-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეროსიმ მეც მინდაო : http://www.civil.ge/eng/article.php?id=21270 ასეთ ადამიანზეა ნათქვამი-"наглы фраер хуже танка" -
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
:maladec: -
ამერიკელი და თურქი სამშვიდობო ძალები საქართველოში
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თურმე , ხანდახან სასწაულებიც ხდება ...dire' :maladec: :ena: -
ამერიკელი და თურქი სამშვიდობო ძალები საქართველოში
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქართველოს სურს, ევროკავშირის სადამკვირებლო მისიას ამერიკის შეერთებული შტატები შეუერთდეს საქართველოს სურს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიას ამერიკის შეერთებული შტატები შეუერთდეს. ამის შესახებ ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტს~ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა, ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა. თუმცა, გაზეთის ცნობით, ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ საკითხზე „არაოფიციალურ დისკუსიას~ მართავენ, რაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელია. თუმცა, მისივე განმარტებით, ევროკავშირმა „ქართული მხარის დაინტერესება მოისმინა, გადაწყვეტილების მიღება კი დღის წესრიგში არ დგას. ეკა ტყეშელაშვილის განმარტებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აშშ-ს მონაწილეობა რუსეთისთვის რეგიონში ყველა ქმედებას პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან ძვირადღირებულს გახდის. „ეს ძალიან ხელშესაღებ გავლენას იქონიებს. ყოველთვის რთულია იმის განსაზღვრა, რომელ წითელ ხაზთან შეჩერდება რუსეთი, რადგან შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ მან გადააბიჯა ყველა იმ წითელ ხაზს, რომლის წარმოდგენაც კი შევძლებდით“,_აღნიშნავს ეკა ტყეშელაშვილი. ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში ამერიკელების მონაწილეობაზე სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებენ ევროპისა და რუსეთის დედაქალაქებში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხის განხილვა ერთ-ერთი თემა იქნება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის თბილისის ვიზიტის დროს. ევროკავშირმა თავისი სადამკვირებლო მისიის საქართველოში გაგზავნის შესახებ შარშან, აგვისტოს ომის შემდეგ მიიღო. მთელი წლის განმავლობაში ევროკავშირის სამოქალაქო პირებისგან დაკომპლექტებული 246-კაციანი მისია მონიტორინგს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან აწარმოებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ესეც ასე -
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაიხარე, ჩემო ბატონო ძუკუ. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ბრძანებთ -
"შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი ალასანია იქნება, მერი - გაჩეჩილაძე" 09:00 / 22-07-2009 "შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი ალასანია იქნება, მერი - გაჩეჩილაძე" ოპოზიცია კარვების აღებას იწყებს. მიშა "ნაბუკოს" პროექტის ხელმოწერით ამაყობს. გაბრაზებული რუსეთის პრეზიდენტი "დაუბანელ" კოკოითის'' ხვდება. მოკლედ, ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკა უფრო დომინირებს, ვიდრე საშინაო. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციაც აქტიურობს და გაიძახის, კარვებს კი ვიღებთ, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთო. ხალხი კი ამბობს, - ოპოზიციამ ისე გაიმარჯვა, როგორც მიშამ შარშან აგვისტოშიო. მოკლედ, საშინაო და საგარეო ერთმანეთში ისეა გადაჯაჭვული, ვინ არის მართალი, ვინ მოგებული და ვინ - წაგებული, ვერავინ გეტყვის. ამიტომ ვიფიქრეთ, იქნებ ქალურმა ინტუიციამ გვიშველოსო და ინტერვიუსთვის წარსულში კონფლიქტების მოგვარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს და მომავალში წიგნის "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის" ავტორს ლალი მოროშკინას ვესტუმრეთ. საუბრის დასაწყისშივე მან გულისტკივილით გვითხრა, გარედან ვარ ქალი, თორემ შინაგანი სტრუქტურა მამაკაცისა მაქვსო. ჩვენ ერთხელ კიდევ დავაკვირდით ამ ლამაზ ქალს და საეჭვო რომ ვერაფერი შევნიშნეთ, კომპლიმენტში არეული კითხვა დავსვით. "მიშა, გენაცვალე, ჩემს ტანსაცმელზე რომ იყავი ჩაჯინებული, ახლა ვეღარ ხედავ ძვირფას მანქანებსა და ტანსაცმელს შენს თანაგუნდელებში?" - გიყურებთ და მინდა გითხრათ, რომ მშვენივრად გამოიყურებით... - დიდი მადლობა... - ეს მარტო კომპლიმენტისთვის არ მითქვამს, შეკითხვა მაქვს ასეთი, ჯერ ადრე ხომ არ არის მემუარების წერა? - მემუარები შევარდნაძემ დაწერა და მგონი გვიან მოუვიდა! ამიტომ, მე გადავწყვიტე დამეწერა მაშინ, როცა ეს აქტუალურია, რადგან წიგნში მოხსენიებული გმირები რამდენიმე წლის შემდეგ ,"ძლიერნი ამა ქვეყნისანი" აღარ იქნებიან. - ისე, სააკაშვილის პოსტზე ყოფნის მიხედვით თუ წერთ წიგნს, შეგეძლოთ ჯერ არ გეჩქარათ. - არა მხოლოდ სააკაშვილის, წიგნს ჩემი ბავშვობის მიხედვით ვწერ, რომელშიც სააკაშვილიცაა. - ანუ სააკაშვილს ბავშვობიდან იცნობთ? - დიახ, სააკაშვილი და ჩემი პირველი მეუღლე თანაკლასელები იყვნენ. - უკაცრავად, დავაზუსტოთ, რომელი მეუღლე? - ჩემი პირველი მეუღლე. საერთოდ, ჩვენს სკოლას თავის დროზე რამე რომ მოსვლოდა, ამ ქვეყანას არ ეყოლებოდა არც მიხეილ სააკაშვილი, არც ირინა სარიშვილი, არც ლევან თარხნიშვილი, არც ზაქარია ქუცნაშვილი და არც სხვა ბევრი ცნობილი პერსონა!.. ანუ, ჩვენ ყველანი ერთი ინკუბატორიდან ვართ. - მგონი, ამ ინტერვიუს რომ გამოვაქვეყნებთ, თქვენს სკოლასთან კარვები დაიდგმება. - არა მგონია, ყველა, ვინც ეს სკოლა დაამთავრა, კარვული შემოტევების ღირსი იყოს. - თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები? - ვფიქრობ, შემოდგომაზე ხელისუფლებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. პრემიერ-მინისტრად შეიძლება მოგვევლინოს კაცი, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციის დიდი ელექტორატისთვის, ეს იქნება ირაკლი ალასანია. - და თბილისის მერი?.. - ლევან გაჩეჩილაძე! - საშინაო პოლიტიკაც ავაწყვეთ, ახლა საგარეოს მივხედოთ. თქვენი აზრით, ობამა დაუჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას თუ ისე დაუჭერს, როგორც ბუშმა დაუჭირა? - სხვათა შორის, ამერიკელებმა ძალზე კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა პრეზიდენტად ობამა აირჩიეს, და არა ტყვედ ჩავარდნილი მაკკეინი, რომელიც გადატვირთვის ღილაკის მაგივრად ალბათ ბირთვულ ღილაკს დააჭერდა ხელს. თუმცა ობამას ბიოგრაფიას შავი ლაქაა ის, რომ მისი ბაბუა მონათმფლობელი იყო. მხარდაჭერას რაც შეეხება, ალბათ ამერიკის მხრიდან იქნება მხარდაჭერა, მაგრამ უფრო ფრთხილი და გაწონასწორებული... - ალბათ თქვენს წიგნში მიშა ხშირად გყავთ ნახსენები. - საკმაოდ! რამდენიმე ეპიზოდს გეტყვით: ოპოზიციონერ მიშას ჰყავდა ყველაზე დანჯღრეული მანქანა პოლიტიკოსთა შორის, რომელიც ხშირად უფუჭდებოდა და ჩემი მანქანით დავდიოდით ხალხთან შეხვედრებზე. მე ხშირად მეცვა შანელის ძვირად ღირებული ტანსაცმელი და სულ მეუბნებოდა, ეს რა გაცვია, სირცხვილია, ხალხს არაფერი არა აქვსო. ახლა ვეკითხები სააკაშვილს: მიშა, გენაცვალე, ჩემს ტანსაცმელზე რომ იყავი ჩაჯინებული, ახლა ვეღარ ხედავ ძვირფას მანქანებსა და ტანსაცმელს შენს თანაგუნდელებში? - თქვენ იყავით სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კონფლიქტების მოგვარების დარგში, როგორ მოახერხეთ ეს? - საერთოდ, ბევრ თანამდებობაზე მეუბნებოდნენ, შენნაირი კადრი გვინდაო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, მერე მეტყოდნენ, რა ვქნათ, შენ რომ თანამდებობაზე მიგიღოთ, ცოლი არ შეგვიშვებს სახლშიო. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეობას, სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ დღეს მოულოდნელად წავედი ტელევიზიიდან და ეთნიკური უმცირესობის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე. ჩავედი სამცხე-ჯავახეთში, პანკისში, თან ტელევიზია დამყვებოდა. ერთ დღესაც დამირეკა შევარდნაძემ და მითხრა, ამოდი ჩემთანო. - ოოო, შევარდნაძე რომ დარეკავდა, ან ძალიან კარგი იყო, ან ძალიან ცუდი! ასე ახსოვს ხალხს. - ჩემს შემთხვევაში კარგი გამოდგა. პრეზიდენტმა მიყურა, მისმინა და მითხრა, ისეთი სახე გაქვთ, კონფლიქტების მოსაგვარებლად ივარგებთო და მინისტრის მოადგილედ დამნიშნა. ოღონდ დაამატა, ფული არ იშოვო თანამდებობითო. - მერე შეასრულეთ? - დიახ, იმდენად იდიოტი ვარ, შევასრულე. - კოკოითის თუ შეხვდით? - დიახ. - დაუბანელი იყო? - არა, არ იყო დაუბანელი და სხვათა შორის, პირველად პატიმრები მაშინ გამოუშვა. 2001 წელს, მახსოვს, მე ფაქტობრივად მარტო გადავედი ცხინვალში და კოკოითის შევხვდი, იქ იყვნენ ძმები თედეევები და ერთმა თქვა, ხომ არ დავიტოვოთ, კარგი გოგო ჩანსო. 31 წლის ვიყავი მაშინ. - ანუ, 2001-ში 31 წლის იყავით? - დიახ, 31 წლის. - დიდი მადლობა! ახლა კი უკვე ყველა გაიგებს თქვენს ასაკს... ”კვირის პალიტრა”
-
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თბილისში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს~ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ჯოზეფ ბაიდენი თბილისში 16.30 საათისთვის ჩამოფრინდება. საღამოს 20:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში ჯოზეფ ბაიდენისა და მიხეილ სააკაშვილის ვახშამი გაიმართება. შემდეგ კი, იქვე, 21.00 საათზე დაგეგმილია კონცერტი. ვიზიტის მეორე დღეს, 11.00 საათზე, პრეზიდენტის სასახლეში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს შედგება ჯოზეფ ბაიდენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა. ბაიდენი ასევე გეგმავს შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 16.30 საათისთვის კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ეწვევა და დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოვა. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს 23 ივლისს, დაახლოებით, 21.00 საათისათვის დატოვებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მოუწევიათ, მაგრამ ტრუხა...და თან იმდენი, რომ თავადაც "გატრუხავდნენ" :ena: lasha1997
-
ლილიკო, დაჯექი, ორიანი :2kiss: :ena:
-
მსოფლიოში 170 სხვადასხვა რელიგიაა. ყველა მათგანი "ერთადერთსა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
დიდად გმადლობთ, ნამეტურ, რასაკვირველია მაგრამ, ჩემო კარგო, ჩემთვის ნიღაბი არის საშუალება გავექცე გარემომცველი სამყაროს სინამდვილეს და სისასტიკეს, როდესაც ნიღაბი მიკეთია, მსხვერპლი აღარ ვარ -
ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ, ალბათ, პირველ რიგში ჯანმრთელობა-შენი და შენი ახლობლების
-
"საქართველო აღარასოდეს დაბრუნდება შევარდნაძის დროში" კომუნისტები, როგორც ჩუმად წავიდნენ, ხანდახან ისევე ჩუმად მოდიან, ჩემო ბატონო analgin კარგი თემაა :maladec:
-
ო, რა რიგად მეჟრუანტელები, ასეთი ლაღი და ასეთი თავნება :ena:
-
მე არ მაშინებს მიკიბ -მოკი-ბული ბილიკებით რბოლა და საზარელ ცერბერთან თავგადაკლული ბრძოლა :ena:
-
:ena:
-
მზე ჩამცა სხივი, როგორც მახვილი, ამოვიდა მთვარე კვლავ დედისერთა, გესმის Pompiero, ლიცის ძახილი: მას სურს იყოს შენი ბალიში :ena:
-
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი ბატონო :2kiss: :ena: -
ამერიკელი და თურქი სამშვიდობო ძალები საქართველოში
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი ბატონო -
მსოფლიოში 170 სხვადასხვა რელიგიაა. ყველა მათგანი "ერთადერთსა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in რელიგია და ფილოსოფია
მართალი ხარ, მაგრამ მე მინდა კომპლექსის მოხსნა და ვერ ვახერხებ, რამეთუ ადამიანს კომპლექსები მაშინ ეხსნება როცა ბოლომდე ის ხარ რაც სინამდვილეში ხარ და არანაირ ნიღაბს არ ატარებ...მიყვარს ნიღბის ტარება :ena: კომედია დე ლ'არტე -
შენი ცინიზმი სოფისტურია, სოფისტურ ცინიზმს კი , ჩემო კარგო, წერტილი არ გააჩნია
-
მოდერებთან არ ჩანს IP...analgin
-
შენმა ცინიზმა საზღვარ-სამანი არ იცის?