-
პოსტები
805 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Goddess
-
სასურველია თუ არა ქმრის დასწრება ცოლის მშობიარობისას???
Goddess replied to Goddess's თემა in ადამ და ევა
აქ გარკვეულ შენიშვნას შევიტან თემის სათაურთან დაკავშირებით: 'უნდა'-ში არანაირად არ იგულისხმება სავალდებულო ფაქტორი. უბრალოდ, სხვამხრივ როგორ უნდა მომეხდინა კითხვის ფორმირება დასწრება არ დასწრებასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე წყდება თანამონაწილეობა მშობიარობის პროცესში, თუმცა, მე არა მხოლოდ ის მაინტერესებს, თქვენი აზრით, სასურველია თუ არა დასწრება, არამედ რატომ. -
სასურველია თუ არა ქმრის დასწრება ცოლის მშობიარობისას???
Goddess replied to Goddess's თემა in ადამ და ევა
მართლა? რა მაგარია! სპინალურით გაუკეთეს საკეისრო თუ გენერალური ნარკოზით? მოგვიყევი რა განცდები პლზ... -
ადრე ალბათ თმა ყალყზე დაუდგებოდა მავან ქართველს იმის გაგონებაზე, რომ მამრი ცოლის მშობიარობას ესწრება იმის მაგიერ, რომ მანქანის "კაპოტზე" გაშლილ სუფრაზე ილოცებოდეს სამშობიაროს ეზოში. დღეს კი ცოტათი, ნელ-ნელა მივღოღავთ იქამდე, რომ კამათის საგანი მაინც გახდა ეს საკითხი, ვინაიდან, ბევრი მომხრე გამოუჩნდა იმ აზრს, რომ ბავშვის გაჩენაში მონაწილეობას უნდა იღებდეს ორივე მშობელი. მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება (როგორც დედლების, ასევე მამრებისა). გარდა ამისა, ისიც მაინტერესებს, რა როლი უნდა ჰქონდეს კაცს ბავშვის გაზრდა-აღზრდის პროცესში... მხოლოდ მთვრალზე გაახსენდეს ბავშვის არსებობა, რომ გააღვიძონ და პიანინოზე დააკვრევინონ, ან ლექსი ათქმევინონ, თუ პამპერსებიც უნდა უცვალოს? ველი ამ თემაში ვნებათა ღელვას
-
ucxo-planeteli შენ ის ხარ, მე რომ მგონია და რომ მინდა რომ იყო???? რაც შეეხება მაჭანკლობის ინსტიტუტს, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს (ახლა მოდერნიზებულია და გხვდება ვირტუალურ სამყაროშიც სხვადასხვა ფორმით) და მე მას მივესალმები. მხოლოდ, მაჭანკლობაში არ უნდა ვიგულისხმოთ გარიგებით შეუღლება (ეს სიმახინჯეა და სულ სხვა რამეა). მაჭანკლობა არის მესამე პირის კეთილი ნებით ორი ერთმანეთის შესაფერი მარტოსულის დაკავშირება
-
»SlaCk€r.. Ein o.o გთხოვთ, მომავალში PM-ში ეჟღურტულეთ ერთმანეთს... პირველი თემა არ არის, რომელსაც სიყვარულით აოფებთ
-
რას ნიშნავს არამურთაზი, თანამედროვე მამაკაცი?
Goddess replied to DATA TUTASXIA's თემა in ადამ და ევა
ნაწილობრივ, არ გეთანხმები. ძალია ბევრ აქცენტს აკეთებ "გარეგნულ სტერეოტიპებზე" მაშინ, როცა ცნება "მურთაზი" უფრო მსოფლმხედველობაა ვიდრე გარეგნული ან გემოვნებითი მახასიათებელი -
Pariz შენ გაიხარე შენ ტოლ გოგო ბიჭებში. მაგრა მეზარებოდა იმის პოსტზე პასუხი გაცემა და ნაწილობრივ შენ გაეცი, წესით, მისთვის უფრო გასაგებ ენაზე პასუხი. აქ არის სწორად არაჯანმრთელი განხილვა და არაჯანმრთელი იარლიყები ქალიშვილობის თემის ირგვლივ დამარხული. არ შეიძლება ანატომიური ნაწილი ადამიანისა მიიღო რაიმე სულიერის გარანტად. თუ ადამიანი შინაგანად წმინდა, ერთგული და პატიოსანი არ არის, მას ხორციელი აპკი კი არა ცხრაკლიტური ვერ უშველის. ქალი კი, რომელიც პატიოსანია ბუნებით და არ არის ქალიშვილი (აქაც, დლია ასობა უმნიხ უნდა ვთქვა, რომ არაქალიშვილობ არანაირად არ იგივდება ათას კაცთან სიარულთან), ის ეგეთი იქნება ბოლომდე.
-
ვეფხვი და შენი ლოგიკით გამოდის, რომ ქალიშვილები, რომელბიც შემდგომ თხოვდებიან აღარ ღალატობენ ქმარს და ცხოვრების ბოლომდე უყვართ? ანუ თუ ქალიშვილი თხოვდება - მას უკეთ შეუძლია (გაუუფერულებლად) სიყვარული და ერთგულება თუ არაქალიშვილია - ეს თავისთავად გარანტია არამყარი ოჯახური ურთიერთობებისა??? ლ ი ც ი
-
ვეფხვი კი ბატონო. შინაგანი მოცემულობა იმისა, რომ ოდესღაც თავი გარეგნულადაც გამოამჟღავნოს, მერე? არიან ერთეულები, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევითი კავშირები არც თუ ისე ზის ქალის ბუნებაში, არიან გამონაკლისები აქაც, დარწმუნებული ვარ. მაგრამ ერთს ვერ მივხვდი, რა ლოგიკური კავშირი აქვს ამ თქვენს კითხვებს მოცემულ თემასთან??? Pariz არასწორი ინტერპრეტაცია დედის სიწმინდის ;) მოკლედ, დედა ყველგან დედაა, არ გვინდა რა ყველგან ვიპინდრიოჟი.. ჩვენთან სხვანაირი დედები არანაირად არ არიან. უბრალოდ, ისტორიის მნაძილზე ქართულ რეალობაში დედას, ანუ ოჯახის მდედრობით ფუძეს ძალიან დიდი ვალი ეკისრებოდა, რაც გულისხმობს იმას, რომ სწორედ ქალის ვალი იყო აღეზარდა ღირსეული მამულიშვილები საქართველოსათვის, მაშინ, როცა კაცები ძირითადად ბრძოლის ველზე იყვნენ გავარდნილები და საერთოდ, ოჯახის თავობაც გარკვეულწილად ქალის მხრებზე გადადიოდა. კაცების ვალი სამშობლოს დაცვა იყო, რომელზეც საკმაოდ დიდ დროს ხარჯავდნენ. ეს იყო ქალის აღმაზევებელი ფაქტორი ქართული რეალობისათვის და არა ის, რომ აბანოებში დაჰყავდათ და პერიოდულად "გინეკოლოგიურ" შემოწმებას უტარებდნენ ვინმე მამიდოზები.
-
თუ გადაწყდა არჩევნები, აქვე ღიად ვაფიქსირებ ჩემს აზრს: აზრი ჰოდა, მე ვაყენებ აზრის კანდიდატურას და მხარსაც ვუჭერ...
-
nuaka ოოოოოო ძვირფასო, როგორ ასიანში გაარტყი... უბრალოდ მე ხალისი აღარ მქონდა ასე დაწერის.. სამწუხაროდ... თუნდაც ჩემი, ან შენი შეშფოთება, იმის გამო, რომ ძალიან ფეხმოკიდებულია არასწორი და არაჯანმრთელი ურთიერთობები, ან წარმოდგენები ურთიერთობის შესახებ აქ ინათლება, როგორც ანტიქალიშვილურისტური მწვალებლობა, რომელიც ცეცხლე უნდა დაწვა... არადა, მართლა მტკივნეული და საკამათო თემაა, რომ ეგებ, კამათში დაიბადოს ჭეშმარიტება კიდევ ერთი ადამიანისთვის მაინც.
-
Saturn ეჰ, ბანი რომ სულს კურნავდეს ორს დავადებდი Siknadmo რა გინდა, ეგებ თავიდან დაწერო და მოკლედ. ბადრი_წიქორაძე ესეთი რამეები, პატივცემულო, ანატომიის გაკვეთილზე ისწავლებოდა??? ან რომელიმე გაკვეთილზე საერთოდ???
-
Siknadmo დამიჯერე, ძვირფასო, ფასეულობებთან მე რომ ვარ კარგად, ეგრე იყოს ნეტა ბევრი. სამწუხაროდ, ბევრი რამის დამახინჯება ხდება და არასწორი ინტერპრეტაცია. კონკრეტულად ქალიშვილობის საკითხის ირგვლივ, უბრალოდ შენ ჯერ სხვანაირად ფიქრობ და დიდი შანსია ეგრე იფიქრო ცხოვრების ბოლომდე, სამწუხაროდ. მე კი, ცოტა ფართო ასპექტში ვუყურებ. ვხედავ გარშემო ძალიან ბევ არასრულფასოვან ოჯახს და მინდა, რომ ფასეულობები ცოტათი მაინც შეიცვალოს, რომ შანსი შემცირდეს გაუცნობიერებელი ოჯახების შექმნისა, ასევე ქალებმა ისწავლონ საკუთარი თავის ფასი! (ეს სულ სხვა ამბავია კიდევ). ისე კი, გარდა იმისა, რომ ეს ქალიშვილობის ყბადაღებული თემა სხვა არაფერია, თუ არა სოციალური ნორმის რუდიმენტი, რა დანიშნულება აქვს სხვა? რა სარგებელი მოაქვს??? სანამ გასაოცარ იდეებს დააბერტყებდეთ, მოიშველიეთ ემპირიული კვლევებიც, ან რაიმე ფაქტი მაინც, ან სულ რაღაც ნორმალური არგუმენტები მაინც, ვიდრე ლანძღვა და ცეცხლზე დაწვა სხვანაირად მოაზროვნეთა. ბადრი_წიქორაძე სკოლის დონეზეც მისწავლია (განსხვავებით იმ ადამიანთაგან, რომელთაც ანატომიის წიგნის ეგ თავი "ქიხია" ჰგონიათ და წითლდებიან) და უნივერსიტეტის დონეზეც... და გარდა ანატომიური თავისებურებებისა, მისი სოციალური ასპექტის კარგად მაქვს გასიგრძესიგანებული.
-
ბადრი_წიქორაძე რა იცავს გაციებისაგან? საქალიშვილე აპკი???????????????????????????? ღმერთო... აგური, აგურიიიიიიი
-
ჰა ეხლა, ის იდეა ჯერ არ გაჟღერებულა, ბაღანე რო მუცელში გაიზრდება, ვისაც შეხედავ მაგ დროს იმას რომ დაემსგავსება???
-
ვეფხვი და იმის გარანტია სად არის, რომ ეს ქალიშვილი ორიათასზე არ არის გადამხტარი და მერე კუზანოვთან შენარბენი?? ნდობა? ესეთი ცნება თქვენთვის უცხოა?
-
ვაიმე, დავიღუპე! ჭანო დამიბრუნეთ, თორემ გაუჩნდა ჩემ განყოფილებას ჭიაღუა! ჭანოოოოოო დაბრუნდიიი ჭანოოოოოო вернись ჭანოოოოოო come back ჭანოოოოოო terugkomen ჭანოოოოოო revenir ჭანოოოოოო tornare ჭანოოოოოო volver ჭანოოოოოო 回来 ჭანოოოოოო לַחֲזוֹר ჭანოოოოოო vrátit se ჭანოოოოოო 戻って ჭანოოოოოო kommer tillbaka
-
Grig სანდროია ფარმადეპო არის ახალი წამლების მაღაზია, რომელიც დამუიკდებელია ქართულ ბაზარზე არსებული მონოპოლისტებისაგან. აქვს უმაღლესი ხარისხის წამლები (ჯიემპის წარმოება და მსგავსი სანაგვე არ არის). ფასები არის საგრძნობლად დაბალი (პირველ პოსტში მიწერია). რაც შეეხება ფარმაცენტრს... მოკლედ ამ ფარმატეპოს მაგარი ებრძოდნენ... რომ ვერაფერი ვერ მოუხერხეს, პსპ-მ გახსნა თავისი ფილიალჩიკი (ვითომ მისი არ არის პონტი) და დაარქვა მსგავსი სახელი "ფარმაცენტრი" და ფასები დააგდო წამლებზე მაგ აფთიაქში. მიზანი: ფარმადეპოს დაძირვა. ამ დროს, გუშინ, ფარმადეპოში იმხელა რიგი იყო, რომ გარეთ გამოდიოდა ფარმაცენტრი კი მიტოვებული ოტელივით იდგა გვერდით. ფარმადეპო არის სანაპიროზე არ მისული ლუკოილის სამრეცხაოებთან.
-
თქვენი ლოგიკა მკლავს :D ვაშლი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი ერთი და იგივეა??? იმ მოხუცმა რა ქნას, რომელსაც ჩემსავით მანქანა არ ყავს და ვერ გაგრიალდება სანაპიროზე (ყოვლად მიუდგომელ ადგილას) შედარებით იაფად რომ იყიდოს სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი წამალი თავისი უმნიშვნელო პენსიით??? და რა გინდათ თქვათ? რომ ავერსი, პსპ და ა.შ. ძმანნი მათნი ფარმაცევტული ფირმები კეთილსინდისიერ ბიზნესს აწარმოებენ და ხალხზე ზრუნავენ???
-
მართალი გითხრა, ვერ მიგიხვდი ახლა შენ რა გინდოდა ამით გეთქვა და რა პოზიცია გიჭირავს. არ არის ეგ ცოტა განსხვავება იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც 5-იოდე დასახელების წამალი ვიყიდე ფარმადეპოში. აი ერთი წამლის მაგალითს გეტყვი, ის რაც ფარმადეპოში ღირს 33 ლარი (მაგალითად) პსპ, ავერსში იგივე მედიკამენტი ღირს 40+ ლარი. არ არის უნამუსო განსხვავება? და რა განსხვავებულ ხარჯებზე მელაპარაკები, ეგეც ვერ გავიგე.
-
მოკლედ, თუ ასეთი თემა არსებობს მე მაპატიეთ და მიუერთეთ! ეხლა რა ხდება... გუშინ დაახლოებით 5 დასახელების წამალი ვიყიდე. გაგონილი მქონდა ფარმადეპოს შესახებ და მოკლედ წავედი იქ, ცოცხალ რიგში ვიდექი სადღაც 40 წუთი და ამ წამლებში გადავიხადე 261 ლარი. იქიდან რომ წამოვედი შევიარე ავერსში და პსპში და გავიგე ფასები. აღმოვაჩინე, რომ 57 ლარი დავზოგე იმით, რომ ფარმადეპოში ვიყიდე მედიკამენტები. რამხელა მოგებაზე გადიან ეს მონოპოლისტური ფარმაცევტული ფირმები??? ხალხი სულ აღარავის ანაღვლებს? 57 ლარი განსხვავება ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრია!
-
მსგავსი პრობლემატიკის თემა არსებობს! განიხილეთ იქ. არსებული თემატიკის თემის განმეორებით გახსნის შემთხვევაში ვორნი.
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ჭანო უფრო ცუდი ის არის შენ რომ გადარდებს გზდიონ და იყვნენ ბედნიერად ნეტაი ერთი შენ. რაც შეეხება გუგლს მაგას მე მიხსნი? მომიკვდეს თავი გუგლი საძიებოა და აქ რომ არ მოსწონთ, ნებმისმიერ ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული ატარებს ფაქტის სახეს... მოკლედ... მე კიდევ შენ გიხსნი რა მეშველება :D ეს კი ისე... ცნობისათვის. The research and clinical literature demonstrate that same-sex sexual and romantic attractions, feelings, and behaviors are normal and positive variations of human sexuality. The longstanding consensus of the behavioral and social sciences and the health and mental health professions is that homosexuality per se is a normal and positive variation of human sexual orientation.[57] The World Health Organization's ICD-9 (1977) listed homosexuality as a mental illness; it was removed from the ICD-10, endorsed by the Forty-third World Health Assembly on May 17, 1990 The Chinese Society of Psychiatry removed homosexuality from its Chinese Classification of Mental Disorders in 2001 after five years of study by the association The American Psychological Association, American Psychiatric Association, and National Association of Social Workers stated in 2006: “ Currently, there is no scientific consensus about the specific factors that cause an individual to become heterosexual, homosexual, or bisexual — including possible biological, psychological, or social effects of the parents’ sexual orientation. However, the available evidence indicates that the vast majority of lesbian and gay adults were raised by heterosexual parents and the vast majority of children raised by lesbian and gay parents eventually grow up to be heterosexual.[3] -
აზრი რა გითხრა აბა? 1. ჩემს ტვინში ზიხარ... იმ დღეს ვსერჩავდი საინტერესო საკითხებს, რაზეც შეიძლებოდა აქ თემის გახსნა და იმენა გაშანშალებული მქონდა უკვე ინფორმაცია მეტეროსექსუალებზე და ა, დამასწარი 2. რაც შეეხება მეტეროსექსუალებს, ასეც უქნიათ კისერი უტეხიათ სულ ქვედაბოლო ჩაუცვამთ და წითელი ლაკი წაუსვამთ ხომ იცი, ყველა კალოშს თავისი სარგო ფეხი გამოუჩნდება, ანუ ვიღაცას მოსწონს (სხვათაშორის, ბევრი ვიცი, ვისაც ასეთი მამრების მოსწონთ). მე პირადად არ განვიცდი არანაირ სექსუალურ სიმპატიასა და მიზიდულობას მსგავს მამაკაცებთან. მოვლილი მამაკაცი მიყვარს და მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ელემენტარული ჰიგიენა დაცული ქონდეს კაცს და თუ კანი უშრება, კრემიც უნდა წაისვას, მაგრამ ეს ყველაფერი ჰიგიენურ ნორმებში ჯდება, სადაც საზღვრების დაწესება არ არის საჭირო. ასევე ვიტყვი, რომ მკვებავი ნიღბის გაკეთება და კოსმეტოლოგის ყოლაც კარგ კულტურულ ჩვევებზე მიუთითებს. მეტეროსექსუალის უფრო მეტად დამახასიათებელი ეს არის მანერულობა. ისინი გარდა იმისა, რომ ზედმეტად ზრუნავენ გარეგნობაზე, ასევე არიან მანერულები, ნაზები და ა.შ. და სანამ ლოგინში არ შეუძახებ, მანამდე რთული ხდება გარჩევა ზღვარისა მათ ჰეტეროსექსუალობასა და ჰომოსექსუალობას შორის. ამიტომ, მე, რავარც მაჩო მამაკაცების მოყვარულს, ვერ მომეწონებიან მეტეროსექსუალები. ამ თემის ირგვლივ მაქვს კიდევ ერთი მოსაზრება. ეს არის იმ სახის ტენდენცია, რაც იყო ერთ დროს ქალების მიერ ლიფების დაწვა, თმის მოკლედ შეჭრა და შარვლების კოხტად მორგება. ჩვენ დავიმკვიდრეთ უფრო ახლო ადგილი მამაკაცის გვერდით საზოგადოებაში... ახლა ზოგიერთI მამაკაცი იმკვიდრებს ადგილს 'სხვაგან'...
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
Goddess replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
მთელი დილაა ამ თემას ვწმენდ! თემა გაწმენდილია! ღლიცინი აღარ დავინახო, თორემ ეგრევე "ტაიმ–აუტები" წამოვა! ამ თემაში იკრძალება სექსუალური უმცირესობების შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება! ნებისმიერ ეგეთ შემთხვევაზი ბანი!! გაფრთხილება! proletari zoixter nuaka Private Nodari პროვოკაციულ პოსტებს შეეშვით!!! ადამიანის პიროვნულ შეფასებებზე ნუ გადადიხართ! ვორნი +20 ჭანო pariz აქვე დავამატებ. ჭანომ მოახერხა და თავისი არგუმენტები გაამაგრა ფაქტით (დლია ასობა უმნიხ, გუგლიდან მოტანილი ინფორმაციაც გარკვეული სახით წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად ფაქტად ითვლება, რომლის გაბათილება თუ გინდა, დემაგოგიის წვიმა კი არ უნდა მოსცხო, არამედ დასერჩო ინტერნეტი, ან გადაშალო წიგნი, სამეცნიერო ჟურნალი და მოიძიო დასახელებული ფაქტის გამაბათილებელი კვლევა! ეს ისე, ინფორმაციისათვის) ნებისმიერი პრეტენზია დააფიქსირეთ შესაბამის თემასა და განყოფილებაშI! აქ დააფიქსირებთ თუ არა მოდერირებასთან დააკვშირებულ ნებისმიერ პრეტენზიას ეგრევე ბანი!