Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. naftucha აქ კარგი ბიჭები ვართ ძმაუ თუ რამე ვერ გაიგე მკითხე.პატრიარქის გინება, შეურაცხყოფა არ მოსულა.კრიტიკა შეიძლება,ტაბუ არაა
  2. arcivi9 ამ დონემდეა პრობლემა? მეგონა ამ ეტაპზე მაინც ეს ტრაგედიას არ წარმოადგენდა. ნუ ადამიანი ყველაფრის მტერია რა მდაა ძალიან საინტერესოა .....
  3. Saturn აქ არ ადევს .ვიპ მემბერია.იქიდანაა დაკოპირებული
  4. "ალიანსი საქართველოსთვის" ნაციონალურ მოძრაობას NDI - ის პროექტში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "მარიოტში," აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ჩვენ შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მოვახსენეთ თუ რა ხდება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით - რა შედეგები იქნა მიღწეული, რა პრობლემები და პერსპექტივებია ამ საკითხთან დაკავშირებით. დავადასტურეთ ჩვენი პოზიცია, რომ NDI -ის სამუშაო ჯგუფის პროექტში, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ბევრი რამ მიღწეულია და შეუთანხმებელ საკითხებზე მუშაობაა საჭირო. ამ მხრივ ნაციონალური მოძრაობის ნაბიჯი არასწორია, როდესაც ის გაიქცა მოლაპარაკებების მაგიდიდან. ისინი ესაუბრებიან მხოლოდ მათ ვინც ყველაფერში ეთანხმება. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არჩევნებიც დაკარგავს საზოგადოების ნდობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. იქვე დავით უსუფაშვილმა საარჩევნო ბარიერზეც ისაუბრა და კვლავ გაიმეორა "ალიანსი საქართველოსთვის პოზიცია - ისინი მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და 50 + 1 -ის მაგივრად 45% -ან ბარიერზე დათანხმდნენ. "ჩვენ ვთვლით, რომ 50 + 1 არის სამართლიანი, თუმცა 45% - ზეც თანახმა ვართ, მთავარია მოლაპარაკებები გაგრძელდეს, კონსესუსი შეიძლება, მაგრამ არა 30% - იან ბარიერზე, რომელიც მათი ვარაუდით გარდაუვალ გამარჯვებას მოუტანს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. http://ghn.ge/news-3184.html
  5. არ სწავლობენ ჭკუას..... გაიხსენონ საკუთარი ისტორია 1915 წლის ტრაგედიამდე.....
  6. ლიბერალებს გაუგეთ..... უჭირთ, უჭირთ..... პროგრესულობა ხომ უნდა დაამტკიცონ....
  7. lasha_alo

    ZSU-23-4

    გილოცავ
  8. http://forum.ge/?f=29&showtopic=34041852 ეჰ ბაჩუკი, ბაჩუკი..... მეგონა ედპს ისტორიამ გამოცდილება შეგძინა. უფრო მართებულია მეგონა კი არა, მინდოდა,რადგანაც ამ პარტიის ცენტრალურ ოფისში სტუდენტობის საუკეთესო წლები გავატარე და ბაჩუკის ბევრი დადებითი თვისება ვიცი.....სამწუხაროდ ხელისუფლების კისერზე ჩამოკიდებას ვერ ეშვებიან ......
  9. ადმინისტრაცია ცდილობს თვითონ არ განახორციელოს მოდერაცია. დარწმუნებული ვარ რეაგიტრება იქნება,თუ არა ცხადია ჩავერევით :eshmak:
  10. ჩხოროწყუზე მოვყვე? :eshmak: მოვყევი ერთხელ....
  11. მათტვისაც სასარგებლოა.კითხვებს გაეცნონ,უპასუხონ,ერთგვარად დატესტონ საკუთარი მოსაზრებების მდგრადობა....მოკლედ, შესაძლებელია მგონი,თუ მათგან იქნება თანხმობა.
  12. კარგია ონლაინ კონფერენციები,მაგრამ ერთი ასეთი იდეა მომივიდა თავში....... პოლიტიკოსებს ,თუ სურვილი ექნებათ ქონდეთ თავიანთი თემა ფორუმში,სადაც შეძლებისდაგვარად უპასუხებენ თუ სურვილი აქვთ....ამით ამომრჩევლის აზრსაც გაიგებენ ,აქტუალური კითხვების ხასიათსაც გააანალიზებენ და არც დროში იქნებიან შეზღუდულნი........პასუხის გაცემისას.... ვიმეორებ ,არ ვგულისხმობ ონლაინ კონფერენციების შეცვლას,არამედ "რაღაც "ახალს"....... აბა აქ დაბომბეთ ცემი ეს იდეა .... წამოვლენ პოლიტიკოსები ამაზე? არადა არაა ურიგო ფორმატი.....მათთვისაც მგონი ......თუმცა ცხადია ყველა კითხვას პასუხი ვერ გაეცემა.....ეს გასაგებია.....
  13. იგივე გუშინდელიც მოწმობს -დასაცინებიც ვართ...... ჩვენ ვუშვებთ ,ისინი არა... არ ჩამოვიშალეთ არა
  14. გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები რუსულ მხარეს სოფელ ერგენთში დღეს, 12.00 საათზე გადაეცემა. გადაცემა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მოხდება. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, სამინისტროს ცნობით, გუშინ, დაახლოებით, 16 :30 საათზე რუსეთის მოქალაქეები: 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე იურის ძე ბორკოვი, 1990 წელს დაბადებული ალექსანდრე ვიქტორის ძე პოპოვი და 1988 წელს დაბადებული მაქსიმ ვალერის ძე ბერეზოვი დაკავებულ იქნენ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მდაა....თუ ის ბავშვები იქ დარჩნენ....
  15. ხინვალის პროკურატურამ 4 ნოემბერს დაკავებული ქართველი მოზარდების საქმის გამოძიება დაასრულა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ, მერაბ ჩიგოევმა განუცხადა. “მაქვს ინფორმაცია მხოლოდ იმის თაობაზე, რომ გამოძიება დასრულდა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქმე სასამართლოს გადაეცემა. სასამართლო შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიმართოს. ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არაინაირი ახალი ინფორმაცია არ მაქვს”, - აღნიშნა ჩიგოევმა. სოფელ ტირძნისის მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო ცაბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ოსმა მილიციელებმა 4 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის რეჟიმი მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას სდებს ბრალად http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ################## პოსტკონფლიქტირი დარეგულირება....დააკვირდით სახელს ....პოსტკონფლიქტური......ტერორისტებტან ბრძოლის გონივრული გზები უნდა დამუშვდეს, მაგრამ ეს ამ ხელისუფლებას არ ძალუძს.
  16. ზუსტად ეს თქვა თუ არა არ ვიცი, მაგრამ პუტინ-სააკაშვილის პირველი შეხვედრის გამოხმაურებები ნახეთ ....... შორს არა სინამდვილიდან.
  17. Gagi 67 თუ შეიძება უმეტესად ქართულად დაპოსტოთ მაინც. ხანდახან ჩანართად შეიძლება ეს ოხერი რუსული ტექსტი,მაგრამ გთხოვდით ნამეტანიც ნუ გადავტვირთავთ ფორუმს. არის იუზერები, ვინც ქართული იცის ,რუსული არა!!
  18. ტატtat რა დაგარქვა ზუსტად მითხარი და .........
  19. კვირის მოვლენების მიმოხილვა ამერიკელი სტუმრების ვიზიტით დავიწყოთ. უწყებათაშორის დელეგაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე მაიკლ პოსნერი ხელმძღვანელობდა. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, რომელიც 17 ნოემბერს თბილისში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. ასევე გაიმართა შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მე-3 სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებშიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თინა ქეიდენაუც მონაწილეობდა. 17 ნოემბერს შეხვედრებით დატვირთული დღის შედეგები მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე შეჯამდა, სადაც მაიკლ პოსნერმა კმაყოფილება გამოხატა მხარეებს შორის გამართული კონსტრუქციული დიალოგის გამო: ”ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო პროცესზე, გაზაფხულზე დანიშნული ადგილობრივი არჩევნების შესახებ, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, კანონის უზენაესობის საკითხებსა და ასევე სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა, და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას წინ, მაგალითად, მედიამრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების საკითხებში.” მაიკლ პოსნერმა არაერთხელ აღნიშნა იმის აუცილებლობა, რომ გაზაფხულზე დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებზე თანაბარი პირობებით ისარგებლოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ხოლო თავისუფალმა მედიამ სრულად გააშუქოს განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. ამ კუთხით პოსნერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ”მედიამფლობელების მრავალფეროვნებას”. ძირითადად მედიის თავისუფლებაზე საუბარს დაეთმო ამერიკის საელჩოში გამართული შეხვედრაც, რომელზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა მედიისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები მიიწვიეს. მათ შორის იყო ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი თამარ ქაროსანიძე, რომელსაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი სტუმრების კითხვები ”არ იყო ზოგადი კითხვები და ფაქტი იყო, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე და ფაქტი იყო, რომ ისინი პრობლემების საკმაოდ დიდ ნაწილს ეთანხმებოდნენ.” თამარ ქაროსანიძემ შენიშნა ამერიკის მხარის სურვილი - შეხვედრის მონაწილეებისგან მიეღოთ პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელი კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც ისინი ყურადღებით ინიშნავდნენ. სხვათა შორის, 17 ნოემბერს გამართული ამ შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილეები განსაკუთრებული მონდომებით სვამდნენ შეკითხვებს და განსაკუთრებული ყურადღებით იწერდნენ ყველაფერს. თუმცა მსგავსი შეხვედრების დროს კითხვების დასმისა და პასუხების ყურადღებით ჩანიშვნის რეჟიმი არაფრით აკვირვებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილს. მას ვაშინგტონის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისადმი ინტერესის საგანგებო გაძლიერება არ შეუნიშნავს. აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ ყურადღება და ინტერესი ვაშინგტონის მხრიდან საქართველოსადმი, როგორც ”პრიორიტეტული პარტნიორისადმი” ყოველთვის არსებობდა და ამას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაც ადასტურებს. ”აქ არა მხოლოდ დემოკრატიაზეა საუბარი, აქ არის ლაპარაკი უსაფრთხოებაზეც, კულტურაზეც... ამერიკა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მხარდამჭერი ჩვენი დემოკრატიული რეფორმების, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების კუთხით. ეს ჩვეულებრივი პროცესია და რაც უფრო მეტი დაინტერესება იქნება ყველა სფეროში, უფრო უკეთესი იქნება”, - აღნიშნავს აკაკი მინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. მისი თქმით, საგრძნობი წინსვლის მიუხედავად, საქართველოში გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია და ამაზე არავინ დავობს. ასეა თუ ისე, შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება და ამაზე მეტყველებს სატელეფონო საუბარი, რომელიც 18 ნოემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის შედგა. თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს დაურეკა იმისთვის, რომ ესაუბრა დემოკრატიულ რეფორმებზე და კიდევ ერთხელ გამოეხატა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიცე-პრეზიდენტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მხარეების მიერ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებათა დაცვას და მხარეებს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ”ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმისადმი ვალდებულების მხარდაჭერის მნიშვნელობას იმისთვის, რომ შესრულდეს ვარდების რევოლუციისგან მიღებული დაპირება.” საკითხის განსხვავებული ფორმულირება გვხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 19 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასევე სააკაშვილი-ბაიდენის სატელეფონო საუბრის შინაარსს გვაცნობს და სადაც საერთოდ არ გვხვდება სიტყვა - დემოკრატია. უნდა ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი აქ იგულისხმება განცხადების იმ ნაწილში, სადაც ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობაა ნახსენები. როგორც ცნობილია, 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი ქარტია თანამშრომლობას დემოკრატიის სფეროშიც გულისხმობს. http://www.tavisupleba.org/content/article/1884863.html
  20. ე.წ. სამხრეთ ოსეთი დღეს “ქართული აგრესიის” დაწყებიდან 20 წლისთავს აღნიშნავს. ამის შესახებ სააგენტო “რეს”-ი იუწყება. თარიღთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ე.წ. რესპუბლიკის მასშტაბით გაიმართება აქცია “გმირობის ლენტი”, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშის ფერების ლენტები დაურიგდებათ. “ყველა სასწავლო დაწესებულებაში გმირობის გაკვეთილები ჩატარდება. სახელმწიფო ტელერადიოკომპანია “ირ”-მა მოამზადა ფილმები, ვიდეორგოლები, თემატური გამოშვებები. ცხინვალის საგამოფენო დარბაზში გმირული წინააღმდეგობისადმი მიძღვნილი ნამუშევრები გამოიფინება”, - განაცხადეს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 12:00 საათზე “დიდებისა და გმირობის საერთოეროვნული” წუთი გამოცხადდება, ცხინვალის შესასვლელთან კი მიტინგი გაიმართება. იქვე დადგამენ მემორიალურ დაფას. ღონისძიებები კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  21. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნისა და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, "ვარდების რევოლუციამ" საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ჩაუყარა საფუძველი. :sorry: შევახსენებ ბატონ ზურაბს,რომ არ ვიცით იყო თუ არა ფარნავაზი ან აიეტი მაგრამ აღმაშენებელი საქართველოში ნამდვილად ვარდების რევოლუციამდე მოღვაწეობდა.... კხმ.... http://ghn.ge/news-2984.html
×
×
  • შექმენი...