ჰიტლერი არის ბოროტება, მაგრამ დეტალურად განვიხილოთ ამ თემის რამდენიმე ასპექტი - 1)გერმანიის მხარეზე ნამდვილად იბრძოდნენ ქართველები ,თუმცა მათი დაყოფაც შეიძლება კატეგორიებად და არის საინტერესო მონოგრაფიები მათ შორის დიმპიტას მამის ვიქტორ რცხილაძის ნაშრომი ყველაზე ცნობილია , მან ჩაიწერა მაგნიტაფონზე გენერალი მაღლაკელიძეს მოგონებანი . შეგახსენებთ ეს კაცი კომუნისტებმა მოიტაცეს და შემდეგში "საბჭოთა" მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა . 2)ვინც იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ , მათ ქონდათ გაკეთებული არჩევანი. ბაბუაჩემი ნებაყოფლობით წავიდა ომში და ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად. მაგრამ ამავდროულად 17 წლის ბებიის ძმა რამდენიმე თანასოფლელ ყმაწვილთან ერთად ეშელონს ჩამორჩა და კომუნისტებმა 6ვე დახვრიტეს სასამართლოს გარეშე ცხადია ბაბუათი უნდა ვიამაყო .მან გააკეთა თავისი არჩევანი, მაგრამ ბებიაჩემისთვის სიკვდილის პირამდე არავის უთქვიათ მისი ძმის ისტორია(მეუღლის ისტორიისგან განსხვავებული) ,რომელსაც მამაჩემი ადგილობრივ კომისარის კეთილი ნებით მალავდა .(არ იყო ეს მარტივი ამბავი ....მაშინ) 3) ჰიტლერის ციტატის გამშვები არის უცოდინარი მან არ იცის რაა ფაშიზმი, თან ეს გაუშვა სამხედრო არხზე ... 4) რუსები ცდილობენ თემა შემოგვიგდონ და ქარიშხალი ჭიქაში მოაწყონ . ფეხებზე მკიდია ისინი რას იტყვიან ..... ისტორიის მიუკერძოებელი შესწავლა გვჭირდება -სინე ირე ეთ სტუდიო.ესაა გამოსავალი. და იმ ჟურნალისტის მოხსნა , ვინც გაუშვა. ჰო კიდევ- სტალინიც და ბოლშევიზმიც ტირანიაა .