Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    310.882

რა ხდება?


lasha_alo

1.726 views

http://sana.ge/addre.../6446/id/142257

http://atb.ge/uploads/news_1_142257.jpg

 

თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, დედოფლისწყაროში ხელისუფლება შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ამის შესახებ მათ რეგიონის საზღვრისპირა სოფლებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თელავის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი ინგა პავლიაშვილი სოფელ ზემო ქედში აგროვებდა და წერდა ერთკვირიან რეზერვისტთა სიას.

~სამინისტროს წარმომადგენელი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ კურსების გავლის შემდეგ, მათ დაურიგდებოდათ იარაღი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობამ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი, რა მიზნით ხდება აღნიშნული ფორმირებების ჩამოყალიბება. 9 აპრილს, ზემო ქედის კულტურის სახლში დაგეგმილია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა მოსახლეობასთან~,-აცხადებენ პარტიაში.

 

"თავისუფალი საქართველოს" შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობის გაურკვეველ შეიარაღებულ ფორმირებაში ჩართვა ყოვლად დაუშვებელია. პარტია მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ. მათი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლება ამ ფორმირებებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის და სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებისთვის გამოიყენებს.

ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს. გაუგებარია ხელისუფლების სტრატეგია. მესმის, სამოქალაქო თავდაცვის,სამხედრო ანბანის შესწავლის მეთოდები დახვეწილიყო, მაგრამ საკმაოდ ცხელ დროს გამომწვევად რეგიონებში ასეთი აჟიოტაჟის შექმნა ან დილეტანტიზმის შედეგია ან ხელისუფლება საკუთარ თავს სერიოზული ხაფანგისაკენ უბიძგებს,სადაც ერთხელ ძალიან მტკივნეულად ყველანი აღმოვჩნდით. არსებობს პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სარკოზმა და მედვედევმა გააფორმეს. ჩრდილოელ დათვთან გონიერებაა საჭირო. თითოეული ნაბიჯი შეიძლება შემოგვიტრიალონ.

 

რაც შეეხება კუკავას პარტიის განცხადებას, არ მხიბლავს. საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა. ხართ კი დარწმუნებულნი რა ხდება? ხშირად რუსს ვეხმარებით საკუთარი იდიოტიზმით. ძალიან ცუდ და სახიფათო თამაშში ვერთვებით.

 

ბოლობოლო იმ პრეზიდენტად წოდებულ ბრძენს, არ შეეძლო მსხვილ პარტიებთან ამ თემაზე კონსულტაციები ჩაეტარებინა? ა ჰო, ის ხომ ერისკაცია და სხვები რუსეთუმეები:|

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...