"პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს შაშკინი: შესაძლოა, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს შესაძლოა, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. განცხადება ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. “გენინსპექცია დილიდან უკვე არის შესული სკოლაში, სწავლობს სიტუაციას და მათ დასჭირდებათ დაახლოებით 2-3 კვირა, იმისთვის რომ ბოლომდე მიიყვანონ საქმე და გამოაქვეყნონ დასკვნა. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ კონკრეტულ დარღვევებზე, შეიცავს თუ არა ეს დარღვვები სისხლის სამართლის დანაშაულს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ეს დარღვევები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ადმინისტრაციის წევრები თანამდებობიდან გათავისუფლებულიყვნენ. ახლა კი ჩვენ ვსაუობრობთ იმაზე, რომ გამოვავლინოთ სისხლის სამართლებრივი დარღვევები”, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. შეგახსენებთ, რომ 173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2 დეკემბერს სასწავლო პროცესი ჩაშალეს და გაკვეთილებს არ დაესწრნენ. " სოფლის შენებას რა უნდა?