ალასანიას ქარიზმა არაა ბელადური გამოხტომები. არაა ეს კაცი მიშა არც ზვიადი და არც ედუარდი. თავისი ინდივიდუალური პლიუსები და მინუსები აქვს. ნუ მოვთხოვთ მიშა2ბას და მერე კიდევ იგივე ადამიანები ნუ ვისაუბრებთ ახალ მიშაზე . ახალი დრო მოდის(თავისით პოლიტიკოსებზე არაა დამოკიდებული....ცხოვრება დინამიკაა და არა სტატიკური ყოფა) და ალასანია არის ალბათ ბოლო შანსი ქართულ პოლიტიკაში დამვიდრდეს მდგრადი , ქმედითი ცენტრიზმი, თუ ჩვენ ხელს შევუწყობთ, ცოტა გავააგრესიულებთ ,თუ არა ექსტრემიზმი იქნება ერთადერთი ბუდე პოლიტიკანებისათვის და ქვეყანა დაემსგავსება დენთის კასრს.ასე რომ მე ალასანისტი არ ვარ,არამედ ამ შესაძლებლობის არსებობას ვეჭიდები ,რომლის კვანძი 2 ბოლოსაა 1) თვითონ ირაკლი რას იზავს და რას მოიქმედებს და 2) მოსახლეობა......აყვება თუ არა მასიურ ზომბირებას,უგულავობას გოროდში.... ჩემი შთაბეჭდილებები შეხვედრიდან: 1) წიგნიერია ანუ მწყრალად არაა თვითგანათლებასთან; 2) აკვირდება ყველაზე უმნიშვნელო დეტალებსაც კი (ძალიან წვრილმანიც კი უყურადღებოდ არ რჩება) ; 3) კრიტიკასაც უსმენს დინჯად ,თუმცა ფილტრავს გონებაში ,რაც არაა ცუდი თვისება. 4) მისი როგორც პოლიტიკოსის ლეველი არაა მისული მაქსიმუმამდე.ეს უპირობოდ !!!!!!!!!! 5)შეუძლია აუდიტორია დამუხტოს.......არა ეგზალტირებით ,არამედ უ პოზიტიური აურით. თუ ვინმე მეტყვის ეს ქარიზმა არააო. ; 6)ნაფიქრი აქვს ბევრ საკითხზე. თემიდან თემაზე გადართვისას არ იგრძნობოდა ვაკუუმი ანუ აქვს მყარი მსოფლმხედველობა, დამოკიდებულებანი საქმისადმი. თუმცა უშვებს საკუთარი პოზიციის ევოლუციას; 7) აქვს მინუსები.რისკიანი არაა , ნამეტანი ფრთხილობს, აგრესიულობა ესაჭიროება რაღაც დოზით,მაგრამ არაა შუშისთვალება ბიჭი. ნამდვილად საინტერესო პიროვნებაა. მიშა 2 კი არც ახსენოთ.... მისი სრული ანტიპოდია იმჰო.(ეს არ გულიოსხმობს არც კარგს არც ცუდს...ჩემი აზრით მხოლოდ ფაქტს)