Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ხვალ და ზეგ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აღარაა ის უძლეველი ზესახელმწიფო, თუმცა დღეს მაინც "ცვეტშია"
  2. ფილიპ გორდონი - ვაშინგტონი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  3. “საკანი #5”-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე გაზეთი “ყველა სიახლე” მამუკა ღლონტის კომენტარს აქვეყნებს 10 / 12, 2009 09:59 გადაცემა “საკანი #5”-ის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დღეს გაზეთი “ყველა სიახლე” ტელეკომპანია “მაესტროს” მფლობელის, მამუკა ღლონტის კომენტარს აქვეყნებს. როგორც მამუკა ღლონტი გაზეთთან საუბარში აცხადებს, ტექნიკური პერსონალის შეცდომა იყო ის, რომ როდესაც 8 დეკემბერს “საკანი #5” ეთერში ჩანაწერით გადიოდა, ეკრანზე ჩანდა წარწერა “პირდაპირი ეთერი”. “ეს ტექნიკური პერსონალის შეცდომა იყო. უბრალოდ, გადაცემის მსვლელობისას რამდენიმე წუთის განმავლობაში მართლა ჩანდა ეკრანზე წარწერა: ’’პირდაპირი ეთერი’’, თუმცა ეს ხარვეზი მალე გამოსწორდა. ჩანაწერი შეგნებულად გავუშვით ეთერში, რადგან არ გვინდოდა, ’’უცნობს’’ სოდ-ისა და კუდ-ის მანქანები ასდევნებოდნენ სტუდიიდან გასვლისას”,-აცხადებს მამუკა ღლონტი. ამავე ინტერვიუში იგი ამტკიცებს, რომ “საკანი #5”-ის წამყვანი საქართველოში იმყოფება. ქართული ტელეკომპანიების ეთერში გუშინ ტელეკომპანია ’’რეალ-ტივის’’ მიერ მოპოვებული ვიდეომასალა გავრცელდა. ’’რეალ-ტივის’’ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სახელწოდებით: ’’უცნობმა’’ მაყურებელი მოატყუა’’, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ 8 დეკემბერს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ’’საკანი #5’’-ში გია გაჩეჩილაძემ (’’უცნობმა’’) მაყურებელს განუცხადა, გადაცემა მარხვის გამო დროებით შეწყდებაო, რაც პირდაპირ ეთერში არ გადაუციათ. თუმცა მაყურებელი ეკრანზე ხედავდა წარწერას _ ’’პირდაპირი ეთერი’’. ’’რეალ-ტივის’’ სიუჟეტში ითქვა ისიც, რომ როდესაც გადაცემა ეთერში გადიოდა, `უცნობი~ საქართველოში არ იმყოფებოდა. ამის დასტურად, ტელეკომპანიამ აეროპორტის სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებული კადრებიც აჩვენა, სადაც ჩანს, რომ გიორგი გაჩეჩილაძე აეროპორტში იმყოფება და საქართველოს ტოვებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  4. დაგვცინის და ნიშნს გვიგებს ნაბოზარი
  5. ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს პოსტი თემასთან რა კავშირშია?
  6. babuagiorgi შენ იმდენს იჩალიჩებ, რომ დააჭერინებ თავს. გაეშვი და ბასტა!
  7. lasha_alo წინასაარჩევნოდ ახსენდება სამშობლო
  8. შაჰსეი-ვაჰსეი "შაჰ ჰუსეინ, ვაჰ, ჰუსეინ!"
  9. H1N1 ვირუსით საქართველოში პირველი ადამიანი გარდაიცვალა 2009 წლის 09 12, ოთხშაბათი - 18:06 საგარეჯოს მკვიდრი ლალი დარბაისელი H1N1 ვირუსით გარდაიცვალა, 40 წლის ქალბატონმა საგარეჯოში ექიმს უკვე გართულებული მდგომარეობით მიმართა, ექიმებმა მისი თბილისში გადმოყვანა ჩათვალეს საჭიროდ, თუმცა ლალი დარბაისელის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, ვარაუდობენ, რომ მას ვირუსი შვილსგან გადაედო, რომლიც თურქეთში საჭადრაკო ტურნირზე იმყოფებოდა და მასაც აღენიშნებოდა ვირუსით დაინფიცირების სიმპტომები. ამ შემთხვევის გამო, საგარეჯოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. http://www.fact.ge/news.aspx?i=fd0d9718-73...dc-b08f7d272227
  10. http://s60.radikal.ru/i170/0912/63/72263cc17b0a.jpg ბასილ კობახიძე: "მაესტროს" მესვეურებმა რელიგიაზე აპელირებით იაფფასიანი ტრიუკი ჩაატარეს" მამა ბასილ კობახიძის განცხადებით, "მაესტროს" მესვეურებმა რელიგიაზე აპელირებით იაფფასიანი ტრიუკი ჩაატარეს". კობახიძე პიროვნულ შეურაცხყოფად აფასებს იმ ფაქტს, რომ გია გაჩეჩილაძემ ("უცნობი") ის გადაცემა "საკანი #5” -ში მიიწვია, გადაცემის ეთერში გასვლამდე კი განუცხადეს, რომ მასთან საუბრის კურთხევა გაჩეჩილაძეს მისმა მოძღვარმა არ მისცა, რის გამოც სტუმრობა ჩაიშალა. "გაუგებარია, ვინ უმტვრევდა გაჩეჩილაძეს "საკნის" კარებს?! მე მიწვევას არავის ვთხოვ ხოლმე, თუმცა თუ მიწვევენ, ყოველთვის ვთანხმდები, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა ამა თუ იმ გადაცემისა და მისი ავტორისადმი. ამ შემთხვევაშიც "საკნის" პროდიუსერი მაგდა დამიკავშირდა და მთხოვა, 7 დეკემბერს გადაცემის სტუმარი ვყოფილიყავი. ამის შემდეგ ისევ დამირეკა და განმიმარტა, რომ გია გაჩეჩილაძეს მოძღვარმა მარხვის პერიოდში ჩემთან საუბრის კურთხევა არ მისცა. თვითონ გაჩეჩილაძემ ჩემთან დალაპარაკება არც ისურვა. ამ ფაქტს აღვიქვამ, როგორც პიროვნულ შეურაცხყოფას. თითქოს მოსიარულე ცოდვა ვარ, რომელთანაც საუბარი არ შეიძლება. მაინტერესებს, გაჩეჩილაძემ ყველა სტუმრის მიწვევაზე და პოლიციაზე თავდასხმაზეც თუ აიღო მოძღვრისგან კურთხევა?!" – განუცხადა "პირWელს" კობახიძემ. ამასთან, კობახიძის მტკიცებით, ის გია გაჩეჩილაძის მოძღვარს - დეკანოზ ალექსანდრე გალდავასაც დაუკავშირდა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია და ამ უკანასკნელმა უარყო ის ფაქტი, რომ მის სულიერ შვილს კობახიძესთან საუბრის ნება არ დართო. "მამა ალექსანდრეს გაჩეჩილაძისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. ეს იყო იაფფასიანი ტრიუკი, მარხვით და რელიგიით სპეკულაცია, რაც საერთოდ დამახასიათებელია "ნასედკა" და ჯამბაზი გია გაჩეჩილაძისთვის. ვფიქრობ, ეს წამყვანის, ეროსი კიწმარიშვილისა და მამუკა ღლონტის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომლითაც როგორც თვითონ გადაცემა, ისე მოძღვარი ალექსანდრეც შეარცხვინეს,"- დასძინა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ გადაცემა "საკანი #5" შობის მარხვის დასრულებამდე დაიხურა. 7 დეკემბერს გადაცემაში საპატრიარქოს ყოფილი პრესმდივნის ბასილ კობახიძის მიწვევა იყო დაგეგმილი, თუმცა კობახიძეს გადაცემის დაწყებამდე "მაესტროდან" დაურეკეს და აცნობეს, რომ გიორგი გაჩეჩილაძეს მოძღვარმა მასთან საუბრის კურთხევა მარხვის გამო არ მისცა. გადაცემის ავტორის თქმით, ის კობახიძეს მარხვის დასრულების შემდეგ მიიწვევს, თუმცა ყოფილი დეკანოზი მასთან სტუმრობას აღარ აპირებს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...57&Itemid=1
  11. Private Nodari ეს უკვე მეორედ მაყენებ უმოტივაციოდ შეურაცხყოფას (პირველი გავატარე), ძალიან მძიმე შეურაცხყოფას უზერო და, თუ შემდგომში ჯერ (ოდნავ მაინც) დაფიქრდები და მერე დაპოსტავ ძალიან დამავალებ.
  12. gurulo9 ქალებს გაგიმარჯოთ! ყველა ქალს! შავთვალება, მწვანეთვალება ,ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს! თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას! ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს-მდინარეებს! ქალებს-მწერვალებს! ქალებს-ოკეანეებს! ქალებს-ქარებს! გაუმარჯოს! ქალებს-ფრთებს გაუმარჯოს! ქალებს-პირამიდებს! ქალებს-აისბერგებს! იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც! იმათ სინათლეს გაუმარჯოს! რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ და თითქოს გვღალატობენ და ერთლდროულად თითქოს ერთგულები არიან და ჩვენ ვუყვარვართ! იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს მეფეებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე დაჩოქილები სვავდნენ! იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს , რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება! ფიძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანეებისა და ზღვების ქალებს, პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და რა თქმა უნდა, ქართველ ქალებს! მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს! მათ მელოდიებს! მათ ფერებს-მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელს, მათ თეთრ, მათ შავს გაუმარჯოს! იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ! მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს, გაუმარჯოს!...მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!... მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან! იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც არ გაუმართლათ! მათ სიზმრებს გაუმარჯოს! მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკა და მაკიაჟს გაუმარჯოს! მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას... რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები... რომ კვდები და თავდები და რომ ცოცხლდები და იწყები და და თავდები, კვდები, ცოცხლდები... იმ წამებს, იმ წამებს გაუმარჯოს! :2kiss: :2kiss: :2kiss: გურამ ოდიშარია "პრეზიდენტის კატა"
  13. gurulo9 ნამდვილად მაგონებ მავანს, მაგრამ ვის? რავიცი, რავიცი, თქვენსას რას გაიგებს კაცი. ქალი ხომ ყოველთვის რაღაცას მალავს. ძნელია, ძნელი ქალის გაგება, გებინდებათ ხანდახან მზერა და წარსულისკენ გაგირბით თვალი, შორი მარად, იდუმალების ბინდით მოსილი
  14. gurulo9 წინ რა გვიდგას? ჰეი, გეხუმრებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :2kiss: :2kiss: :2kiss:
  15. gurulo9 ესე იგი, მე და შენ ძველი ნაცნობები ვართ, არა პატარა ქალო? ალბათ თბილისის ფორუმიდან , არა? იქ რა ნიკით პოსტავ? ვინც არ მითხრას...
  16. gurulo9 ფრთები არა უშავს რა, როგორმე გავძლებ. მთავარია, რომ "სახაზავის" გარეშე დარჩენა არ მემუქრება
×
×
  • შექმენი...