Jump to content
Planeta.Ge

choxa

Vip პლანეტელი
  • პოსტები

    1.153
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი choxa

  1. Saturn შენ რომელ კატეგორიაში ხარ: ა) არ მოგწონს და მხარს უჭერ თუ ბ) მოგწონს და მხარს არ უჭერ? :eshmak:
  2. SHARI შენ კაცო დასასვენებლად იყავი თუ პოლიტიკური ტური გქონდა? :eshmak:
  3. asds ამბიციებს შესაძლებლობების გარეშე ოცნებები ჰქვია კი ბატონო, უნდა გადავჭრათ, ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ, ვიკამათოთ........მაგრამ ეს არაა ფაშიზმი! ამაზე უნდა შევთანხმდეთ ვუქმნი! ტიპი მოვიდა ერთხელ, სამსახური მინდაო, მეთქი წადი, დაიწყე ქართულის სწავლა, ორ თვეში მოდი და გარანტიას გაძლევ რომ მუშაობას დაიწყებ........არაო, ეგრე არ მინდაო. რა მოტივაცია და რა ბებიამისისა უნდა მეტი თუ უკაცრავად არ ვიყო?! შეიძლება, თუმცა ეს პიარის საკითხია უკვე და ათასი სისულელის გაპიარებას, ჯობია ეს გააპიარონ. პ.ს. შესაძლებელი ყოფილა თურმე ნორმალური საუბარი და მსჯელობა, ესე რა თქვე დალოცბილებო, სულ ერთმანეთს რო ვჭამთ გამოდის რამე? liliko აშშ-მდე რომ მივალთ განვითარებით, ჩვენთანაც ეგრე იყოს თუ გინდა , მანამდე არ გამოვა ეგ
  4. liliko ნუ ვიქნებით აპზე მეტი კათოლიკეები არცერთ, საკუთარ თავის პატივისმცემელ ქვეყანაში არაა წახალისებული სეპარატიზმი, არცერთი ნორმალური ქვეყანა არ მოითმენს იმას, რასაც ეს სახელმწიფო უთმენს იგივე სომხებს ახალქალაქში. ნამეტანი დემოკრატობა მოგვდის ხანდახან სწორედ იქ, სადაც ეს ყველაზე ნაკლებადაა საჭირო და პირიქით
  5. asds მოსკოვზე მდიდარ ქალაქს ვერ ააშენებ, ვერც რუსეთზე დიდ ეკონომიკას შექმნი.......ასეა მოწყობილი მსოფლიო რუკა და აქ ვერაფერს შეცვლი. მანდ მარტო ენობრივი ბარიერი არ ქმნის პრობლემას, ამ ხალხს სოციალური არსებობის, კულტურის თავისებურებები დღემდე ღრმად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ყოფაში. მაგალითად აზერბაიჯანელისთვის დაუწერელი კანონია, რომ ქალი ადრეულ ასაკში უნდა გაათხოვოს, შვიდი შვილი უნდა ჰყავდეს და მიწაზე იმუშაოს......აქ სახელმწიფო უძლურია. დამიჯერე, ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამაზე, გრანტებიც უამრავი იხარჯება, გარკვეული პროგრესიც არის, მაგრმ ჯერ შედეგებზე ლაპარაკი ადრეა. ენაზე კი რა გითხრა, ვისაც სურვილი აქვს სწავლობს, არის ამის საშუალება, ძალად კი ვერავის ასწავლი ქართულს. და თუ ეს იმ სომეხს არ ესმის და არც უნდა რომ გაიგოს?! აი ეგრე, არ უნდა და მორჩა! რეგულაციის პროცესი დაწყებულია, ახლა მის თანმიმდევრობაზე და გაუმჯობესებაზეა ლაპარაკი, რადგან არსებული არაეფექტურია. არასოდეს მითქვია ვინმესთვის მსგავსი, აზერბაიჯანელთან სუფრაზე მისი ღმერთის სადღეგრძელოც დამილევია და მასაც უდღეგრძელებია ჩემი, სამშობლოც დაგვილოცია ერთად..........მაგრამ იმას ესმოდა რომ მისი სამშობლო საქართველოა.
  6. Lo Janko შეიძლება, ოღონდ ნაწილობრივ. ხელისუფლება ვერ შექმნის სამოთხეს იქ, სადაც სოციალურ პრობლემებს მკაცრი კლიმატი და გარემო ფაქტორები ემატება, თუმცა თავისთავად საცხოვრებლით და ნორმალური ხელფასით უზრუნველყოფაც უკვე ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება იქ ჩასახლებულ ქართველებს, არც მაგას დავმალავ და გეტყვი - ერთმანეთის გაუტანლობა და კუთხური შუღლი, კლანები ბევრ პრობლემას ქმნის. თუმცა ეს "ეროვნული უმცირესობების" აგრესიას ამ რეგიონში არანაირად არ ამართლებს.
  7. asds არანაირად არაა თბილისის ბრალი თუ ახალციხელ სომეხს ურჩევნია რუსული იცოდეს კარგად და მოსკოვში იმუშავოს, ვიდრე ქართული ისწავლოს და ადგილზე დასაქმდეს. ამ რეგიონებში დიდი ხანია რაც სომხები და აზერბაიჯანელები ეთნიკურ უმრავლესობას წარმოადგენენ, ეს არაა დასამალი და აქ ქართველები არაფერ შუაში არ არიან. მარტივ მაგალითს მოგიყვები: ერთ-ერთ რაიონში, 90-იან წლებში მასობრივი ემიგრაცია მოხდა ბერძნებისა, მათი დატოვებული სახლების შესყიდვა სახელმწიფომ დაიწყო აჭარიდან ჩამოსახლებულთათვის და სომხებისაგან იმხელა წინააღმდეგობას წააწყდა, ლამის სისხლი დაიღვარა. ასე რომ სხვა რამეშია მანდ საქმე. ტოლერანტობა კაია მანამ, სანამ საფრთხეს არ უქმნის სახელმწიფოებრიობას........ამის მერე უკვე სიბრიყვეა. lasha1997 არა ათეულობით ქართული სოფელია სამცხეში,უფრო მეტი კი შერეული.
  8. lasha1997 ჩვენი ოღონდ 30%-ით დანარჩენი 70% თავიანთი ბრალია.
  9. asds არანაირად, რუსეთი რომ ძალიან ცუდია, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან სიამტკბილობა კარგს ვერაფერს მოგვიტანს. მიუღებელია ნაციის ზიზღი ზოგადად ჩემთვის, მაგრამ რუსეთი რუსეთად. არაა ეს ფაშიზმი, ისტორიული, მწარე გამოცდილების შედეგად გენეტიკური კოდის დონემდე ქვეცნობიერში ჩადებული ინფორმაციაა და უცხოტომელი გარკვეულ საფრთხესთან ასოცირდება. ფაშიზმის განმარტება სხვა რამაა. საქართველოში შეიძლება ვიღაცას უკუღმა უდევს ტვინი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სომეხი ან ოსი ქუჩაში დაიჭიროს ან ცემოს........უფრო მეტზე არაფერს ვამბობ. გეთანხმები, მაგრამ ის მარნეულელი აზერბაიჯანელი, რომელსაც თავისი პრეზიდენტი ალიევი ჰგონია და ის ახალციხელი სომეხი, რომელიც სამშობლოდ სომხეთს მიიჩნევს, ჩემთვის არაა თანამოქალაქე სულ რომ ათი პასპორტი ჰქონდეს.
  10. asds უარესი არა, განვითარებული ფეოდალიზმი პლიუსით, უარესი რუსეთშია
  11. ფაშიზმი არა კიტრი, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ფეოდალიზმში ვართ
  12. რუსეთის ყველაზე დიდი მტერი თავად რუსეთია ასე გააგრძელე ძიმა და გნახავ გაპარჭყულს კაჭაჭზე!
  13. ერთი კაცურად ჩავუჯდებით, ჯიბეებს გადმოვიფერთხავთ და გავისტუმრებთ დზმა ეგრე არაა?
  14. chegesto ბევრი მოგივიდა თუ ნამეტანი ცხიმიანი იყო?
  15. machkatela ვიცით ეგ, არახალია, მაგრამ რახან უშვებენ ინფოს, ესეიგი ასეთ შესაძლებლობასაც უშვებენ - სხვანაირად ინფოს გაშვებას აზრი არ აქვს ხომ? ხოდა მე ის მაინტერესებს ვის მკვახე გოგრაში მწიფდება მსგავსი იდეები
  16. chegesto ძუძუისტები ვართ აქ დზმა აბა მიშისტები ჯობია?
  17. chegesto აქ: http://s15.radikal.ru/i189/0908/69/0f679710760d.jpg მუაგარი ეფექტურია
  18. ესენი მალე შევარდნაძესაც დააბრუნებენ პრეზიდენტად :drumer:
  19. მაპატიეთ ამ ცოტა სკაბრეზული სათაურისთვის, მაგრამ რა ვქნა, ამ თემას ჩვენი პრეზიდენტი ბოლო დროს განსაკუთრებით აპიარებს. ჰოდა, მეც არ შემეძლო ამ თემისთვის გვერდი ამევლო. გახსოვთ, ალბათ, შარშან აგვისტოში ის ჩვენი ცოდვით სავსე პუტინი (თითქოს სააკაშვილს უცნაურობების სალაპარაკოდ თემები აკლდა) სარკოზის დაჰპირდა, სააკაშვილს კვერცხებით დავკიდებო (პირდაპირ ასე დაიწერა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემაში). ჩვენს პრეზიდენტს კარგა ხანს ამაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ წლისთავზე პუტინს თითქმის ყოველ გამოსვლაში ამ მუქარას ახსენებს. ამას წინათ ისიც კი თქვა, თუ ამით საქმეს ეშველება, წავალ და პუტინს საკუთარი ხელით მივართმევ სხეულის იმ ნაწილებს, რომლებზეც ნადირობსო. იქვე დააყოლა: დიმიტრი თავდადებულის მსგავსად მოვიქცევიო(!). (პუტინს მიეცა ჩვენი ცოდვა!). თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი პრეზიდენტის სხეულის ნაწილები ჯერჯერობით არც ასე ძვირად ფასობს. ამიტომ სააკაშვილს ისღა დარჩენია, პუტინს აუსრულებელი მუქარა ხშირ-ხშირად შეახსენოს. წინა კვირას ერთ-ერთ ფრანგულ არხს განუცხადა: საოცარია, მაგრამ მე ჯერ ისევ თბილისში ვარ და არც ჩემი სხეულის იმ ნაწილებს დამუქრებია რამე, რომლებითაც დაკიდებას პუტინი დამპირდაო. მოკლედ, ომი წავაგეთ თუ არა - ამის განმსაზღვრელი სწორედ ეს ფაქტორი ყოფილა. ჰოდა, ვიდრე პრეზიდენტის ყვ###ბი... ადგილზეა, ბრძოლა გრძელდება! http://old.kvirispalitra.ge/old/palitra/frp_palitra.htm
  20. ალასანიას ჩემი აზრით საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია დამოუკიდბელი პოლიტიკური "ცხოვრების" დაწყებამ. ქუჩის აქციები, იმ ფორმით რაც ვიხილეთ, აშკარად არაა მისი სტილი და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით არც ამ აქციებისაგან მკვეთრი გამიჯვნა მოუტანდა მას დივიდენდებს............უფრო პირიქით. მან პირველ, სერიოზულ გამოცდას ამ კუთხით უკვე გაუძლო და ოქროს შუალედი იპოვა............პოლიტიკოსისათვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი მონაცემია IMHO ვაშაძესთან შეხვედრაზე კი რა ვთქვა - საჭირო იყო ალბათ, ისევე როგორც საჭიროა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან (ზოგიერთის გამოკლებით) გარკვეული დოზით მუდმივი ურთიერთობა; ვერ შეიცვლება ეს ხელისუფლება ქუჩიდან - ეს უკვე ვნახეთ, რჩება ორი გზა, მხეცი ან უნდა მოკლა, ან უნდა მოათვინიერო
  21. მოსაკლავად არა, მარა პუწინს თუ ჭკუა აქ ძეგლი უნდა დაუდგას მიშას
×
×
  • შექმენი...