-
პოსტები
9.597 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
25
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი babuagiorgi
-
ფაშიზმის და დისკრიმინაციის პრობლემა ფორუმზე
babuagiorgi replied to babuagiorgi's თემა in ფორუმის შესახებ
ხო რა. არ ვიცი რა ჰქვია ამას მაგრამ თავისუფალ დემოკრატიულ ფორუმს არამოგონია ფაშისტური ავატარები უხდებოდეს. ჩვენთან კანონი არ კანონობს, მაგრამ, ამ შემთხვევაში როგორც ზემოთ ვახსენე, ევროპაში პრობლემები იქნებოდა. -
ამ ავატარისთვის ევროპაში პრობლემები ექნებოდა ფორუმს. http://www.planeta.ge/uploads/av-5104.jpg დავიჯერო სხვა ავატარი არ მოინახა? პ.ს. უბრალოდ ჩემი აზრი ამ ავატარის თაობაზე.
-
მოკლედ, დღეს შემოვედი ჩემს ფორუმზე და 50 ახალი დარეგისტრირებული მომხმარებელი ვიპოვე. ამასთან ერთად "მომავლის პარტიის" განაწყენებული წერილიც. ხო და ბატონოჩემო ხმის მიცემის წინა შედეგები გავაუქმე (თვითონ გაუქმდა ავტომატიურად) და გიორგი მაისაშვილის პარტიაც გამოკითხვაში ჩავრთე. თუ არ დაგეზარებათ შეგიძლიათ მიიღოთ ამ გამოკითხვაში მონაწილეობა. http://www.georgian-style.net/forum/viewto...p?f=6&t=467 გამოკითხვის ლინკი: http://www.georgian-style.net/forum/viewto...68&start=75 პ.ს. გამოკითხვაში მონაწილეობისათვის არ არის აუცილებელი რეგისტრაცია.
-
დამაინტერესა და ერთი მეზობელი ფორუმი დავათვალიერე. მოკლედ რუსულ კვალს ეძებენ სამინისტროებში მომუშავე იუზერებეი. გადაირევა კაცი რა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ძეგლი იყო ეს და რა შუაშია აქ რუსეთი ვერ გავიგე? რა მარტო რუსეთი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ? პ.ს. ამდენი წლის შემდეგ რომ კიდევ მსხვერპლი მოჰყვებოდა ამ ამბეს ვინ იფიქრებდა.........
-
აქ ამ ტიპისტვის ვინც შეკითხვებს გისვამს უნდა გეთქვა, რომ ისევ თავიანთი შეკითხვებით და პეტიციებით ცდილობენ საპატრიარქოს გაპოლიტიზირებას. რეფერენდუმი ევროსტრუქტურებში გაერთიანებისა ხალხის ნებაა და პატრიარქს არ აქვს უფლება გამოთქვას თავისი აზრი ესეც სისულელელეა. ჯერ რეფერენდუმი მანახეთ ვისი, რისი და როდის ჩატარებული. მიშას რეფერენდუმი? მერე რომც ასე იყოს, რა პრობლემაა საპატრიარქოს განსხვავებული აზრი? რაც შეეხება პატრიარქის კგბშნიკობას. მე პირადათ ეს პრობლემად არ მიმაჩნია, მაშინ ასეთი დრო იყო და აქ პატრიარქის თანამშრომლობა ღმერთი პრერეგატივაა, მაგან უნდა განსაჯოს ეს ამბე და არა ვიღაც ჭუპუტიამ. პრობლემა უფრო არის ედვარდის მეორედ მოსვლის პერიოდი. პ.ს. ისე კი არ იყო ცუდი ინტერვიუ. :rolleyes: ეხლა კი მთავარი. საპატრიარქომ უნდა მოუკლოს პოლიტიკაში ჩარევა და ამავე დროს პოლიტიკოსებმა და საზოგადაობეამაც უნდა დაანებონ ეკლესიის პოლიტიკაში ჩათრევას. რაც შეეხება სექტებს. იყოს ბატონო სექტები ვინ უშლაუს, მაგრამ საქართვე რა დამსახურება უნდა იტერვიუს მიცემას? :
-
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"მე ხვალ, ან შეიძლება ზეგ, ან კიდევ პრეზიდენტი რომ გავხდები ყველაფერს ვიტყვი." "მე როგორც უშიშროების მინისტრს პირდაპირ დამევალა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია, ხო და ეხლა ვერ ვკადრე ასეთ მამულიშვილს სიკვდილით დასჯა და ამიტომ ეს დავალება სხვა მკვლელს გადავეცი". დეტსკი სად რა. "თუმცა სამტრედიის ბატალიონის მოადგილე, მუცელში დაჭრილი ჩემი ალალი დეიდაშვილი, ჩემს თვალწინ მხედრიონელებმა ჩაქოლეს კონდახებით და შემდგომ ცოცხლად დამარხეს". ამასაც იტყვის ვითომ გიორგაძე? არა და ეს ფაქტია, რომელიც 1993 წელს ხონში მოხდა. გიორგაძეს რომ სალაპარაკო აქვს ჩემს მტერს ამის მოსმენას არ ვუსურვებდი. ხო კინაღამ დამავიწყდა, წამება ელექტროშოკით გიორგაძეს შემოღებულია. იძახიან პირადათ უყვარდა დასწრება. -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ისე კონსტანტინე გამსახურდიაც არის დასაკითხი. ეგებ ასე მაინც გასცეს პასუხი გამოძიებს, თუ რატომ ითქვა უარი ოჯახის მხრიდან სამედიცინო ექსპერტიზაზე საქართველოში და შემდგომ ჩეჩნეთში? პ.ს. ეს შეჩვენებული "მკვლელობის" გამოძიება ექსპერტიზის გარეშე გაგონილა? ან ამ გაზეთში რომ სპეკულირებს ვიღაც იდიოტი სტეჩკინიდან ასეთი შემავალი ზომის ხვრელი არ იქნებოდაო. დადოს ტრაკი და გაირტყას სტეჩკინი, ხო და მერე გაზომოს. აბა სხვა გამოსავალი არაა როდესაც ექსპერტიზაზე უარი იყო ნათქვამი. -
ხო კიდევ ერთი მომენტი. აგვისტოს ომის დროს რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო დაბომბვა გასაოცარი სიზუსტისა იყო. რუსეთ ყოველთვის ფეხებზე ეკიდა რას ბომბავს სამხედრო ობიექტს თუ საცხოვრებელ სახლებს. ამ შემთხვევაში კი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვებმა მინიმალური ზარილი მიიტან სამოქალაქო ობიექტებზე. კი იყო რამოდენიმე შემთხვევა, მაგრამ რამდენად ვკითხულობა აქვისტოს ომის პერიოდში უცხოეთში გამოსულ მასალებს, აქაც უკვირდათ. ეიქმნა ილუზია, რომ აგერ საცაა მთელი საქართველო დაიბომბება და ამ მოტივით მესამე დღეს იყო გამოცხადებული კაპიტულაცია. პრინციპში ჯარს და ხალხს ბრძოლის შანსიც კი არ მიეცა. აგვისტოს საომარი მოქმედების დაწყებამდე ასეთ თავდაჯერებას მინიმუმ 1 თვე საომარი მოქმედებები მაინც უნდა მოყჰოლოდა. რა იყო ასეთი სწრაფი კაპიტულაცია? რა არ იცოდნენ ვისთან ომობდნენ? 1993 წელს ადმირალ ბალტინის შენაერთებს სადღაც 3 თვეზე მეტი გავუწიეთ წინააღმდეგობა და ეს პაჩტი შეუიარაღებელმა ხალხმა.
-
აქ თამაშის ერთი და იგივე ხელწერა სჩანს. აშშ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იმავე დღეს პუტინმა ბუშს მიუსამძიმრა და ეგრევე განაცხადა ის, რომ არ მისცემს უფლებას აშშ კაზახსტანისა და ტაჯიკისტანის სამხედრო აეროპორტი გამოყენების უფლებას ავღანეთზე თავდასხმის შემთხვევაში. ჯერ არც კი უთხოვია ვინმეს და ეს განცხადება წინასწარ გააკეთა. მესამე დღეს ბუშისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინი თანხმობას აძლევს ამ აეროპორტების გამოყენებისა და ამავე დროს აცხადებს, რომ რუსეთიც ებრძვის ტერორისტებს როგორც აშშ. ამის შემდეგ დაიბომბა ქართული სასაზღვრო სოფლები, ვითომდა ჩეჩენი ტერორისტების გამო. (აშშ პროტესტიც არ გამოუთქვამს ამის თაობაზე). კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ამერიკის პირდაპირი სურვილი იყო. აშშ ძალიან კარგად იცოდა თუ ეს უკურეაქციას გამოიწვევდა და რომ ამას რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვებოდა. რუსეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადები შემდეგ ეგრევე გააკეთა განცხადება ამის თაობაზე. კოსოვოს პრეცედენტი, რომ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასი იყო, ეს აშშ იცოდა. მიშას აგდება აგვისტოში. ესეც ამერიკელების ნახელავია. მიშა ამ შემთხვევაში ან გამოიყენეს, ან კიდევ არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოს საომარი მოქმედება მიშასთანაც იყო შეთანხმებული. დააკვირით რა ბუმით იწყებს მიშა შეტევას და რა სისწრაფით (მესამე დღეს) კაპიტულაციას აცხადებს. ყველაფერი ეს მოწმობს იმაზე, რომ რუსეთსა და აშშ შორის იყო ამის თაობაზე მოლაპარაკება. გაურკვეველია მხოლოდ ერთი რამ, თუ რამდენად მონაწილეობდ ამ მოლაპარაკებაში მიშა.
-
ამერიკა რუსეთი "კონკურენტობა" ცივი ომის დროსაც მოჩვენებითი იყო. ძირეულ საკითხებში ამ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკება არასოდეს არ ყოფილა პრობლემა. ის რომ მიშამ ამერიკელების გარეშე რამე გადაწყვიტა აგვისტოში აბსურდია. ტერიტორიების პირდაპირ გადაცემა აშშ ინვესტიციას (მიშას) უქმნიდა საფრთხეს და ამიტომაც იყო გათამაშებული მიშას ავარდნა და საომარი მოქმედება.
-
მე კიდევ მგონია რომ აქ "ჩვენი" პრეზიდენტი მოლაპარაკების მესამე მხარე იყო.
-
აგვისტოს მოვლენებამდე ვწერდი ამაზე, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო შეთანხმებული რუსეთ აშშ შორის და აქედან გამომდინარე ჩვენი ტერიტორიების ამბეც. "Грузия заслуживает поддержки США в тех случаях, когда речь идет о ее суверенитете, восстановлении ее экономики, или противостоянии ее насильственному расчленению. Однако, г-н Саакашвили должен понимать, что у Соединенных Штатов нет никаких военных обязательств перед Грузией, особенно в вопросе о силовом возвращении под ее контроль Абхазии и Южной Осетии." იაკობაშვილი რომ იყო აქ პრესკონფერენციაზე ის გამახსენდა. აი ეს სიტყვები ასო ასო უნდა შეთხაროს კაცმა მაგას იმ ტყუილებზე რასაც ბოდავს ხოლმე.
-
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზვიადის თანამბრძოლებისგან ამის თაობაზე ეჭვი ნამდვილად არ გამიგია. ქა ამის მიმართ პრობლემები აქვს ოჯახს და მანანა არჩვაძეს ირგვლივ შეკრებილ მცირე რაოდენობის ხალხს. რაც შეეხება კოკოს, ამ კაცს გამოელია პოლიტიკური მოტივები და თან არ ოჯახის წინააღმდეგ წასვლა არ სურს. -
თემა შენი იდეა იყო, მაგრამ ჩემი პატენტით. დიმპიტამ მიითვისა ჯერ. ეხლა დამბლოკეს მანდ 48 საათით. ეტყობა დედარუსეთის დღეგრძელობის თემას ამზადებენ და მომიცილეს. :
-
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეხლა როგორი შიფტია დაწერის დროს? -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზვიად გამსახურდია მოკლული რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში გიორგაძე ამ განცხადებას არ გააკეთებდა. -
არეშიძე და ზაქარეიშვილი ფორუმელების სტუმარი
babuagiorgi replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემი იმედი ჯერ არ გქონდეთ. : იატაქვეშეთი. -
არეშიძე და ზაქარეიშვილი ფორუმელების სტუმარი
babuagiorgi replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
+100 :maladec: პ.ს. მოკლედ ეს პლანეტა ვირტუალურ ორბიტას მოსცილდა და დედამიწის ჰორიზონტს მიუახლოვდა. -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სხვათაშორის ინფორმაცია პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით ზვიადთან უახლოესი ადამინისგან ვიცი. ეს ინფო პაჩტი არ ჟღერს არსად. მაგისგან ვიცოდი ისიც, რომ ვითომ ედოს ხლხმა იცოდა ეს ამბე და ჯერ თბილისიდან აწვდიდნენ ზვიადს რაღაც წამალსო ავადმყოფობის გართულებისათვის. არ ვიცი ამ წამლის არ მჯერა, მაგრამ მდგომარეობა ისეთი იყო რომ სხვა გამოსავალი იმ პერიოდში პრეზიდენტს ნამდვილკად არ ჰქონდა. -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
babuagiorgi replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
: კი