-
პოსტები
805 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Goddess
-
ირაკლი ალასანია - პირადი შთაბეჭდილება
-
lasha14 ეეეეე შენ ეგეთI სურათით ფონს ვერ გახვალ გენაცვალოს გოდესი დეიდა ვერ ხვდები რა სურათI უნდა დადო???? :spy:
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
nuaka შენი აღიარებით არაფერი მოაკლდება იმ ამბავს, რომ მსოფლიოში უკვე აღიარებული იქნა, როგორც ნორმა და დაწესდა სამი სექსუალური ორიენტაცია: ჰეტეროსექსუალი, ბისექსუალი და ჰომოსექსუალი. შენ თუ სოციალური ნორმებიდან და ტაბუებიდან გამომდინარე არ აღიარებ, მოწინავე მეცნიერთა ჯგუფებმა წლები შეალიეს კვლევებს და ისე დადეს დასკვნები. -
იმედს დავიტოვებდი რომ ნიჭიერი გეია მაშინ აზრი ექნებოდა ჩემს არსბობას მის ცხოვრებაში. ანუ, ყველანაირად ხელს შევუწყობდი, რომ თავისი ადგილი და ნიშა ეპოვნა საზოგადოებაში.. ჰო... რომც არ ყოფილიყო განსაკუთრებულად ნიჭიერი, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, ყველაფერს ვიზავდი, რომ ჩემ შვილს მიეღო საუკეთესო განათLება, გაზრდილიყო კარგ, დადებით ადამიანად და დანარჩენ ცხოვრებას სულ თავისუფლად მივანდობდი მას
-
აეეეეე ქოროღლიიიი სექს პა ტელეფონუ არ გინდა?
-
ე.ი. სანამ ჩემს მოსაზრებას დავწერდე, მანამ მინდა იმ იუზერებს გამოვეხმაურო, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ათეისტები კონკრეტულად ქრისტიანობას ებრძვიან. ათეისტებისათვის არ არის მისაღები ზოგადად რელიგიური რწმენა და ყველაზე მეტი ქრისტიანობას იმ მარტივი მიზეზით ხვდება, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ გერმოში ვიზრდებით და ვტრიალებთ და ავტომატურად, რაღაც დონეზე, რელიგიურობისა და ქრისტიანული მართლმადედებლობის გაიგივება ხვდება. ანუ, ათეისტი, ქართველი ათეისტი, ქრისტიანობაში განაზოგადებს რელიგიურობისა და უფლის რწმენის ცნებას. ახლა კი ჩემი დამოკიდებულება თემასთან მიმართებაში, ანუ როგორ ხდებიან ათეისტები. ვერ ვიტყვი რომ ათეისტი ვარ, არც რელიგიური ვარ და საერთოდ, ძიების პროცესში ვარ და შესაბამისად არც ერთ რელიგიურ მიმდინარეობაშ (მათ შორის ათეიზმს, ჩემის ღრმა რწმენით ერთგვარ ახალ რელიგიას) არ მივაკუთვნებ თავს ჯერჯერობით. რაც შეეხება რელიგიის უარყოფას (თუ ამას განვიხილავთ, როგორც ათეიზმს), ის მეწვია სტუდენტობის ჟამს. უპასუხო კითხვები მიმრავლდებოდა განათლების გაღრმავებასთან ერთად. სტუდენტობის პერიოდში ჩამომიყალიბდა გარკვეულწილად საკუთარი ცხოვრების ახნის მოდელი, ამ ლოგიკურ მოდელში კი არანაირად არ ჯდება რელიგიური მოძღვრებები. მე არ მწამს რელიგიური მოდის (ჭიქა ყავაზე გარჩეული ვიზიტები მოძღვართან) და ასევე არ მწამს დიდი უმეცრების (ჩემი აზრით, ამას არავის ვახვევ თავზე), რომელიც რელიგიურ დოგმებსა და წესებშია ჩადებული. მწამს, რომ რელიგია აუცილებელია, ისევე როგორც სახელმწიფოს სჭირდება კანონები, გარკვეული მოვლენების დასარეგულირებლად. პატივს ვცემ ყველა რელიგიური კონფესიის ჭეშმარიტ მიმდევარს. ჭეშმარიტ რწმენაში მყოფი ქრისტიანი ნამდვილად სათნოა და შეუძლებელია არ სცემდე პატივს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამავე დროს დიდი იშვიათობა გახდა, რაც ჩემის აზრით, სასულიერო პირთა ძალიან დაბალ დონეს მიუთითებს (ვერ ახერხებენ კარგი მრევლის აღზრდას). ისე კი, მთავარი ჩემს მიერ აღქმულ სამყაროს მოდელში არის არა ის, თუ რომელ რელიგიურ კონფესიას მიეკუთვნები, არამედ ის, რამდენად განვითარებული გაქვს შინაგანი მორალი.. მეზარება ახლა მეტის წერა... შესაძლოა კამათში ჩავება მერე.
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ეხლა ტონა სამუშაო მაყრია თავზე სამსახურში. როცა გამოვითავისუფლებ თავს, ორ თემას გავაერთიანებ, გავჩისტკავ და კაი დედის შვილები ხართ და გამიოფეთ ან დამიფლუდეთ მერე -
ლიცი, შენი თემები გლეჯს მე, ვისაც ვაძლევ ხმას, ბუნებრივია, ამ ეტაპზე, ის მეგულება გადამრჩენელად. ნუ, როგორც გადამრჩენელს არ ვუყურებ, ვუყურებ უფრო როგორც ცვლილებას სასიკეთოს.
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Pariz მათი ოფიციალურ ქორწინებაში ყოფნა ავტომატურად ბაღანეს რანაირად ნიშნავს? კაცებმა თვითდაყოფა და ისე გამრავლება დაიწყეს და მე ეს არ ვიცი??? თუ ბავშვი მოუნდებათ უნდა იშვილონ. თუ არ იცი რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ ბავშვი იშვილო, დაგამშვიდებ, გეი პაროჩკა ბავშვის რიგში ისე დაბერდება და მოკვდება, რა უნდოდათ აღარც ემახსოვრებათ. შესაბამისად, ბავშვის გეი ოჯახში აღზრდის საკითხი ს გადაწყვეტა საკანონმდებლო შეზღუდვისა და მათი გრძნობების დაზიანების გარეშეც ბუნებრივად ხდება. ეგრე დაგეწყო.. უკარგკაცობა თუ გაწუხებდა... მაგრამ, აქ რა მოსატანაი ეგ? თუ გეიმ არ იქორწინა, ის გეი აღარ არის და კაი მამაპაპურ ოჯახს შექმნის და ქალს გააბედნიერებს?? ნუ, კრიმინალების დაფასებასა და რაღაც რაღაცეების კოეფიციენტის თანაფარდობაზე აღარ გავაკეთებ კომენტარს... გემოვნებაზე არ დაობენ. მე, ყოვლად უღმრთოსაც კი, მახსოვს, რომ ქრისტე კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად მოვიდა..... ამან კიდე იმ Fლეშ თამაშის გმირად დახატა, გეებზე რომ ნადირობს (მაგრად მევასება ისე ეგ თამაში) -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
აზრი კი, დავწვათ და თან მომავალ თაობას ვაყურებინოთ, ისწავლონ გაკვეთილი! -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Pariz დაჯექი. 2-იანი ფსიქოლოგიაში პ.ს. სამომავლოდ ჩემი თხოვნა იქნება ენამოსწრებულობა და უზრდელობა ერთმანეთში არ აურიო, თორემ შენთან ხუმრობის ხასიათზე აღარ ვიქნები ეს გაფრთხილებაა ანუ. -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ესეც განწყობის ასამაღლებლად ლიცი თუ არ გამიბრაზდება პირველ პოსტშიც შევიტანე http://s002.radikal.ru/i199/1003/66/116eda9455f7.jpg -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
McLaren კაი, აქ შევწყვეტ შენთან კამათს. აზრს ვეღარ ვხედავ. რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობა გვაქვს. ისე კი, ინფორმაციისათვის, ეგრე თუ მივყევით, ყველაფერი ლიბიდონალურ ენერგიამდე, ანუ გლეხურად, სექსუალური მოთხოვნილების ძალამდე დადის... ეგ იმას არ ცვლის, რომ მსოფლიოში ყველა მეცნიერული ინსტანციის მიერ აღიარებული იქნა, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ფსიქოლოგიური გადახრა და არც არჩევანი. ეს არის მდგომარეობა, რიგითი სექსუალური ორიენტაცია. ადამიანი ამ ორიენტაციის ან არის, ან არ არის და ამას ვერც გეი პარადები და ვერც კათოლიკოსის მოძღვრებები ვერ შეცვლის. -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
McLaren აი ეს წარმოდგენა არის ლოგიკურად ძალიან სუსტად განვითარებული 1. ჰომოსექსუალიზმი ეს ფიზიკური მოთხოვნილება კი არა ადამიანის სექსუალური ორიენტაციაა, მისი სულიერი მდგომარეობა. შესაბამისად, აქ არჩევანს არავინ აკეთებს. 2. არ არსებობს სრულფასოვანი ოჯახი სადაც არ სუფევს სექსუალური ჰარმონია წყვილს შორის. შობადობის კლებასა და დეპრესიას მერე ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებას აბრალებ? რა კავშირშია? ნუ კაი, შობადობა კიდე ჰა, გასაგებია. 100 ჰეტერო წყვილიდან 1 ჰომოსექსუალ წყვილს ვერ ეყოლება ბოვში, მარა დეპრესიის წყარო უფრო მეტად აკრძალული თავისუფლებაა ვიდრე დაცული უფლებები. -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
McLaren არის. ეგ არის ასე ვთქვათ "რუგაწელსტვო". და შენ რატომ წყვეტ ჰომოსექსუალისთვის რომელი უფრო სრულყოფილი ცხოვრებაა, აკეთოს ის რაც მას შინაგანად სურს, თუ ხალხის დასანახი ცხოვრება აწარმოოს და უარი თქვას საკუთარ პირად ცხოვრებაზე... აი მითხარი, რატომ ლაპარაკობ ასეთი თვითდაჯერებული, რომ გეის თურმე მოჩვენებითი და შენნაირების გულისგასახარებელი ცხოვრებით არსებობა ურჩევნიათ სრულყოფილ ცხოვრებას? -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ჭანო ამ შემთხვევაში, როცა ვამბობ ჰომოსექსუალს, ვგულისხმობ ჰომოსექსუალს. კლასიფიკაციაში სექსუალური თვითიდენთიფიკაციისა მოცემულია სამი ორიენტაცია. ესენია: ჰეტეროსექსუალი, ბისექსუალი, ჰომოსექსუალი. ეს უკანასკნელი კი გამოსწორებული ბუნებაში არ არსებობს. McLaren ეს სიტყვა დიახაც რომ არის სლენგი, რომელიც შეურაცხმყოფელია ჰომოსექსუალებისათვის! ამიტომ, უკვე გაფრთხილებ, ნუ გამოიყენებ მსგავს ლექსიკას ჩემს განყოფილებაში. ადამიანი თუ მალავს თავის სექსუალურ ორიენტაციას არანაირად არ იცვლება ის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომ ის გეია. შესაბამისად, ცოტა ფსიქოლოგიური კუთხით თუ მიუდგები, იმ ადამიანის ცხოვრება არ არის სავსე და ღირებული მისთვის. და რაც შეეხება "პაკაზუხა" ოჯახებს, გინდა ჰეტერო და გინდა მოჩვენებით ჰეტერო... არც ერთს არ მივესალმები. და ბოლოს. რომელ პროპაგანდაზე მელაპარაკები ერთი? ვიღაცა თუ სადღაც ზაგსში წავა და ხელს მოაწერს და ამით მისი უფლება იქნება დაცული, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრისა, ეგ არის პროპაგანდა??? -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
უპირველესყოვლისა, ჯერ, თხოვნა იქნება, მოერიდეთ უმსგავსო ლექსიკის გამოყენებას! მეორე... მანახე ერთი "გამოსწორებული" და "ჭეშმარიტების" გზაზე დამდგარი ჰომოსექსუალი და დავამთავრებ ამ თემაზე კამათს საშვილიშვილოდ.. მე კი არაერთი მაგალითის დასახელება შემიძლია, როცა შინაგანად ჰომოსექსუალები სოციუმის კარნახით ტრადიციულ ოჯახებს ქმნიდნენ და ძალიან გვიან აცნობიერებდნენ, როგორ დაინგრიეს როგორც საკუთარი ისე სხვა ადამიანების ცხოვრება და გვიან, მაგრამ მაინც ანგრევდნენ ძალით შეთითხნილ ტრადიციულ ოჯახებს და დარჩენილი ცხოვრბა თავისუფლებით ტკბებოდნენ.... -
http://s60.radikal.ru/i167/1003/c3/edc346a7eb1b.jpg რომის პაპის ბენედიქტ XVI-ეს კამერდინერი ანჯელო ბალდუჩი და საგალობელთა გუნდის წევრი გინედუ ეხიემი ერთმანეთთან ჟღურტულაობაში დაიჭირეს, უფრო სწორად კი, პოლიცია ისმენდა ბალდუჩის სატელეფონო ზარებს, ვინაიდან, იგი ეჭვმიტანილი იყო გარკვეულ სამშენებლო პროექტებზე მახინაციებში, რის შედეგადად, შემთხვევით გაიგო მამაკაცთა პროსტიტუციის სქმის შესახებ. კერძოდ, ეხიემი სატელეფონო საუბარში ბალდუჩის სთავაზობდა სხვადასხვა სექსუალურ მომსახურებებს მამაკაცებისას. საუბრის დეტალებიდან ირკვევა, რომ არაერთი შემთხვევა უკვე იყო და რომ ეხიემი ბალდუჩის, სავარაუდოდ, სემინარიის წევრებს სთავაზობდა. http://www.guardian.co.uk/world/2010/mar/0...gay-sex-scandal მოკელდ, მთელდ დეტალებს აღარ ჩავეძიები, მგონი ესეც საკმარისია. სკანდალურმა თემამ მოიტანა და მოდი განვიხილოთ ჰომოსექსუალიზმი და რელიგია.
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
მივესალმები ასეთ პოზიციას. ვერანაირად ვერ დავაძალებთ ყველა ადამიანს, რომ მისაღები იყოს მათთვის ერთსქესიანთა ლეგალიზებული ურთიერთობა, მითუმეტეს, როცა მათ რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება, თუმცა, ამავე დროს, თუ უმრავლესობა სხვა აზრზე დგას კიდევ უფრო მისასალმებელია მოწინააღმდეგე აზრის მქონე ადამიანთა ტოლერანტულობა. -
გავიცნობდი irusha აზრი ჭანო და ლეგენდარული ბადრი_წიქორაძე
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
უუუ კიდევ უფრო სუსტი თუ პრეტენზიით გამოდიხარ დანარჩენების გაუნათლებლობაში ფსიქოლოგიურ სფეროში, იმის გამო, რომ დარწმუნებული ვარ, თუნდაც მე, რომ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება არანაირ ცვლილებას არ შეიტანს ჩემი შვილის მომავალ სექსუალურ ორიენტაციაში, მაშინ მოდი საწინააღდმეგო ამიხსენი, ფსიქოლოგიურ ასპექტში ამიხსენი: რა შუაშია სექსუალური თვითიდენთიფიკაცია ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებასთან. გელი ერთადერთო ფსიქოლოგო ამა ფორუმისა -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
საკმაოდ ბევრი გითმინეთ აქ! ცოტა სიტყვები შეარჩიე და მაქსიმალურად გამოიყენე საკუთარი ტვინის მოცულობა სანამ რამეებს დაწერ! თემასთან პირდაპირ კავშირში მყოფ ერთ პოსტს მაინც თU გააკეთებ კიდევ სადმე ჩემს განყოფილებაში, ამ თემაზე საუბარი აღარ მაქვს, დაგასვენებ ერთი დღით. თუ რამე პრეტენზია გაქვს არსებობს პრეტენზიების ოთახი და მიბრძანდით იქ პატივცემულო Siknadmo -
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Pariz ჰომოსექსუალიზმი კურტკა არ არის, რომ სხვას თუ დაუნახა ბავშვმა მოუნდეს და დიდობაში თვითნაც ჩაიცვას. თუ ბუნებაში უდევს, გინდა დააკანონე გინდა გადმოაკანონე, მაინც არატრადიციული ორიენტაცისს იქნება. ამიტომ, საკმაოდ სუსტი არგუმენტია ჰომოსექსუალური წორწინების წინააღმდეგ. Siknadmo უკვე მეშვიდე გვერდზე ვართ და შენ მგონი ვერ ჩაწვდი თემის არსი რაში მდგომარეობს... გეყოთ აქ ხიშტაობა და მაიმუნობა! ერთმანეთის რელიგიური მიკუთვნებულობა რელიგიის განყოფილებაშ გაარჩიეთ. აქ კი თემის ირგვლივ. აზრი საერთოდ ნუღა გამოეპასუხები, თუ თემას არ ეხება. -
ტიტუ რამხელა პროცენტი მაქვს სატანიზმის.... http://s47.radikal.ru/i118/1003/8b/55f20d704988.jpg
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
Siknadmo მთავარი გამოგრჩა. ლიბერასტთა უმრავლესობამ იცის რომ კონფორტი არასწორია. სწორია : კომფორტი. ასევე, არასწორია სახში. სწორია სახლში. kalaa 100%-ით გეთანხმები!