-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა კაცს ის სულელი, ჰგონია!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
gurulo9 ეჰ, ასეა ეს, სიკვდილი არ დაახანებს, თუ წინააღმდეგი წახვალ დინების, ახლა "პლანეტაზე" უაზროდ ვპოსტავ, ვიცინი, ვტირი და ვიგინები -
Private Nodari მშვენიერია gurulo9 ჰეი, gurulo, ჰეი, სასახელო ქალო, ედიკას შემდეგ, ფრთები დაგეწვათ, როგორც იკაროსს, სადღაა გურული, იგი ძველი, რომ დააფასონ და შეიყვარონ
-
"პირველი კავკასიური არხი" - რუსეთის ტელევიზიების საპირწონე?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ წინ რა დაუდგება, შენ ხომ იცი, რომ სისულელების კეთებაში მიშას ტოლი არა ჰყავს -
gurulo9 მე იქნება სულელი ვარ, შეშლილი ვარ, გიჟი ვარ და შენზე ოცნება ნარკოტიკივით მამშვიდებს და მაწყნარებს, თითქოს სულაც არ მოგწონდე , თავი ისე გიჭირავს, მაგრამ აბა gurulo, კახელს რას გამოაპარებ? პ.ს. კახელი ვარ იმერული გვარით
-
ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა კაცს ის სულელი, ჰგონია!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
gurulo9 სულს ღაფავს ბეჩავი? -
"პირველი კავკასიური არხი" - რუსეთის ტელევიზიების საპირწონე?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ საინფორმაციო ომი წინააღმდეგი არც მე ვარ, ჩემო მიშა , მაგრამ ამით, რომ უკიდურესად გავაღიზიანებთ დათვს ფაქტია. მერე კი რუსეთს შეიძლება "ტვინში რაღაც გადაუბრუნდეს" და... -
NERVOSA :maladec:
-
14:13 / 08-12-2009 "პირველი კავკასიური არხი" - რუსეთის ტელევიზიების საპირწონე? Der Tagesspiegel საქართველო და რუსეთი ერთმანეთს აღარ ეომებიან, თუმცა საინფორმაციო ომის მასშტაბები იზრდება. ახალი წლიდან საქართველოს დედაქალაქში ახალი სატელევიზიო სადგური "პირველი კავკასიური არხი" ამოქმედდება. საქმე ის არის, რომ "პირველი კავკასიური" რუსულენოვანი არხია და თანამგზავრის საშუალებით მისი სიგნალი გავრცელდება რუსეთის ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებზე: ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და ასევე ჩრდილოეთ ოსეთში. "თუმცა ცხადია თუ როგორ წარმოაჩენს არხი რუსეთს: ბოლოს და ბოლოს, საქართველო გვადანაშაულებს, რომ ჩვენ მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "ჩამოვაშორეთ", წერს გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი". პოლიტოლოგ სერგეი მაკედონოვისთვის ყველაფერი ცხადია: "თბილისს იმის დემონსტრირება სურს, რომ მას მოსკოვთან ბრძოლა არ შეუწყვეტია და საინფორმაციო ომს განაგრძობს". კრემლისთვის კრიტიკულ არხს ჩრდილიოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. რუსეთის ამ რეგიონში, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, მოსკოვის ერთგული ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციურ მოძრაობას და საინფორმაციო საშუალებებს ახშობს. გია ჭანტურია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, რომელსაც ეს არხი ეკუთვნის არ მალავს, რომ რუსეთის ტელევიზიების საპირწონე არხის შექმნის იდეა აჯანყებული სამხრეთ ოსეთის გამო წაგებული ომის შემდეგ წარმოიქმნა. სამხრეთ ოსეთის გარშემო გაჩაღებული 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს საზღვარი დახურულია, დიპლომატიური ურთიერთობები - შეწყვეტილი. მაშინ, თბილისმა საქართველოში რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობაც შეწყვიტა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსული საინფორმაციო საშუალებების გავრცელების დიაპაზონი კავკასიაში მაინც დიდია, საქართველოს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა სურს და ხსნის არხს, რომელიც ცხადია, რომ უშუალოდ კრემლს გააკრიტიკებს. ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ალა დუდაევა და ოლეგ პანფილოვი ტელევიზიაში საკუთარ გადაცემებს წაიყვანენ. დუდაევა - ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯოხარ დუდადევის მეუღლეა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პრეზიდენტად აირჩიეს და 1996 წელს სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა. მისი ქვრივი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ემიგრაციიდან იბრძვის. კრემლის მიმართ არანაკლებ კრიტიკულია ოლეგ პანფილოვიც. მოსკოვში ის არასამთავრობო ორგანიზაციის "ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი" -ს დირექტორი იყო, რომელიც რუსეთში პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე მონიტორინგს ატარებდა. 2008 წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ახლახანს საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. განსაკუთრებით საინტერესოა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ახალ არხს. ტელევიზიის დირექტორი ამტკიცებს, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მაგრამ საქართველოს ბიუჯეტში 2010 წელს მედიის მხარდაჭერისთვის იგივე თანხაა გათვალისწინებული, რაც 2009 წელს, და ის განკუთვნილია ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსის civil.ge -ს დაფინანსებისთვის. ამის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ტელევიზიისთვის საჭირო თანხას რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გაიღებს, ის რუხი კარდინალი, რომელსაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ, კრემლის წინააღმდეგ ლონდონური ემიგრაციიდან იბრძვის. არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, რომ სექტემბერში ბერეზოვსკი საქართველოს სტუმრობდა, ამბობს ოპოზიციური პოლიტიკოსი ეროსი კიწმარიშვილი. ბერეზოვსკი ამ არხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს. მორიც გატმანი ForeignPress ლიცემერი: რავი, ჩემი აზრით, ცეცხლს ვეთამაშებით-თქვენი?
-
ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა კაცს ის სულელი, ჰგონია!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
gurulo9 გაგიცრუვდა, მაგრამ ცოცხალია, არა? -
T_A_T გენიალურია!!! მართლა მომეწონა პოსტი :tashi: :2kiss:
-
gadya ჰეი, მასე სად არის. სიყვარული არც მოსვლას გეკითხება და არც წასვლას
-
კაცების რა მოგახსენე, მაგრამ ქალები კიიიიიიიიიიიი
-
gadya ჩემს წრეში ა რ ა
-
გამორიცხულია
-
NERVOSA gurulo9 მომწონხარ და მწამხარ ძლიერ, რა შემიცვლის რწმენას აწი, პოსტებზე ვცნობ ცუდს და ცბიერს, მეშინია "კარგი" ქალის
-
“გვარამია მინისტრობიდან თეა თუთბერიძის გამო მოხსნეს?”
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko :ravic: -
კი ბატონო, მაგრამ რაც აქვთ ჩვენს დასაჩოქებლად საკმარისზე გაცილებით მეტია
-
“გვარამია მინისტრობიდან თეა თუთბერიძის გამო მოხსნეს?” “ჯერ გვარამიას დანიშვნა რა იყო განათლების მინისტრად და ახლა კიდევ შაშკინის. სხვა თემაა, განათლებას ვერც ერთს რომ ვერ დაუწუნებს ადამიანი, მაგრამ იყო განათლებული, არ ნიშნავს, გამოდგე განათლების მინისტრად. ახლა მთავარია, ვინ შეცვლის შაშკინს, თორემ გვარამიას ბედი გადაწყვეტილია - ამაზე “ალია” ჯერ კიდევ ორი თვის წინ წერდა, ამერიკაში უშვებენ სასწავლებლადო, არადა სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს მომავალ თაობას მოძღვრავდა სამინისტროდან. ამაზე მეტი რა უნდა ისწავლოს ნეტავ? აქ მთავარი კიდევ ერთი თემაა - რატომ მოიძულეს გვარამია და რატომ არ დანიშნეს შაშკინი პრემიერად?” - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით გვარამია მინისტრობიდან თეა თუთბერიძის გამო მოხსნეს? “გვარამია, როგორც ამბობენ, არასდროს ყოფილა ყურმოჭრილი ნაციონალი, ეს თვისება მან მას შემდეგ გამოავლინა, რაც ბადრი პეტარკაციშვილის წინააღმდეგ ვანო მერაბიშვილის გაკეთებულ ფილმში გამოჩნდა. მშობლიური პარტიის წინააღმდეგ რამდენიმე საერთო ნაცნობთან გვარამიამ დაიწუწუნა კიდეც - ძალიან მიჰქარავენ, ეს რეებს აკეთებენო. მაგრამ მიშას წესად აქვს ასეთი რამ - როცა ვიღაცას პრესა მიადგება, ამუხრუჭებს... ჰოდა, რამდენჯერმე დაამუხრუჭა გვარამიას შემთხვევაშიცო - ასე გვეუბნება წყარო. მეტიც, ახლა საბოლოო განხეთქილება “ნაცსასტავსა” და გვარამიას შორის თეა თუთბერიძეს მოჰყვა თურმე. ცოტა უფრო ადრე კი ბოლო “პაპიტკა” მას შემდეგ მისცეს, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსობიდან გაუშვეს და ორკვირიანი იძულებითი შვებულების შემდეგ ისევ დააბრუნეს “პირად შემადგენლობაში”, ეგრევე განათლების მინისტრად დასვეს და დავალებებიც მისცეს, მაგრამ მაინც ვერ გასწვდა, როგორც ჩანს, ნაციონალური ზრახვების სიგრძე-სიგანეს...” - წერს სტატიის ავტორი. “გვარამია თუთბერიძის წინააღმდეგ გამოვიდა, პატრიარქზე როგორ შეიძლება თქვა ის, რასაც ეს გოგო ამბობსო. ვიღაცამ - როგორც წყარო გვეუბნება - და ეს ვიღაც “თავისუფლების ინსტიტუტიდანაა”, “ზემოთ” მიიტანა ამბავი, გვარამია რაღაც ცუდად “უბერავსო”. ჰოდა, მიშამ, როგორც ჩანს, დაგროვილი ბოღმა ამოანთხია, ისედაც უპირებს მინისტრთა კაბინეტს შეცვლას და “პირველი მერცხალი” გვარამია აღმოჩნდა. იგივე წყაროს ინფორმაციით, გვარამია ზურაბ ადეიშვილის კადრია. მის ამერიკაში “სასწავლებლად” წასვლას წყარო პირდაპირ უკავშირებს ადეიშვილის პოლიტსარბიელიდან მოსალოდნელ გაქრობას და კიდევ ერთი - გვარამია ვანო მერაბიშვილს ღიად დაუპირისპირდა მას შემდეგ, რამ მერაბიშვილმა მასწავლებლებს “პასტები” და რაღაც ჩამონათვალი გაუგზავნა, შეავსეთ, “ვინ გაწუხებთ” და მე დავიჭერო. სწორედ მაშინ თქვა გვარამიამ, არც ერთი მასწავლებელი ამას არ შეავსებსო. ჰოდა, თუ ეს ასეა, გამოდის, ვანომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, ოღონდ ადეიშვილთან...” - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “ვარაუდობენ, რომ შაშკინის ადგილს ბაჩო ახალაია დაიკავებს. ახალაიას ფენიქსივით ისევ “ციხეების ნაჩალნიკად” აღდგენას “ალიას” წყარო პირდაპირ უკავშირებს თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნის გამო ატეხილ აჟიოტაჟს. თავდაცვის მინისტრის რანგში ბაჩო ახალაიას გამოჩენა ერთგვარი სიურპრიზი არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური სპექტრისთვის, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვისაც არასასიამოვნო მოულოდნელობად იქცა. ამბობენ, რომ ეს “პოლიტიკური უხერხულობა” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას აქტურობით როგორღაც განიმუხტა. ამ ბოლო პერიოდში ახალაია ხშირად დადის საზღვარგარეთ, ხშირად ხვდება სამხედრო ჩინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველასთვის მისაღებია. წყარო აცხადებს, რომ სწორედ ამერიკელების კეთილგანწყობის დასაბრუნებლად აცილებენ ახალაიას თავდაცვას”, - განაგრძობს სტატიის ავტორი. “მაგრამ არის ერთი “მაგრამ”. არც ერთ ქვეყანაში ასე ხშირად არ ცვლიან თავდაცვის მინისტრებს, ეს მიუღებელიც კია. საქართველოს ვარდყვავილოვან სინამდვილეში მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილმა გაძლო მინისტრად ორი წელი, სხვა მინისტრები 6 თვიდან 9 თვემდე იკავებდნენ ამ პოსტს. ახალაია ყველაზე ხანმოკლე პერიოდის მინისტრი იქნება თავდაცვაში, თუ რა თქმა უნდა, მას იქაურობას მოაშორებენ. და კიდევ ერთი, ახალაიას ციხეებში შესაძლო დაბრუნების მიზეზად იმასაც ასახელებენ, რომ შაშკინმა ვერ გაქაჩა. ახალაია ძალის დემონსტრირების ბიჭია და ეს ძალა სჭირდება სწორედ ახლა მიშას სასჯელაღსრულებაში. მით უმეტეს, რომ იქ მოსალოდნელ საყოველთაო შიმშილობის აქციებსა და ბუნტზე უკვე კარგა ხანია საუბრობენ...” - დასძენს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/119259.html ლიცემერი: თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვგრძნობ , რომ ღირსეულ ადამიანთა სიმცირე ამძაფრებს უღირსთა მიერ შექმნილ სიცარიელეს. რაც შეეხება სტატიას. ჩემი აზრით, ჟურნალისტი "ცვეტში" ბაზრობს-თქვენი?
-
prologic რატომ არის სწორი გადაწყვეტილება? გამარჯობა :maladec:
-
ძუკუ მეც მანდ ვარ ბატონო მიშა და ვერ გამიგია თბილისზე რატომ კეთდება აქცენტი
-
პატრიარქის პასუხი "ნაფტას და კამპანიას"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio იგავებით კი ბატონო, მაგრამ არა "ნამიოკებით" :ravic: -
jondi_bagaturia ხომ იცით რომ ეს ფანტასმაგორიაა?
-
ჩვენებს რომ არ აქვთ ვიცი, სამაგიეროდ რუსებს აქვთ ზომაზე დიიიიდი ტაკო
-
08:20 / 08-12-2009 თავდაცვის ეპიცენტრი დედაქალაქი იქნება 4 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაში, მე-4 ქვეითი ბრიგადის დისლოკაციის მეზობლად ახალი კეთილმოწყობილი მინიბაზა გახსნა, რომელშიც პირველი საარტილერიო ბრიგადა განთავსდება.ერთი-ორი კვირით ადრე თბილისის ახლოს, პირველი ქვეითი ბრიგადის ბატალიონებიც გადანაწილდნენ. საგულისხმოა, რომ პირველი ქვეითი, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადები მანამდე შესაბამისად გორის მახლობლად, საავტომობილო ტრასასთან და შიგ გორში იყვნენ დისლოცირებულნი. პირველი ქვეითი ბრიგადის ყოფილი დისლოკაციის ადგილზე ფონიჭალიდან თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გადაინაცვლა, ხოლო გორში არტილერისტების ნაცვლად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მე-5 ქვეითი ბრიგადის დანაყოფები დაიდებენ ბინას. პირველი ქვეითი ბრიგადა, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შედარებით უკეთ მომზადებულად და ბრძოლისუნარიანად ითვლება. ქართული არმიის მთავარი დასაყრდენი სამხედრო შენაერთების თბილისისკენ გადმოსროლა ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება რუსეთის შესაძლო მორიგი სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის ეპიცენტრად დედაქალაქს - თბილისს მიიჩნევს. რაგინდ ძნელად მისაღები უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, მით უფრო არათბილისელთათვის, ეს ლოგიკურია. ახალგორის რაიონში თითქმის საავტომობილო ტრასასთან და სარკინიგზო ხაზთან ჩამოსულ რუს ოკუპანტებს იოლად შეუძლიათ გადაკეტონ ორივე მაგისტრალი, მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტროგადაცემის ხაზები და ააფეთქონ ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. ასეთ შემთხვევაში გორის მახლობლად დარჩენილი პირველი ქვეითი და პირველი საარტილერიო ბრიგადები მოწყვეტილნი აღმოჩნდებოდნენ დედაქალაქის დაცვისგან და ბრძოლით მოუწევდათ თბილისისკენ წამოსვლა. ამასთან მარტო მე-4 ქვეითი ბრიგადისა თუ ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების იმედად დედაქალაქის დატოვებაც არ იქნებოდა სწორი. დასავლეთ საქართველოში რჩება მეორე (სენაკში) და მესამე (ქუთაისში) ქვეითი ბრიგადები, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი - აჭარაში და მეორე საარტილერიო ბრიგადა - ხონში. გორის მიმართულება ჯერჯერობით შედარებით მოშიშვლებულია, რადგან იქ გადასროლილი მე-5 ქვეითი ბრიგადა, რომელიც მანამდე ხელვაჩაურში იდგა, ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ რუსული სამხედრო აგრესიის განმეორების შემთხვევაში მთელი ქვეყნის დაცვა გარკვეული ხნითაც კი (ერთი-ორი კვირა) გაჭირდება, ამიტომაც ძირითად ძალებს მაინც დედაქალაქის გარშემო უყრიან თავს. ამ თვალსაზრისით ჭირს გაამართლო თავდაცვის ეროვნული აკადემიის "წინა ხაზზე" - გორის ტრასასთან გადასროლის გადაწყვეტილება. ამასთანავე, კიდევ უფრო გაუმართლებლად მოჩანს ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის დარჩენა გორში, როდესაც ძირითადი სამხედრო შენაერთები თბილისის გარშემო იყრიან თავს, ხოლო მეორე ნაწილი კი დასავლეთ საქართველოშია თავმოყრილი. აჯობებდა, სამხედრო ჰოსპიტლის თბილისში დაბრუნება, თორემ რას ნიშნავს საჰაერო დაბომბვაში და დროებით ოკუპაციაში მოხვედრილი სამხედრო ჰოსპიტალი, სამწუხაროდ, უკვე ვნახეთ. http://www.ambebi.ge/samkhedro/14022-thavd...aqi-iqneba.html ლიცემერ: უზერებო, როგორ ფიქრობთ, რუსეთი მართლა გააკეთებს "საკონტროლო გასროლას"?