-
პოსტები
9.597 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
25
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი babuagiorgi
-
არ გეთანხმები. გადახედე პოსტებს და ნახავ, რომ "წვერებიანი იდიოტის" წოდება ღმერთისთვის არის ქრისტიანისა და მორწმუნეთა შეურაცჰყოფა. რაც შეეხება ჩემს ნაწერს სადაც ეჭვი არ შემპარვია იმაში "რომ ამ ხალხის წინაპარი შიმპანზე იყო" ეყრდნობა ისევ ამ ადამინათა თეორიას, სადაც ადამიანის წინაპარი არის შიმპანზე. აქ ვერ ვხედავ რამე საწყენს, როდესაც ეს ხალხი თვითონ ამაში გვარწმუნებს. მოკლედ, პოსტებს გადაავლეთ თვალი. და თან პასუხი იყო ზუსტად იქ სადაც ღმერთზე იყო ნათქვამი "წვერებიანი იდიოტი". ამ შემთხვევაში რომ ეს პასუხი პირდაპირი მნიშვნელობისაც ყოფილიყო, ჩემი აზრით სწორი რეაქცია იქნებოდა. ხო და გასაგებად ავხსენი რატომ დავწერე ეს. ევოლუცია ბატონოჩემო და მე აქ არაფერ შუასი არ ვარ.
-
ბიბლიის წაკითხვას სულ სხვა მიდგომა სჭირდება, ან შეიძლება ითქვას სურვილი იმის რომ გაიგო რა სწერია. შენი სიტყვებიდან გამომდინარე კი ნათელია ის, რომ შენ თავიდანვე კრიტიკული მიდგომით კითხულობდი. ბიბლია ამიტომაა ბიბლია და არ ჰგავს დეტექტივის რომანს. მისი წაკითხვას სულ სხვა მიდგომა სჭირდება. აბა ასე ბიბლიას ისინიც კითხულობენ ვინც იძახის რომ მწამსო, მაგრამ არასწორად გებულობს, ხო და რა გასაკვირვია ის, რომ შენ თავიდანვე კრიტიკულმა ათეისტმა წაიკითხე და ვერა გაიგე რა.
-
სწორი მიმართულება იმაშია, რომ ამ მოკლე კამათში შენ არგუმენტების უქონლობის გამო შეურაცჰყოფა მიაყენე იმას, რომლისაც მილიონობით ადამინს სჯერა და მე კიდევ ამ კამათის პერიოდში არასოდეს არ შემიტანია ეჭვი იმაში რომ თქვენი წინაპარი შიმპანზე იყო. ხომ ხედავ ეხლა განსხვავებას და იმ მიმართულებას რაზედაც გესაუბრებოდი?
-
რა არის აბსურდი ვერ გავიგე? მე პასუხი გავეცი შენს ნაწერს, რომ ციხეში მორწმუნეთა რაოდენობა ბევირაო. ხო და აგიხსენი რატომ. არა დამიწერია ის რომ ამის გამო ციხეში მიდიანთქო. კარგად გადაიკითხე რა. ეხლა რაც დანარჩენს ეხება, ჩემი აზრით კამათი უაზრობა გამოდის. სანამ რელიგიზე, თუ გნებავთ ქრისტიანულზე ისაუბრებ, მანამდე ბიბლია უნდა წაიკითხო. ასე კი მედავები იმაზე რაც არ იცი. ბიბლია შე დალოცვილო ზუსტად რომ მარტო სიყვარულს ქადაგებს. მთელი ბიბლია სიყვარულზეა მხოლოდ აგებული.
-
მოდი რა ეხლა შენ კამათის არასწორ ფორმას მიმართავ. დასაწყისშივე აგიხსენი, რომ განა ყველა მორწმუნე მორწმუნეა, ისე როგორც ყველა ათეისტი ათეისტი არაა. მმკ არ არის რელიგია, მე არ მაინტერესებს აქ ორგანიზაციი მცნება, არამედ ადამიის მიდგომა ცხოვრების მიმართ.
-
ძალიან შორს რომ არ წავიდეთ ისევ შევეცდები მოკლედ აგიხსნა განსხვავება. ბიბლია თუ გაქვს წაკითხული მანდ ადამიანის სიყვარულზე სწერია და ის ათი მცნება რაც არის მოცემული ადამინების ურთიერთობების შედევრია, რაზედაც არის აგებული ათეისტთა გადაკოპირებული ნამუშევრებიც. თუ იქედან გამოვალთ რომ ბიბლიაში ადამინი მიმათ სიყვარულის ქადაგებაა, მაშინ ამ ქადაგების მორწმუნე რომ ნაკლებად იქნება ცუდის ჩამდენი კამათი უაზრობაა. ასევე აგიხსენი ის რომ, უბრალოდ ამ შემთხვევაში მორწმუნე ადამიანი ნაკლებად ჩაიდენს დანაშაულს. ადამიანის ფსიქოლოგია აგებულია რწმენაზე და შიშზე. უფრო გლეხურად გეტყვი, ქურდს შიში აკავებს, თორემ რომ არ ეშინოდეს დაჭერისა 100-ჯერ მეტ ქურდობას ჩაიდენს. რაც შეეხება ამ სტატისტიკებს, უმეტეს შემთხვევაში ათეისტთა სტატისტიკაა. ციხეებში კი მორწმუნეთა რაოდენობა ზუსტად რომ იმაზე საუბრობს, რომ ადამიანი დანაშაულის პატიების გზის პოვნას ცდილობს. არის ასეთი ტენდენცია რომ ომების დროს მორწმუნეთა რიცხვი მატულობს. ასევე ციხეში მოხვედრილთა დიდი რაოდენობიდან მორწმუნენი ხდებიან, რომ რწმენაში ნამუსის გაწმენდა იპოვონ. ამიტომაცაა რაოდენობა ასე განსხვავებული. ადამინი რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და ამ დამნაშაულს აღიარებს, ეძებს გზეს რომ ეს დანაშაული არა გაიმეოროს და ამ გზის ძებნით მორწმუნე გახდება ამაში არაფერია გასაკვირვი.
-
ნუ იქ შენ შეკითხვაზე სადაც ალქაიდა ახსენე შეიძლებოდა ღიმილით პასუხი, მაგრამ გიპასუხე. არ ვიძახი იმას რომ, ათეისტი შეიძლება ამორალური ადამიანი იყოს. ასეთი მიდგომით მორწმუნეც შეიძლება იყოს ამორალური. ყველაფერი დამოკიდებული იმაზე თუ ვის რა სწამს და როგორ სწამს. თუ შენ უფრო გაინტერესებს ის, რომ რამდენად არის განსხვავება ღმერთის მორწმუნესა და ათეისტს შორის გეტყვი; ღმერთის მორწმუნეს რამოდენიმე საბაბით მეტი აქვს იმისა რომ არ ჩაიდინოს რამე ცუდი ვიდრე ათეისტს. აქ არ უნდა დიდი არითმეტიკა. რაც უფრო მეტი ღირებულებების გწამს, მით ნაკლები შანისა ცუდის ჩადენისა.
-
აქ გამოვტოვოთ ოდნავ ღმერთი, იმედია არ გვიწყენს. არამორწმუნე ადამიანი, ანუ ადამიანი რომელსაც არაფერი სწამს. ადამიანი კომპიუტერი არაა, რომ პროგრამ ჩაუდო და ისე იმუშავებს. ე.ი. რაღაც პრინციპებზე უნდა იყოს მისი აზროვენბა აგებული. ხო და წარმოიდგინე ეხლა რომ ასეთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ დედის სიწყვარულისა სწამს, არც შვილის სიყვარუის არც ადამიანის და ა.შ. შეიძლება აასეთი ადამინი კეთილი, ან ბოლო-ბოლო ნორმალური იყოს? ხვალ დილას დანას ჩაგცხებს და არავითარი მორალური პრობლემა არ ექნება. მორწმუნესა და არასწორად მორწმუნეს შორის განსხვავებაა. ყველა ვინც იძახსიმ მორწმუნე ვარო განა მორწმუნეა. რწმენა არ ნიშნავს მხოლოდ ღემრთი წამებას, არამედ რაღაც მორალური ნორმების წამებას, სიყვარულის წამებას და სხვა მრავალი კარგი თვისების წამებას. ყველაფერი ეს კი არის ის მუხრუჭი რომელიც ადამინს ადამიანად ინარჩუნებს.
-
-
ალქაიდა რა შუაში იყო ვერ გავიგე, მაგრამ მეც ერთი სეკითხვა მაქვს. იპვი განსხვავება მორწმუნესა და არამორწმუნეს შორის? აქ მხედველობში არ მაქვს ნაგულისხმევი მხოლოდ ღმერთის რწმენა, არამედ საერთოდ.
-
ერთი რამ ვერ გავიგე, ეს ტრადიცების წინააღმდეგ ბრძოლა რას ნიშნავს? რაღაც სისულელეს სწერთ აქ ზოგოერთები ბატონოჩემნო. ტრადიცია არაა კანონი და თუ არ გინდა ნუ დაიცავთ. ვინმე გაძალებთ ტრადიციების დაცვას? რა გინდათ ეს დალოცვილი ქალაქის ცენტრში სექსი? მიდი მიაწეთ კაცო, სანახაობა მაინც იქნება. მე როცა სადმე ვხედავ რაღაც "დასირებულ" ტიპეპეპს მეცინება და ეგაა. რაზე ვიდარდო იმაზე, თუ ვინმეს "დასირება" სწყურია. რა ძალით აიტეხავთ ხოლმე ამ "ძირს ტრადიციებს", რამდენად ვიცი ტრადიცია იმიტომ არის ტრადიცია, რომ კანონი არაა და ვის როგოც უნდა ისე იცავს. ხო ისე ნუ ეწყინება ვინმეს და შემთხვევთი ეს არატრადიციული ტიპი რომ სადმე გადამეყაროს, ზუსტად იმ დროს როდესაც შვილთან ვიქნები, ან რავიცი ვთქვათ ქალბატონთან და მოინდომებს ზუსტად ჩვენს თვალების წინ გადაფსმას, იქვე დავადუღებ მუშტს ისე, რომ მეორედ ვერც იპოვოს ეს საფსმელი აპარატი. ეს არაა იმ არატრადიციულების წინაარმდეგ ბრძოლა, უბრალოდ მე არ მომწონს და ესეც ჩემი უფლებაა. ეხლა იმათ თუ მუშტი ევასებათ ცხვირში, ესეც მაგათი უფლებაა.
-
ალასანია ვს გაჩეჩილაძე- დებატები მაესტროზე 20 საათზე
babuagiorgi replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
უტოპია რომ იყოს რა უჭირს არის ერთი გზა, არ ვიცი რამდენად გამართლებული მარა არის. როცა ვერ ერევი უნდა დაჰყვე ოდნავ. ამთი სისტემით უნდა მოვუგოთ. არავითარი ნოღაიდელი მოღალატე და ეგეთები. ბურჯიკას უნდა? დავაი ბურჯიკ მიაწექი.ვინაა კიდევ ამათში რომელი პარტია. პროსტო იგივე მეთოდებით არის მისაწოლი. ფული სადაააააააააააააააააააააააააა? ჰა? ვის აკვს ფარა? მიდი მაიტათ ამის დედავატირეთქო. სულ ფეხებზე გვკიდია ვისია ეს ფარა. მოკლედ რამე ამგვარი რა. ხო ედოს არ უნდა პარტიის შექმნა? თუ შექმნა ეგრევე ფანი ვხდები. -
იმტომაა გაბრაზებული რომ მე ვერ ვუყურებ myvideo, აბა სხვა მიზეზი არ იქნება აქ.
-
დიტომ გახსნა თემა მოდით რამე გავაკეთოთ, ხო და მაქვს ერთი აზრი. შეგვიძლია ეს ჩემზეც გამოვცადოთ, მომენტალურად ძალიან გამოდგებოდა ეს ამბე. დავარქვათ ამას პროტესტი. ვთქვათ რამეს ვაპროტესტებთ ან ვუცხადებთ მხარდაჭერას. მოთავსდედება ტექსტი და მსურველი დაწკაპუენბის შემდეგ ამ ტექსტს აგზავნის მოცემულ ემაილებზე. ეხლა მომხმარებელს დაეზარება ვთქვათ 100 email მისამართზე დაწკაპუნება და ტექსტის მოთავსება, მაგრამ თუ ეს იქნება გაკეთებული ისე, რომ საკმარისი იქნება ლინკს დააწკაპუნოს და ერთი მოთავსებით ამ 100 email-ზე გააგზავნოს ტექსტი არ დაიზარებს და გააკეთებს. დასაფიქრებელია როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს პროგრამულად. ემაილების შეგროვება არ იქნება ძნელი. შევქმნით ასეთ ემაილების ბაზას, სადაც იქნება ყველა მედია საშუალების, არასამთავრობო ორგანიზაციები, ხელისუფლების, საერთაშორისო მისიების email მისამართები. ჩემი აზრით ექნება ეფექტი იმას რომ ვთქვათ რომელიმე გამოცემაში ან რომელიმე საერთაშორისო მისიაში მივა ერთი კვირის განმავლობაში სადღაც 1000 email რომელიმე გარკვეულ საკითზე. თუ ეს ამბე გამოვა მაშინ კარგი იქნება. ჩემგან შეიძლებოდა დაწყება. ასეთ ემაილებს შევაგროვებდი ჩეხეთისთვის და ვინც საზღვარგარეთ არის შეუძლია იქაური პრესი და ორგანიზაციების email მოგვაწოდოს. რავიდ აბა როგორი აზრია "ჩქიმი პაკაზუხა"?
-
მე არ მინდა ვადამდელი არჩევნები.შენ?
babuagiorgi replied to შაქროII's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს როგორ, ნაცებს ბრიტვებს დავურიგებთ და თვითონ გამოისვამენ საოჯახოზე? -
რა რეჩებს კაცო მახათი ვიპოვე და დავდე. მიკრიჭვა რა ვიცი დაბა. გუშინ ნახევარი ჭიქა ღვინო მოვსინჯე ვითომ და ჩამცხო თავში. ცხელი ჩაი დავლიე ეხლა და ისეთი გემოთი რომ კაი შემწვარი ქათათამი გეჭამოს რა. წყლის შემდეგ სამოთხეა. კიდევ ხვალ ასე და მერე არ უნდა მომშივდეს. პირველი 5 დღეა ოდნავ ძნელი.
-
დაანებებნ მაგრამ მოდას რა უყონ ეს არ იციან. თან რა სიამოვნებაა "თანამედროვე" ქართული სუფრა ორლიტრიანი პლასტიკური ბოთლით კრუგში. რომანტიკაა მოკლედ. ხო. მახათი კიდე.
-
-
ანტისაოკუპაციო ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა
babuagiorgi replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგი რომ აიძულოთ თქვენ ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოხვიდეთ ისე არ გამოვა. უტოპიური აზრი ეს. ეხლა ასე დაბა იმაზეც შეგვიძლია ოცნება რომ მარსზე ჩვენთვის თბილი ადგილი გამოყოფილიტქო და თუ გაგავაბრაზენ მაგრად ვაბშე წავალთ აქედან, ხო და მერე იმტვრიონ ამათმა თავები. -
ლენჩი რაზე ბლატაობს დაბა? იმიტომ რომ ბლატავის უფლებას აძლევენ, ხო და გამოსდის ამ კააცს ეს და შეეკითხეთ თუ გინდათ.
-
ანტიფაშისტურში მყავს მანდ, მაგრამ არ მინდა. ამაზე არ ვფიქრობ საერთოდ. 17 წელია გავრბივარ შაქრო და დავიღალე. რატომ არ ვცადო ის რომ აქ გავაკეთო გასაკეთებელი. სახლში რომ შემძლოს ამ ამერიკის და სხვა ქვეყნების ............. ეს დალოცვილი 10 წელია სვებს რომ ეხებოდა გამომდიოდა, მარა ოდნავ შეიცვალა სიტუაცია, ხო და გამოსწორება უნდა ამ საქმეს.
-
ამტ იპებს აქ რომ მღერიან ის რომ ვუწოდო რა ქვა იმას საოჯახოს ამბეზე რომაა მიმაგრებული ეწყინებათ ვითომ? ძირს ისაო რა ქვია იმას ტრადიციაო და ალბათ არ ეწყინებათ.
-
მადლობა. აქ ნეტში რომ გავუშვა რამე იგივე ეფექტი იქნება რასაც სათვისტომოს გვერდებზე ვდებ. უბრალოდ არ ვდებ სათვისტომოს სახელით. არ მაქვს უფლება. ეს თავჯდომარემ უნდა გააკეთოს, თუმცა გვერდები ჩემია. ვცდილობ ეს გავიტანო ევროპის სხვა ქვეყნების მედიაში, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამათმა გააკეთონ რამე. ისე ამას არ ეშველება ვიცი მე ეს. ამ რადიო ტავისუფლების კიდევ რა. ვიცნობ თან ამათ და ევასთან არიან ღრმად შემძვრალი იმედია ნერვები არ მიმტყუნებს, მაგრამ თუ რამე გავაკეთე პირველ რიგში ამათ უდა დავცხო რა. ესენი აქ გინდ აყოფილან და გინდ არა გავუგზავნე ეხლა კიდევ ერთხელ "ხართ მედია თუ ეს ისე მხოლოდ მედიის შირმას ამოფარებული. თუ თავისუფლება ხართ უნდა იყოთ თავისუფლება თუ არა და დახურეტთეს თქვენი კანტორა, როდესაც სათქმელს ვერ ლაპარაკობთ."
-
ერთ ერთი მომენტი იყო ჩეხეთში სათვისტომოს აზრიც. სათვისტომო დიდი არაფერი აქ, მაგრამ ამათი სიჩუმე ჩეხებისთვის სადღაც გასამართლებელი საბუთია. როდესაც სკჰინედები შემომივარდნენ, მაშინ არიქა, "განცხადებები" დაიზგავნა მედია აგენტურებში და მცირე გამოხმაურებაც იყო, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფოს შეეხო და შემთხვევით გახდა ცნობილი ის, რომ ამ საქმეში არაა სკჰინედები პრობლემა, არამედ პოლიცია................... სიჩუმეა. აბსოლუტურად მკვდარი სიჩუმე. ვუთახი ისე ერთს და "სადაო კაცო სათვისტომო." საპაკაზუხოდ რომ უნდათ მაშინ არის და ეხლა უცებ გამქრალა. დავუწერე მანდ ეს ამბე და ნახონ, გული მოიფხანონ, საბაბი მონახონ თავი გაიმართლონ და "ჩქიმი პაკაზუხა" არ დაავიწყდეთ ესაა მთავარი. http://www.samshoblo.net/?lang=ru "ახია ჩვენზე რაც ხდება ისე კაცმა რომ სთქვას ახია ჩვენზე რაც ხდება და უარესიც გვეკუთვნის. ჩეხეთში რომ უცხოელს როგორც საზოგადოების არათანასწორუფლებიან წევრად ექცევიან , ჩემი აზრთ სიახლე არაა, არც ის მიკვირს რომ ეს თავჩაქინდრული უცხოელები ჩუმად რომ არიან და ხმას არ იღებენ. სიტყვის ამოღებას ვინ ჩივის და სხვა რომ ამოიღებს ხმას, არც მაშინ ჰყოფნით გამედაობა მხარი დაუჭირონ იმას რასაც თვითონ ვერ ბედავენ. არ გავაგრელებ ამაზე ბევრს საუბარს და მხოლოდ ერთ მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას. 1968 წლის შემდეგ ჩეხეთში ოკუპაციის პროტესტის ნიშნად თავი რომ დაიწვა სტუდენტმა იან პალახმა, იმის შემდეგ ჩემი აქცია ხელის მიჭედებით თუ იყო სიმძიმით ახლოს, თორემ აქ ხომ საერთოდ არავინაა ხმის ამომღები და მიახლოებითაც არ მომხდარა მაგვარი რამ. შეილება შეილძლება არ ვარ მე მართალი და სულ ტყუილად ვაპროტესეტბ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რომ ინტერესი ექნებოდა მედიას ხომ ფაქტია. პრობლემა ერთია აქაურ საზოფგადოებას არ აწყობს საუბარი შოვინიზმ–რასიზმზე, როდესაც ეს სახელმწიფოს ეხება, აბა სკჰინედებზე საჩვენებელი პიარის მედიალიზაცია არაა აქ პრობლემა. რა უნდა მოვთხოვო მე უცხოელმა ჩეხეთის მედიას, მაშინ როდესაც არ აქვთ სურვილი იმაზე საუბრისა, რაც ჩეხეთის საზოგადოებისათვის მიუღებელია. თუმცა ჩხეთში “რადიო თავისუფლებაც” არის. თავისუფლება კი არი , მაგრამ ამ რადიოს თავისუფლებას ხმა კარგა ხანია ჩაუწყდა და დღეს თბილი სამსახურისა და ყავის სტუდია უფრო ჰქვია ვიდრე რადიო. იყონ გაჩუმებული, რას ვიზამ. ვინ ვარ მე ერთი უბრალო ემიგრანტი, რომელიც როდესაც ვინმეს უჭირდა, თანამემამულე იყო ეს თუ არათანამემაულე, ციხეებიდანდან დაწყებული სავაადმყოფოებით დამთავრებული დავწოწიალობდი და ვეხმარებოდი რით შემეძლო. როგორც ჩემზე ერთმა ავადმყოფმა გოგომ სთქვა ვისაც ადრე დავეხმარე, “დებილი დედა ტერეზააო”. ხო და ბატონოჩემნო როდესაც ამ “დებილი დედა ტერეზას” მხარდაჭერა დასჭირდა შეძვრა ყველა სოროში. ვიცი რომ ამის გასამართლებლად მილიონ საბაბს მონახავთ, მაგრამ ნამუს რას უზამთ არ ვიცი. ხო და ახია ჩვენზე რაც ხდება და უარესი გვეკუთვნის ამათგან. წყნარად და მშვიდათ აიტანეთ ეს დამცირება. მერე რა რო, მთავრია არ შეამჩნიოთ და დიდი მადლობა გადაუხადეთ იმთათ, ვინც ასე გექცევათ, სამაგიოროდ სითბო და საჭმელი არ მოგაკლდებათ. ხო და რა უნდა ადამიანს, როდესაც ეს კუჭი გასკდომაზე აქვს? ალბათ არაფერი. პ.ს ჩემსაც მივაღწევ ასე იქნება ეს თუ ისე. სახელმწიფოს ამ ბრძოლას ვერ მოვუგებ, მაგრამ წაგებითაც არ წავაგებ. 7.6.2010 შიმშილობა გამოვაცხადე. არ ვწევარ გარეთ და არ ვარ საჩვენებლად გამოფენილი, უბრალოდ იმათმა იციან ვისაც ეს ეხება. მომავალში არ დაგავიწუდეთ ამაღლებული სადღეგრელოებში “ჩქიმი პაკაზუხა” ადამიანობაზე და საქართველოსა უდიდეს სიყვარულზე საუბარი."
-
გზა რომ გაიარო და მიზანს მიაღწიო სადმე უნდა მიდიოდე. დაუსვით ამ ხელისუფლებას შეკითხვა სად მიდიან დაბა? მეეჭვება ნორმალური პასუხი მიიღოთ. ნუ "ჩქიმი პაკაზუხა" პასუხები იხარე იმდენი იქნება.