Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ბლოგ პოსტები დაპოსტილი lasha_alo -ს მიერ

  1. lasha_alo
    ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
    "რუსთავი 2"-თან საუბარში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბუნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადაწყვიტა.
    "ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატარა წვლილი შევიტანო ქვეყნის მშენებლობაში",-განაცხადა ჩხარტიშვილმა.
    რაც შეეხება კითხვას, მოხვდება თუ არა ის პოლიტდევნილთა სიაში, ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ის არაფერს ითხოვს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა ამ სიაში.
    http://www.interpressnews.ge/ge/politika/230770-vano-chkhartishvili-saqarthveloshi-dabrunda.html
  2. lasha_alo
    ნუგზარ წიკლაურის განცხადებით:

    ანუ თურმე სახელმწიფო არ ერევა საკაბელოების საქმიანობაში და ისინი საკუთარ პოლიტიკას დამოუკიდებლად აწარმოებენ
    კი იცით, მაგრა მაინც გადახედეთ "კავკასუს ონლაინისა" და "სილქ თივის" პაკეტებს


    გაიხსენეთ ერორების ერთობლივი ულტიმატუმი გლობალ ტივისთან დამოკიდებულებაში და დასკვნები თვითონ გააკეთეთ
  3. lasha_alo
    ეს გახლავთ ანაკლია, სადაც სულ ნახევარი წლის წინ სიცოცხლე დუღდა …დეპუტარი მარიამ საჯაია ფეისბუქში ანაკლიის ფოტოებს აქვეყნებს. იგი ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს იზრუნოს სამეგრელოს რეგიონის წინსვლაზე, ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ან არსებულის შენარჩუნებას.
    http://www.ireporter...83%98%E1%83%90/

  4. lasha_alo
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
     
    ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსს მიაღწევს
  5. lasha_alo
    July 28, 2010
    http://2.bp.blogspot.com/_SAstcVNBrU0/TE_TW8ONg5I/AAAAAAAAABw/DQpisTCdwXw/s320/bb5a5d1bc1fd.jpg

    ბანალური დასაწყისია.....
     
    სკოლა , პიონერის ფიცი,რომელიც არავის არ გვწამდა. ჯვრის ტარებით გაღიზიანებული პედაგოგები და ამით განცვიფრებული ბავშვური გულუბყვილობა.
     
    ამერიკის ხმა ვაშინგტონიდან სხვა ცხოვრებაზე გვიყვებოდა ,ხოლო აქ კი სკოლაში ლობიოს ტალონებს გვირიგებდნენ.
     
    გვასმენინებდნენ ლევ ლეშჩენკოს ,ჩვენ კი ქუინის მელოდიები უფრო მოგვწონდა.....
     
    გვთხოვდნენ წითელი ჰალსტუხის გაკეთებას ,არადა რემბო გვერჩივნა კოშევოის მთელ გვარდიას....
     
    "მონანიებას" ჩუმად ვუცქერდით და კარებთან ერთი უფროსთაგანი აკვრდებოდა საეჭვო ნაბიჯებს.....
    საშიშროება იყო, კედლებსაც კი ყურები ჰქონდა,თან დიიიდი.
     
    ია ნინიძეს შიშველი სხეული გვიზიდავდა თუ აკრძალული ხილის ეფექტი ვერ გეტყვით,მაგრამ მთავარია საბჭოთა სტიგმები აშკარად გვაფრთხობდა და სტაკანჩიკის ფონზე აკრძალული ჰოთდოგის დაგემოვნებას ვლამობდით.
     
    ცხონებული ბაბუა კი ყურში ჩაგვჩურჩულებდა -ნუ გეშინიათ შვილებო!!! "ამათ" მალე ბოლო მოეღებათო...თქვენი თაობა მოესწრება....მე ....
     
    უნდოდა სხვა საქართველო ....ლელთ ღუნიას გორისა იყო მაინც.
     
    ერთხელაც რუსთაველზე ბიძიები და დეიდები სამიტინგოდ გამოვიდნენ . ვიღაც ულვაშიანი კაცის სურათი ეჭირათ და საქართველოს დამოუკიდებლობაზე საუბრობდნენ.
    საშუალო ასაკს გადაცილებული,რიხიანი ტემბრით მოსაუბრე,სიმპათიური ტიპი იდგა მიკროფონთან......ეს ზვიადია, კონსტანტინეს შვილი......მოგვესმა ჩურჩული.....
    ვაჰ, ნახე ბაბუა არ ცდებოდა..... თურმე კომუნისტების წინააღმდეგ გამოსვლა შეიძლება,დაუმარცხებელნი არ ყოფილან ........გაიფიქრა ბავშურმა ჭკუამ და შინდისფერ შავთეთრდროშიანი პატარა, უხარისხო სამკერდე ნიშანი დემონსტრაციულად გავიკეთე.მეზიზღებოდა პიონერის ჰალტუხზე მიჯაჭვული უსახო სტერეოტიპები.გულწრფელი პროტესტი გამოვხატე ყმაწვილური გონებით....
     
    ვიგრძენით თავისუფლების სული სადღაც ახლოს იყო, კომუნისტური უგემოვნების აგონიის დრო დამდგარიყო.
     
    ვისაც სიმღერა შეეძლო, "შავლეგო" ისწავლა,რობაქიძე და ნიცშეს წიგნები ჩვენს მაგიდაზე დასახლდნენ ,ჩვენ ისეთი საქართველო გვინდოდა,როგორი ცხოვრებაც სხვაგან შორეულ ჰორიზონტზე გვეგულებოდა წითელი 1/6ს იქით...
     
    სასიამუვნო იყო ახალი ჰაერის შეგრძნება,მაგრამ საშიში და გამოუცნობი....
     
    სასწრაფოდ სოფელში წამიყვანეს.შარიანი ვიყავი და მომაშორეს მოვლენათა ეპიცენტრს.....
     
    უკანდაბრუნებულს კი შავი დროშები დაგვხდა ქალაქში.
     
    საოცარი შეგრძნება ჰქონდა ნაციონალურ პროტესტს.უხმო,რაღაც იდუმალი.ასეთი, მხოლოდ საპირისპირო 13 მაისს ვიგრძენი,როცა დინამომ თასები აიღო....... მათ აერთიანებდათ საერთო ენერგია ამაღლებული მტკიცე ,ქედმოუხრელი.....
     
    ქვეყანა ერთ დღეში შეიცვალა. კომუნისტების გაგონება აღარავის სურდა. ყველა ელოდებოდა ქვეყნის განთავისუფლებას, თუმცა მოვლენებმა სხვა სახე მიიღო.სადღაც გაქრა აპრილის მცხუნვარება და ძალიან ბანალური ინტრიგების სახით გამოგვეცხადა . ხელისუფლება არ იბრძოდა, ოპოზიცია ერთმანეთს ჭამდა და ვერ გარკვეულიყო რა უნდოდა. მიტინგთუხუცესები 100 კაცის წინაშე მორიგ სისულელეს როშავდნენ , ხოლო სკოლაში უკვე აღარ ვმღეროდით შავლეგოს.უბრალოდ ვატყობდით ბავშვობა გვშორდებოდა.დანების ტრიალი უფრო მოდური გახდა...
     
    დაპირისპირებები, ომი , დაძაბული სახეები და ვისღა ახსოვდა რა იყო 2-3 წლის წინ?!
     
    განვიცადეთ მეტამორფოზა, გავბოროტდით.
     
    "გაიგე ის ბიჭი მოკლეს ერთი კვირის წინ ავტობუსში რომ ვნახეთ"...აუ მართლა? საწყალი...უი მაგას არ აბრალებდნენ "იმის" მოკვლას? ჰო , ეტყობა "სასტავი დაადგა" და....
    დღემდე მტკივა ჩემი ბავშვობა . ისიც მოკლეს ნაადრევად, დაუნდობლად. დენთის სუნით ააყროლეს და ვინც მთელი გულით მიყვარდა ჩემთვის უცხო ადამიანებად აქცია დროებამ. მტკივა , მტკივა, რადგანაც ბევრ მათგანს ცივად გამოვემშვიდობე . უკანდასახევი გზა მოჭრილი იყო .მე ჩვეულობრივი,პატიოსანი სტუდენტის ცხოვრება ავირჩიე, მათ კი საძმოები საზარბაზნე ხორცით შეავსეს. წყალგამყოფი თავისით შეიქმნა,არც გვიჩხუბია, პატარა გაუგებრობაც კი არ მომხდარა. არ მსიამუვნებდა "რაღაც" და გავშორდი,მაგრამ ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვა .
    დრო გავიდა და მნიშვნელოვანწილად ჩარეცხა ტკივილი,თუმცა ნალექები დარჩა და ეს თითოეული ჩვენთაგანის ხვედრია.
     
    ჩვენ იმ დროების მსხვერპლნი ვართ,რომელიც პუტჩის ინიციატორებმა დაგეგმეს და შედეგიც მიიღეს.
     
    გავიზარდეთ, წარმოდგენები გადაგვისხვაფერდა , პიროვნული იმუნიტეტი გაძლიერდა გარე ბოროტებებისადმი ,მაგრამ არ იცვლებოდა არაფერი გარშემო...მხოლოდ დრო გადიოდა ....
     
    2003 წლის რევოლუციას სოფელში შევხდი. არ მესიმპათიურებოდა ტრიუმვირატი,მაგრამ სასაიხარული გახლდათ რომ ხალხში იმედი გაჩნდა, გაიღიმა ქალაქმაც ,მაგრამ მალე ყველაფერი ძველებურ დროს დაუბრუნდა... მღვრიე სახეები ჩვეულობრივ პოზად იქცა და შევამჩნიეთ არც არაფერი შეუცვლიათ "დიდ რევოლუციონერებს "
     
    დღეს სარკეში შუა ხნის მამაკაცი მიყურებს ,რომელსაც წაართვეს ბავშვობაც და ახალგაზრდობაც, რომელიც დღემდე ერთგულია იმ იდეალებისა ,რისიც "ულვაშიანი კაცის " დანახვისას ინსტინქტურად იწამა ,მაგრამ ილუზიების მსხრევა ყველაზე მეტად მასაც ესაჭიროება.
     
    არერთხელ აგვიწონესთავისუფლება , ჩამოგვისხეს ის "ეროვნულობის" ყალიბში, შემდეგ სულ დაამსხვრიეს და სუნთქვაც დაგვამადლეს(ბევრი მეგობარი და ახლო ნათესავი ხომ აღარც სუნთქავს ) , ჩადეს ვარდებიან ქოთანში ....
     
    არადა ყველაფერი რა ბანალურია?! ადამიანს თავი თვითონ უნდა ეკუთვნოდეს და თავისუფლება შინაგანი განწყობილებაა, რომელიც უფლებაცაა და მოვალეობაც .
     
    მენატრება ბავშვური შავლეგო .ყველაზე ძლიერი, ქმედითი და გულწრფელი ემოცია მტრის წინააღმდეგ , ის სამფეროვანი დროშის "ზნაჩოკიც" მინდა ისევე გავიკეთოთ ,თუნდაც ახალი დროშის ფერებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ კვლავ ცურვას განვაგრძობთ უსახო წარსულიდან ცივილურ ქვეყნამდე. დღეს ჩვენი გემი დამუხრუჭებულია. უმსგავსო რეჟიმი რიტორიკით გვაბოლებს თითქოს მართლა სადღაც მივდივართ , სინამდვილეში კი უკან წარსულისაკენ ვიწევთ.ახალი თაობა ჩვენებურ კომსომოლებს ქმნის , ვრემია რეინკარნიზირებულია "ეროვნული " სახით ,მაგრამ
     
    მჯერა იმ ნაპირზე უნდა გადავიდეთ თუნდაც იმ დაღუპული შავლეგოს მომღერალი ბიჭების სახელით. უკან არავის უნდა მიუეცეს ჩვენი მოტრიალების შესაძლებლობა არც ხელისუფლებას და არც კრემლში მტერთან კუდის მოქიცინე უზნეო პოლიტიკანებს.
     
    არავის უნდა მიეცეს ჩვენი თავის მართვის უფლება. ეს ძირითადში ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ უნარზე არ დავუშვათ ახალი კატაკლიზმები და ჩავრეცხოთ ჩასარეცხი.
    მხოლოდ ამაყ, პესიმიზმისგან განთავისუფლებულ სოციალურ ერთობას ანუ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ეს.
     
    ეს შესაძლებელია და ზუსტად ამირტომაც არ უნდა ჩავიკეტოთ პარტიული, ხელოვნური ტრადიციების თუ უბრალოდ შიშის სტერეოტიპების მორევში.
    დავფიქრდეთ და დროა შეწყვეტილი შავლეგოს ნოტები გავაცოცოცხლოთ....
    საუბარი არაა მის ტექსტზე ,არამედ თავისუფლების სწრაფვის მუხტზე ,რომელიც ჩვენივე სიბრიყვით 89 წლის აპრილში დავკარგეთ .ჩვენ დავთმეთ და არა წაგვართვეს.
    * * *
    PS ავტორი უცნობია,რადგანაც შეიძლება ერთის აზრს არ გამოხატავდეს
    ისე ჩემი დაწერილია...
    განხილვა ქართულ ფორუმებში:http://planeta.ge/index.php?showtopic=17484
    http://forum.ge/?f=29&showtopic=34093922
  6. lasha_alo
    ცნობილი ადვოკატი და პოლიტიკოსი საუბრობს დაწესებული ჯარიმებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ
     

    http://www.youtube.com/watch?v=9I3utdM7OC4http://www.youtube.com/watch?v=9Ntci_5IJGk


  7. lasha_alo
    ლევან ყიფიანმა "პატრიოტთა ბანაკების" შექმნის შესაძლებლობა უარყო. ამის შესახებ მან პლანეტა ჯის მომხმარებლებთან პასხის გაცემის დროს განაცხადა.
    სრული ჩანაწერი

  8. lasha_alo
    http://www.youtube.com/watch?v=HXse1ujNaRc&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=24&feature=plcp


    http://www.youtube.com/watch?v=aBFKUAADsQk&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=23&feature=plcp


    http://www.youtube.com/watch?v=onMtdChiKt8&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=22&feature=plcp


    http://www.youtube.com/watch?v=KAXvLMXuuP0&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=21&feature=plcp


    http://www.youtube.com/watch?v=fx8AtOrEGMQ&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=20&feature=plcp

  9. lasha_alo
    მომწერეთ მე.
    გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.
    გვინდა აქტიური ადამიანები ჩვენსკენ მოვიზიდოთ.
    გაგვეხარდება, თუ მათ რიგს თქვენც დაემატებით
    უჩვეულოდ პატარა ცანაწერია, მაგრამ მნიშვნელოვანი

  10. lasha_alo
    ორივე მიმართვა გაძეძგილია სკაბრეზით,მაგრამ ეს თემა მაინც აიტაცეს იუზერებმა
    ვინმე ზურაბ ვასაძე

    საპასუხო პოსტი
    http://youtu.be/0uzfvyExQoA
  11. lasha_alo
    კაცმა პატრული გამოიძახა...
    მეუღლეა სახლში ჩაკეტილი,კარებს არ მიღებსო
    გამოიძახეს სამაშველო სამსახური და ბინაში შევიდნენ . მოულოდნელი სურათი დახვდათ, ქალი საყვარელთან ნებივრობის შემდეგ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. გამოსავალი მოიძებნა, სამაშველოს ბიჭებმა საყვარელს საკუთარი ფორმა გადააცვეს და ქვევით ჩამოიყვანეს. ოჯახში კი იდილიური ცხოვრება აღდგა . დიდი მადლობა პატრულს
  12. lasha_alo
    პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ,,ნაციონალურ“ მოძრაობას და მის ლიდერს ყავლი გაუვიდა, ამიტომ სააკაშვილის ,,აღსარებები“ და შეცდომების აღიარება, უშედეგო მცდელობაა. ცისკარიშვილმა კომენტარი ინტერნეტფორუმ ,,პლანეტა. გე“–სთან გააკეთა. კიევში გამართულ სემინარზე – ,,დავოსი 2013–ხედვა უკრაინიდან“, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სუპერ–მენეჯერებად იყო ქცეული და ხალხს არ უხსნიდა რას აკეთებდა ,,ჩვენ სავსებით დარწმუნებული ვიყავით იმაში, რასაც ვაკეთებდით და გვეგონა, რომ ყველას დანარჩენსაც ესმოდა ეს. ან ხალხისთვის ახსნა-განმარტებები უნდა მოგვეცა, ან გვეშენებინა, ინვესტიციები მოგვეზიდა და ა.შ." - განაცხადა სააკაშვილმა.
    ცისკარიშვილის აზრით, ,, დასავლელი მეგობრებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველამ შესანიშნავად ვიცოდით, რას აკეთებდნენ. მოწმეები ვიყავით ტრაბახის და ბაქიობის და ახლა, მიზეზების ახსნა, უსარგებლოა. ხალხმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგონია“.
  13. lasha_alo
    http://sana.ge/addre.../6446/id/142257

    http://atb.ge/uploads/news_1_142257.jpg

     




    ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს. გაუგებარია ხელისუფლების სტრატეგია. მესმის, სამოქალაქო თავდაცვის,სამხედრო ანბანის შესწავლის მეთოდები დახვეწილიყო, მაგრამ საკმაოდ ცხელ დროს გამომწვევად რეგიონებში ასეთი აჟიოტაჟის შექმნა ან დილეტანტიზმის შედეგია ან ხელისუფლება საკუთარ თავს სერიოზული ხაფანგისაკენ უბიძგებს,სადაც ერთხელ ძალიან მტკივნეულად ყველანი აღმოვჩნდით. არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სარკოზმა და მედვედევმა გააფორმეს. ჩრდილოელ დათვთან გონიერებაა საჭირო. თითოეული ნაბიჯი შეიძლება შემოგვიტრიალონ.


     

    რაც შეეხება კუკავას პარტიის განცხადებას, არ მხიბლავს. საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. ხართ კი დარწმუნებულნი რა ხდება? ხშირად რუსს ვეხმარებით საკუთარი იდიოტიზმით. ძალიან ცუდ და სახიფათო თამაშში ვერთვებით.


     

    ბოლობოლო იმ პრეზიდენტად წოდებულ ბრძენს, არ შეეძლო მსხვილ პარტიებთან ამ თემაზე კონსულტაციები ჩაეტარებინა? ა ჰო, ის ხომ ერისკაცია და სხვები რუსეთუმეები:|


  14. lasha_alo
    ნელნელა პლანეტა აღარ იქნება მარტო ფორუმი და ჩანაწერების როლი გაიზრდება
    2 საკმაოდ კარგი სიახლე
    1) პლანეტას დღეიდან აქვს მობილური ვერსია ანუ კაპრიზულ ქართულ ფონტებთან კონფლიქტი მოგვარებულია;
    2) შექმენით თქვენი ბლოგები. ეს უკვე შესაძლებელია
  15. lasha_alo
    რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სურვილს საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს უკიდურესი სკეპტიციზმით ხვდება. მისი აზრით: " “ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღების რესურსი არ გააჩნია,
    დღესვე პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ საპრლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. როგორც ჩანს, ოპოზიციამ საბოლოდ გადახედა პრიორიტეტებს და პარლამენტში მუშაობა ბოიკოტს ამჯობინა
  16. lasha_alo
    http://www.youtube.com/watch?v=nlj9t_2fLmA&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=14&feature=plcphttp://www.youtube.com/watch?v=DygRXTrWbNk&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=13&feature=plcp
    http://www.youtube.com/watch?v=Vc_4jk9jxjI&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=12&feature=plcp
    http://www.youtube.com/watch?v=sqV2ehu2pkc&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=11&feature=plcp
    http://www.youtube.com/watch?v=FGmcEI_98KQ&list=UUomD2pYkjs77bPJ62rhrmxA&index=10&feature=plcp


×
×
  • შექმენი...