყლის პარკიცაა და ნეონით განათებული უთვალავი შადრევანი, რომელიც სინქრონულად ჩუხჩუხებს ისეთი მელოდების თანხლებით, როგორიცაა ”ლამაზი ქალი” და ”სადღაც იქ, ცისარტყელის თავზე”. ქალაქის მთავარი ადგილი ბულვარია, სადაც 800 პალმაა, ვალენსიაში, ესპანეთში დამზადებული პრიალა მერხები დგას და კიდევ ხელოვნური მდინარეცაა, ცისფერი ნეონით განათებული. მუშები ღამითაც არ ჩერდებოდნენ და ყველაფერი სამ თვეში მოათავეს. მშენებელთა პროფკავშირი საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდება, ”როდესაც ყველაფერი უკვე აშენებული იქნება” - ხუმრობს სააკაშვილი. ერთ-ერთი განახლებული მოედანი, ქალაქის გიგანტურ წინაასახლწლო კონცერტს უმასპინძლებს, სადაც ხულიო ეგლესიასი გამოვა, რომლის მოწვევაც სააკაშვილმა $1 მილიონ დოლარად გადაწყვიტა. სანამ ესპანელ არქიტექტორებთან პროეტს განიხილავდა, სააკაშვილმა მითხრა, რომ ისეთი შენობები უყვარს, რომლებიც ”ორიგინალური, გიჟური და თამამია”. მითხრა, რომ ბათუმი ”მეორე დუბაი” იქნება. უამრავი რამ დაგეგმა იმისთვის, რომ 2014 წლის ოლიმპიური სოფელი, რომელსაც რუსები ქალაქ სოჭში აშენებენს, გააუფერულოს ისე, რომ მტრის არქიტექტურა ერთფეროვნების გამო ყველამ სიცილად აიგდოს. პრობლემები შინ სააკაშვილის დიადი გეგმები მის ოპონენტებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. ისინი ფიქრობენ, რომ მსოფლიოს ამ კუთხეში ბევრი სხვა ლიდერივით, ის ძალაუფლების გიჟია. მედია და სასამართლო ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დამოუკიდებელი. ოპოზიცია, რომელიც ვიცე-პრემიერ-მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, როგორც ”წაგებულები, მიამიტები და მოღალეტეები” აბუჩად აიგდო, აცახდებს, რომ, მას განსხვავებული პოზიციისთვის სდევნიან. ”მისი ენერგია და ძალა შინაგანად იშვიათი თვისებისაა” - ამბობს სოზარ სუბარი, რომელიც სულ ბოლო დრომდე საქართველოს ომბუდსმენი იყო. ”მაგრამ სამწუხაროდ ის ამას ავტოკრატიის განსამტკიცებლად იყენებს და არა დემოკრატიის”. სააკაშვილის მმართველობას ორჯერ შეექმნა დიდი საფრთხე. 2007 წლის ნოემბერში მისმა სპეცრაზმმა ანტისამთავრობო დემონსტრანტებს სცემა, დააპატიმრა მათი ლიდერები და ეთერიდან გამორთო ორი სატელევიზიო სადგური. აპრილში ოპოზიცია ისევ გამოვიდა ქუჩაში და მის გადადგომას ითხოვდა. მაგრამ სააკაშვილმა ამჯერად თავი შეიკავა. მან დემონსტრანტებს დედაქალაქის ქუჩების გადაკეტვის უფლება მისცა. ქართველები დაღალა გაურკვევლობამ და ბოლოს ყველა სახლში დაბრუნდა. ოპოზიციის ბევრი ლიდერი ამბობს, რომ არ სურს მისი გადაყენება, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2013 წლამდე. ხიდაშელიც კი პრეზიდენტის მგზნებარე ოპონენტი მარწმუნებს - ”ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციას”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი კიდევ ერთხელ თითქმის მთლიანად სააკაშვილის ცუდსა და კეთილ იმპულსებს შორის წონასწორობაზეა დამოკიდებული. ირაკლი ალასანიას, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის და ქვეყნის ყველაზე სანდო პოლიტიკური ლიდერის შემთხვევა შეიძლება იმის გარკვევაში დაგვეხმაროს, თუ პრეზიდენტის რომელი თვისება პრევალირებს. რამდენიმე კვირის წინ, მანამდე, სანამ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა, ალასანიამ მითხრა, რომ მომავალ გაზაფხულს თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და ყოფილი ომბუდსმენი სუბარი მის გუნდშია. ის, რომ ასეთი პატივსაცემი სახელმწიფო მოღვაწეები თავისუფალ არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას მყისიერად შესძენდა ლეგიტიმაციას საქართველოში მულტპარტიული დემოკრატიის იდეას. ეს შექმნიდა აგრეთვე წინაპირობას იმისას, რაც კრიტიკოსებში ეჭვს იწვევს - შესძლებს კი სააკაშვილი 2013 წელს სანდო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას. საქართველოს დემოკრატიის სიმტკიცე მცირე რამ როდია, ეს ერთადერთი რამაა. თუ რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან პრო-დასავლური დემოკრატია გაიხარებს, სხვა, მებრძოლმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც შესაძლოა ამ მაგალითს მიბაძონ. კავკასიის რეგიონს საკვანძო მნიშვნელობა აქვს ცენტრალური აზიის ნავთობისა და აირის დასავლეთის ბაზრებისთვის მისაწოდებლად ისე, რომ რუსეთის ტერიტორია არ გადაკვეთონ, საქართველოს შეუძლია დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე შეამციროს. მაგრამ ჯერ საქართველო სტაბილური, მშვიდობიანი და წარმატებული ქვეყანა უნდა გახდეს. ისტორია განსჯის სააკაშვილსაც და მთელ მის ენთუზიაზმსაც, მოახერხებს, თუ არა იმას, რომ ეს განხორციელდეს.
-
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
chegesto replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
თემამ ამოწურა თავისი თავი... ვერაფერი ვერ გავიგე ცლოსედ ნაჰუი -
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
chegesto replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
kakha_kukava არა თბილისი ჩვენიაო და ოდესღაც .... -
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
chegesto replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
kakha_kukava მე კონკრეტულ შემთხვევას გეტყვით ... მარტო ჩემს უბანში ნაციონალებმა იმდენად გამოაცოცხლეს პოლიტიკური აქტივობა რომ ჩემი მეზობელი ენვერაც პარტიაში გაწევრიანდა და გაზპრომში დაიწყო მუშაობა მანტიორად არადა ეს ენვერა ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი იყო მთელი უბანი ფაქტიურად ჩაბმულია ამ პროცესში რასაც ნაც მოძრაობის რეიტინგის აწევა ქვია... აღარავის აღარ ახსოვს მიტინგი არადა აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად ამ მიტინგებზე იდგა და ეს მარტო ჩემს უბანში არ ხდება რაც შეეხება ფულს და მისი გამოყენების სპეციფიკას მოდით მე ჩემს აზრზე დავრჩები და მის არასწორ გამოყენებას უნიჭობას მივაწერ -
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
chegesto replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
ანუ აქციებმა რაიმე ხელშესახები შედეგი მოიტანა გინდათ თქვათ? ეს არათუ აბსურდია.. ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება... ფული თუ გაქვს და პარტიას ვერ არაზგონებ ესეიგი შენშია პრობლემა მე რაც ვნახე ხელისუფლებასთან მუდამ უარზე ხართ მოსალაპარაკებლად -
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
chegesto replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
kakha_kukava თუნდაც იგივე აქციებით შედეგის მიღწევა მოლაპარაკებებზე უარის თქმა მოდით ამ ორზე შევჩერდები ფაქტია საველე პირობებში პოლიტიკურ ფონს გასვლამ თავი ამოწურა, მივდივართ ისევ მოლაპარაკეკებზე... მოლაპარაკების მაგიდაზე არ ჯდებით... არჩევნებში სავარაუდოდ არ მიიღებთ მონაწილეობას...პარტიას იმხელა დაფინანსება არააქვს, რომ რაიმე პროპაგანდის მაგვარი სამუშაოები აწარმოოს აბა როგორ აპირებთ პოლიტიკურ არენაზე მოღვაწეობას ? ანუ კითხვა შემდეგში მდგომარეობს რისი იმედი აქვს კონსერვატულ პარტიას? -
დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი
chegesto replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
tb_parazitka სამწუხაროდ კითხვაზ პასუხს ვერ გამოძალავ ადამიანს ასე რომ შევეგუოთ უნდა ბედს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ........ ბ-ნ კახა ფაქტია რომ კონსერვატული პარტიის სტრატეგია დღეს არ არის პოპულარული და რბილად რომ ვთქვათ თქვენ არ გაქვს ის რეიტინგი რომელიც რამე სასიკეთოს მოუტანდა პარტიას, ხომ არ აპირებთ იგივე ამ სტრატეგიის გადახედვას ან თუნდაც პარტიისთვის დამფინანსებლის პოვნეს. დრომ გვანახა რომ ფულის გარეშე არ კეთდება პოლიტიკურ ასპარეზზე საქმე -
"მეტყველებენ" და გვმართავენ თუ არა ქალები ცრემლით?
chegesto replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
BOO ეს ემართებათ ქალბატონებს რომლებიც ცდილობენ თავისი უპირატესობა მოახვიონ მამაკაცებს თავზე რათა კომპლექსები ჩაკლან მაქსიმუმ 12 წუთით 15 წუთიანი ურთიერთობა მამაკაცთან და ეს სიამაყე სადღაც მანდილოსნების სადღეგრძელოსა და სიყვარულის სადღეგრძელოს შორის ქრება ფორუმზე ხართ მარტო ლომები რაც შეეხება ფანტაზიას ვერ დაეწევი მაინც .... შორის გამირბის ხოლმე -
მაშ ასე, დაიწყო ახალი შოუ იმედის ეთერში.. რომლის წამყვანიც ნანუკა ჟორჟოლიანია. პირველი სტუმარი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია. მცირე ინფორმაცია ამ გადაცემაზე ვებ-საიტი : http://nanukashow.ge/ თუ გაქვთ საინტერესო ისტორია და გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში გთხოვთ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე ტელ: 46 30 28 ელ-ფოსტა: nanukashow@gmail.com Facebook: ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ Skype: NANUKASHOW http://s48.radikal.ru/i120/0910/fd/4010d3007094.gif
-
"მეტყველებენ" და გვმართავენ თუ არა ქალები ცრემლით?
chegesto replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
BOO ქალთა უპირატესობა ილუზიაა ... ეს იმიტომაა საჭირო რომ მათ თავი იგრძნონ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანებმა .. რათა ხშირად გაშიშვლდნენ ... © ჯონ კენედი ზოგადად ქალები რომლებიც ფიქრობენ რომ მათ არასათანადოდ აფასებენ საზოგადოებაში უბედურები არიან @ ვიღაც ჭკვიანი შეეგუე ბედს -
მაგალითად ვაშინგტონში აკრძალულია ატომური ბომბის აფეთქება ჯარიმა 500 დოლარია
-
რა განსხვავებაა ამერიკულ და ევროპულ მანქანებს შორის ?
chegesto replied to მაციხვიტია's თემა in ავტო-მოტო
Jonathan Livingston მე ერთიდაიგივე ბრენდზე მაქვს საუბარი დანარჩენი რათქმაუნდა იაპონური ძრავები ყველაზე საიმედოა -
"მეტყველებენ" და გვმართავენ თუ არა ქალები ცრემლით?
chegesto replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
BOO მართავთ კი ... ქუხნიდან საწოლამდე მანძილს -
ერთი მ ზედმეტია
-
კუსტურიცას სავარაუდოდ, "ბარბაროსი" ერქმევა
chegesto replied to chegesto's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko სსრკ სხვა რაღაცააა აქ მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი იღებს ფილმს -
კუსტურიცას სავარაუდოდ, "ბარბაროსი" ერქმევა
chegesto replied to chegesto's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko მართალი ხარ მემგონი მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები ... ვთქვათ მისწეროს კუსტურიცას და შესთავაზოს კონფლიქტის თავისი ვერსია ამ სახელით გამოსული ფილმი იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქართველებზე .... ემიგრანტების ზურგზე გადავა მთელი ეს აგრესია ევროპაში -
ქალს თუ კაი ტაკო აქვს ჩათვალე აწყობილი აქვს ცხოვრება
-
კუსტურიცას სავარაუდოდ, "ბარბაროსი" ერქმევა
chegesto replied to chegesto's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko ისე ეს ბარბაროსი ნამეტანია....