Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. http://www.comunicatemedia.ro/media/gallery/thumbs500/natiunile_unite/Irakli_Alasania.jpg ირაკლი ალასანია (დ. 21 დეკემბერი, 1973, ბათუმი), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი; 2006 წ. 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. მამამისი, გენერალ-ლეიტენანტი მამია ალასანია, მოკლეს აფხაზმა მეამბოხეებმა სოხუმის დაცემის შემდეგ 1993 წ. ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წ. პარალელურად, 1994-96 წწ., სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; იყო უშიშროებისა (2002-04 წწ.) და თავდაცვის (2004 წ.) მინისტრის მოადგილე, ეროვნ ული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004 წ.) 2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე-იურე მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. მის დანიშვნას ამ პოსტებზე მტრულად შეხვდა აფხაზეთის სეპარატისტული ხელმძღვანელობა, თუმცა ალასანიამ მოახერხა ზოგიერთ აფხაზ პოლიტიკოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. ამან ხელი შეუწყო 2006 წ. მარტში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებას. იმავე თვეში ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოფიციალური პირების განმარტებით, ალასანიას გაეროში ელჩად მივლინება მიზნად ისახავდა საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით; თუმცა, ოპონენტები შიშობდენ, რომ ახალი დანიშვნა აფერხებდა ალასანიას უშუალო მონაწილეობით მიღწეულ დადებით შედეგებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე. მიუხედავად ამისა, ალასანია რჩება პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. 2008 წ. 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სიტუაციის ფონზე, ალასანია მოულოდნელად ეწვია სოხუმს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები, რომელთა დეტალები არ გახმაურებულა. 2008 წ. აგვ. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში და ბრალი დასდო რუსეთს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა“ და „ქართველი ხალხის მოსპობის“ მცდელობაში.იმავე წლის 4 დეკებერს გადადგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგნლის თანამდებობიდან .მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების საკითხებში, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც. ცნობა აღებულია : http://ka.wikipedia.org/wiki/ირაკ
  2. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10049&ct=18 Rusenergy ბაქო ააქტიურებს სამუშაოებს ახალი მარშრუტებისა და ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, რათა მათი საშუალებით მოხდეს ნავთობის ტრანსპორტირება ცენტრალური აზიიდან რუსეთის გვერდის ავლით. ასეთ დასკვნას აკეთებემ ექსპერტები პრეზიდენტ ალიევის მოთხოვნიდან, რომ 2010 წელს დაიწყოს გემთსაშენი ქარხნის მშენებლობა, რომელიც დაამზადებს ტანკერებს კასპიიდან აზერბაიჯანში ნავთობის გადაზიდვის მიზნით. ამ პროექტის რეალიზება შეასუსტებს ყაზახეთის დამოკიდებულებას ტრანზიტზე რუსეთის გავლით. ``მომდევნო წლებში უნდა შევიძინოთ მრავალრიცხოვანი გემები: სატვირთო, ტანკერები კასპიის ზღვაოსნობისა და სახელმწიფო კომპანიისთვის. უკვე შერჩეულია უცხოელი ინვესტორები და მათთან ერტად ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღონ სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და აზერბაიჯანის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიამ,`` – განაცხადა ალიევმა მთავრობის სხდომაზე. მისივე თქმითმ, ახალმა ქარხანამ უნდა გამოუშვას ნებისმიერი სახის გემები, მათ შორის სამხედრო დანიშნულების.
  3. ბაიდენი იქით და http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10050&ct=17 სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩიოსნის, ექსპერტოს სოსო არჩვაძის შეფასებით, 2009 წლის ივნისში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით არის გაზრდილი და ფასების ზრდის ტენდენცია ისევ გრძელდება. “სტატისტიკის დეპარტამენტი მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელსა და საარსებო მინიმუმს ითვლის მაშინ, როდესაც აუცილებელია სტატისტიკა სხვადასხვა ფენების მიხედვით ცხოვრების ღირებულების მაჩვენებელს ითვლიდეს”–დასძენს ექსპერტი. მისივე თქმით, საქართველოში არსებული ფასები თანდათანობით უახლოვდება და ზოგ შემთხვევაში აღემატება კიდეც ამერიკაში არსებულ ფასებს და ეს მაშინ, როდესაც ამერიკელების და ქართველების ხელფასების შედარება წარმოუდგენელია. „ამერიკელი მოქალაქის საშუალო ხელფასი წელიწადში 34 ათასი დოლარია. ჩვენთან საუკეთესო შემთხევაში თვეში 350-360 დოლარი, ანუ წელიწადში საშუალოდ 4200 დოლარი. ფასებით ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტობრივად უკვე გავუსწარით კიდეც ამერიკას”–დასძენს არჩვაძე. ასევე შეგახსენებთ, რომ გაძვირებული ცხოვრების ფონზე საქართველოში საარსებო მინიმუმი კლებას განაგრძობს. 2009 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 114,2 ლარი შეადგინა, რაც მაისის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,3 ლარით ჩამოუვარდება. სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 129 ლარია, ერთსულიანი ოჯახის 114,2 ლარი, ორსულიანის 182,2, ექვსი და მეტწევრიანი ოჯახის კი 303,9 ლარი.
  4. წურბელა ზოგჯერ საჭიროა .მედიცინაში იხმარება მისაზე აქცენტები იმიტომ კეთდება ,რომ უკეთესი ალტერნატივა არაა მაႧთვის და თავის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებენ , მაგრამ აბა შეიქმნას არჩევანი?! ამაშია საქმე
  5. ედუარდ შევარდნაძე: "ბაიდენმა მკაფიო მხარდაჭერა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მოქმედ ხელისუფლებასაც გამოუცხადა" აქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის აზრით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მხარდაჭერა არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, არამედ საქართველოს ხელისუფლებასაც გამოუცხადა. "მისი მხრიდან ძალიან აქტიური მხარდაჭერა დაფიქსირდა როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ასევე მოქმედი ხელისუფლების მიმართ", - განუცხადა "პირველს" შევარდნაძემ. რაც შეეხება ზოგადად ბაიდენის ვიზიტს, ყოფილი პრეზიდენტი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსის ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს და ყურადრებას ვიზიტის ორგანიზაციის მაღალ ხარისხზე ამახვილებს. "ვიზიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. სტუმარი ძალიან კორექტულად მოიქცა და შეეცადა, ვიზიტის მნიშვნელობა მაღალ ხარისხში აეყვანა", - აღნიშნა შევარდნაძემ. ამასთან, ექს-პრეზიდენტი სამომავლო პროგნოზებსაც აკეთებს და მიაჩნია, რომ ამ ვიზიტისა და ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ "ბევრი არაფერი შეიცვლება". "მიუხედავად იმისა, რომ მან თბილად ისაუბრა და ბევრი დაპირება მოგვცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი შეიცვლება. აშშ ყოველთვის მხარს გვიჭერდა", - აცხადებს შევარდნაძე. რაც შეეხება ბაიდენის განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას, საქართველოს ექს-პრეზიდენტი თვლის, რომ "თუ კი საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე შეიცვალა, არა ბაიდენის მკაცრი განცხადებების გამო". "რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, ძალიან ძნელია, მას უკარნახო და გააკეთებინო რამე", - მიაჩნია შევარდნაძეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მიმართ მხარდაჭერა მკაფიოდ დააფიქსირა. ამასთან, მან რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს საკუთარი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და საერთაშორისო ნორმებს პატივი სცეს. ამასთან, მაღალმა სტუმარმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება. ბაიდენმა საქართველოს ხელისუფლებასაც მისცა რჩევა და განაცხადა, რომ "არადემოკრატიული საქართველო ვერ გამთლიანდება", ქარეთველ ერს კი ილია ჭავჭავაძის ოცნებების აღსრულება უსურვა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...61&Itemid=1
  6. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ვაშინგტონი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოს სტანდარტებით შეიარაღების მიზნით დახმარების გასაწევად მზად არის". ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ფილიპ ქროულიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. "შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სწრაფვაში. ნათელია, რომ ნატოს წევრობისთვის აუცილებელია ალიანსის სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალები, აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, რომ ვაშინგტონს პარტნიორული სამხედრო ურთიერთობა ექნება საქართველოსთან. ამ ქვეყნის ირგვლივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ეს საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - განაცხადა ქროულიმ. მისივე თქმით, თბილისში ყოფნისას ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობა ამერიკისთვის და ამ ქვეყნის თავდაცვითი საჭიროებებისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.
  7. ზურაბ აბაშიძეს ინტერვიუ http://www.russia-today.ru/2001/no_21/pict/abashidze.jpg [”ინტერპრესნიუსი”] აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ევროკავშირსა და რუსეთში საქართველოს ყოფილს ელჩს ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა. როგორ შეაფასებდით საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს და თქვენი აზრით, ამ ვიზიტით მოსკოვმა რა ძირითადი მესიჯები მიიღო? - ბაიდენის გამოსვლამ პარლამენტში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პარლამენტში მისი გამოსვლა კომპაქტური იყო, მაგრამ ემოციურად აშკარად დატვირთული გახლდათ. ბაიდენის სიტყვაში ყველა ის მომენტი იყო, რასაც საზოგადოება ელოდა. იყო წარსულის შეფასებაც, უკანასკნელი წლებიც გაიხსენა და როგორც მან თქვა, ”მარტივი” განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას. ბაიდენმა გაიხსენა, თუ როგორ ჩამოვიდა იგი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, მიუხედავად იმისა, რომ მას თბილისში ჩასვლას არ ურჩევდნენ. აგვისტოს მოვლენებს მან აბსოლუტურად ცალსახა და ნათელი შეფასება მისცა. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გადაწყდა პრეზიდენტ ობამას დავალებით მისი თბილისში ვიზიტი ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ. მან კვლავ დაადასტურა, რომ აშშ გავლენის სფეროებს არ შეეგუება და არც თავად ქმნის საკუთარ გავლენის სფეროებს, რომ ”აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობები საქართველოს ხარჯზე არ იქნება”. მან კიდევ ერთხელ ცალსახად დაადასტურა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისადმი აშშ-ს პოზიცია და კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და ამ რეგიონებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს. ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებზე, იმაზე, რომ აშშ საქართველოს დაეხმარება ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებაში, დევნილების პრობლემების მოგვარებაში, ენერგოუსაფრთხოების საკითხების გადაჭრაში და ისიც შეგვახსენა, რომ საქართველო დღევანდელ მსოფლიოში ის ქვეყანაა, რომელიც აშშ-სგან უდიდეს დახმარებას იღებს. მოსკოვისათვის ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ აშშ არ ეგუება გავლენის სფეროებს, არ აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად. კვლავ ადასტურებს იმას, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ამ რეგიონებიდან თავისი ჯარები. საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მართალია მოკლედ, მაგრამ ლაკონურად დააფიქსირა აშშ-ს პოზიცია. ორმხრივ ურთიერთობებში მთავრი თემა იყო სტრატეგიული პარტნიორობის პროგრამა. მას არც ის დავიწყნია აღენიშნა, თუ რას აკეთებენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, ელეგანტურად მიანიშნა შიდა პრობლემებზეც. ვიზიტის წინ ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ვაშინგტონი მზადაა გადატვირთოს ურთიერთობა არა მარტო რუსეთთან, არამედ საქართველოსთან. თქვენი აზრით, ბაიდენის ვიზიტმა ამგვარი მოსაზრება გაამყარა თუ პირიქით - გააქარწყლა? - ჩემი აზრით, გაამყარა მოსაზრება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს, ქართველ ხალხს, თავისუფლებას, დემოკრატიას, საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ბატონმა ბაიდენმა თქვა, - თქვენი საქმე თქვენი გასაკეთებელია და კორექტულად ახსენა, რომ აუცილებელია ხელისუფლების დაბალანსების საკითხის გადაწყვეტა, მასმედიისა და სასამართლოს თავისუფლების ხარისხის ამაღლება და ის, რომ ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდეს მშვიდობიანად და არა ქუჩიდან. მან ასევე მიანიშნა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებელია ყველას ჩართულობა, მათი, ვინც ხელისუფლებაშია და მათი, ვინც გარეთ არის. ეს ის განცხადებებია, რასაც ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისგან ყველა ელოდა. თბილისი ვაშინგტონისაგან თავდაცვითი შეიარაღების მიღებას და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში ამერიკელი სამშვიდობოების ჩართვას მოითხოვდა. თქვენი აზრით, თეთრი სახლი მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ საკითხებთან დაკავშირებით? - სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით მან თქვა, რომ აშშ ქართულ ჯარს გაუწევს დახმარებას, რათა ნატოს სტანდარტებს მიუახლოვდეს. შეიარაღების მიწოდებაზე მას არაფერი უთქვამს. არ მგონია, რომ გამომრჩა, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მას ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაში ამერიკელი სამშვიდობოების მონაწილეობაზეც არაფერი უთქვამს. ამ თემაზე ალბათ იყო საუბარი, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი ამ საკითხზე პასუხს ასე სწრაფად ვერ იტყოდა. მას ალბათ დასჭირდება დრო და საკითხის შესწავლა. ამ საკითხზე აშშ-საგან პასუხს უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ. ოპოზიციამ შეძლო ბაიდენის წინაშე საკუთარი თავის სააკაშვილის ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად წარმოჩენა? - ბატონმა ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ჩვენს საქმეებში არ ჩაერევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი საქმე თქვენ უნდა გაარკვიოთო, მაგრამ ჩვენი ფასეულობები ასეთია - ხელისუფლება უნდა იყოს დაბალანსებული, მედია - თავისუფალი, სასამართლო - დამოუკიდებელი და ძალაუფლების გადაცემა უნდა ხდებოდეს მშვიდობიანად და არა ქუჩიდან და ძალით. ამაში ბევრი რამ იკითხება. შეძლებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებას იმაში, რომ ქვეყანაში რეალური დემოკრატიული რეფორმების გატარება გარდაუვალი აუცილებლობაა? - ალბათ ეს ასეა. ამის გასაგებად მაინც და მაინც ბატონ ბაიდენის ჩამოსვლა არ სჭირდებოდა. ”ცივი ომის” დროს და მას შემდეგაც აშშ დემოკრატიულობის ხარისხს უმთავრეს პრინციპად მიიჩნევდა და მიიჩნევს. გუშინ ვამბობდი, რომ ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს ნატვრის ხის მოლოდინი და არ უნდა დავემსგავსოთ ფელინის ცნობილი ფილმის ”ამარკორდის” გმირებს, რომლებიც პატარა ქალაქში ნაპირთან დგანან და ოცნების ხომალდს ელიან. სასწაული არ მოხდება, მაგრამ ბაიდენის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველომ უფრო მტკიცედ და დაცულად იგრძნოს თავი. ჩვენ არაორდინალურ ვითარებაში ვცხოვობთ და ქვეყნის გარედან რისკის ფაქტორები ძალიან დიდია. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რომ რისკის ფაქტორები როგორც გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით მოიხსნას. ამერიკელი პარტნიორები ორივე მიმართულებით გვეხმარებან. ასე რომ, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
  8. Saturn ბელორუსში სახალხო ფრონტი ადრეულ წლებში შეიქმნა ანუ აქ აშკარა რუსულ გავლენასთან(თუნდაც ნათესაობრივი) ერთად ეროვნული თავმოყვარეობა არსებობს. შუშკევიჩის დროინდელი ბელორუსი არ ყოფილა მარიონეტი.ასე რომ შესაძლოა მინსკი ადრეული პერიოდის პოლიტიკას უბრუნდება,რადგანაც რუსეთმა ღია,აქტიურ ინტეგრაციაზე კარიც კი მიუკეტა.
  9. http://www.ambebi.ge/images/stories/showbusiness/image2011.jpg http://www.ambebi.ge/politika/7769-qrukhi-...sinamdvile.html ამ პუბლიკაციაში მოყვანილია პოლიტიკოსთა მსჯელობა. მაინტერესებს თქვენი აზრი.არის საქართველოში რუხი კარდინალი?
  10. ამდენი გონიერი ადამიანია პარტიაში და ეს რესპებში გაჭირდა?! განმაცვიფრებელია.
  11. http://www.posztinfo.hu/upload/4/408a501771b6b2097bd95b13c99539eb_2008_02_06__Lukasenko.jpg საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ბელორუსის ხელისუფლების მოწოდებას ქვეყნის მოქალაქეებისადმი, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლისას საქართველოს კანონმდებლობა დაიცვან. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. ‘’ეს არის ბელორუსის მხრიდან თამამი და გაბედული გადაწყვეტილება’’, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის პირველი მერცხალი მსოფლიოში ამ მიმართულებით და ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაჩქარდეს მსოფლიო თანამეგობრობაში. ‘’მსოფლიომ უკვე ბევრჯერ დაინახა, როგორ მოიქცა ბელორუსი რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში’’,-დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამგზავრების შემთხვევაში საქართველოს კანონები დაიცვან. შესაბამისი განცხადება საგარეო უწყების საკონსულო განყოფილების უფროსის მოადგილემ, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადაადგილება შეზღუდულია. ამ რეგიონებში ჩასვლა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან - ზუგდიდისა და გორის რაიონებიდან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 არ ხუმრობს ლუკაშენკო.... რუსეთის მოკავშირეობიდან მტრობამდე?!
  12. და რა გახდა ასეთი? ვებმასტერი 2 კვირაში ააწყობს.
  13. http://www.president.gov.ge/fotos/00961l.jpg პრეზიდენტის ბიოგრაფია http://www.president.gov.ge/?l=G&m=1&sm=3 პრეზიდენტის საიტი http://www.president.gov.ge/ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საიტი http://www.unm.ge/ თქვენი მოსაზრებები და დამოკიდებულებანი. ჩემი აზრი კი ცალსახაა-ესაა მოქალაქეთა კავშირის შვილი , პარტიად წოდებული პოლიტიკური ანაქრონიზმი.
  14. მე ერთხელ მივეცი ხმა, მაგრამ სერიოზულად ბევრი კითხვა დაიბადა,რაც ადრე არ იდგა დღის წესრიგში.
  15. არის უამრავი კითხვა,რომელზეც ჯერ სათანადო პასუხი არ მიუღია საზოგადოებას.
  16. http://www.justiceforgeorgia.ge/uploads/aqcia_didube_chughuretshi.JPG პარტიის ოფიციალური ინტერნეტ მისამართია http://www.justiceforgeorgia.ge/ მისამართი:თბილისი , ჭავჭავაძის I ჩიხი 4ა , ტელ: 91 92 22, 91 92 23, ფაქსი: 91 92 27 პარტიის ლიდერიზურაბ ნოღაიდელი რას იტყვით ექსპრემიერის ამბიციებზე?
  17. ამერიკას თავი ადარდებს და პოლიტიკაში ძმობა არ არსებობს, მაგრამ დემოკრატიული არცევანი ესაა ერთადერთი სწორი გზა ქვეყანაში იყოს სტაბილურობა.
  18. სტუმრის პატივისცემა საჭიროა, მაგრამ პოლიტიკაში ამას ზემნიშვნლობა არ აქვს :sorry:
  19. http://forum.ge/?f=29&showtopic=33835859 ეს თემა როგორ წამოიწია ტელეპატია ბლინ
×
×
  • შექმენი...