Jump to content
Planeta.Ge

babuagiorgi

პლანეტელი
  • პოსტები

    9.597
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    25

ყველა პოსტი babuagiorgi

  1. ნუ რას ეძახი ეხლა შენ სერიოზულს არ ვიცი, მაგრამ საქართველოს ვეტოთი რუსეთი ვერ გაწევრიანდებოდა. აუცილებელია ყველა მონაწილე ქვეყნის ხმა.
  2. სასაცილო ის არის რომ ამერიკის ზეწოლითაა ეს გაკეთებული, თორემ რუსეთთან მოლაპარაკებით რომ იყოს რა უჭირს.
  3. აბაშა ლივერპულის შეხვედრა 20:00 იწყება. ბილეთები გაყიდულია.
  4. მაგას რამე თანმდებობა არ მისცეს ამდენი ხანი? ოჯახით იღწვის და იწვის ის კაცი მანდ.
  5. აი, ხომ ჩამოვახიეთ რუსეთს ფარდა და დავანახეთ მთელ მსოფლიოს? გეილომები მეზობლად გამართლებას უპოვნიან ამ ამბეს
  6. თუ არ ვცდები 2009 წლის მაჩვენებელი იყო. ერთი წლის განმავლობაში 4900 მეტი სასამართლო პროცესი ჩატარდა საქართველოში, აქედან მხოლოდ 4 გამართლების ვერდიქტით დამთავრდა. ფანტასტიკური მონაცემი არა? ან არ მითხრა ეხლა პირველად გესმის სტანდარტული ბრალდება "პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევა"? რომელი მაგალითი მოგიყვანო, კაკაბაძემ რომ ბუშს საღებავით დედა აგინა და კამერით გადაიღო? რა ჩვენება მისცა პატრულმა? წინააღმდეგობა გაუწიაო. მაგრები ხართ რა, ამათ თურმე ფაქტები აკლიათ
  7. ძალთი დაჭერა როგორ გამოიყურება. მიდიხარ და პოლიციას ეხვეწები დამიჭირეთქო, გაზით მომწამლე და დუბინკა ჩამცხეთქო, ასე?
  8. არ არის პასუხიმგებლობა. მოსამრთლეს გადაწყვეტილებაზე უნდა იყოს პასუხისმგებლობა. ეს შეაკავებს ამ ხალხს. ასე აბა როგორ შეიძლება რომ ვიღაცა განაგებდეს ადამიანის ბედს და ამაზე არავითარი პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს დაკისრებული. წარმოიდგინეთ ასეთი მოსამართლე, რომელიც ახალგაზრდა ადამიანს სიცოცხლეს გაუწამებს, ან საერთოდ დაღუპავს და შემგომ ვითომ არაფერი. უნდა იყოს სასამართლო განაჩენზე პასუხისმგებლობა. თუ გასამართლებული როდესმე გამართლდა, მოსამართლემ საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს და ეს დაწყებული ფულადი ჯარიმით დამთავრებული სისხლის სამართლის პასუიხისგებით. ამის მეტი ჩვენ სასამართლო სისტემას არაფერი გაასწორებს.
  9. საქართველოში ალბათ უფრო ციხეში. აბა რატომ არის ეს ხალხი იქ მოხვედრით ასე "მონდომებული"?
  10. ნუ, თუ გავითვალისწინებთ იმ ტემპს, როგორიც საქართველოში აქვთ აღებული, ალბათ მალე მიაღწევთ რეზულტატს
  11. დაჭერები აუცილებლად შეწყდება დასაჭერი არავინ რომ არ დარჩება.
  12. მაგი ვიფიქრე მეც. აგერ ჩემსას მოგცემ. მიეჩვიე ნელ-ნელა
  13. მიშას და შაშკინის სურათები თუ არ არის ჩამოხსენით ვაბშე ყველა დანარჩენი. თეთრი კედლები სჯობია. ევრორემონტი ჰქვია მაგას პ.ს. შენ ვანოს სურათი გიკიდია ოთახში? ხო, რატომ გათიშა ვანომ ორი დღე პლანეტის გლობალი?
  14. მიშას სურათები ჰკიდა სკოლაში? ხო და ეს რომელი რწმენაა გამაგებინე დაბა?
  15. თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ ვისი რა საქმეა რომელი ხატი არის სკოლაში. სწავლობს მანდ მუსლიმანი ბავშვი? კი ბატონო მოიტანოს კორანიდა და დასდოს. ლოცვა უნდა ილოცოს. აქ მართმადიდებლურ ხატებზე კი არ აქვთ შაშკინებს პრობლემა, არამე რწმენაზე. ურქწმუნოს და უჯიშოს ახალ რწმენას ადვილად მიაღებინებ. რომელი რწმენა აწყობთ ეხლა ამთ ალბათ ძნელი მისახვედრი არაა.
  16. "გიხაროდენ სკოლებიდან გააქვთ მართლმადიდებლური ხატები" მიხაილ ილიჩის სურათებს თუ ტოვებენ, მაშინ მშვიდათ ვარ.
  17. აგერ პოლნი გახარებისთვის ეს ფაილებიც აქ მივამაგრო. ჩვენი დიდადი პრეზიდენტის თანმდებობით ასეთი მიღწევები მსოფლიო დემოკრატიას არც კი დასიზმრებიაო. ვენაცვალეო იმ ოპოპარტიებს ვინც ამ საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებში მონაწილეობენო. ჰა, ვინ არის რიგში მისას მომდევნო ჯიბის ოპოზიციონერობისა? rcdel0028 ws1 georgia constitutional reform.pdf rcdel0029 ws1 georgia recentupcoming dem reforms.pdf
  18. საქართველოს განადგურების ფაზაში შევდივართ. მხოლოდ ასეთი დასკვნები არის საკმარისი იმისათვის რომ გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, ამერიკას და რუსეთს ერთი და იგივე მიზანი ჰქონდა და აქვთ. საქართველოსგან მალე ჩმორლანდია დარჩება, ან "კორიდორი". ერთი დიდი დერეფანი ვიქნებით და ეგაა.
  19. საქართველოს შემოარტყით გალავანი და გარედან ციხე მიაწერეთ.
  20. არა. ის რასაც ესენი შეცვლას ეძახიან ამისი ნაცებს არ აშინებთ. ამ კოდექსის მთავარი ბაზისია ამომრჩევლის წინასწარ დარეგისტრირება. ხო და მარო თუ ფულს აიღებს და დარეგისტრირდება ამით რა? ნაცები 2012 წლის არჩევნების მოგებს ოპოზიცია უწყობს ხელს. პრინციპში ნაცებს დიდი რამის შეთავაზებაც არ დასჭირდებათ, იმიტომ რომ ოპოზიციას არ აქვს არაფერი შესათავაზებელი. ადრე ვისაუბრეტ ჩვენ იმაზე, რომ პარტია არ არის 25 დარეგისტრირებული ხალხის ჯგრო არამედ იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის საფუძველზე გაკეთებული შეთავაზება. აქვენ ეს? არა. ნაცებს აქვთ? ექნებათ. მეორე. საარჩევნო გარემოს სამართლიანობა ასე არ გამოიყურება. ის ექსპერტები რომელიც ევროპიდან ჰყავთ მოწვეული, აქ სწყვეტენ მცირე პარტიების დისკრიმინაციას და პოლიტიკის გაბიზნესების პრობლემებს?. არა. უბრალოდ ისმის ხმები, მაგრამ ძვრა არ სჩანს. პოლიტიკა მონოპოლიზირებულია გარკვეულ ხალხის ხელში. როდესაც ერთ აქვს მილიონები და მეორეს 2 კაპიკი, იმ პირველს მოგების შანსი ასჯერ მეტი აქვს. ეს ადარდეთ ევროპაში და ამის გამოსწორებაზე ფიქრობენ. მოკლედ საუბარია მიახლოებით ამაზე: "საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და პოლიტიკის დეკომერციალიზაცია: ა). ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნა; საკანომდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია პოლიტიკის ბიზნესიდან გამიჯნვა. შემოღებულ უნდა იქნას პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მაქსიმუმ 2000 ლარის ოდენობით . შემოწირულობის უფლება აქვს მხოლოდ კერძო პირს. ყოველგავრი სესხისა თუ სხვა სახის ფინანსური საშუალებების მიღება ჩაითვლება საარჩევნო კანონმდებლობის დაღვევად. პარტიების დაფინანსება უნდა იყოს ტრანსპარანტული და კანონით აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო კომპანიის ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნება. ბ). თანასწორუფლებიანი საარჩევნო კომპანიის წარმოება; საარჩევნო კომპანია უნდა ხდებოდეს არა პარტიის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არამედ პარტიის მიერ წარდგენილი პროგრამის მიხედვით. პარტიის პროგრამის ხარისხს არ უნდა განსაზღვრავდეს რეკლამაზე დახრჯული თანხები და წინასწარ მოსყიდული ამომრჩეველი, არამედ მისი შინაარსი. საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის კონტროლი და საბიუჯეტო თანხების საარჩევნო კომპანიაზე დახარჯვა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობას განსაზღვრავს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი არჩევნების პრინციპებს და მცირე ფინანსების მქონე პარტიების თანასწორ კონკურენციის საშუალებებს ზღუდავს. შემოღებულ უნდა იქნას საარჩევნო კომპანიის ხარჯების მაქსიმუმი 3 000 000 ლარის ოდენობით. ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს დათმობილი თანაბარი დრო მედიაში. განსაკუთრებით კერძო მედიაკომპანიებს კანონით დაეკისროს პარტიების რეკლამის თანაბარი რაოდენობით განთავსება. თუ რომელიმე კერო მედია განანათავსებს ერთი პარტიის რეკლამას, ამ შემთხვევაში სხვა პარტიების მიწოდებული რეკლამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ რეკლამის უფასო განთავსება მოუწევთ. კერძო მედიისთვის იქნება შემოღებული პრინციპი, ან არცერთი პარტიის რეკლამა, ან ყველასი თანაბრად. პარტიის რეკლამად განისაზღვრება სარეკლამო კლიპები, ბანერები, ქალაქში ბილბორდები და მედია საშუალებებით რომელიმე პარტიის საქმიანობის გაშუქება. მიღებულ უნდა იქნას კანონი საარჩევნო პროპაგანდის არჩევნებამდე 3 დღით ადრე შეწყვეტის თაობაზე. ეს შეეხება ყველა სახის პროპაგანდას, როგორიცაა საარჩევნო უბნებთან არჩევნების დღეს პარტიის აქტივისტების ყოველგვარი აქტიურობის აკძალვის ჩათვლით. კანონით უნდა აიკრძალოს აღმასრულებელი ხელისუფლების პარტიის წინასაარჩევნო პროპაგანდა. არჩევნებამდე 6 თვით ადრე მედიის საშუალებით ყოველგვარი გაპიარებული ხარიტატიული საქმიანობის რეკლამირება. აღმასრულებელი ხელისუფლების პირს უნდა აეკრძალოს მედიის საშუალებით რომელიმე პარტიის უპირატესობის ღიად დაფიქსირება. საქართველოში პარტიებს შორის კონკურენცია უნდა იყოს თავისუფალი და თანასწორ პირობებში. მცირე ფინასიების მქონე პარტიების ყოველგავრი დისკრიმინაცია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად ჩაითვლება. ასეთი დარღვევა კი იქნება საბაბი იმისა, რომ პარტია ამოღებულ იქნას საარჩევნო სიიდან, ან ასეთი დარღვევებით ჩატარებული არჩევნები გაბათილებულ იქნას აღნიშნული კანონის მიხედვით. "
×
×
  • შექმენი...