ნიკოლა სარკოზი - საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი უცვლელია საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი უცვლელია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ასტანაში ვიზიტისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ ყაზახი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ~აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამ გადაწყვეტილებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რჩება. საფრანგეთისა და ევროკავშირის პოზიცია უცვლელია. მოხარული ვარ, რომ ამავე მოსაზრებას ყაზახეთიც იზიარებს~ - აღნიშნა სარკოზიმ. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება, რომელმაც კონკრეტული შედეგი უკვე მოიტანა. მაგალითად კი ნიკოლა სარკოზიმ ინციდენტების პრევენციის სპეციალური მექანიზმის შექმნა მოიყვანა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1