პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის შეფასებით, "გადაწყვეტილებების ცვალებადობის გამო ირაკლი ალასანიას რეიტინგი შესაძლოა ნულის ტოლი გახდეს". "ყველამ დაინახა, რომ ალასანია ყოველ წუთს ცვლის გადაწყვეტილებებს, პოლიტიკოსი კი ჩამოყალიბებული უნდა იყოს. ამომრჩევლებმა ზუსტად უნდა იცოდეს პოლიტიკოსის პოზიცია, ალასანიამ კი, ერთ კვირაში იმდეჯერ შეიცვალა პოზიცია, რომ მისი რეიტინგი მალე ნულის ტოლი გახდება. ასე მოქცევა არ შეიძლება", - განუცხადა კლიმიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი ალასანიას იმ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას, რომელიც პრაიმერში მონაწილეობაზე უარის თქმას და პრაიმერის ინიციატორ პარტიების ლიდერებთან მიმდინარე შესაბამისი კონსულტაციიდან გამოსვლას შეეხება. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიას პრაიმერში მონაწილეობის მზადყოფნასთან დაკავშირებით ცალსახად არასდროს განუცხადებია, თუმცა მასში შესაძლო მონაწილეობაც არადროს უარყვია. გასული კვირიდან მოყოლებული ის ამ იდეის ინიციატორი პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებსაც აწარმოებდა, რითაც "ალიანსი საქართველოსთვის" ფაქტობრივად გაემიჯნა, მიუხედავად იმისა, რომ "ახლები" და "მემარჯვენეები" ამას ღიად არ აღიარებდნენ. გუშინ ღამე კი, ალასანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებს, რის კონტექსტშიც ის ისევ ალიანსში "დაბრუნდა". http://ghn.ge/news-9322.html სასურველს ნუ მიაწერთ რეალობას. აააა სასურველი არაა ? მაშინ ეს პრუწუნი რატომაა სინქრონში სახელისუფლებო მედიასთან? უი,უი მაპატიეთ "ექსპერტებს" რომ შევეხე,მაგრამ მინდა შეგახსენოთ ,როცა არსებობს გუნდი, მასში თამნშობენ სუბიექტები. სუბიექტებს უწევთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები ,მაგრამ გუნდის არსებობის გააზრება მაინც პრიორიტეტია. დიახ,დიახ ეს გამოჩნდა ალიანსის ამ მთელ ამბებში და ძალიანაც ნუ წაიღეთ ტვინი ამ მითიურ კლებაზე.ეს ყველას დაგავიწყდათ.