Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. H1N1 ვირუსით საქართველოში უკვე ოთხი ადამიანია ინფიცირებული H1N1, ე.წ ღორის ვირუსით საქართველოში უკვე ოთხი ადამიანია ინფიცირებული. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, კოკა ფრუიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ადრე დაფიქსირებულ ორ შემთხვევას კიდევ ორი დაემატა. საქართველოს მოქალაქეები, ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი ინგლისიდან და ესპანეთიდან შემოვიდნენ. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში დაავადების გადაცემა არ მომხდარა და, ამდენად, გავრცელების საფრთხე ნაკლებია. ორივე მათგანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოკვლეულია მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. სულ დღეისთვის H1N1 ვირუსით საქართველოში ინფიცირებულია ოთხი ადამიანი, სამი ქალი და ერთი ვაჟი. ორი მათგანი ესპანეთში იმყოფებოდა, ორი კი - ინგლისში. A http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ვერ არის კარგი ამბავი
  2. 28 Июля 2009 [13:40] kazakhstan flag astana alma-ata kazahstan Казахстан не предписывает своим гражданам руководствоваться грузинскими законами при въезде в сепаратистские Абхазию и Южную Осетию. Казахстан не предписывает своим гражданам руководствоваться грузинскими законами при въезде в сепаратистские Абхазию и Южную Осетию. Иными словами, граждане Казахстана могут въезжать на оккупированные земли Грузии как угодно, не руководствуясь при этом грузинскими законами. Такой вывод можно сделать со слов пресс-секретаря МИД Казахстана Ильяса Омарова. На вопрос Регнум о том, собирается ли Казахстан, подобно Азербайджану и Белоруссии, вводить ограничения на въезд своих граждан на территорию Южной Осетии и Абхазию через Россию, а не через Грузию, как того требуют грузинские законы, Омаров ответил: "насколько я знаю, у нас никаких ограничений не было. Этот вопрос перед нами никогда остро не стоял, поэтому я затрудняюсь ответить". Напомним, что МИД Азербайджана и МИД Белоруссии строго предписал своим гражданам при посещении Абхазии и Южной Осетии руководствоваться грузинскими законами. http://news.bakililar.az/news_kazaxstan_ra...voim_23864.html ნდაას!
  3. საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე გიორგი ტუღუშის კანდიდატურას ასახელებსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/permalink/105104.html&hd_line=1
  4. შენ თუ გაგისწორდება, მაშინ არც დანიშნული მინდა და არც არჩეული...Democrat
  5. “კულუარებში ხელისუფლების კანდიდატის ორი ვარიანტი განიხილება. ერთი ვერსიით, უმრავლესობა ეკა ხერხეულიძის კანდიდატურას დაასახელებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105074.html მარაზმია
  6. საკმარისია. წყაროს არსებობის შEმთხვევაში თემას გავხსნი, ახლა კი ...
  7. გადასარევი აზრის ვარ, მაგრამ ეს თემაც ყომარდება და ისიც
  8. ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105074.html
  9. • ხელისუფლება ახალ სახალხო დამცველად დავით პაიჭაძეს ამზადებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105074.html
  10. მამაო წრფელო, dire , ხანდახან "ტონკი" იუმორი გაქვს, ოღონდ ხ ა ნ დ ა ხ ა ნ :yes2: :ravic:
  11. ჰაიდი ტალიავინი ხვალ მოსკოვში პრესის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრას გამართავს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  12. წესით და რიგით წყაროს არ არსებობის გამო ამ თემას უნდა ვაყომარებდე, მაგრამ მსგავსი ინფორმაცია მეც მაქვს ...და ასეც რომ არ იყოს განსახილველად საინტერესო თემაა. ასე რომ, "იცოცხლოს"
  13. DATA TUTASXIA ნამდვილად არ გაგიჭირდება აქ კი ფაიზაქღი იაღლიში მომივიდა, ბოდიში :maladec: :
  14. analgin :maladec: კი ბატონო, მაგრამ რატომ? ცუდად ვუძღვებოდი საქმეს? ერთი მიმჩივარი მაინც მაჩვენე, რომელიც ჩემი მოდერობით უკმაყოფილოა? საღოლ!
  15. და რატომ ასე კატეგორიულად? იქნებ გაგერკვიათ მტყუან-მართალი?
  16. http://pic.ipicture.ru/uploads/090728/9I7SK5YJdS.jpg ჯო ბაიდენი საქართველოში 2009 წლის 28 07, სამშაბათი - 02:01 telegraph სარა მარკუსი ჯო ბაიდენი იყო და წავიდა. რა იყო მისი ვიზიტის ყველაზე ხელშესახები შედეგი? ის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მებრძოლ მანიფესტანტენტებს, თბილისის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე განთავსებული კუსტარული საკნები დაატოვებინეს? ისინი იქ სამი თვის განმავლობაში ისხდნენ და იმ დროისთვის წავიდნენ, როდესაც ბაიდენის დაჯავშნული “ჯიპების” ესკორტი რუსთაველის კუთხეში განლაგდა. არსებული ინფორმაციით, როდესაც ხელისუფლებამ მანიფესტანტებს გადაადგილება სთხოვა, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, და განაცხადეს, რომ წასვლას ისედაც აპირებდნენ. მაგრამ საკნების ნარჩენები და აბრა ლოზუნგით “გადადგეს სააკაშვილი” ადგილზე დარჩა და მთელი თავისი დიდებით ბრწყინავდა, როდესაც იქ ესკორტმა ჩაიარა. რა იყო ეს - მთავრობის მიერ ოპოზიციონერებისთვის გადაგდებული ნამცეცი? თუ ისეთი რამ, რისი ჩვენებაც სააკაშვილს ბაიდენისთვის სურდა? “შეხედე ჯო, ეს ქვეყანა ნამდვილად დემოკრატიულია, ჩვენ პროტესტს არავის ვუშლით!” რუსთაველის მოვლენების გარდა, ასეთი კითხვაც არსებობდა - მიიღებდა თუ არა სააკაშვილი ბაიდენისგან იმას, რაც მას სურდა - კონკრეტულად კი საქართველოსთვის ახალი თავდაცვითი შეიარაღების შესაძენად ამერიკული დახმარების დაჩქარებას. (მან ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა აშშ ევროპის სადამკვირვებლო მისიას მიერთებოდა, რომელიც შარშან ომის დროს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას აკვირდება, მაგრამ ევროკავშირმა ეს ესაა განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა შემოდგომამდე არ არსებობს). როგორც ჩანს, იმის გამო, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო, აშშ-ს საჯაროდ არ უთქვამს, რომ საქართველოს ახალი იარაღის მიღებაში დაეხმარება. რუსეთმა, ალბათ მიშას ინტერვიუ ნახა, რომელიც ბაიდენის ვიზიტამდე გამოქვეყნდა და სადაც ის აცხადებს, რომ ბაიდენთან შეხვედრისას ამ საკითხს დააყენებს. რუსეთი განრისხდა და მგრგვინავი განცხადება გააკეთა, სადაც დაემუქრა ყველა ქვეყანას, რომელიც საქართველოს შეაიარაღებს. ბაიდენი ჩამოვიდა, და მოულოდენლად სააკაშვილის სპიკერებმა განაცხადეს, რომ მას შეიარაღების საკითხი ბაიდენთან არ დაუყენებია, ანუ სანაცვლოდ ჩვენ ძალიან დიპლომატიურ ნაბიჯს ვიღებთ - თხოვნა შეიარაღებაზე არ გაკეთებულა, შესაბამისად ის არც არავის უარყვია. მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ აშშ-ს ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღების გზით სვლა არ სურს. მაგრამ ხმაური ჯერ არ დასრულებულა. რუსეთის ელჩმა ნატოში განაცხადა, რომ კრემლი სანქციებს განახორციელებს ნებისმიერი იმ ამერიკული კომპანიის მიმართ, რომელიც საქართველოს იარაღს მიჰყიდის. თბილისში, საქართველოს პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში ბაიდენმა შარშანდელ ომთან დაკავშირებით მკაცრი და ისეთი მკაფიო განცხადება გააკეთა, როგორიც ამ თემაზე ობამასგანაც ჯერ არავის მოუსმენია. აშშ-ში დაბრუნებულს, საქართველოზე ფიქრი აშკარად არ ტოვებდა და Wall Street Journal-ს ინტევრიუ მისცა, სადაც ის კიდევ უფრო დაშორდა რუსეთთან დაკავშირებით მისი ადმინისტრაციის პოზიციას. რუსეთმა განმარტება მოითხოვა და აინტერესებს, იზიარებს კი საერთოდ ვიცე-პრეზიდენტი ობამას მთავრობის ხედვას ურთიერთობების “გადატვირთვაზე”. ბაიდენს, მართლაც აქვს “გულწრფელი” პოლიტიკოსის რეპუტაცია, და ამას ყოველთვის დიპლომატიურად აკეთებს - შესაძლოა ეს ყოველთვის ცუდი სულაც არ არის. ის, რომ რუსეთი ცოტაოდენი მკაცრი საუბრით შეწუხებულია, საქმეს არ ავნებს. შესაძლოა ობამა და ბაიდენი კარგ და ცუდ პოლიციელს თამაშობენ - მედვედევის და პუტინის მსგავსად - თუმცა ამ ორისგან განსხვავებით, ეს თამაში არ არის. ორიგინალი: http://foreignpress.ge
  17. საქართველოს ლიდერი ბაიდენის ვიზიტის დროს პრობლემებს გადაურჩა 2009 წლის 28 07, სამშაბათი - 02:11 http://pic.ipicture.ru/uploads/090728/9I7SK5YJdS.jpg ელენ ბარი როდესაც სასულიერო ორკესტრი შინ დაბრუნდა, ხოლო მუშებმა მთელს ქალაქში მოფრიალე ამერიკული დროშები ჩამოხსნეს, ბევრი რამ გახდა ცხადი: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადარჩა. ანალიტიკოსები ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკურ ნეკროლოგებს წერდნენ; ყოფილი ქვეშემრდომები მისი ადმინისტრაციიდან ოპოზიციაში გადარბოდნენ, დასავლელი მოკავშირეები მას გასულ აგვისტოს რუსეთთან ომის დაწყების გამო ადანაშაულებდნენ, ხოლო რუსი ლიდერები საჯაროდ ემუქრებოდნენ და “პოლიტიკურ გვამს” უწოდებდნენ. კაცი, რომელიც გასულ ოთხშაბათს ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხვდებოდა, შეშფოთებული ჩანდა. სააკაშვილი მეგობრული ინტონაციის ზღვარს სცდებოდა და დაჟინებით ცდილობდა მხარდაჭერა მოეძია. ბანკეტის მსვლოლობისას თავის სტუმრებს განუცხადა - “საქართველოში უფასო სადილი არ არსებობს”. თავიდან, როდესაც სააკაშვილი ბაიდენს შეეგება: “ჩემო, ძვირფასო, ჯო”, ხოლო ბაიდენმა ოფიციალურად უპასუხა “მისტერ პრეზიდენტ” - გაურკვეველი ჩანდა, როგორი იქნებოდა ამერიკის რეაქცია. მაგრამ აშკარაა, რომ სააკაშვილმა ის სიგნალი მიიღო, რომელიც სჭირდებოდა. ბაიდენს სააკაშვილი არ აგაუკრიტიკებია, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ; პირიქით, მან თავისი რისხვა რუსეთისკენ მიმართა. პარასკევს, პოლიციამ ჩუმად აალაგა იმიტირებული ციხის საკნები, რომლებიც ოთხი თვის წინ დაალაგეს მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერები პორობას სდებდნენ, რომ ქუჩებს მანამდე არ დატოვებდნენ, სანამ სააკაშვილი არ გადადგებოდა. ახლა უკვე ნათელია, რომ თუ რაიმე ექსტრაორდინარული არ მოხდა, ის თავის ვადას დაასრულებს. “ეს სხვა არაფერია, თუ არა სასწაული” ამბობს ლოურენს სკოტ შითსი, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროგრამის დირექტორი, რომელიც კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხებზე მუშაობს. “გუდინის უნარები აქვს. ძალიან ბევრ პოლიტიკოსი მის ადგილზე ფარ-ხმალს დაყრიდა. მან კი უბრალოდ თქვა - არა”. და მართლაც სააკაშვილმა შეცდომების გამოსწორების აღსანიშნავი უნარი გამოავლინა. ორი წლის წინ, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა და 500-მდე ადამიანი დაჭრა, მისი პოპულარობა მკვეთრად დაეცა. დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, სამთავრობო ჯარი დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში შევიდა და მისი მაუწყებლობა გამორთო. სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ მან პრო-რუსული შეთქმულება აღკვეთა, მაგრამ მისი, როგორც რეფოტმატორის იმიჯი, შეირყა. იმჯერად სააკაშვილი სარისკო ტაქტიტურმა სვლამ იხსნა: მან გადადგომა და ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ხმების 52%, მეორე ტურის თავიდან ასაცილებლად საჭირო ხმები, ძლივს მოაგროვა. მაგრამ ეს ბევრად მცირე მაჩვენებელი იყო, ვიდრე 96 პროცენტი, რომელიც მან 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოიპოვა. სწორედ ამ რევოლუციამ მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში. არჩევნების სარისკო თამაშიდან თავი ახლად დაღწეული ჰქონდა, როდესაც სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის კერამ იფეთქა. რუსეთმა საქართველოს ჯარი სულ რაღაც რამდენიმე დღეში უკუაგდო, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლი დაამყარა და თავისი ურთიერთობა დასავლეთთან ცივი ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის თქმით, მას სხვა გზა, გარდა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ დედაქალაქზე, ცხინვალზე შეტევისა, არ დარჩენოდა, კრიტიკოსები აცხადებდენენ, რომ მან საქართველო უსარგებლო და დამღუპველ ომში შეიყვანა. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ დასავლეთ ევროპის მხარდაჭერას კარგავს, ამბობს ალექსანდრე რარი, რუსეთის სპეციალისტი გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოდან. “მე მახსოვს როგორ დაიდოდა ის ქვეყნიდან ქვეყანაში, ითხოვდა ფულს, ნატოში გაწევრიანებას” - ამბობს რარი - “ის მთელს მსოფლიოს უვლიდა. ამ ომის შემდეგ არც ერთ დასავლურ დედაქალაქში არ ჩასულა. ლატვიაში დადის, ლიტვაში. დასავლეთში აღარ მიდის, რადგან იცის, იქ ის სასურველი სტუმარი არ არის”. თითქმის იმავე წამში, პოლიტიკოსებმა მისი ადგილის დასაკავებლად მზადება დაიწყეს. ნინო ბურჯანაძე, “ვარდების რევოლუციისას”, სააკაშვილის პარტნიორი, ოქტომბერში ომის სასტიკი კრიტიკით გამოვიდა; დეკემბერში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ალასანიამ თავისი თანამდებობა დატოვა. ორივე, 10 ოპოზიციური პარტიის ხალხმრავალ ჯგუფს შეუერთდა. “ოპოზიციის ყველა ლიდერმა მოახერხა გასულ წელს ვაშინგტონში ჩასვლა” - ამბობს ნიკოლაი ზლობინი, ვაშინგტონის თავდაცვის საინფორმაციო ცენტრის ანალიტიკოსი - “ყველა ამბობდა, “მე ვარ ის ბიჭი, მე ვარ ის გოგო, მე დავძლევ, მხოლოდ მომეხმარეთ”. ვაშინგტონი საკმაოდ გააოცა საქართველოს ოპოზიციის პარადმა”. მაგრამ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა, იმის მსგავსმა, რომელმაც ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებიდან მოიცილა და მის ნაცვლად სააკაშვილი მოიყვანა, რამდენიმე კვირაში იკლო. ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს და ტაქტიკასთან დაკავშირებით გახლეჩილია, ხოლო ხელისუფლებამ ფრთხილობს და ცდილობს 7 ნოემბრის შეცდომები აღარ გაიმეოროს. ბაიდენის ჩამოსვლის მომენტისათვის მოძრაობა განილია და პარლამენტის წინ ერთი მუჭა საკნებიღა დარჩა. მერე კი ისინიც გაქრა. “ზოგიერთმა ეს შეიძლება დამთხვევად მიიჩნიოს, მაგრამ ამ ვიზიტმა პოლიტიკური ციკლი დაასრულა” - ამბობს გია ნოდია - საქართველოს პოლიტიკის წამყვანი ანალიტიკოსი - “იმიტირებული ციხის საკნები მისი ჩამოსვლის დღეს გაქრა. ასე რომ ეს ციკლის დასასრულია”. ბაიდენის ვიზიტმა 2005 წლის ნოსტალგიური მოგონებები გამოაცოცხლა, როდესაც საქართველოზე შეყვარებული, ჯორჯ ბუში ქართული ხალხური მუსიკის ჰანგზე ცეკვავდა და ადამიანთა მასას მიმართვადა: “საქართველოს გაუმარჯოს”. სააკაშვილის ადმინისტრაციის წევრებმა ბაიდენს დაუგეგმავ ღონისძიებაში მიაღებინეს მონაწილოება, იმ იმედით, რომ აქ პიროვნული სითბოს ჩამოგდებას შესძლებდნენ. მათ თავისას სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ბავშვებთან არაოფიციალურ შეხვედრაზე მიაღწიეს. ბაიდენის თავშეკავება გალხვა. ის რუსეთზე რისხვით, პრიდაპირი ტექსტით ალაპარაკდა. ამერიკაში დაბრუნებულმა ბაიდენმა Wall Street Journal-ს რუსეთზე ძალიან კრიტიკული ინტერვიუ მისცა, ინტერვიუ, რომელმაც რუსეთის ოფიციალური პირები აღაშფოთა, ქართველები, კი გაახარა. ყველა, ვინც ბაიდენისგან სააკაშვილის კრიტიკას, ზაფხულის პროტესტში ახალი ენერგიის შთაბერვას ელოდა, იმედგაცრუებული დარჩა. “საქართველოში ყველა ელოდა, რომ ამერიკა ახალ მეფის შექმნას შეეცდებოდა” - ამბობს კახა კაციტაძე, სამხედრო ექსპერტი, რომელიც ოპოზიციურ პარტიასთან “ახალ მემერჯვენეებთანაა დაკავშირებული - “ის, რაც მან გააკეთა, ბევრად უკეთესია. ახლა ყველა ქართველმა იცის, რომ ჩვენი ბედი ჩვენივე პასუხისმგებლობის საკითხია”. აღშფოთება, რომელიც გასულ გაზაფხულს გამოჩნდა, არსად წასულა, გვარფთხილებს ნოდია. მაგრამ პოლიტიკური მნიშვნელოვნების ცენტრი მერის არჩევნებზე გადავიდა. სააკაშვილმა ეს არჩევნები ოქტომბრიდან მაისში გადმოიტანა. ეს იმ რეფორმების პაკეტის ნაწილია, რომელმაც ოპოზიცია უნდა დაამშვიდოს. ყველა თბილისში, ანტისამთავრობო ოპოზიციის გულში, არჩევნებს ელოდება, როგორც იმის ინდიკატორს, თუ ვინ შეცვლის სააკაშვილს 2013 წელს, მისი ვადის დასრულების შემდეგ. ვერც იმას ვიტყვით, რომ სააკაშვილის პრობლემები დასრულდა. ვაშინგტონის მიერ ომის შემდეგ დაპირებული $1 მილიარდი, უკვე დახარჯული, ან განაწილებულია, უმუშევრობის დონემ კი 17%-ს მიაღწია. 43 წლის ნუგზარ ზურაშვილმა, რომელიც რუსთაველის განზირზე ქამრებს ყიდის, თავლები გადაატრიალა, როდესაც კითხვა დავუსვით, თუ რა გავლენა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკაზე ბაიდენის ვიზიტს. ის ამბობს, რომ სააკაშვილმა დასავლეთს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს და იწყებს ჩივილს ჯანდაცვასა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის მაღალ ფასებზე. “თუ გადარჩენა უნდა, უბრალო ხალხს უნდა მიაქციოს ყურადღება” - ამბობს ზურაშვილი - “მას ოთხი წელი აქვს გადასარჩენად”. ორიგინალი http://foreignpress.ge
  18. ზუგდიდელი ხარ და არ იცი, რომ კახა მიქაია წლების განმავლობაში იჯდა წამალზე? თუ შენთვის მისაღებია მორფინისტი, რომელსაც პოლიტიკური ამბიცია აქვს? ზუგდიდელი ხარ და არ იცი, რომ კახა მიქაიას ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდა? თუ შენთვის მისაღებია გარეკილი, რომელსაც პოლიტიკური ამბიცია აქვს? არა ხარ შენ ზუგდიდელი
  19. გრძელი ისტორიაა. შევხვდებით, ალბათ, როდესმე ერთმანეთს და მოგიყვები.
  20. რაც შენ იგულისხმე ის ნაღდი არა... სამი ბიჭის მამაა . სხვა კონტექსტში ვთქვი
×
×
  • შექმენი...