-
პოსტები
9.597 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
25
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი babuagiorgi
-
მიშამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედებს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს შენი პასუხი არ გინდა დააკოპირო იმ თემაში სადა პრეზიდენტის ფსიხო ანალიზია მოცემული? : -
შენზე არ დამიწერია პირადათ, არამედ საერთოდ. როდესაც ამბობ ძალადობის მოწინააღმდეგე ვარო და ამ დროს 7 ნოემბერს, ან 9 აპრილიდან მოყოლებულ ძალადობას ვერ ხედავ და მხოლოდ ერთ ძალად ჟურნალისტზე საუბრობ, მეეჭვეება შენი სამართლიანობისა.
-
მთელი ერი სცემეთ ხელკეტებით, გაზით დაწამლეთ, ცხრა აპრილს რუსებმა რომ ჰქნეს იმაზე უარესი უქენით და ნეტავი თქვენ ვისთვის, ან რისთვის იბრძვით? ერთი ჟურნალისტი ცემის მეტი რომ არაფერი გაქვთ მოსაჭიდებელი. ერთი კი არა და 90%-ი ჟურნალისტების არის კარგად საცემი. ის ეკი ამ 90%ე ჟურნალისტზე ამ სახელის წოდებაც კი სირცხვილია. თხონვა იქნება, თავი შევიკავოთ ოFF ტოპიკისაგან და დავსვათ კითხვები პატივისცემით GODDESS
-
მიშას ნაცვლად პოლისჯოხი რომ ავირჩიოთ ნაკლებად მავნებელი იქნება საქართველოსათვის, მაგრამ განა არ სჯობია პოლისჯოხის ნაცვლად ვინმე ნორმალური ავირჩიოთ? ხო და ბატონოჩემო ვინ მიგაჩნიათ დღეს ასეთ საღ პოლიტიკოსად, რომელსაც შეუძლია პრაგმატული პროგრამის შემოთავაზება? როგორც იქნა გვეღირსა ერთი საარჩევნო პროგრამა ალასანიას პარტი მაქვს მხედველობაში, მაგრამ სხვები?
-
გილოცავ დაბადების დღეს. გფარავდეს უფალი.
-
მხოლოდ ჩემი აზრია და მეტი არაფერი.
babuagiorgi replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა თქმა უნდა. იცი შენ ჩემი დამოკიდებულება "დოვნანა" პოლიტიკის თაობაზე. -
იმიტომ რომ მიშას დიაგნოზი გასაჩივრებას არ ექვემდებარება. :
-
მხოლოდ ჩემი აზრია და მეტი არაფერი.
babuagiorgi replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თარგამძეს სიმპატიებს რომ თავი დავანებოთ და განვიხილოთ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, ან თვით საარჩევნო კომპანია, რომელიც "დოვნანას" უმისოდ ჩაიარა, ბევრი რამის მოწონება შეიძლება. რაც შეეხება ალასანიას, ძალიან გაწონასწორებული ადამიანია, თუ შესძლებს თავის ირგვლივ ასეთი ხალხის შეკრებას, მაშინ უეჭველად ექნება წარმატება. -
გამოსავალი სწორ პოლიტიკაშია. პარტია უნდა დაემსგავსოს პარტიას, მისი პროგრამიტ და სხვა ატრიბუტებით. "დოვნანა" პროგრამა ისტორიას უნდა ჩაბარდეს. ამათ ყველას ეჩქარება, და თან ისე რომ ყოველთის აგვიანებენ. შევთავაზე რამოდენიმე პატრიას რომ დავეხმარები პროგრამის დამუშავებაში და საარჩევნო კომპანიის, ან კიდევ ოპოზიციური ბრძოლის ალტერნატიული მეთოდების დამუშავებაში, მაგრამ ....... მე პირადათ არავითარი ამბიციები არ მაწხებს, უბრალოდ მინდა ის რომ საქართველოში "დოვნანა" პოლიტიკიდან გადავიდნენ ცივილიზირებულ და რაც მთავარია ეფექტიურ პოლიტიკაზე. აქ კი პროგრამასთან ერთად უნდა დამშავდეს რეკლამა, მარკეტინგი და პოლიტიკოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმაც. სანამ ეს ამბე არ გადწყდება არაფერი არ შეიცვლება მარტო მიშას შეცვლა საქმეს არ უშველის.
-
ოპოზიციას ისტორიის იმედი აქვს. ისტორიული გამოცდილებით კი ყველა დიქატრული რეჟიმი მთავრდება. მაგრამ როდის?
-
კომუნისტური რეჟიმის ტრანსფორმაცია
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"დოვნანა" დემოკრატია -
კომუნისტური რეჟიმის ტრანსფორმაცია
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დასავლეთმა და საერთოდ მსოფლიომ უნდა შეცვალოს დემოკრატიის ამღვნიშნელი კრიტერიუმები. აქ ხშირად უკვირთ ის თუ რატომ ვაპროტესტებთ ხელისუფლების ქმედებას. "დემოკრატია არისო, ბატონოჩემო როდესაც ლაპარაკის უფლება გაქვთო." -
კომუნისტური რეჟიმის ტრანსფორმაცია, დიქტატურის დემოკრატიული მანდილი. ლაპარაკის უფლება არ ნიშნავს თავისუფლებას. დიქტატურისა და დემოკრატიის მთავარი მანიშნებელი ფაქტორები: 1. სიტყვის თავისუფლება; 2. მიტინგგებისა და მანიფესტაციები; 3. მედიის თავისუფლება. ეს სამი ფაქტორი დასავლეთისთვის საკამრისად მანიშნებელია იმისათვის რომ ქვეყნის პოლიტიკური წყობა განსაზღვროს. თუ გავიხსენებთ უახლოეს კომუნიზმს აკრძალული იყო სამივე პუნქტიში მოცემული მანიშნებელი. მაშინ კომუნისტების მტკიცებით სსრკ-ი დემოკრატია იყო და ადამიანის თავისუფალი აზრის გამოხატვა არ იზღუდებოდა. ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა, მაგრამ კომუნისტებისათვის მთავარი იყო ამის პროპაგაცია. კომუნიზმის ბაზაზე აღმოცენებულმა დღევანდელმა დიქტატურლმა რეჟიმებმა ტრასნფორმაცია გაიარეს და დასავლეთს წარუდგინეს ისეთი "დემოკრატიული" პარამეტრები რომელიც მათ სურდათ. 1 სიტყვის თავისუფლება გინდათ? "ილაპარაკეთ რამდენიც გნებავთ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება." 2. მიტინგები და მანიფესტაციები გსურთ. "რამდენიც გაგიხარდებათ. ზოგჯერ დაგარბევთ, მაგრამ ეს დასავლეთშიც ხდება." 3. მედიის თავისუფლება გინდათ. "თავისუფალია." მერე რა რომ ხელისუფლების მედიას მონოპოლი უკავია, ან კიდევ მედიაში გამოქვეყნებულ მასალას რა ძალა აქვს რო? გადადგება ჩინოვნიკი გამოქვეყნებული კომპრომატის გულისათვის. არა. მოკლედ მოხდა დემოკრატიის პარამეტრებში ადაპტირება და დემოკრატიულ ფარდას ამოფარებული კომუნისტური დიქტატურის ტრანსფორმაცია. ხამელიონი.
-
კარგი თემაა არა მარტო ისტორიის გასახსენებლად, არამედ მიშმოყვარულთათვისასც პარალელების გასავლელად. : ზუბმო მეორე დოქტორი პირველი. :eshmak::
-
არგუმენტებით ვაწვები. შენ?
-
დიდი შეცდომა იყო ჩემგან სიტყვა "ფავორიტი" : რამც იმის საშუალება მოგცათ არ გეცნოთ პაკისტანის არჩევნების დემოკრატიულობა, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით.
-
ირანი და ეგეთები არ გვინდა. ამას წინათ პაკისტანში ჩატარებული არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ხელისუფლებამ მოკლედ არჩევნები არ გააყალბა. პაკისტანში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება თქვენმა ფავორიტმა აშშ სცნო და სხვა საერთღაშორისო ორგანიზაციებმაც ეს აღიარეს. ასე რომ პაკისტანს რომ "დავცინოთ" ჯერ ჩვენ უნდა ჩავატაროთ ასეთი არჩევნები.
-
კი განსხვავებაა. მანდ ჩვენსგან განსხვავებით დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეს.
-
ნუ ეხლა ჩემთვის პრობლემა არაა. ყველამ იცის ის, რომ ნიკი "ბაბუგიორგი" უკან "იმალება" გიორგი ალანია. : იმათთვინ ვისაც არ უნდათ პირადობის გამჟღავნება ეს პრობლემაა. ფორუმზე ნიკებით იმიტომ შემოვდივართ, რომ არ გვინდა პირადული ინფორმაციის გამჟღავნება, ამის კანონიერი უფლება გვაქვს. მოდერატორს კი არ აქვს უფლება ვინაობის გამჟღავნებისა.
-
ჩემო ლიცემერ, ჩვენ დღეს პაკისტანში რომ დემოკრატიაა იმითაც დავკმაყოფილდებით, ხო და მერე "იილუსტრირდით" რამდენიც გაგიხარდებათ. :
-
1937 წელს რომ ჩაშვების ინსტიტუტი იყო, მიმიქარავს ეხლა რომაა. tb_parazitka IP მისამართი არის ის მისამართი საიდანაც ინტერნეტში შედიხარ. თუ მუშაობ შსს და პოსტავ სამსახურიდან, მაშინ შენი IP გამჟღავნებით გაიგებენ ვინ პოსტავს. მერე გაგაგდებენ სამსახურიდან და არ გექნება ხელფასი. აი ეს არის IP. :
-
არ მჯერა ამ ამბების. ადრე ვიძახოდი და ეხლაც გავიმეორებ იმას, რომ აკონტროლებს მაგ გარემოს ხელისუფლება. უბრალოდ რაც უთხრეს ის გააკეთა. ძალიან ბანალური ისტორია, "ძმაკაცმა მთხოვა და მივეცი, არ ვიცოდი" და ა.შ. ამას არ სჭამს დღეს 10 წლის ბავშვი.
-
შენ უკვე გაგიკეთებია ამათი ლუსტრაცია და რად გინდა დაბა კანონი. დანარჩენზე პასუხი ზედა პოსტშია. რაც მოდერატორი გახდი არ გივარგა არგუმენტები. :
-
მაგას ვიძახი მეც. აქ მოიგეს სასამართლო, იმიტომ რომ სასამართლო მუშაობს და არა ტელეფონებით სწყვეტს საქმეს. თუმცა სასამართლოს მოგება იმას არ ნიშნავს რომ იმ წიგნიდან რომელშიც გამოქვეყნდა ეს სია ამოშალეს. უბრალოდ ჩეხები მიხვდნენ რომ ნაჩქარევად მოუვიდათ და მოუმზადებელნი იყვნენ ამ ამებზე. რაც შეეხება საქართველოს. რომელ სასამართლოს მოიგებს ვინმე, იმას რომელიც დღეს არის? კანონმა პადოშვას, ვანოს, სიკოს და ნიკოს მოთხოვნილების დაკმაყოფილებამდე არ უნდა დააზარალოს სხვისი პირადი ცხოვრება. არის ამის გარანტიები დღეს საქართველოში? თუ მთავარია ლუსტრაცია მოხდეს და ასობით ჩვენი მოქალაქ თუ ამის გულისათვის დაზარალდა ამ ჩემს პროტეზს არა? სანამ კანონს მიღებდეთ კანონის დამცველი, შემსრულებელი და შეცდომის გამომსწორებელი გვჭირდება. დღეს მხოლოდ ეს მეორე საქართველოში. პ.ს. დღეს საკმარისია გამოცხადეს ნებაყოფლობითი თვითლუსტრაცია. გინდა პოლიტიკოსი იყო? ხო და ბატონოჩემო მიეცი ნება შენს ლუსტრაციას. მე მგონი ეს სავსებით საკმარისია. თუ რომელიმე პოლიტიკოსმა ეს არ გააკეთა, ნუ მისცემთ არჩევნებში ხმას და არ დაუჭიროთ მხარი.
-
მე არგუმენტი მოვიყვანე იმისა თუ რატომ არ არის დრო. ან ეს არგუმენტი გააბათილე, ან შენი მოიყვანე. ასე კი მარტო ის მიაწერო დროათქო ეს არგუმენტი ნამდვილად არ არის. :