Jump to content
Planeta.Ge

Goddess

პლანეტელი
  • პოსტები

    805
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Goddess

  1. აზრი მამენტ მმკ რა არის აბა? რა დამავიწყებს საწყალ 'გოგოშკებს' როგორი ურტყეს ჯვარი თავში ჰელოვინზე. უნდა იყოს! აუცილებლად უნდა იყოს და ვაი ჩვენ უბედურებას, რომ არ არის....
  2. მიგიხვდი, რისი თქმაც გინდოდა. არ გეთანხმები. 1. ჰომოსექსუალიზმს ალბათ ვერ მოვიწონებ, მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური თვითგადარჩენის ამოცანებიდან გამომდინარე. მისი მორალურ-ესთეტიური მხარე საააერთოდ არ მანაღვლებს, მითუმეტეს რელიგიური. 2. საპატრიარქოს, ისევე, როგორც ნებისმიერ რელიგიურ ინსტიტუტს აქვს აბსოლუტური მორალური უფლება დაგმოს და არ მოიწონოს მსგავსი საქციელი, ვინაიდან ძირეულ რელიგიურ დოგმებს ეწინააღმდეგება ერთსქესიანი ქორწინება. ანუ, არასოდეს არ უნდა ველოდოთ, რომ ჯვარს დაიწერს ოდესმე ჭიჭიკო და ბიჭიკო ერთმანეთზე 3. ჰომოსექსუალთა უფლებები იმ დონეზე უნდა იქნას დაცული სახელმწიფოსა და კანონის მიერ, რომ ეკლესიამ რამენიც არ უნდა იხტუნაოს, რეალში, მათი ცხოვრების შეზღუდვა და შევიწროვება ვერ უნდა მოახერხოს. ესაა ჩემი კომენტარი ამ თემაზე.
  3. ბადრი_წიქორაძე დაცვა მეც შემიძლია, მაგრამ დავიცავ მაშინ, როცა ამას აზრი აქვს. ამ საიტზე, ვინაიდან ვიცი ამ ფორუმის პრინციპები, დავას აზრი აქვს, აი შენს საიტზე კი ვიცი წყლის ნაყვა იქნება, ამიტომ, ვუფრთხილდები დროს და ნერვებს... ახლა კი მოდი თემა დავაბრუნოთ თავის კალაპოტში! რა აზრის ხართ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა ქორწინებაზე? დაწერეთ ვრცლად, რატომ ფიქრობთ ასე, თუ ისე... პ.ს. ამის შემდგომ, ნებისმიერი იმ პოსტის ავტორი, როემლიც გასცდება თემის არსს დაივორნება!
  4. ბადრი_წიქორაძე ხელმოწერაში კი მიწერია 'მისიონერი' მაგრამ მაგ განვითარების დონეზეც არ ავსულვარ, შენს საიტზე რომ შემოვიდე და იქ ვიბრძოლო საკუთარი წარმოდგენების ლობირებისა და დასაცავად.
  5. პატივცემულო ბადრი_წიქორაძე Siknadmo მობრძანდით ამ თემაში და აქ ვისაუბროთ, ვის 'პრადვინუტობაზე' და ვის ჩამორჩენილობაზე! იმ თემას ნუ აოხრებთ შეუსაბამო პოსტებით!
  6. Siknadmo ყველა ვერ ხვდება ამ კატეგორიაში, სამწუხაროდ. ამასთან ჩარჩოები რა შუაშია? ადამიანები მონოგამიას ინარჩუნებენ ერთურთის სიყვარულისა და პატივისცემით. ზომიერ საზოგადოებრივ ჩარჩოებსა და მომპალ ჩარჩოს შორის დიიიდიიი სხვაობაა
  7. ბადრი_წიქორაძე პატივცემულო ბადრი. თუ თქვენ ასეთი სუსტი ნერვული სისტემა გაქვთ და გიჭირთ საპირისპირო აზრთან შეგუება, რჩევა იქნება, მოერიდოთ ისეთ თემებს, რომლებიც თქვენს პატივმოყვარეობას აწვალებს თქვენდა გასაოცრად, აქ ადამიანები ცოტა უფრო ნაბიჯგადადგმულად ფიქრობენ და აზროვნებენ და სცდებიან დამპალ ჩარჩოებს, ამიტომ, კიდევ ერთხელ თუ ხმამაღლა გააჟღერებთ თქვენს წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ თემები ან აზრები აქ რაიმე ფინანსური ინტერესით იქმნება, მიიღებთ ვორნს.
  8. თემის სათაურს ნამეტანი გასცდით! დღეს ღამე იღლაბუცეთ აქ და ხვალ იმ კონრეტულ პოსტებს, რომლებიც ეხება მარადმწვანე ქალიშვილობის ფილოსოფიას, მივუერთებ შესაბამის თემას.
  9. უმეტეს შემთხვევაში - ითაკილებს. არც ერთI მამრი უარს არ იტყვის FFM-ზე, თუმცა, ცოლი ეთაკილება ბი... ერთია მამრებზე ეჭვიანობა, ამას დაუმატე ქალებზეც ეჭვიანობა და ისედაც ბუნებით ეჭვიანი სქესის წარმომადგენელი შეიძლება გალიაში დასაბმელი გახდეს მერე აქ საკითხი მონოგამიურობის პრობლემებს ეხება და არა ზოგადად ბისექსუალობას. ისე კი, მე რომ მსგავსი შემთხვევა მქონდეს, თუ შვილს ენდომება ბისექსუალი კი არა ეგრეც უქნია დათვი მოუყვანია ცოლად. თუ კარგი დედა ვიქენი, ისეთ ღირებულებებზე გავზრდი, რომ კარგ ქალს შეიყვარებს, თუ კრახით დასრულდა ჩემი აღზრდა, აღარც მორალური უფლება აღარ მექნება ბოლოს მის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფაზე.
  10. ჭანო სამწუხაროდ, ეს თემა მართლა ნასკამდე დავიდა... სათაური ესეთI რომ არ ქონოდა მარტო მე და შენ და ლასალექსი ვიბაასებდით, ვგონებ.
  11. მე იმდენად ლიბერალი ვარ, რომ ალბათ არც არის ძნელი გამოსაცნობი ჩემი დამოკიდებულება. მაშინ, როდესაც ჰომოსექსუალი ადამიანების უფლებები აქტუალური ხდება, როცა შედარებით ტოლერანტული ხდება საზოგადოება, ვის რას ავნებს, თუ ვიღაც ჭიჭიკო ვინმე ბიჭიკოს ოფიციალურად მოიყვანს??
  12. 2010 რა განსხვავებაა თემას - ვიმსჯელოთ სიყვარულზე და თემას - სიყვარული- შორის??? სანამ გახსნით ახალ თემას, გადახედეთ უკვე არსებულებს! თემა ერთიანდება.
  13. Private Nodari სანამ ახალ თემას გახსნი ხოლმე, გადახედე არსებულ თემებს! არც ისე რთულია 7 გვერდის გადათვალიერება!. ერთიანდება.
  14. თემას გადაუხვია კი არა, სწორედ რომ თემის არსიდან გამომდინარე დაპოსტა. ვის წიგნში წერია არ ვიცი, თუმცა, კარგი ნააზრევია. გარკვეულწილად ვეთანხმები... გარკვეულწილად იმიტომ, რომ აქ ჯერ კიდევ ის მე-19-ე საუკუნეა, რომელზეც მანდ არის საუბარი.
  15. irusha ჰმ... სათაური ისეთი ქონდა, რომ ამ პოსტისთვის აღარც მიმიქცევია ყურადღება... მაპაწიე.. მე დღეს მაგარი საჩუქარი მივიღე.... დილით ამსტერდამში გავაცილე.. ჰოდა წეღან მომწერა, მანქანის საბარგულში საბუთები დამრჩა და ჩადი, აიღე და რომ დაგირეკავ მიკარნახე რაღაცაო... ჩავედი, გავხსენი საბარგული და 8 წითელი ულამაზესი ვარდი დამხვდა და წერილი ჰოდა... ფრანგული ბულდოგის რა გითხრა და ლაბრადორი კი მაჩუქა... ნუ, 8 მარტი არ იყო, მაგრამ მაინც.
  16. T_A_T მმმმმმ მნიამ.. კარგად ჟღერს ტატ, რაც შენ დაწერე... შემდეგ გოგრის სეზონზე, ბებოს გამოგზავნილი გოგრით აუცილებლად ვცდი მსგავსს. ისე კი, ძალიან გავს თითქოს ხარაზოთიც... ახლახანს გავაკეთე. რაც რამე ჩირი და კურაგა მოგხვდება ხელში, ყველაფერი უნდა გააბლენდერო, ან გაატარო ხორცსაკეპ მანქანაში ქიშმიშთან, ნიგოზთან, თხილთან, ნუშთან (რაც მოგხვდება ხელთ) ერთად და მერე გადაზილო თაფლით.... აი მისწრებაა რა. უგემრიელესია და სავსეა ვიტამინებით. ყველაზე გემრიელი, რა თქმა უნდა, მაცასთან ერთად არის (ებრაულია). ბოლოდ მე გავაკეთე ტოლმა! გემრიელად მივირთვით.
  17. dariala ძალიან კარგი, თუმცა, იმავე დროს გწამს ამისიც: რაც უპირობოდ გულისხმობს თავის თავში გარკვეულ სტერეოტიპს. სიწმინდე არის სულიერი მდგომარეობა და არანაირი შეხება არ აქვს საქალიშვილე აპკთან.
  18. dariala მასეა კი არა, აუცილებელიც არის! ქალიშვილობა უნდა იყოს შინაგანი სულიერი მდგომარეობის გამოხატულების ფორმა და ჭეშმარიტი, წმინდა გადაწყვეტილება ადამიანისა (დამიჯერე, ძააააააალიან ცოტაა ასეთი) და არა ნორმებზე დამოკიდებულება, ვაი, ჩემი მეზობელი რას იტყვის, ან ჩემი მომავალი ქმარი რას იფიქრებს, თუ აპკით არ ჩავბარდი. კულტურა კი, ვერასოდეს ამაღლდება მანამ, სანამ არსებობს ნებისმიერი სახის სტერეოტიპები ქალიშვილობა არაქალიშვილობის ირგვლივ.
  19. ჰოდა..... 8 მარტი მოდის აურზაურით, ქალებო შეხვდით .... (დაასრულეთ)
  20. T_A_T ო-ლალა... როგორ მესმის შენი მე თითქმის ერთი თვის წინ ჩამომივიდა მარჯ ჯაკობსის ფეხსაცმელი და ჯერ კიდევ ბედნიერი ვარ რა ცოტა გვინდა ბედნიერებისათვის არა? :D ისე კი, რაც შეეხება თემას, კარგი იქნებოდა, ჯერ ფორმულირება გაგვეკეთებინა ქალური ბედნიერებისა და მერე გვემსჯელა.. ის, რომ მე და ტატს ფეხსაცმელი გაგვიხარდა ერთი დღით, თუნდაც ერთი თვით (ეს, გამონაკლისი ავადმყოფების ხვედრია, ჩემნაირების), არანაირად არ ჯდება ქალური ბედნიერების ჩარჩოებში, რომელიც, ჩემის ღრმა რწმენით, გაცილებით ფართო ცნებაა. ისე კი, ქალური თუ კაცური, ერთი ხრენია და ორივეს ერთი ჭეშმარიტი გასაღები აქვს... საკმარისია მოინდომო და იქნები ბედნიერი... ბედნიერება სწორი გადაწყვეტილებაა....
  21. McLaren თანასწორობა არის სოცუალურ ნორმებში, რომელიც დროთა განმავლობაში დაწესდა და რომლებიც არის დისკრიმინაციული და ასევე ცუდად აისახება ქალების ჯანმრთელობასა და მომავალი ოჯახების სტაბილურობაზე. ეს ნორმები გულისხმობს, რომ კაცი თუ ქორწინებამდე იქონიებს სექსუალურ კავშირს, ეს ნორმალურია, მას ბიოლოგიური მოთხოვნილებები აქვს, რომლებსაც დაკმაყოფილება უნდა (და საერთოდ, რაც მეტთან არის ნამყოფი, და რაც მეტად მექალთანეა, მით იზრდება მისი ფასი, როგორც ჭეშმარიტი კაცისა) ქალი, თუ დაოჯახებამდე იქონიებს სექსს, ის არის უპირობო ბოზი! ეს არის მარაზმი და ეს არის დისკრიმინაცია. ის, ვისაც ცოტა სიღრმისეული განათლება აქვს და ახერხებს გაიმარჯვოს დამახინჯებულ ნორმებზე, მას არაფერი დააკლდება, თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლესობა განეკუთვნება საშუალო მასას, რომლიც არ გამოირჩევა ნორმებზე გამხედრების სიმამაცით და ექცევა მის გავლენის ქვეშ.
  22. ლ ი ც ი ეგ ჩემო ძვირფასო მე თუ არა, ვინ იცის აბა წითელდიპლომიანი ფსიქოლოგი ქალი ვარ. მაგრამ, მეც ვაღიარებ, რომ მიუხედავად ათასნაირი თეორიისა სიზმრის რაობისა და ფუნქციის შესახებ, ის მაინც ბოლომდე შეუსწავლელ ფენომენად აღიქმება მეცნიერებაში. არის რაღაცეები, რაც გულში ჩაგყვება, არის რაღაცეები, რაც, უბრალოდ ინფორმაციას გაძლევს... თუ იცი ამ ინფორმაციის ამოკითხვა, ეს წინასწარმეტყველებაა ჰოდა... აი გალაკტიონს აქვს, მე სიზმრებიდან ვიღებ ინფორმაციასო... მმმმ
×
×
  • შექმენი...