Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ნინო ცეცხლი ზედ გულზე მაქვს დახლილი და ძალიან გთხოვ არ ჩააქრო, თორემ ვერ გადავრჩები იცოდე
  2. ტატtat შეიძლება კაცმა ქალში (ან ქალმა-კაცში), ისეთი შტრიხი დაიჭიროს და მოეწონოს, რომელიც სხვების მიერ აღქმულია როგორც სიმახინჯე.
  3. მიხეილ სააკაშვილი - "ვარდების რევოლუცია" საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ისტორია ვარდების რევოლუციით არ დაწყებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა ~ვარდების რევოლუცია~ მნიშვნელოვანი ეტაპია. პრეზიდენტის განცხადებით, 6 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა იმ პროცესის ნაწილი გამხდარიყო, რომელიც ევროპაში 1989 წელს დაიწყო, რათა ქვეყანა გამხდარიყო თანამედროვე ევროპული პროცესების ნაწილი. მან იმედი გამოთქვა, რომ ისევე დიდი შედეგებით დასრულდება ~ვარდების რევოლუცია~, როგორი დიდი იმედებითაც დაიწყო. ~ეს იყო ქართველთა ევროპული ფასეულობების ნამდვილი ტრიუმფი. ეს იყო არა მხოლოდ ცალკე აღებული მოვლენა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების დასაბამი, რომელიც რეალურად მიმდინარეობს ჩვენ ქვეყნაში~, - განაცხადა პრეზიდენტმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  4. ორი წელია ვამბობ , რომ პრიმაკოვის და რუსეთის კაცია-თქო გუბაზა...და ეს მართლა ასეა, ჩემო დიტო. ასე რომ, რუსეთის შნირის პოზიცია ვერასდროს და არასდროს არ იქნება ჩემთვის "სამაგალითო"
  5. წაკითხული მაქვს ბატონო. ეს შენი აზრით. ხოლო, ჩემი აზრით, იჩუტება და თავის წიაღში დაგროვილ ბოღმას , ზიზღს და შხამს ანთხევს
  6. ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117653.html
  7. გუბაზ სანიკიძე - “ჩვენი არ არის ეს ქვეყანა და რატომ უნდა იომოს ქართველმა კაცმა რუსის წინააღმდეგ?” “პუტინის მიერ სადღეგრძელოში ნათქვამ სიტყვებთან დაკავშირებით ქართველ ხალხში არის ძალიან პოზიტიური განწყობა. ეს ასეა და თავი არავინ მოიტყუოს! პუტინის ამ სიტყვების შემდეგ გაჩნდა “პერსპექტივა”, რომ შესაძლებელია, რუსეთი საქართველოს გამთლიანებაზე წამოვიდეს, ოღონდ გარკვეული დათქმებით. რა არის ეს დათქმები, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინის ნათქვამი ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური მესიჯი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. პუტინის ამ სიტყვებით პოლიტიკური ინიციატივა რუსებმა აიღეს ხელში. ახლა ჩვენი ხელისუფლება ძალიან გაურკვეველ ვითარებაშია”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: პუტინის ნათქვამ სადღეგრძელოსთან დაკავშირებით ქართველ საზოგადოებაში არის ძალიან პოზიტიური განწყობა! ცოტა ხანში ვნახავთ, მუხის კომბალი აჯობებს თუ მერაბიშვილის ხელკეტი! “მე ღიად ვამბობ და თუ გინდათ, ეს ზოგმა რჩევად ჩათვალოს და ზოგმა გაფრთხილებად: ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დღეს არის ანტიდასავლურად განწყობილი! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აგვისტოს ომის დროს ერთი ქართველი არ დათვრა და ქვა არ ესროლა რუსის ტანკს! ეს მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და ახალი ომი თუ დაიწყო, ქართველი ხალხი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს! დიახ! თავის ქვეყნის დაცვაში ჩვენი ხალხი მონაწილეობას არ მიიღებს! http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117653.html ლიცემერი: მოკლედ, ლუსტრაციის კანონის მიღება აღარ არის საჭირო...ისედაც "გაიასნდა" ყველაფერი. ასე რომ, YYYგყყყხრეფჰ-განმარტება იხ. გრეჩიხას ლექსიკონში უზერებო, თქვენი აზრით, საქართველოს გადარჩენა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლაშია? და კიდევ ერთი კითხვა: პუტინის "სადღერგძელოს" როგორი ინტერპრეტაცია მიეცით?
  8. ტატtat შენი აზრით, მურტაზოიდული კოეფიციენტი ქალებში არ არსებობს ?
  9. ტატtat ფაქტის კონსტატაცია როდის აქეთ გახდა "უჯასი"?
  10. ტატtat ჩემი მოგონილი არ არის: "კაცი და ძაღლი ერთია"-ო, - ჰოდა არის ამ გამონათქვამში სიმართლის მარცვალი :yes2:
  11. ტატtat სიმთვრალის ხარისხს გააჩნია
  12. ტატtat წამებულის კი არა, არამედ წმინდა მურტაზოიდის გვირგვზე მაქვს პრეტენზია
  13. შალვა ნათელაშვილი: "სააკაშვილმა დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველო სამ ნაწილად დაშალა, დარჩენილი ტერიტორია კი კოლონიად გადააქცია" 14:27 - 23.11.2009 "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, 2003 წლის "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე, საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ტერიტორიული ვითარება კატასტროფამდეა მისული, რაც მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის დამსახურებაა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანაშაულებრივი პოლიტიკით საქართველოს სახელმწიფო სამ ნაწილად დაშალა, დარჩენილი ტერიტორია კი კოლონიად გადააქცია. "6 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა სახელისუფლებო კორუმპირებული ძალების და უცხოური ცენტრების დამხარებით, მასობრივი ფსიქოზისა და წმინდა გიორგობის ამაღლებული დღესასწაულის ანტიქრისტიანულად გამოყენებით, ძალადობრივი ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა. მიითვისა ძალაუფლება, რასაც დიქტატის, ძალადობის, რეპრესიების უსასტიკესი მეთოდების, არჩევნების მასობრივი ფალსიფიცირების, ბიზნესისა და მედიის დატყვევება-დაკაბალების საშუალებით ინარჩუნებს", - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა და მსოფლიო თანამეგობრობას რეჟიმზე ზეწოლის ბერკეტების გაძლიერებისაკენ მოუწოდა. "ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას, გააძლიეროს ზეწოლის ბერკეტები, რათა სააკაშვილის რეჟიმმა სისხლისღვრის გარეშე დათმოს უზურპირებული ხელისუფლება". "ლეიბორისტულ" პარტიაში დღეს ჟურნალისტებს 2003 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებული პრეკონფერენციების საარქივო ვიდეომასალა წარუდგინეს, სადაც შალვა ნათელაშვილი მოსალოდნელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ საფრთხეებზე საუბრობს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...99&Itemid=1
  14. babuagiorgi დალოცვილი კლასიკოსები არასდროს ბერდებიან და "ცვდებიან"
×
×
  • შექმენი...