Jump to content
Planeta.Ge

iraklion

პლანეტელი
  • პოსტები

    38
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი iraklion

  1. განთბილისიზაცია გრძელდება...... სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში? შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში გადაიტანონ ავტორი - Gevision.Tv WEDNESDAY, 22 JULY 2009 13:06 როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაძლოა, კახეთში, კერძოდ კი ქალაქ გურჯაანში გადაიტანონ. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთში გადატანის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს კახელმა გლეხებმა მიმართეს. გლეხების თქმით, ამ შემთხვევაში სამინისტროსთან დაკავშირება გაუდვილდებათ და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს დროულად გადაწყვეტენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანში გადატანის შემთხვევაში, სამინისტრო ეროვნული ბანკის კახეთის ყოფილი ფილიალის შენობაში განთავსდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კახეთში გადატანას მხარს კახეთის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატებიც უჭერენ. http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=3&lang=ka
  2. თანამდებობის დატოვებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყანა ამ მომენტისთვის ალიანში გასაწევრიანებლად მზად არ არიან. ამის შესახებ განცხადება გენერალურმა მდივანმა დიდბრიტანეთში გამოსამშვიდობებელი ვიზიტისას გააკეთა - იუწყება რუსული ”იტარ-ტასი” . ”მხოლოდ სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ავტომატურად აქვს ალიანსში გაწევრიანების უფლება.” - განაცხადა სხეფერმა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ალიანსის გეგმებს აღნიშნული ქვეყნების შიდა პოლიტიკა ეწინააღმდეგება. სხეფერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხელისუფლება, რომელიც მიმართულია ალიანსში გაწევრიანებისკენ, უნდა ითვალისწინებდეს ნატოს მოთხოვნებს, ”დღეს კი არც საქართველო და არც უკრაინა ამისთვის მზად არ არიან”. რუსული მედია ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის The Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბრობს. სიუჟეტი ამ თემაზე: ნატოს ბუნდოვანება http://gevision.tv/ კომენტარებში მამუკა არეშიძე, გიგი წერეთელი, გიორგი თარგამაძე, პაატა დავითაია....
  3. ერთდღიანი გამოკითხვა - საღამოს პასუხები ისედაც გვეცოდინება: რატომ მიდის პრეზიდენტი 20 ივლისს პარლამენტში: http://gevision.tv/ - მთავარ გვერდზე: სავარაუდო პასუხები: აპირებს სერიოზული განცხადებების გაკეთებას ბაიდენის ვიზიტის წინ მორიგი პიარ-აქციაა სურს მოისმინოს რა პრობლემებია ქვეყანაში აზრი არ აქვს, სააკაშვილი ”დამთავრდა”.....
  4. newstudio ამაშია საქმე............ არავინ ყოფილაო ჩვენთა - ამის ნაკლებად მჯერა რადგან 2-3 ფაქტი ვიცი რომ იყვნენ და დახმარება ჩაუტანეს, მაგრამ ეს წვეთია წყალში.............. საზოგადოება იდეფერენტულია. გუშინ ვუყურე "ზეიტგეისტს". აი მთავარი მიზეზი.
  5. ასეთი კიტხვა მექნება -ჩემი სტუდენტობის პერიოდში, როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო, სტუდენტები აქტიურობდნენ, ანუ უმაღლეს სასწავლებლებში არსებობდა ჯგუფები რომლებიც სტუდენტობას ორგანიზებას უწევდნენ, თქვენ ამ კოზირს რატომ არ იყენებთ? ინდეფერენტულია ახალგაზრდობა? ფაქტია რომ ახალგაზრდულ მოძრაობაში დღეს პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები აქტიურობენ....
  6. კოტეჯი #524 ამბავი, რომელზეც ყველა არ საუბრობს... გუშინ გადაღებული ტრაგიკული რეპორტაჟი დევნილებზე..... როგორ მდგომარეობაში არიან ისინი რუსეთ-საქართველოს შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ...... http://gevision.tv/
  7. სტუდია ”რეპორტიორი”-ს ახალი ფილმი ”თემიდას ბუნდოვანება”, რომლის პრემიერა გუშინ გაიმართა სახალხო დამცველის ოფისში. http://www.gevision.tv/index.php?option=co...=30&lang=ka 10:23 16.07.09 - სახალხო დამცველის ოფისში სტუდია "რეპორტიორის" ფილმის - "თემიდას ბუნდოვანება" პრეზენტაცია გაიმართება სახალხო დამცველის ოფისში დღეს სტუდია „რეპორტიორის“ ფილმის „თემიდას ბუნდოვანება“ ჩვენება გაიმართება. როგორც სტუდიის ხელმძღვანელმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, ფილმი ეხება, როგორ მუშაობენ საქართველოში სასამართლოები. კერძოდ, საუბარია მკვლელობაში მსჯავრდებულის, ირაკლი კერესელიძის საქმეზე სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებზე. „ამ საქმიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მუშაობენ სასამართლოები. კერძოდ, შევისწავლეთ კერესელიძის საქმეზე საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების განაჩენები, რომლებიც ბუნდოვანია. თავად სასამართლოებმა მიიღეს განჩინება განაჩენების ბუნდოვანებისა და მისი აღმოფხვრის შესახებ. ამის მიუხედავად განაჩენი მაინც ბუნდოვანი დარჩა და კერესელიძე, რომელიც 2009 წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო ციხიდან, კვლავ პატიმრობაში რჩება“,-აღნიშნა კომახიძემ. ჟურნალისტის თქმით, სამი ინსტანციის სასამართლო ცდილობს, გაერკვეს საქმეში და დღემდე ვერ გარკვეულან. კანონით, კერესელიძე უკვე გათავისუფლებული უნდა იყოს. სასამართლოს დაზუსტებული აქვს, ადასტურებენ, რომ გარეთ უნდა იყოს, თუმცა იმეორებენ ფრაზებს, რომლის მიხედვითაც 2013 წელს გამოდის. მისივე ინფორმაციით, ირაკლი კერესელიძე 1995 წელს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. მოგვიანებით, პრეზიდენტმა შეიწყალა და სასჯელი 20-წლიანი პატიმრობით შეუმსუბუქდა. ირაკლი კერესელიძე ვალერი ასათიანის საქმეშიც ფიგურირებდა. „ინტერპრესნიუსი“
  8. მოკლედ დაიწყო..... ჯერ არველაძე იმედში, მერე ყუბანეიშვილი გადადგა და ამბობენ გრიგოლიასაც შეიძლება საფრთხე შეექმნასო, ცვლილებები რუსთავზეც. რა ხდება? http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=3&lang=ka ნინო შუბლაძეს ირმა ნადირაშვილი ცვლის ავტორი - Gevision.Tv WEDNESDAY, 15 JULY 2009 17:45 დღეიდან ”რუსთავი-2” საინფორმაციო სამსახურს ირმა ნადირაშვილი უხელმძღვანელებს. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი , ნინო შუბლაძე არხის გენერალური დირექტორის - გოგი გეგეშიძის მოადგილის თანამდებობაზე გადადის. ის ასევე გადაცემა ”პოზიციის” წამყვანად დარჩება. გავრცელებული ინფორმაცია ნადირაშვილმა სააგენტო ”პირველთან” საუბარში დაადასტურა. საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ტელეკომპანიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობს. http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=3&lang=ka ყუბანეიშვილი მოხსნეს?! ავტორი - Gevision.Tv WEDNESDAY, 15 JULY 2009 14:15 როგორც ”გევიჟენს” სანდო წყარომ აცნობა, პირველი არხის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს. ლევან ყუბანეიშვილს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. წყაროს ცნობით ყუბანეიშვილს პირველი არხის გენერალური პროდიუსერი გია ჭანტურია შეცვლის. თუმცა ახალი თავმჯდომარე არჩევნებმა უნდა გამოავლინოს. ”გევიჟენმა” ინფორმაციის გადასამოწმებლად ყუბანეიშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. როგორც გია ჭანტურიამ ”გევიჟენთან” საუბარში განაცხადა, იგი საქმის კურსში არ არის და თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ”გუშინ საქმიანი შეხვედრა გვქონდა და დღესაც ლევან ყუბანეიშვილი თავის კაბინეტში ზის” - განაცხადა ჭანტურიან ”გევიჟენთან” სატელეფონო საუბარში და თავის სავარაუდო კანდიდატურაც უარყო. ლევან ყუბანეიშვილი პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გასულ წელს 4 აპრილს არჩევნების გზით დაინიშნა. ლევან ყუბანეიშვილი გენერალურ დირექტორად 8 კანდიდატიდან მეორე ტურში გასულ ორ კანდიდატს შორის ფარული კენჭისყრით იქნა არჩეული. სულ ამ თანამდებობაზე 32 განაცხადი იყო წარმოდგენილი.საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელობისა და პოლიტიკის შეცვლა ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმნოადგენდა, რომელიც მან ხელისუფლებას წაუყენა და რომლის შესახებ მათ შეთანხმებას მიაღწიეს. მაშინ არჩევნებში მონაწილეობას ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, ლაშა ბაქრაძე, გენადი უჩუმბეგაშვილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც იღებდნენ. პირველი არხის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ყუბანეიშვილი ამ წუთებში შენობას ტოვებს.
  9. სტატია დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკიდან”: http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=6&lang=ka ვინ გაამყარებს მიშას მორყეულ სკამს ? მორიგი საკადრო ცვლილებები მთავრობაში? WEDNESDAY, 15 JULY 2009 13:14 შესაძლოა სულ მალე ახალ პრემიერ-მინისტრად ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს. რაც არ უნდა იქადნოს ოპოზიციამ, ეს ზაფხული დაგვაცადეთ და შემოდგომაზე უარესს ვიზამთო, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოსტის დათმობას არ აპირებს. პირიქით, ის ახლა როგორც არასდროს, ცდილობს თავისი პოზიციების სერიოზულად გამყარებას. როგორც ვიცით, ვანო მერაბიშვილი ის "ხერხემალია", რომელსაც მიშა არაფრის ფასად არ გადატეხავს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ დიდხანს ეყოლება ვანო მინისტრად. სამაგიეროდ, პრემიერ-მინისტრის პოსტს სერიოზულად გაამყარებს და სკანდალურ ცვლილებებსაც გეგმავს. სანამ ოპოზიცია ჯერ კიდევ ტაიმ-აუტს აიღებდეს, ის ნიკა გილაურს ძველ პოსტზე დააბრუნებს, ხოლო კიდევ უფრო დიდ "ხერხემალს" - ზურაბ ადეიშვილს მთავრობას "შეუყუდებს". ხალხს გასული წლის სკანდალი ჯერ არ დავიწყებია, როცა გეგა მგალობლიშვილის გაპრემიერება თვენახევრში კრახით დასრულდა. მაშინ პრესა სწორედ მგალობლიშვილისა და ადეიშვილის დაპირისპირებაზე ჰყვებოდა, რის გამოც თურმე სააკაშვილს ლამის სიკვდილის პირამდე უცემია პრემიერი, რომელიც თირკმელების შეტევით გერმანიის ჰოსპიტალში მოხვდა. ამ სამარცხვინო ვერსიის განეიტრალება ხელისუფლებამ მაშინ არაერთხელ სცადა და იმითაც დაამტკიცა, რომ გეგა მგალობლიშვილი მკურნალობის სრული კურსის დამთავრებისთანავე ნატოში გაგზავნა და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. კითხვის ნიშნები, სინამდვილეში რა მოხდა დეკემბრის ერთ სუსხიან ღამეს, მაინც არ გამქრალა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: სააკაშვილსა და მგალობლიშვილს შორის ჯერჯერობით ნამდვილი სიამტკბილობა სუფევს. არც გილაური უქმნის პრეზიდენტს პრობლემებს. სამაგიეროდ, გილაურის პოსტზე ვერ გაამართლა ბაინდურაშვილმა, რომელმაც ბოლო ორი თვის ბიუჯეტი ვერ შეასრულა. ამის გამო გაბრაზებული სააკაშვილი გილაურს კვლავ ფინანსთა სამინისტროში დააბრუნებს, ხოლო კახა ბაინდურაშვილის ბედი ჯერ ისევ გაურკვეველია. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილზე გამოთქმულ ვერსიას, თუ გამართლდა და მთავრობის ხელმძღვანელად მართლაც მოგვევლინა, ეს იქნება ბოლო წვეთი საპროტესტოდ გამოსული ხალხის ისედაც ავსებულ ფიალაში. აქციაზე ყველაზე მეტი პროტესტი სწორედ მისი მისამართით ისმის და ამბობენ, რომ დღეს ქვეყანას სააკაშვილი კი არა, ის მართავს. ადეიშვილი ის ფიგურაა, რომელსაც მერაბიშვილთან ერთად მუდმივად არცთუ ისე სასურველ კონტექსტში იხსენიებენ ხოლმე, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, ადეიშვილის ბნელი საქმეები სააშკარაოზე ჯერ არავის გამოუტანია. მის წინააღმდეგ კონკრეტული კომპრომატის დადება უჭირთ. მათ შორის, გოგა ხაინდრავასაც კი, რომელიც იმაზე მეტს ვერაფერს ამბობს, რომ "დღევანდელი იუსტიციის მინისტრი შავბნელი წარსულით მოცული ადამიანია. ის არის ობობა, რომელიც სულ ბნელშია და დღის სინათლეზე არასდროს გამოსულა". საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბარს არ ერიდება. ბუნებრივია, მოვლენებს არ უსწრებენ და დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ, თუმცა ფაქტია, რომ ადეიშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. სამთავრობო კარუსელი არ აშფოთებს საპარლამენტო ოპოზიციას. ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა საკადრო ცვლილებები ბოლო დროს მმართველ გუნდში გაჩენილმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს. ესეც მხოლოდ ჰაერში ნასროლი სიტყვებია, რადგან რეალური, დამადასტურებელი ფაქტები გარეგნულად არ ჩანს. კულუარებში საუბარია იმ ადამიანებზეც, რომელთაც ადეიშვილი გაამინისტრებს, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას შეიძლება ჯანდაცვის სამინისტრო ჩააბაროს. ვრცელდება არანაკლებ საინტერესო ინფორმაცია ალასანია-ბაქრაძის კონფიდენციალური შეხვედრის შესახებაც, სადაც თურმე პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრად თუ არა მოადგილეებად დანიშვნა შესთავაზა ალასანიას გუნდის რამდენიმე წევრს. სხვა ამბავია, ვინ ეკითხება ბაქრაძეს სამთავრობო სკამების განაწილებას, მაგრამ ენას ძვალი არა აქვს. მით უფრო, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აქტიურად ითხოვს და არც თანმიმდევრული არჩევნების საწინააღმდეგო აქვს რამე. აქედან გამომდინარე, შეიძლება კოალიციური მთავრობაც მალე ვიხილოთ. ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ჯერჯერობით ერთადერთი საზრუნავი აქვს, ღირსეული პროტესტის გრძნობით დახვდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს... მაგრამ ჩანს, რომ არც სააკაშვილი და მისი გუნდია გულხელდაკრეფილი. თანაგუნდელები მონდომებით ცდილობენ, გაამაგრონ პრეზიდენტის მორყეული სკამი და 2013-მდე გაუხანგრძლივონ გამძლეობა. თეა მოსია ”საქართველოს რესპუბლიკა”
  10. მაშ ასე, მორიგი კამოკითხვა თბილისის ქუჩებში საკნების აღებასთან დაკავშირებით. 14 ივლისი 2009 წელი. http://gevision.tv/ 1. ახალგაზრდა ბიჭი "მაქსიმალის" თეთრი კეპით: არ არის დროული, იმიტომ რომ აღარ აქვს აზრი ასე გაგრძელებას, ხალხი იტანჯება. 2. ოდნავ ოფლიანი ღიმილიანი ოდნავ გაუპარსავი მამაკაცი გაღეღილ პერანგში: არ ვიცი არ მომისმენია, არა ვარ ინფორმირებული... (მიდის) 3. ჭარმაგი გამხდარი მამაკაცი: უკვე მიიღეს გადაწყვეტილება? საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, უაზრობაა რა, აქციები უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ასეთი ფორმებით, უზნეო ფორმებით რაა...არ მეთანხმებით თქვენ თვითონ? თუ თქვენ აკრძალული გაქვთ კომენტარის გაკეთება? (იცინის)... 4. "ქერა" გოგონა სოლიდური მობილურით - დროულიი? ნუ რა ვიცი, ალბათ ხოო... იმიტომ რომ ხალხი ვერ მოისვენებს და ისევ აჯანყდება ალბათ.(იცინის და თმებს იწევს, მერე სწრაფი ნაბიჯებით მიდის)... 5. შავთმიანი ქალი წითლებში: - ალბათ, დროულია. ნუ უკვე თავისი ის შეასრულა ამან... თუმცა აქციები უნდა გაგრძელდეს რა თქმა უნდა..... 6. ქალბატონი მწვანე პერანგში: - დროული, (ამბობს და ძალიან ერიდება იღიმის დიდხანს და მიდის ნელა).... 7. მოხუცი სანდობიანი მამაკაცი - თქვენ როგორ გჯერავს? უნდა იყვეს თუ არ უნდა იყვეს? თქვენი აზრი მაინტერესებს - (ჟურნალისტი ეუბნება რომ ქუჩის გამოკითხვაა) - ხალხის აზრი რა, კითხვა უნდა ამას რომ არ უნდა იყვეს? და მიდის....ბრუნდება მერე -იმიტომ არ უნდა იყვეს, რომ ვერ გავდივარ რუსთაველზე, იქ ვმუშაობ და მანქანით ვერ გავდივარ და ვერ გამოვდივარ, პოლიტიკაში არ ვერევი, არა ვარ პოლიტიკოსი. მე ვარ ქართველი და ვიქნები საქართველოს ერთგული, ვსიო.... 8. ქალი სათვალით (თეთრი ჩარჩოთი) - ალბათ დროულია, იმიტომ რომ ზაფხულია და ხალხის დასვენება უნდა. წასვლა უნდა, ქალაქი დაცლილია, რა აზრი აქვს იმათ აქ გაჩერებას, აქ თუკი მათ მხარში მდგომი არავინ არ ეყოლებათ გვერდით. როდესაც ქალაქი დაიტვირთება, მაშინ კიდევ შეიძლება. ოღონდ კარვები აღარ უნდა აღდგეს, ხალხს უნდა მიეცეს საშუალება გადაადგილებისა და სახლთან მივიდეს, იქ რომ მოსახლეობა ცხოვრობს, წუხდებიან ამით არა? ალბათ 2013 წლამდე არაფერი არ შეიცვლება, დრო აქვს ამ პარლამენტს და მანამდე არ შეიცვლება. მომხრე ვარ თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. 9. ბიჭი სათვალეში - ალბათ რამემდე უნდა მივიდნენ, თორემ საკანი იდება თუ არ იდება, ეს არ წყვიტავს არაფერს. ეს მემგონი მარტო ხალხს უშლის და ზევით მთავრობაში არავის. მე შეიძლება იმდენად არ შემიშალა ამ საკნების დგომამ თუ დებამ, სხვებ შეიძლება მეტად შეუშალა. მაგრამ მარტო აქედან გამომდინარე რომ ვართ, ვის უშლის და ვის არ უშლის, იმიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში. იმედია რაღაც კონსენსუსამდე მიაღწევენ მოლაპარაკებისას.
  11. მიშას ხალხს - მიშას კვერცხები! ავტორი - Gevision.Tv TUESDAY, 14 JULY 2009 15:10 საქართველოს ყველა მოქალაქეს, წესით, უნდა უხაროდეს, რომ 2009 წლის ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნა საპრეზიდენტო სასახლე - თბილისში, ავლაბარში, ისტორიულ ცენტრში, ყოფილი საგზაო მილიციის სამმართველოს შენობაში. ეს გახლავთ მართლაც გრანდიოზული ნაგებობა, რომლის მსგავსი ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა საქართველოში არასდროს არ არსებულა, თვით "ოქროს ხანაშიც" კი! სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ამ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენას დიდი სიხარულით არ გამოხმაურებია. მაინცდამაინც დიდი თავგამოდება არც ხელისუფლებას გამოუჩენია - 800 მილიონ დოლარად შეფასებული (მხოლოდ მშენებლობა!) პრეზიდენტის კვერცხგუმბათოვანი სასახლე ისე გაიხსნა, როგორც სამკერვალო "ცეხი" ხელვაჩაურის რაიონში. თავმდაბალი პრეზიდენტი თავისი მშიერი ხალხის გაღიზიანებას თუ მოერიდა. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია არის ტოტალიტარული რეჟიმის უცხადესი მატერიალური გამოხატულება. ამით მიხეილ სააკაშვილმა თავის ხალხს გარკვევით უთხრა: მე, პრეზიდენტ სააკაშვილს, თქვენ, ქართველი ხალხი, ფეხებზე, უკაცრავად, კვერცხებზე მკიდიხართო, ავიშენებ სასახლეებს ავლაბარშიც, შავნაბადაზეც, ბორჯომშიც, ბობოყვათშიც, წინანდალშიც, ზუგდიდშიც და, თუ დამჭირდა, მესტიაშიც! ვიყიდი თვითმფრინავებს და მილიონიან დაჯავშნულ ლიმუზინებს, გამოვიწერ მსოფლიო დონის "მასაჟისტებს" და მოვიწყობ ორგიებს, თათბირებსაც სახურავებზე ჩავატარებ და მინისტრებსაც რასაც მინდა, იმას გავაკეთებინებ... თქვენ კიდე - უსახო, უპიროვნო და უაზრო ბრბოს - ტაშს გაკვრევინებთ და "მიშა მიშას" გაძახებინებთ... გასულ კვირაში მოხდა კიდევ ერთი ფაქტი, რაც აგრეთვე პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების სრულ უზურპაციაზე მიანიშნებს. საუბარი ეხება კონკორდატს - შეთანხმებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შესწორების თანახმად, ამიერიდან ეკლესიასთან კონკორდატს გააფორმებს არა სახელმწიფო, არამედ პრეზიდენტი. ამით გაიგივდა ორი ცნება - "პრეზიდენტი" და "სახელმწიფო", ანუ პრეზიდენტი სააკაშვილი არის სახელმწიფო (საქართველო)! ამავე დროს, დაკნინდა ეკლესიის, მთლიანად მრევლის მნიშვნელობა - ამიერიდან მისი ბედი არა ღმერთზე და ეკლესიაზე, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილზე ჰკიდია. ეს ძალიან, ძალიან სახიფათო თამაშია. რა თქმა უნდა, იმის იმედი არა მაქვს, რომ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ პრეზიდენტს სინდისი შეაწუხებს ან რომელიმე მურთაზ ზოდელავას თავში რამე საღი აზრი გაიფაჩუნებს. ამას ისტორიისთვის ვამბობ, მერე, ოდესმე, ჩვენმა შთამომავლობამ რომ არ იფიქროს, XX| საუკუნის დასაწყისის ქართველობა ყველა ერთნაირად შეშინებული და დეგრადირებული ყოფილაო. ისე, ძმებო, მართლა არ გაინტერესებთ, საიდან ჩნდება მილიარდები პრეზიდენტის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად?! - გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" http://gevision.tv/index.php?option=com_co...d=6&lang=ka
  12. გამოკითხვა: საკნების აღებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროულია არასწორია აუცილებელია არ მაწუხებს საკნებმა თავის მიზანი უკვე შეასრულა http://www.gevision.tv/ გამოხატეთ თქვენი აზრი. მე ვფიქრობ რომ რამდენიმეს ვუპასუხებდი, დროულია, აუცილებელია, საკნებმა თავისი მიზანი შეასრულა. რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისის ცენტრში უფასოდ ცხოვრობდა. ხელისუფლებაც შეშფოთდა ცოტაოდენ.... ტავიდან უფრო მწვავე იყო ქალაქის რამდენიმე უბნის გადაკეტვა. მაგრამ პარლამენტიც იღებს ცვლილებას კანონში და მერე უპრობლემოდ აიღებდა ხელისუფლება საკნებს.
  13. სააკაშვილის ბოლო შემოდგომა..... ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა კოკა გუნცაძე' http://www.gevision.tv/ გოგა ხაინდრავა -ადამიანები ვართ და შეცდომები მოგვდის. დამანგრეველი შეცდომა არ მოგვსვლია, მე ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებული იყო ეს 3 თვე. ეს უპრეცენდენტო 3 თვე იყო საქართველოს ისტორიაში. ამ 3-მა თვემ გააშიშვლა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, როგორც არაფრის მაქნისი, უნიათო, ხშირ შემთხვევაში ფუძეგამცვლელი, კორუმპირებული უვარგისი და უგუნური ხელისუფლება. ასევე გამოავლინა რუსეთის სამსახურში მყოფი ადამიანები ხელისუფლებაში. ყველაზე დიდი შეცდომა ალბათ არის რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ ქვეყნის სადავეები ხელთ უპყრია. მე ვფიქრობ ეს მისი უკანასკნელი შემოდგომაა როგორც პოლიტიკური ლიდერის. ლევან გაჩეჩილაძე: შეცდომებს დაჯდომა და ანალიზი სჭირდება.... კოკა გუნცაძე -იყო ტაქტიკური შეცდომები, სტრატეგიული შეცდომები არ ყოფილა, ბრძოლა გრძელდება,
×
×
  • შექმენი...