-
პოსტები
805 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Goddess
-
Private Nodari მომკალი და ვერ დავიჯერებ, რომ შენს გარშემო, ან ოჯახში, ან საახლობლოში ჯერ კიდევ 90-იანები კი არა ღრმა იურული პერიოდი არ არის იმ თემატიკის გარშემო, რასაც "ნასკი გამხადე ქალო" ეხება. ქალიშვილობის თემა კი განიხილებოდა მალალაეტკური ლაი ლაით©ლიცი ამ თემაში ცოტა საზრიანი მინდა იყოს განხილვა. შენ კი, როგორ ჩანს, აზრი არ გაგაჩნია ამ თემასთნა დაკავშირებით და ჩემთან დაკავშირებით თუ რამე პრეტენზია გაქვს, უკვე მიგითითე მისამართი.
-
ეჰ.. მურთაზაში რა უნდა ამ თემას? ცუდია და ქიხიაა ამ თემების განხილვა? მურთაზას განყოფილების არსს მე ვხედავ შემდეგში: ახვიხვინებული უზერები, რომლებსაც უშინაარსოდ ჯასთ პორნო აინტერესებთ და აზრს მოკლებულად სექსობებზე უნდათ საუბარი იმათთვის. არის. ეს კი, ქალიშვილობის თემა ადრე თუ გვიან უნდა გადაწყდეს და ეხება უშუალოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას. ეხება კი არა, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში, ურთიერთობის საწყისისა თუ სასრულის სახითაც გვევლინება. ამიტომ მე, როგორც ამ განყოფილების მოდერი, მივიჩნევ შესაბამის განყოფილებაში მივაკუთვნო ამ თემას ადგილი. შეიძლება ვერც ვერაფერი გადავწყვიტოთ, მაგრამ, თუ ერთი ნაბიჯით მაინც წინ წავალთ აზროვნებაში, ჩავთვლი რომ მისია შესრულებულია.
-
Private Nodari ჰა შენ ბატონო და ითამაშე ამით ----- http://planeta.ge/index.php?showtopic=16657 თემას აქ და ნურც სხვაგან ნუ გააჩეთებ. ეს გაფრთხილებაა. რაც შეეხება შენს უკვე დაფიქსირებულ პრეტენზიებს. მიბრძანდით ბატონო და ხსენით ნოვატორული თემები აი ქალისა და მამაკაცის შესახებ რა თემას მოიფიქრებ, ჯერ არ არსებულს, ისე, რომ განყოფილებას შეეფერებოდეს და არ დაიხუროს, ან სხვაგან არ გადავიდეს, მართლა ძალიან მაინტერესებს. მანამ კი, არსებული თემებით დაკმაყოფილდი და თუ სათქმელი არაფერი გაქვს თვითონ თემასთან დაკავშირებით, ფორუმი ფართოა, მიბრძანდით სხვაგან.
-
კი ბატონო, მაგრამ ეგებ დაგესაბუთებინა, რატომ? აქ თუ არა, სხვაგან სად წარმოგიდგენია ამ თემის არსებობა??
-
ჰმ, რატომაც არა... აი მე, მაგალითად, დროთა განმავლობაში, სიტუაციურად მეცვლებოდა ჩემი წარმოდგენები. იყო პერიოდი, როცა საკუთარ თავს წარმოვიდგენდი ძალიან ძლიერ, დამოუკიდებელ, რკინის ქალად, რომელიც ჩართულია ბიზნესში, ადვიალდ მართავს ადამიანებს, მათ ემოციებს და მოკლედ რა... ეს წარმოდგენები განსაკუთრებით ისეთ პერიოდებში იყო უფრო მძაფრი, როცა პირად ფრონტზე რაიმე ფიასკოს განვიცდიდი ხოლმე. მქონდა მეორე, აბსოლუტურად საპირისპირო წარმოდგენაც. ეს იყო ოჯახის ქალი, შვიდი წვრილშვილით და დღეში 5 ნაირი კერძით ბოლოს შევჯერდი რაღაც შუალედურ წარმოდგენაზე და დღეს შედარებით ვუახლოვდები ამ ჩემს ადრე წარმოდგენილს.. ბუნებრივია, დღესაც მაქვს გარკვეული წარმოდგენები მომავალ მეზე... სხვაგვარად არც გამოვა, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე.
-
wanderer იეიიიიიიიიიიიი აი ასეთ პოსტებს ველოდები სწორადაც რომ
-
სლავიკა wanderer ნუ აჩეთებთ ამ თემას, ეს თემა სულ სხვა საკითხზეა. აპკის პრობლემები, ნებისმიერ ჭრილში, მხოლოდ ამ თემაში. შემდეგზე გავბრაზდები გაჩეთებაზე. http://planeta.ge/index.php?showtopic=16705
-
ზღვა მენატრება ძალიან და ზმე....
-
ჭანო აი ცოტა კვალი დამეკარგა უკვე, აქ რაზე ვსაუბრობდით... ჰოდა, მოდი განვიხილოთ ეს დაყოფები. მოვიყვანოთ მაქსიმალურად მაგალითები. დავასახელოთ, რომელი დაყოფაა სამართლიანი და როგორი არა. wanderer რაის მეუღლეთა კლუბი?? :spy: ბადრი_წიქორაძე თქვენ რაღაც გაწუხებთ პატივცემულო, ამოთქვით :nekro: ხო, ასევე ძალიან მაინტერესებს, რადგან არაფრისმომცემ აპკზე აიმრიზეთ, ეგებ თქვენ კარგად ამიხსნათ, რა სარგებელს გვაძლევს აპკი. თუმცა.. მოითმინეთ.. მოდი საერთოდ აგერ ამ თემაში გადავინაცვლოთ, მხოლოდ, განვიხილოთ ყველაფერი კულტურულად, ერთმანეთის აზრების პატივისცემით! http://planeta.ge/index.php?showtopic=16705
-
ძვირფასო ფორუმელებმო. ვინაიდან და რადგანაც საქალიშვილე აპკის რაობა ქართულ რეალობაში ზღვა საწყაულია და ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ გადაწყდება მისტიური პრობლემა, გახსნილად ვაცხადებ გაერთიანებულ თემას, სადაც თავიანბოლოიანად განვიხილავთ ამ პრობლემატიკას. შესავალის სახით თემისათვის ჩამოვაყალიბებ ადამიანთა სამი ძირითადი ჯგუფის დამოკიდებულებას: ჯგუფი I: ეს არის თავგამოდებული დამცველები ქალიშვილობისა კუბოს ფიცრამდე ჯგუფი II: თავგამოდებული ანტიქალიშვილისტები აკვნის ასაკიდანვე ჯგუფი III: ნეიტრალები, ანუ, სასტავი, რომელიც უფრო ფსიქო-სამედიცინო სპექტრში განიხილავს ამ საკითხს. თემის საწყის საკითხად დავაყენებ შემდეგს: მეზობელ თემაში გამოითქვა გარკვეული პრეტენზია ჩემს შემდეგ ფრთიან ფრაზაზე: "არაფრისმომცემი აპკი". I ჯგუფის წარმომადგენლებისაგან სიამოვნებით მოვისმენდი იმას, თუ რას გვაძლევს აპკი... აი ქათმის და მამლის სარგებლობა ხომ ვიცით ახლა გავარკვიოთ, რა სარგებლობა მოაქვს აპკს.. აბა ბავშვებო :nekro:
-
machkatela wanderer თქვენ ორივემ არასწორად გაიგეთ ალბათ თემის არსი. ალბათ, ჩემი ბრალიც არის, რომ კარგად ვერ ავხსენი?? ოცნება არაფერ შუაშია, ეს არის უბრალოდ წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომელიც ყველას აქვს! როგორი წარმოგიდგენიათ რომ უნდა იყოთ.
-
ფსიქოლოგიაში არსებობ ასეთი ცნება - მე იდეალური. გლეხურად რომ ვთქვათ, ეს იგივეა, როგორიც წარმოგვიდგენია ჩვენი თავი ჩვენსავე ოცნებებში, ანუ იდეალურად. ამ ფორუმზე, ჩემი ღრმა რწმენით, უმრავლესი ჩვენთაგანი ჯერ ნორჩი და ახალგაზრდაა და წინ აქვს მთელი ცხოვრების ქარტეხილები. ვართ გოგოები/ბიჭები, რომლებსაც წინ გვიდგას ის გამოცდა, რასაც ჭეშმარიტ ქალად/კაცად ჩამოყალიბება ქვია. ძალიან მაინტერესებს, როგორ გაქვთ წარმოდგენილი თქვენი "იდეალური მე", ანუ როგორები გინდათ და გგონიათ რომ იქნებით მომავალი ცხოვრების მანძილზე. http://s006.radikal.ru/i214/1002/4d/9a7117fba101.jpg
-
ჭანო მოდი ასე ვთქვათ, არის რაღაცეები, რაც დედა ბუნებამ დაგვიწესა და დაგვიყო, როგორც ქალისა და კაცის საქმე ( აი აქ არ ვეთანხმები სწორედ ფემინისტებს, რომლებიც აბსოლუტურ იდენტურობას მოითხოვენ მამაკაცურ სქესთან). ის, რომ კაცი ბავშვს ვერ გააჩენს და ძუძუს ვერ მოაწოვებს ეს ხომ ბუნებით არის განპირობებული და ასევე ის, რომ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს კაცი ქალზე უკეთ გაწევს, ესეც ხომ ბუნებით არის განპირობებული? მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაგალითად კაცმა სრულად მოიხსნას ვალდებულება ბავშვზე ზრუნვისა და მხოლოდ საღამოს 10 წუთიანი უწი პუწით შემოიფარგლოს?? კაი, ძუძუს ვერ მოაწოვებს, მაგრამ პამპერსის გამოცვლა და ბავშვის დაბანა აბსოლუტურად თანაბარი წარმატებით შეუძლია, როგორც კაცს, ისევე ქალს. რაც შეეხება ფეხბურთს, აბა ერთი ამერიკაში მოიკითხე, რაოდენ პოპულარულია ქალთა ფეხბურთი! ხო, მე კი გეთანხმები აბსოლუტურად და ჩემი ოჯახი ეგეთი არასოდეს იქნება, ვინაიდან, თუ დაემსგავსა ან ტენდეცია შევნიშნე ეგრევე დამთავრდება ჩემი ოჯახური ცხოვრების ისტორია, მაგრამ, რეალობა და მოცემულობა ხომ ეგეთია? ძალიან დიდი პროცენტი ოჯახებისა ხომ ეგრე ატარებს თავიანთ დარჩენილ ცხოვრებას? ნუ, ერთის მხრივ კი, იგივე პრობლემა იმ გაგებით, რომ ესეც ქალების მოსაგვარებელია და არა კაცების, მაგრამ, ქალიშვილობის ინსტიტუტი თავად იმდენად დიიიიიიდი და ამოუწურავი თემაა, რომ ამ თემის ქვეშ მაინც არ გავაერთიანებ, მიუხედავად საწყისის ერთიანობისა. dariala გეთანხმები სწორედ მაგაზე მაქვს მეც საუბარი ჩემს ბოლო პოსტში! სანამ ქალი თავის თავის ფასს თავად არ შიგნებს და არ ისწავლის, არავინ მიართმევს ისე!
-
Saturn აუ, მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობდი დღეს მეთქი, ვთქვათ, გრეჩიხამ რომ წააგოს დაიწყება მერე ირკა მოვდივაააააააააააააააააააართ და რამე :bushti: : :036:
-
რატომ fallen angel?
-
http://videojug.com ამ საიტზე არის ვიდეო თუთორიალები თითქმის ყველა სფეროში. განსაკუთრებით საინტერესო ჯანმრთელობისა და სილმაზის და ასევე კულინარიის განყოფილება
-
გარკვეულ წილად გეთანხმები. ახლა კი, მას შემდეგ, რაც პირველი დაწყობილი და ჩამოყალიბებული აზრი გაჟღერდა, მზად ვარ მეც დავაფიქსირო ჩემი წარმოდგენა ამ საკითხის ირგვლივ და ვეცდები დავასაბუთო, რაში გეთანხმები და რაში არა. კი, მამაკაცს ნამდვილად აძლევს კომფორტს. არსებობს ქალი, რომელიც, როგორც მოძალებულ სექსუალურ ლტოლვებს გიკმაყოფილებს, ასევე გასმევს, გაჭმევს, ტაკოს გწმენდს და ასევე შენზე დაბალ სოციალურ სტატუსსაც კარგად იფერებს. რა თქმა უნდა წარმოუდგენელი კომფორტია ეს მამაკაცისთვის და რომელი ჭკუათმყოფელი მოიკვეთს ამ განცხრომას საკუთარი ხელით?! პრობლემაც ამაშია! ის, რომ ეს არსბობდა, ამის ონტოლოგიას მოდი ნუ ჩავეძიებით, საიდან წამოვიდა ესეთი ტრადიციები, მაგრამ, ეს დრომოჭმული ტრადიციები ემანსიპირებული ქალის საუკუნეში რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, ეს არის ქალის ბრალი. ამ კომფორტს რომელი კაცი გააპროტესტებს თავისით? რომელი კაცი შეცვლის? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქალების უფლება. მე იმას ასი წელი არ ვგულისხმობ, რომ ქუჩაში გამოვიდეთ და ჩვენც ლიფები დავწვათ, თმა შევიჭრათ ყველამ და კაბა აღარ ჩავიცვათ (არ მიყვარს ფემინისტები), უბრალოდ, მეტად უნდა დავაფასოთ საკუთარი თავი, პოტენციალი და უდიდესი მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში (მითუმეტეს ქართული საზოგადოების). კაცებს ნელ ნელა უნდა ჩამოერთვას დაუმსახურებელი პრივილეგიები. გააპროტესტებს? ცივი წყალი დალიოს, თან როგორ იცი? თავისით ადგეს, დაისხას და დალიოს და არა წყალი მომიტანე ქალო და დალიოს ზუსტად ვიცი, მშვენივრად შეეგუებიან ამას კაცები (თუ ქალი ქალობს) და რაც დარჩებათ იმის კმაყოფილნიც იქნებიან დიდად. რაც შეეხება ოჯახის სტაბილურობასა და სულიერ კავშირებზე აგებას (საქართველოს მაგალითზე ვისაუბროთ), ეგ სულ სულ სხვა პრობლემაა. ეგ არის მწირი, ან ზოგ შემთხვევაში, არანაირი სექსუალური განათლება და კულტურა. არაფრისმომცემი აპკის კულტი. ამაზე ცალკე მსჯელობა შეიძლება და საინტერესოც არის, მაგრამ ფორუმულ რეალობაში, სამწუხაროდ, არ გამოდის, ვინაიდან სიტყვა ქალიშვილობის გაგონებაზე იცი შენც, რა ამბავი ტყდება.
-
სლავიკა და ისა.. სულიერი სიმშვიდე და ჰარმონია სქესობრივად არის მიკუთვნებული? ქალს იგივე კომფორტი სისხლს მოუწამლავს? თუ როგორ არის ჩვენი საქმე... რაც შეეხება ქალების ემანსიპაციას, დამერწმუნე, დიდი ნაბიჯებია უკვე გადადგმული და პროცესი ისეა დაძრული, რომ უკან აღარ დაბრუნდება.. აი, რაც შეეხება ჯადოსნურ ჯოხს, რომელმაც ერთობ აჟიოტაჟი გამოიტანა, მას შემდეგ რაც "ჯანმრთელი ხე" დეფიციტში აღარ არის, არც არის დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი მასზე დამოკიდებული.
-
აი ვერ ვიჯერებ, რომ ამ შემთხვევაში, ბელადს დავიცავ ახლა მაგრამ.. მგლის ხახა სულ სხვა რამეა. არსებობს მართლა და არის მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური დეფექტი, რომელსაც ახასიათებს ასევე სპეციფიკური ხმა (რაც სააკაშვილს არ აქვს) და არანაირ კავშირში არ არის მგლურ ფსიქოლოგიასთან და მაგ დეფექტის ოპერაცია, როგორც წესი, სკოლამდელ ასაკში კეთდება.
-
ლოლ, თან მგელივით პირსისხლიანი იყო ხო? და უმი სამწვადის წვენები გადმოსდიოდა ტუჩების კუთხეებთან
-
OMFG!!!! ნანახი არ მქონდა ეს ვიდეო ასე სრულად, მხოლოდ გადმოცემით მქონდა გაგებული და სადღაც, მაინც მეგონა აბუქებენთქო. რა საჯდომში ვართ... ვაი
-
dariala შენ ახალი თაობა ხარ და ჩემი არ იყოს, შენთან არის ნათელი გამონათებები, თუმცა, აუცილებელია ცუდად იყო და კვდებოდე, რომ შეითავსოს სახლის საქმე, ვთქვათ, მამაკაცმა?
-
ვუერთდები იმ უზერთა პათოსს, რომელიც არ იწონებს ამას, თუმცა, ვეთანხმები Siknadmo ]ს, რომელმაც ალალად დააფიქსირა რეალობა. კი ბევრს ვტლიკინებთ "პრადვინუტ" იდეებზე, მაგრამ, როგორ რეალობაში ცხოვრობთ თქვენ? პირადად თქვენ? რამდენის ოჯახში რეცხავს სარეცხს მამა, ან რამდენს გინახავთ მამათქვენი ხელებაკაპიწებული ჭურჭელს რომ რეცხავს? dariala ნელ-ნელა შემოვაპარებ ჩემს აზრებს. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ქალის გარდასატეხია ეს პრობლემა. კაცი კი, აჰყვება მერე.
-
dariala ისე, მაინც, რომელი მხარე არის უფრო მეტად ქმედითუნარიანი და პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს? მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი აზრი ამის თაობაზე, თუმცა, ჯერ უზერების აზრებს მოვისმენ სიამოვნებით.
-
ამ ბოლო დროს ქალები შედარებით უფრო თვითმყოფადები გავხდით. ბევრნი ვართ დასაქმებულები, ნაკლებად გავხდით დამოკიდებულნი. ქალი ნელნელა იცვლის პოზიციას საზოგადოებრივ სტატუსის საფეხურზე. ყველაფერი ეს შესამჩნევია ახლად შექმნილ ოჯახებშიც (ვგულისხმობ, ახალი თაობის ოჯახები). თუმცა, ჭეშმარიტ გენდერულ თანასწორობამდე, მგონი, მაინც ძალიან ძალიან შორს ვართ. მოდი, განვიხილოთ მაგალითები, როცა ვფიქრობთ, რომ უფლებები ილახება ქალის. არ არის აუცილებელი მსგავსი მაგალითები მოყვანილი იყოს მეუღლეების ურთიერთობიდან. ქალბატონების უფლებებს ოჯახში მშობლებიც არც თუ ისე იშვიათად ავიწროვებენ. მაგალითისათვის დავიწყებ მე: განვიხილავ ყველაზე ყველაზე ბანალურ შემთხვევას: მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ოჯახში არ მუშაობს, მაინც ქალს უწევს მთელი სახლის ლაგება, საჭმლის კეთება, ბავშვების მოვლა, სარეცხის რეცხვა და ამავდროულად, ყოველდღე სამსახუში ვირულად მუშაობაც. ქმარი კი სავარძელშია საჯდომშეზრდილი და უდრტვინელად უყურებს ტელევიზორს. ეს ნორმალურია თქვენის აზრით? მაინტერესებს, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების აზრიც.