Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე მისი კოლეგების დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გია ცაგარეიშვილის ფსიქიკური მდგომარეობით ინტერესდება და აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც მოუწოდებს. სწორედ ასე ეხმაურება ვეფხვაძე ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენლების მიერ მედია-საშუალებებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტის კანცელარიაში არ რეგისტრირდება ~ქრისტიან-დემოკრატებიდან" გასული რატი მაისურაძის მიერ გია თორთლაძის სახელზე დაწერილი წერილობითი მიმართვა ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაში შესვლის შესახებ. ლორთქიფანიძისა და ცაგარეიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პარლამენტის რეგლამენტის 89-ე პრიმა მუხლის დარღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისურაძე ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრი არ გამხდარა და ეს ფრაქციაც დაშლილია და უმცირესობაც. "პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ მათ ელემენტარულად ისიც კი არ იციან, რომ საპარლამენტო უმცირესობა შეიძლება, შედგებოდეს როგორც ფრაქციებისგან, ასევე ცალკეული დეპუტატებისგან. ასე, რომ, თუკი ფიქრობენ, რომ რატი მაისურაძის ფრაქცია ~ძლიერ საქართველოში" არშესვლით ფრაქცია დაიშალა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დაიშალა უმცირესობაც, თუმცა მაისურაძემ "ძლიერ საქართველოში" შესვლის თაობაზე წერილობითი ფორმით გია თორთლაძეს მიმართა, ეს განცხადება ფრაქციაში დევს და არსად წერია, რომ მისი რეგისტრაციაში გატარება აუცილებელია. ამ ყველაფერში კი სულ სხვა რამეა მთავარი: – რაკი ცაგარეიშვილი და ლორთქიფანიძე ვიღაცის განცხადებების ძიებით არიან დაკავებულნი, მე ჩემის მხრივ ვეცდები გავარკვიო, მოიძებნება თუ არა მათი პირადი საქმეები ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამ ორ ადამიანს ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე შეტევა აქვს და მოვუწოდებ ივანიშვილს, ვიდრე რეაქტიული ფსიქოზი დასწყებიათ, დროულად გაარკვიოს ისინი, ეყოლება თუ არა საარჩევნო სიაში", - განუცხადა "პირWელს" ლევან ვეფხვაძემ. თავად "ძლიერ საქართველოს" აპარატში ამტკიცებენ, რომ დეპუტატ მაისურაძეს ფრაქციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თორთლაძის სახელზე განცხადება დაწერილი აქვს და დოკუმენტი 10 თებერვალს არის შესული. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის", რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს პარლამენტის კანცელარიაში ეძებს და ვერ პოულობს, აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დოკუმენტის ფალსიფიცირებას, რადგან ის უკანა რიცხვით არის შედგენილი.
  2. რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის დირექტორის გიორგი მოლოდინის შეფასებით, "პუტინის განცხადებები, ე.წ. რუსული "რბილი ძალის" დემონსტრირებაა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია". ასე გამოეხმაურა მოლოდინი "პირWელთან" საუბარში ქართველ ხალხთან მეგობრობის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას. "გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირში 70-წლიანი იძულებითი თანაცხოვრების შედეგად რუს ხალხს ქართველების მიმართ განსაკუთრებული ემოციური განწყობები ჩამოუყალიბდათ, ვიდრე სხვა ხალხების მიმართYდა ჩვენი "წასვლა კავშირიდან" ღალატად აღიქმება, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ყველაფერი სისხლის ფასად აქვს გამოსყიდული. პუტინის განცხადება კი ქართველი ხალხის სიყვარულის შესახებ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უხეშად ჩაერიოს. პუტინმა უნდა აღიაროს, რომ 1990 წლებიდან მოყოლებული საქართველოში ინსპირირებული სამხედრო კონფლიქტების, 2008 წლის სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების შედეგად, რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ ქართველი ხალხის პოლიტიკური რისხვა სრულიად სამართლიანად დაიმსახურა. პუტინის განცხადებები, ე.წ. რუსული "რბილი ძალის” დემონსტრირებაა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დღევანდელ რუსეთის ფედერაციას არანაირი იდეოლოგია (მიუხედავად იმისა, როგორი იყო ეს იდეოლოგია) აღარ გააჩნია, შესაბამისად არც “რბილი ძალა”... მათ სურთ ქართველები მუდმივად "მიმინოს" როლში ნახონ, რაც დღევანდელი საქართველოს მოქალაქეებისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია", - განაცხადა მოლოდინმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ტამანის მოტომსროლელ ბრიგადაში ვიზიტის დროს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ "ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგება" და განაცხადა, რომ "რუსეთი ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლებასთან არასდროს აიგივებს". "ვფიქრობ, მოძმე ქართველი ხალხი საბოლოოდ გაიაზრებს, რომ რუსეთი მათი მტერი არ არის და ურთიერთობაც აღდგება. ურთიერთობების გაფუჭება რუსეთის ბრალი არ არის, ეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა პუტინმა.
  3. პარტიების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ანალიზი, 26.01.12-P View more presentations from GDRI
  4. ფეისბუქზე უკვე გამოვხატე ცემი დამოკიდებულება. გილოცავთ აქაც და სულ ბედნიერი ყოფილიყავით
  5. მალე გამოსწორდება ფორუმი
  6. ახალი ამბები ,,ბერლინალედან“: დღეს, თბილისის დროით 22 საათზე, ბერლინის 62–ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი. წლევანდელი ფესტივალი მსოფლიო დონის ვარსკვლავების ნაკლებობას არ განიცდის. ბერლინის ბარებში შეიძლება ნახოთ ჯონი დეპი, კატრინ დენევი, ჯულიეტ ბინოში, შარლოტა რემპლინგი, ორნელა მუტი. მსოფლიოში მშვიდობისათვის მიძღვნილ გალა–კონცერტზე მღერის ქეთი მელუა. ლურჯ პულოვერსა და ჯინსებში ძალიან მოსწონს თავი ანტონიო ბანდერასს და ბევრს მხიარულობს. ფესტივალს სელმა ჰაიეკიც ესტუმრა, მაგრამ თაობები იცვლებიან და იცვლება გემოვნებაც. დღეს თინეიჯერებს ახალი კერპი ჰყავთ,– რობერტ პატისონი, ლეგენდარული ვამპირი ფილმიდან ,,ბინდი“. ახალგაზრდები მის გამოჩენას ქუჩებში წივილ–კივილით ხვდებიან. პატისონის სანახავად ბევრმა ღამე საძილე ტომრებში გაათენა. ,,ბერლინალეზე“ ჩამოიტანეს ფილმი მისი მონაწილეობით, რომელიც გი დე მოპასანის ცნობილი რომანის ,,ლამაზი მეგობარი“–ის ეკრანიზაციაა. ამ ფილმში უმა თურმანიც თამაშობს, რომელიც, მოლოდინის მიუხედავად წელს ბერლინში არ ჩამოვიდა. ,,ბერლინალე“ ფინიშს უახლოვდება.
  7. რატომაც არა? :დ ტან უბრალო მოხუცი კაცი :დ ,რომელიც ბ.ბმ გააბრაზა
  8. ცოტაც მოითმინეთ, ფინასურ პრობლემებს უკავშირდება.(ბ.ბსგან არ ველით :დ )
  9. laci ვერ ვიყენებ ვიდეო გადამღებს. სიტყვაზე უნდა მენდოთ :დ
  10. რუსთავი2ზე გავიდა სიუჟეტი ,სადაც "რიგითი" მოქალაქეები აღშფოთებას გამოხატავდნენ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ,დასახელდა კონკრეტული სახელები და გვარები,რომელთა პიროვნებითაც დავინტერესდი. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=16-02-2012%2021:02 გთხოვთ იხილოთ ეს სიუჟეტი შეშფოთებული მოქალაქეები: აღშფოთებული ქეთი გოლიაძე http://s002.radikal.ru/i199/1202/38/971ff0297340.jpg სად მუშაობს? http://s018.radikal.ru/i509/1202/73/21d0d9f8ba9c.jpg დიახ,დიახ, ქალბატონი ქეთი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური თანამშრომელი და არც მალავს. საინტერესოა რა ესაქმება ოპონენტის გვერდზე? ტროლავს ? მგონი კი. სიუჟეტის ნაწილი სევდიანად შეეხებოდა "ამ ხნის კაცს", რომელიც ისე შეაწუხა ბიძინას განცხადებამ, რომ ჭამის მადა დაკარგა. http://s017.radikal.ru/i441/1202/eb/97ea6c822ddb.jpg ბატონი შალვა მიზანმიმართულად აპიარებს ბ.ბს ფეიკგვერდს http://i065.radikal.ru/1202/b9/b9f1fe8ee747.jpg მაგრამ სინამდვილეში ამ ხნის კაცი არის ყალბი http://s018.radikal.ru/i522/1202/9f/3af0c6214da4.jpg დალაიქებული მხოლოდ პოლიტიკური გვერდები. http://s61.radikal.ru/i174/1202/4b/88de50b7f4c6.jpg დავით გეგია http://s018.radikal.ru/i511/1202/07/ceb621f5d2f7.jpg როგორც ვხედავთ, ამ ბიჭს "ქარხნული ოცნება" და "გავიცნოთ" " იზიდავს, ხოლო პარალელურად სამტრედიის გამგეობასაც ეხმარება გვერდზე რაღაც აბსტრაქტული კონკურსის დაშეარებაში. დავაფასოთ ენთუზიასტი ახალგაზრდები,რომლებიც ინტერნეტში საკმაოდ მომრავლდნენ
  11. მემბერს შეუძლია იყოს განყოფილების მოდერი . აღარ შემოდიხარ და
  12. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=7575&Itemid=1 ამის შესახებ ხორგუანმა ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში თავად განაცხადა. „ქართული პარტიის“ პრესსამსახური ხორგუანის მიერ პარტიის დატოვებას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ხორგუანმა პარტიის დატოვების მიზეზი ხორგუანმა პარტიის თავმჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებაში თავადვე განმარტა. „ხორგუანმა დღეს დაწერა განცხადება პარტიის თავმჯდომარის სახელზე. მოტივი არის ის, რომ "მას სურს გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს და გაახმოვანოს რაც უნდა. პარტიას კი თავისი წესები აქვს. ამიტომ, პარტიის ინტერესები რომ არ დაზარალებულიყო, სოფო ხორგუანმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა წევრობაზე,“– განაცხადა „ტრიბუნასთან“ საუბრისას „ქართული პარტიის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლია კამლაძემ. მისივე თქმით, ხორგუანი ამ ეტაპზე სხვა პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=caucas...02-2012%2019:57
×
×
  • შექმენი...