"ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება, დღეს ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ ოთევეისა და თავდაცვის სახელმწიფო მდივნის საპარლამენტო მდივან თობიას ელვუდთან. შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე" აწი გვეშველება ინტეგრაციის პროცესი და რეფორმები წარმატებულად გავიარეთ. ახლოს ვართ უკვე. ჰა, ჰა, ჰა საცაა შევათ სადღაც................