Jump to content
Planeta.Ge

choxa

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    1.153
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი choxa

  1. zen და რატომ უნდა გვეთქვა უარი ამერიკელების შემოთავაზებაზე?! რაიმე უკეთესს გვთავაზობდა რუსი?! შეძლებით ბევრი რამ შეიძლებოდა თეორიულად, მაგრამ რეალურად ეს არ მოხდა. ჩიბიროვი ისეთივე მარიონეტი იყო, როგორიც კოკოითია და აქ მისი პოზიცია არ იყო გადამწყვეტი. ოდესმე შემოგვთავაზა რუსეთმა თუნდაც მხოლოდ ცხინვალი რუსული ბაზის სანაცვლოდ?! გააქვს ამის ფაქტი?! და კარდინალურად განსხვავებული საერთაშორისო სტატუსით პოლიტიკური ნება რომ გაგაჩნდეს, ჯერ საფუძველი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო რაიმე რეალური შემოთავაზება?!
  2. zen არა, მაგრამ მტრული პოლიტიკის არარსებობა არ გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტზე უარის თქმას და უარის თქმას უფლებაზე, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. რუსეთი მეზობელია, ამას ვერსად გავექცევით. ვერც იმას გავექცევით, რომ მოგვიწევს მისი ინტერესების გარკვეულზილად გათვალისწინება, მაგრამ რის ფასად?!
  3. zen და მერე რა?! ამის გამო დაიწყო რუსეთმა აფხაზეთის პროვოკაცია?! ხომ არ ჯობდა საპასუხო ვიზიტით ეპასუხა და პროვოკაციის მაგივრად ჩამოეტანა წინადადება, რომელზე უარს ვერ იტყოდა ქართული ხელისუფლება?! განა რა ჩამოიტანა ასეთი ბეიკერმა?! შევარდნაძის სოხუმიდან გამოყვანა თავიდან ბოლომდე რუსული საქმე იყო, მოდი ნუ წარმოვიდგენთ, რომ აშშ ყოვლისშემძლეა ჯერ ერთი, პანკისის ხეობაში არანაირი ბაზები არ იყო, იყვნენ ბოევიკთა ჯგუფები. ეს ძირითადად საზღვრის კონტროლის უკმარისობით იყო გამოწვეული, მაგრამ როდესაც ჩეჩენ ბოევიკებზე ვსაუბრობთ და მათ ქართულ ხელშეწყობაზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ომი თავიდან ბოლომდე ფეესბემ დაგეგმა, შეაიარაღა და დააფინანსა კიდეც გარკვეული ნაწილით. რაც შეეხება რუსულ ბაზებს, მათთვის ვადის გაგრძელება შეიძლებოდა..............ოღონდ ამისთვის ფასი არავის შემოუთავაზებია, ეს კი უფასოდ არ ხდება (ფასში ფულს არ ვგულისხმობ)
  4. zen ვიცით ეგ 90-იან წლებში რა იყო?! სად დაიძაბა პირველად ურთიერთობები და რატომ?! ერია თუ არა რუსეთის ხელი ერთანი ქართული სახელმწიფოებრივი სივრციდან ცხინვალისა და სოხუმის დე იურე მოგლეჯვაში?! ყველა დამიდასტურებს, არ ვარ მე მიშას მეხოტბე, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მას ვერ დააბრალებ თU საკითხს ძირეულად განვიხილავთ. და რაში გამოიხატებოდა ამ შემთხვევაში ედუარდის ორპირობა და ორ სკამზე ჯდომა და რა კავშირში იყო ის რუსეთთან? მითუმეტეს როცა, მაგალითად 92 წელს დასავლეთის და აშშ-ს ხსენებაც კი არ იყო საქართველოსა და კავკასიაში?! zen და რა გააკეთა რუსეთმა ამისათვის?! არ გინდა ქვეყანა მტრად მოიკიდო და ამისათვის ამას აკეთებ?! ლოგიკა სადაა?! ანუ საქართველოს ძალისმიერი მეთოდით შენარჩუნება თან ისე, რომ მტრად არ მოიკიდო?! ცოტა უცნაურრად მეჩვენება, არარეალურია. მოდი ვთქვათ, რომ ეს იყო რუსეთის გაუთვლელი, დათვური პოლიტიკის და იმპერიული ამბიციების შედეგად დაშვებული უხეში სტრატეგიული შეცდომა.
  5. zen რუსეთ საქართველოს ურთიერთობების მთლიანად სააკაშვილის ფენომენზე აგება ჩემი აზრით შეცდომაა. ჩვენ გვინდა საკითხი განვიხილოთ მხოლოდ ერთი დეტალის მიხედვით, სხვა ფაქტორების გაუთვალისწინებლად. კი ბატონო, ამ კაცის უადგილო რიტორიკამ ბევრ საკითხში ეს ურთიერთობები გააუარესა, მაგრამ არის ეს პირველადი მიზეზი თუ გარკვეული პროცესის გაგრძელება?!
  6. Sakartwelo რა არის მანდ ამოუცნობი ? ნახევრად კახელი, ნახევრად მთიული
  7. zen სააკაშვილით არ დაწყებულა ეს ურთიერთობები და არც მისით დამთავრდება,მაგ საკითხამდეც მივალთ. მე ვგულისხმობ 90-იან წლებს.
  8. zen რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება (შორეულ წარსულს არ ვგულისხმობ), ვისი და რა მიზეზით მოხდა?
  9. licemer უალტერნატივო არც დღეს აქვთ და არც ხვალ ექნებათ, საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია დასავლეთის ენერგორესურსებით მომარაგების გეგმაში, მაგრამ არა ერთადერთი. იქნება ქაოსი საქართველოში? - მთელი ძალისხმევა მიიმართება სომხეთისაკენ, იქნება იქაც ქაოსი? - დღის წესრიგში დადგება ირანი და ა.შ.
  10. ობიექტურად, რუსეთის ინტერესებში შედის ერთიანი საქართველო, ქაოსი მხოლოდ მის დროებით ინტერესს დააკმაყოფილებს, პერსპექტივაში კი თავადვე შეუქმნის პრობლემებს. თუმცა ამ მოცემულობაში ერთი დიდი პრობლემაა: რუსეთის პოლიტიკა ამ რეალობას სრულ იგნორირებას უკეთებს.
  11. Sakartwelo პროფესია იურისტი გრძელი ამბავია, სულ ცოტა 9 სამსახური მაქ გამოცვლილი (ეგ ოფიციალური, არაოფიციალურს არ ვთვლი), დაწყებული კერძო სექტორიდან, სახელმწიფო სამსახურით და გაეროს ერთ-ერთი მისიით დამთავრებული. ღვინო, დუდუკი, ქალები სერიოზულად კი ძალიან ბევრი რამ, ფეხბურთიდან მოყოლებული და ლიტერატურით დამთავრებული. 30-ის გავხდები მალე იმედია
  12. Sakartwelo კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
  13. zen ნუ ეხლა ტოტლებენი ყველამ ვიცით ვინ იყო და უახლესი ისტორიის საქმის კურსშიც ვართ და მეტი არა მგონია დაგვჭირდეს
  14. და ეს ფორუმ.გე თვითმიზანია?
  15. ასე ვთქვათ, წამყვანი ვინ იქნება?
  16. asds არ არსებობს სათქმელი, რომელსაც 3-4 წინადადებაში ვერ ჩაატევ. რუსეთ საქართველოს ურთიერთობის ისტორიის გადაწერას ან დეტალურ მიმოხილვას თუ ვაპირებთ არ ვიცი, მაგრამ სხვა მხრივ ასე სჯობს. ეგეც არ იყოს, პოსტი, ისევე როგორც მაგალითად ორატორის სიტყვა, მხოლოდ მაშინ იკითხება (ისმინება) ადექვატურად, როდესაც ძალიან გაწელილი და არაფრისმომცემი ფრაზებით თუ სიტყვებით არაა დატვირთული. სხვა შემთხვევაში მკითხველს/მსმენელს ინტერესი ეკარგება და აღქმითაც ბოლომდე ვერ აღიქვავს ამ ყველაფერში ჩაკარგულ მთავარ მომენტებს IMHO
  17. lasha1997 ვუპასუხებ asds წუგზარას და ბესელიას ჰყოფნით ერთი საათი და მე რად მინდა მაგდენი, სათქმელის მოკლედ თქმა უკეთესია, დემაგოგიას კი არ ვაპირებ და იმედი მაქვს არც მეორე მხრიდან წამოვა ხო, კიდევ ერთი, მგონი არაა სასურველი კუბამეტრიანი პოსტები და მერე მათი შიფვრით თავის მტვრევა, მოკლე და გასაგები პოლემიკა კითხვა პასუხის სტილში, მგონი ასე ჯობია თუ თავად კითხვა არ მოითხოვს ოდნავ ვრცელ პასუხს (და არა პოემას)
  18. მიწის ნაკვეთების დაკანონება იყო არაპირდაპირი გზით ამომრჩეველთა მოსყიდვა. ვინც დაინტერესებულია, ნებისმიერს შემიძლია ამაზე დავულაგო საბუთები. არჩევნების დასრულებისთანავე პროცესი შეწყდა ფაქტიურად, კანონში შევიდა ცვლილებები და უკვე გაცემულ ნაკვეთებზე დოკუმენტაციის კვლევა დაიწყო პროკურატურამ. არაერთს ჩამოერთვა კიდეც.
  19. The Bearer of Light სწორია იყო კაცი, არ ნიშნავს ყველა სისულელის ამოცნობა ძალგიძდეს
  20. Goddess ნუ ხარ სულსწრაფი გათხოვდები და გაიგებ
×
×
  • შექმენი...