მადლობა, გაიხარე. ჩეხეთს ეს პოლიტიკური ტიპის რასიზმი უფრო აწუხებს, ყოფილ სსრკს-ქვეყნებიდან ჩამოსულების მიმართ. პარადოქსია ეს ხალხი. ერთი მხვრივ ჩვენით 68 წელი ახსენდებათ და მეორე მხვრივ აგვისტოს ომი რომ იყო ნახევარი ჩეხეთი (თუ მეტი არა) რუსებს უჭერდა მახარს. მოკლედ ვერ გაუგებს კაცი. რაც შეეხება თემას. საქართველოშიც იქნება ოდესმე მისაღები კანონმდებლობა, რომელიც უცხოელების მიღებას დააბალანსებს და თან ნორმალურ საკანონმდებლო ბაზაში მოქცევს. 10 წელი რაც ამ საქმეზე მაქვს ხელი მოკიდებული და შემიძლია ვთქვა რომ ევროპაში, განსაკუთრებით კი პოსტკომუნისტური ევროპაში ძალიან ირღვევა უცხოელების უფლელებები. რამდენჯერ შიცვალა კანონი ამ საკითხის მიმართ და ვერ დაიხვეწა ისე, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს. ყველა კანონი რაც მიიღეს უფრო შავ არალეგალურ მუშახელის გამოყენებას უწყობს ხელს. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ზოგიერთ ქვეყნებში მონობის დაკანონება და ლეგალიზაცია მოხდა. უბრალოდ აქ საქმე დგას ისე რომ მომენტალურად აქ ვარ, ხო და სანამ ვარ ვიქნები ისე როგორც საჭიროა. რაც შეეხება საქართველოს, აქ ჯერ ჩემთვის ეს შორი ოცნებაა.