Jump to content
Planeta.Ge

chegesto

პლანეტელი
  • პოსტები

    1.383
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი chegesto

  1. ამას ვინ გიმტკიცებდა მითხარი უნდა ვაგინო დანარჩენს რაც შეეხება მოდი ახალი წელია ჯერ ადრეა ამაზე
  2. T_A_T იცი როგორი მომენტია თუ არ გიხარია და ფიქრობ რომ ასეთი სიტუაციის ფონზე ყველაფერი რაც მოხდა მარაზმია სირების კარნავალია... ბოღმიანი ხარ და ნიუდაჩნიკი გესმის ხოდა ტონია ასეთი უნდა გიხაროდეს და გეამაყებოდეს.... პრინციპში საამაყო არაფერი მომხდარა... მე ვამაყობ იმით რაც ვარ .... თუ ვინმე ლასკალაში მღერის და საქართველოში 2000000 დოლარის საფასურად ჩამოდის საამაყოს ვერაფერს ვხედავ გუშინ მოვილხინე ვიგულავე დაჟე გავერტე მაგრად... არ გამხსენებია არც კარერასი და არც სურგლაძე\\არც ბათუმით მიამაყია არც თბილისით ჩავედი და ჩემი მეგობრებ ვნახე... ჩემი ძველი უბნელები... რომლებსაც ღვინო მიუტანე (არ ქონდათ) სახლში მათთან დავლიე დილის 6 საათზე და ასე ჩამოვიარეთ ბევრი ადგილი ეს გაჭირვებული ხალხი უყურებდა ამ კონცერტს და ალბათ კვდებოდნენ თავსი საცოდაობოთ.. გული დამეწვა... ჩვენ ყველა ჩვენი გადმოსახედიდან ვიყურებით და აქ გვიხარია... მე პირადად გამიტყდა რომ ამდენის უფლება მივეცი ჩემს თავს მოკლედ ვერ გამიგებთ ვერავინ მაგრამ..... დიდი ხანია უკვე აღარ მიხარია ახალი წელი.. და არ ვთვლი რომ ახალ წელს თუ იგულავე მაგრად ყველაზე კაი ტიპი ხარ რავიცი
  3. მეც გილოცავთ ყველგან
  4. გილოცავთ მეგობრებო გილოცავთ ბედნიერი წელი ყოფილიყოს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
  5. Leo_Nafta არადა რას ერჩოდით ქურდებს ახვიდოდი ერთ ორს შემოგარტყამდნენ ჩაგაღლევებდნენ და დამშვიდებული სუფთა სინდისით ბრუნდებოდით სახლში
  6. Leo_Nafta თუ გინდა მოდი შეურაცყოფას მოგაყენებ გინდა აქ გინდ გვერდით თემაში
  7. newstudio არა აჩი... ამას უმეცრება და იდიოტიზმი ქვია ღალატს ტვინი უნდა
  8. ჭანო პროჭი vitaminC არა თანამედროვე ტრიპლეტი.. ანუ სამეულის თეორია... როგინ ბრაში დუჩკესეულები შეიყრებიან
  9. ჭანო და არამარტო ცელქი vitaminC არავის გამოყვანა არ უნდა ქუჩაში სხვა პროცესები წავა მანდ
  10. გაყინული გზავნილები ნინო ჟიჟილაშვილი, მიუხედავად "მორალური სიმართლისა", საქართველოს მთავრობა უძლურია პრაგმატული პოლიტიკის წინააღმდეგ. რუსეთი და დასავლეთი ურთიერთმომგებიან გარიგებებს განიხილავენ. დასავლეთსა და რუსეთს შორის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის სიმბოლოდ ფრანგული სამხედრო ხომალდი "მისტრალი" იქცა. რამდენიმე კვირის წინ დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საფრანგეთი რუსეთისთვის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სამხედრო გემის მიყიდვას გეგმავს. სადესანტო ავიამზიდ "მისტრალის" გემბანზე 16 შვეულმფრენი თავსდება. 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, 2 ქვემეხითა და 4 ტყვიამფრქვევით აღჭურვილ ხომალდში რუსეთი 400 მილიონ ევროს გადაიხდის. საფრანგეთს სულ 2 მსგავსი შვეულმფრენმზიდი აქვს. მოლაპარაკებების თემაა "მისტრალის" რუსეთში წარმოების ლიცენზიის შესყიდვაც. საქართველოში შიშობენ, რომ რუსეთი ფრანგულ შვეულმფრენმზიდს შავ ზღვაზე, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული წ###ბის აფხაზეთის მონაკვეთში განათავსებს. ამ ვარაუდის საფუძველი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის, ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის სიტყვებიც არის: "საქართველოსთან შარშანდელი კონფლიქტის დროს "მისტრალის" ტიპის ხომალდი რომ გვქონოდა, შავი ზღვის ფლოტი თავის ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და არ დასჭირდებოდა 26 საათი, როგორც ეს მაშინ მოხდა". "ასეთ პირობებში ჩვენ არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს ასეთი ტიპის შეიარაღების შესყიდვა რუსეთის მხრიდან . . . ამის თაობაზე ვაცნობეთ ჩვენ პარტნიორებს, მათ შორის, ფრანგულ მხარესაც. ვაცნობეთ სხვა ევროპელ პარტნიორებსაც და იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს არა მხოლოდ კომერციულ ინტერესს, არამედ რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, 2 დეკემბერს გაავრცელა. თუმცა, ქართული მხარისთვის სამწუხაროდ, დეკემბრის მინისტერიალის მთავარი თემა სწორედ რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად პრაგმატულ ინტერესებზე დაფუძნება აღმოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ნატო-ს კარი რუსეთის დელეგაციისთვის პირველად გაიღო და თანაც ძალიან ფართოდ. 4 დეკემბერს ნატო-რუსეთს შორის ოფიციალურ ფორმატში პირველი მოლაპარაკება შედგა. ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ გამოუსწორებია ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატის შეჩერების მთავარი მიზეზი - პრეზიდენტ სარკოზის 6-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებლობა. საბჭოს სხდომის შემდეგ ნატო-ს გენერალურ მდივანს ქართველმა ჟურნალისტებმა რამდენჯერმე ჰკითხეს, ახსენა თუ არა მან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას საქართველო. ქართულ მხარეს, როგორც ეს ჟურნალისტების შეკითხვებიდან ჩანდა, ჰქონდა მოლოდინი, რომ ომის შემდეგ გამართული პირველი ოფიციალური შეხვედრისას ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მაინც შეახსენებდა რუსეთს. თუმცა ანდრეს ფოგ რასმუსენმა შეკითხვას საქართველოზე რამდენჯერმე წარმატებით აარიდა თავი. ბოლოს კი თქვა: "საქართველოზე ჩვენ ვიმსჯელეთ გუშინ, მინისტრ ვაშაძესთან შეხვედრის დროს". ის, რომ დასავლეთისთვის ახლა რუსეთთან ურთიერთობების გამყარების ხანა იწყება, კიდევ უფრო გარკვევით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა: "ამჯერად საქართველოს თემა არ არის პრიორიტეტული... კონცენტრაციაა ავღანეთზე, სადაც ჩვენ რუს მეგობრებს კარგი გამოცდილება აქვთ და რის გამოყენებასაც ნატო აპირებს". კუშნერმა ასე ნატო-ს შტაბ-ბინაში შეკრებილი ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენას დაემთხვა აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის 30.000 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ. ნატო-სთვის კი ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული ფასი აქვს - იმ გამოცდილების გამო, რაც რუსეთმა ავღანეთში 20 წლის წინ მიიღო. ავღანელი ტერორისტების ხელში ამ დრომდე რჩება დიდი რაოდენობით საბჭოთა წარმოების იარაღი, რომლის საუკეთესო ექსპერტები რუსი სამხედროები არიან. რუსეთმა უკვე შესთავაზა ნატო-ს, საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ტრანზიტი. შეთანხმება იმაზეც შედგა, რომ რუსეთი ავღანეთსა და მის საზღვრებთან ოფიცრების ტრენინგებში მიიღებს მონაწილეობას. "ჩვენ გვინდა მეტი რუსეთისგან და რუსეთს უნდა მეტის გაკეთება ჩვენთან ერთად. ახლა ვფიქრობთ, როგორ მოვახერხოთ ეს", - განმარტავს ნატო-ს გენერალური მდივნის სპიკერი ჯეიმს აპატურაი "ლიბერალთან" საუბრისას. შეკითხვაზე, რამდენად გაითვალისწინებს რუსეთთან ურთიერთობის დროს ნატო საქართველოს ინტერესებს, პასუხობს: "არავინ არ უნდა იფიქროს, რომ ნატო იგნორირებას უკეთებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას... თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვერ მოვახდენთ ნატო-რუსეთის თანამშრომლობის პარალიზებას ყველა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით. ავღანეთის თემა უნდა გადაწყდეს". მითითება, რომ რეგიონში სტაბილურობაზე ერთადერთი პასუხისმგებელი რუსეთი არ არის და რომ ამ პროცესში საქართველოს ინტერესებისთვის უკეთესია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია, მინისტრმა ვაშაძემ პირადად ნატო-ს გენერალური მდივნისგან მიიღო. "ყველას გვესმის, როგორ დაზარალდა თქვენი ქვეყანა გასულ წლებში. არცთუ ისე ადვილია ამ ყველაფრის გადალახვა. მაგრამ რეფორმები, მოდერნიზაცია და გადაწყვეტილება, რომ გაუმჯობესდეს მეზობლებთან ურთიერთობა - ეს ის გზაა, რომელიც ქართველ ხალხს სთავაზობს უკეთეს მომავალს და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატო განაგრძობს რეფორმებისა და თქვენი ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერას", - განაცხადა რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მისასალმებელ სიტყვაში, ნატო-რუსეთის საბჭოს შეკრებამდე ერთი დღით ადრე. აშკარად იმედგაცრუებული ქართული დელეგაცია ჟურნალისტებთან მინისტერიალის შეფასებისას დელიკატური იყო: "მოდით, სხვა კუთხით შეხედეთ ამას: ნატო-ს ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან ნიშნავს, რომ რუსეთი მალე ისწავლის ცივილიზებულ ქცევას. ესეც ხომ შედეგი იქნება? თუკი არავის ექნება ურთიერთობა რუსეთთან და არ ასწავლის მას ცივილიზებულ ქცევას, მაშინ ვერასოდეს მოხდება საქართველოს დეოკუპაცია", - განაცხადა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. თუმცა, ვაშაძის მოადგილე, ნატო-ს მინისტერიალის მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებით უკმაყოფილებას მკაფიოდ გამოხატავდა. "რუსეთზე ზეწოლა ნამდვილად არსებობს, და მადლიერი ვართ ყველასი, ვინც ამ პოზიციას ინარჩუნებს და აფიქსირებს, ეს პრინციპში მათი ვალდებულებაც არის, მაგრამ არ არის საკმარისი. ამის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა - საქართველოს მოქალაქეების მოტაცების, დაკავების შემთხვევები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო იყოს მუდმივი წნეხის ქვეშ, იყოს პროვოცირებული", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. საქართველოს მთავრობაში კარგად ესმით, რომ პრაგმატული პოლიტიკა ხშირად იდეალებზე მაღლა დგას. მაგრამ მაინც, რუსეთის მხრიდან დასავლეთისთვის შეთავაზებულ მომგებიან კომერციულ წინადადებებს ქართული მხარე ისევ მხოლოდ საკუთარ "მორალურ სიმართლეს" უპირისპირებს. ერთადერთი, ვინც საფრანგეთში რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვას კრიტიკულად გამოეხმაურა, ცნობილი ფრანგი ანალიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის ნაცნობი და ლობისტი, ანდრე გლუკსმანი იყო. "ლე მონდთან" ინტერვიუში ის საკუთარ ხელისუფლებას მიმართავს: "ვაიარაღებთ პუტინს ქართულ ხმელეთზე, ყირიმსა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სწრაფად მოსახვედრად, და ვეუბნებით: თქვენ იმოქმედეთ! ჩვენ მხოლოდ მოგვიანებით გავაპროტესტებთ". საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ერიკ ფურნიემ კი უარყო ინფორმაცია, თითქოს ავიამზიდის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ამ გარიგების შესაძლებლობა მაინც არ გამორიცხა: "მომხმარებელი, როგორც წესი, პროდუქციით ინტერესდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე არსებობს გაყიდვის შესახებ შეთანხება. არც საფრანგეთს და არც რუსეთს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ". ნატო-ს მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში რუსეთს ერთხმად მოუწოდეს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გაუქმებისა და საქართველოს მთლიანობის დაცვისკენ. თუმცა, გზავნილის ავტორებმაც და მიმღებმაც კარგად იციან, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დასავლეთისთვის უკვე ისეთივე გაყინული ფრაზაა, როგორც თავად ეს პროცესი. http://liberali.ge/node/1039 პ.ს ეს სტატია და ზოგადად მინისტერიალის შედეგები ქართული დიპლომატიის კრახად შეგვიძლია აღვიქვად.... კიარა უნდა აღვიქვად .... მემგონი დროა დასკვნები არა ხელისუფლებამ აამედ ჩვენ გამოვიტანოთ ვაშაძის შეფასება ნახეთ... სამარცხვინო ხალხია რა
  11. ჭანო არ მინდა ეგ ქარიშხალი არადა იგრძნობა თითქოს დენთის კასრზე ვზივართ
  12. უი ხო არჩევნები სულ ამომივარდა თავიდან არადა რატომღაც მგონია ეს არჩევნები უფრო ღღმად ჩაგვასუნთქებს რატომღაც კიდევ არის მიზეზები
  13. ისე სულ იმას გაიძახით ჭანგიანი ტანკები ჟანგიანი ტანკებიო და.... კი გაგვასწორეს მიწასთან
  14. ჭანო რაღაც არამგონია Jonathan Livingston მაისში რა ხდება?
  15. ანუ ყველას ასე ვთქვათ სუნთქვა აქვს გაჩერებული რაღაცის მოლოდინში ასეთი მკვდარი პოლიტიკურად, შემოდგომა ზამთარი კარგა ხანია არ მინახავს რაშია საქმე? სანამდე გასტანს ეს ჰაერში გამოკიდებული სიტუაცია ?
  16. lasha1997 ოოოო ეგ არი კაკრას... ახლა დევი ვინაა და ნაცარქექია ვინ.....?
  17. lasha1997 რთი ზღაპარი მითხარი სადაც ვომობთ ქართველი კაცის მთავარი მონაპოვარი მისტერ ნაცარქექია
×
×
  • შექმენი...