ერთ რამეს გეტყვით და ნუ გეწყინებათ. ამ სტატიაზე რომ არ ვიმსჯელოთ ვიცი ის თუ როგორ უყვართ ჟურნალისტებს რაღაცეებსი დამატება და თან საქმესთან ახლოს რომ არაა. მქონდა შეხება და არა ერთთან. ეხლა ამ სტატიას დავუბრუნდეთ. აქ ორი არასწორი მომენტია: 1. ჟურნალისტისთვის აუცილებელია მომხდარის სწორი გადმოცემა. ის რომ ვიღაც ჰყვება ეს იმას არ ნისნავს რომ სწორს ყვება, ამიტომ ჟურნალისტმა ეს უნდა გადაამოწმოს. გასაგებია ეხლა ის, რომ ყველა ჟურნალისტი არ ერკვევა კომპიუტერული ტექნიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებულია სპეციალისტს შეეკითხოს. 2. აბსოლუტურად არ არის მოყვანილი მეორე მხარეს კომენტარი ამის თაობაზე. ეს კი ყველა შემტყვევაში საქმის ცალმხვრივობაზე მიუთითებს. ჟურნალისტმა ყველა ვარიანტში ობიექტურობის მხარე უნდა დაიკავოს, მოსწონს ეს თუ არა ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღევანდელი ჟურნალისტიკა ცდილობს იყოს ან პოზიციური, ან ოპოზიციური რაც საერთოდ ვნებს ამ დარგს. ჟურნალისტი ფაქტიურად ისე გადმოსცემს მასალას, რომ უკვე ვერდიქტია დასმული, რაც არასწორია. ჟურნალისტმა უნდა გადმოსცეს ობიექტურად და რეზუმეს უფლება მკითხველ დაუტოვოს. აქ კი მოხდა ის, რომ თუ დავუშვებთ ამ უსამართლობის შემთხვევის ასპროცენტიანობას, ამ რეპორტაჟით ეს ფაქტი გაუფასურდა. პ.ს. და არაფრ შუაშია კომუნისტების და ჟურნალისტების გინება. კარგი იქნება თუ ჟურნალისტები გაითვალისწინებენ შენიშვნებ და არ ახირდებიან იქ, სადაც ეს საჭირო არაა. კრიტიკა და შენიშვნები იმისაა რომ ეს გამოსწორდეს. მადლობელი ინდა იყოს ჟურნალისტი ასეთი კრიტიკის და ეს საწყენად არ უნდა მიიღოს. თუ კრიტიკის ატანა არ შეუძლია, მაშინ ჯერ შორს ვყოფილავართ იმ ნაღდი ჯურნალისტიკისგან, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს მშენებლობისათვის აუცილებელი ბერკეტია. პ.ს. "იმიტომ ვმუშაობთ "ვირებივით", რომ საზოგადოება მთლიანად არ გამოვირდეს" "ვირივით" კი არ გვინდა, არამედ ხარისხიანად.