Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. არჩევნები დასრულდა გლობალ მოდერატორი გახდა T_A_T :buchti:
  2. 008 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ გეგენავას ბიურომ ფუნქციონირება დაიწყო 7 ივნისიდან, ბიურო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ერთი წლის განმავლობაში ხელმოკლე მთაწმინდის მაცხოვრებელს დახმარება გაეწია სახვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაში, დაფინანსდა ოპერაციები და მკურნალობა, მშობიარობები, გაზის და დენის დავალიანებების გადახდა. ახალი სასწავლო წლიდან სოციალურად დაუცველ რამდენიმე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის ღირებულება. ასევე სოციალურად დაუცველ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სასკოლო სახელმძღვანელოები. 1 ოქტომბერს არჩილ გეგენავას ბიუროს ხელშეწყობით და თანადაფინანსებით ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე უფასო სასადილო გაიხსნა, რაც დაეხმარება 600-მდე გაჭირვებაში მყოფ მთაწმინდელს. ეს პოლიტიკური ველმოქმედება მაგიჟებს რა http://www.mtatsminda.net/
  3. აქ ნუ ავჩავტავდებით. ===================================== T_A_T-11 GODESS-2 LIVINGSTON-4 ZSU-23-4- 1
  4. ძალიან არ მოვთხოვე. თუმცა გვერდით თემაში თუ წარმოადგენენ გვიანი არაა.
  5. უცნობს თავი ძველებურად იესო ქრისტე გგონია თუ მეჩვენება? მაღიზიანებს ეს კაცი,მაშინ როცა ადრე დადებითად ვუყურებდი....
  6. არის ასეთი ? ;) არ დავკვირვებივარ.
  7. ;) საარჩევნო კორუფცია ღიად გვიტევს ტელევიზორებიდან და მაფიოზი მერი კიდევ ერთხელ ჩვენს გასულელებას ცდილობს. მოწესრიგდაო პოლიკლინკის ამბებიო და აპრილამდე ექიმის გამოძახება უფასო იქნებაო ანუ არჩევნებისთვის გულებს იგებს ნაცხროვა. ესაა საფუძველი დაიწყოს გამოძიება ტანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით -რატომ აპრილამდე,რა დასაბუთრება არსებობს..... ? რამე აქციაა -გათამაშებაა ეს საქმე თუ რა?! საარჩევნო შტაბებს ვთხოვდი მეტი ყურადღება დაუთმონ ამ დაუნიზმს. დაუდონ წინ ციფრები და დაასაბუთონ ამნაირი პროექტების ღია კორუფციული ხასიათი,რომელიც შეურაცხმყოფელი იქნებოდა აზიურ ქვეყნებშიც კი. პირდაპირ ვიტყვი-ერორების და ბინძური ყოფილი ჟურნალისტების მეშვეობით არჩევნები უკვე ყალბდება ,თან მასირებულად ,მორიდების გარეშე.
  8. ზუსტად ამას პასუხისმგებლობა ენიჭება მხედარმთავარს , ასევე გამოძიების მიერ გასარკვევიას რას აკეთებდა იქ უგულავა და ზოგიერთი სხვა "გენერალი"
  9. სამწუხაროდ ,ძალიან სამწუხაროდ სიმართლეა.........მაგრმ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი -ეს საააკაშვილის დამარცხება არ ყოფილა და აუცილებელია მუშაობა ,რათა ომის შედეგების ნეირტრალიზირება მოხდეს.ამ საკიტხტან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ერთიანი მიდგომები.
  10. უწიპუწიზაცია დაიწყო. კის სმაილების გაგზავნა , კანდიდატურების მოხსნა ერთმანეთის სასარგებლოდ და ჯერ იყოს როგორც არის .ახალ გლობალთან ერთად ვიფიქრებთ. T_A_T-9 GODESS-2 LIVINGSTON-3 ZSU-23-4-1
  11. ვის დარჩება იმედის გასარები? ჯოზეფ გეისგან ნაბოძები საჩუქარი კბილებს აშკარად უჭრის ხელისუფლებას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ტახიროვიჩის საგუბერნატორო სკამი. მაგრამ ვიცნობთ რა სააკაშვილის ხროვის ერთ უცნაურობას, არ მგონია მარტივად დათმონ უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი. რა ბედი ელის ან რას მოიქმედებენ "განავარდებულები?! http://www.ambebi.ge/masmedia/16899-ra-bed...va-qimedsq.html ტელეკომპანია "იმედის" სკანდალური ეპოპეა 2007 წლის 7 ნოემბრის საღამოს დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2008 წლის 13 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ "იმედის" გარშემო ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. პატარკაციშვილის ქონების მიტაცების პროცესი კი მაროდიორობას დაემსგავსა. ბიზნესმენმა და პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჯოზეფ ქეიმ თავი პატარკაციშვილის ე.წ. ანდერძის ერთადერთ აღმსრულებლად და ლამის მთელი მისი ქონების ბატონ-პატრონად გამოაცხადა, რაც ქართულმა სასამართლომაც დაადასტურა. შესაბამისად, ქეის ხელში აღმოჩნდა ტელეკომპანია "იმედიც". სწორედ ჯოზეფ ქეის დამსახურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და მოიპოვა ზეგავლენა ამ არხზე. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ჯოზეფ ქეისგან იყიდა ტელეკომპანია "იმედის" აქტივები "რაკ ჯორჯია ჰოლდინგმა", რომელიც საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ცნობილი არაბული კომპანია "რაკიინი", ამ კომპანიამაც არაერთი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. მასვე უკავშირდება ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტიც. თუმცა გაჩნდა ეჭვი, რომ ამ კომპანიის უკან ხელისუფლების ინტერესები იდგა, ხოლო მას შემდეგ, რაც ტელერადიოკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორად ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე დაინიშნა, ყველაფერი ნათელი გახდა. ეს ეჭვები კი საბოლოოდ დაადასტურა არაბული კომპანია "რაკიინის" აღმასრულებელი დირექტორის ჰატერ მესედის ინგლისურენოვანი არაბული გამოცემის "ნეიშენელისთვის" მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც მან სიტყვასიტყვით განაცხადა: "რატომ ვიყიდდი ტელევიზიას საქართველოში, ეს პატარა ქვეყანაა? მაინც რისთვის უნდა დამჭირდეს იქ სატელევიზიო სადგური." ამავე გამოცემის მტკიცებით, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი არაბული კომპანია "რაკიინი" არ არის. სტატიაში ლაპარაკია იმაზეც, რომ ტელეკომპანია "იმედის" გაყიდვის ფაქტი სერიოზულ შესწავლას მოითხოვს. "საქართველოში არის ვიღაც, ვინც შექმნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით - "რაკ ჯორჯია ჰოლდინგი," რომელსაც ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. პრობლემა ის არის, რომ მე სახელწოდება "რაკ", როგორც ბრენდი, არ დამირეგისტრირებია," - განაცხადა მესედიმ. იგივე გაიმეორა 11 თებერვალს "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტის პრეზენტაციაზე "რაკიინ ჯორჯია თავისუფალი ეკონომიკური ზონის" გენერალურმა დირექტორმა სათია კუმარ ჩათერჯიმ, რომელსაც ჰკითხეს, თუ ჰქონდა მის კომპანიას ფინანსური ინტერესები "იმედში" და მთაწმინდის პარკში. მან კატეგორიულად უარყო ტელეკომპანიასთან რაიმე კავშირი, თუმცა განაცხადა, რომ პარკთან, შესაძლოა, არსებობდეს ინტერესი, თუმცა დასძინა, რომ ის ამ საკითხში კომპეტენტური არ არის და მეტს ვერაფერს იტყოდა. ჩათერჯიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის კომპანიას სახელწოდება "რაკ" არ დაურეგისტრირებია, ხოლო საქართველოში ვიღაცამ ამ ბრენდის ქვეშ შექმნა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია, რომელიც ამჟამად "იმედს" ფლობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრეზენტაციას "რაკიინ ჯორჯია თავისუფალი ეკონომიკური ზონის" გენერალური დირექტორის მოადგილის სტატუსით ესწრებოდა პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი. რატომ გადაწყვიტა "რაკიინმა" "იმედის" თაობაზე განცხადების გაკეთება სწორედ ახლა? არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამის მიზეზი გახდა ა.წ. 1 თებერვალს გიბრალტარის სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც პატარკაციშვილის ოჯახსა და ჯოზეფ ქეის შორის არსებული დავა ოჯახის სასარგებლოდ გადაწყდა. მეტიც, ყველა აქტივი, რომელზეც ამ დავის ფარგლებში ჯოზეფ ქეის ჰქონდა პრეტენზია, 100%-ით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებად გამოცხადდა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, სამომავლოდ ჯოზეფ ქეის აღნიშნულ აქტივებზე აეკრძალა რაიმე სახის იურიდიული მოქმედება და დაეკისრა პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სრული მოცულობით ანაზღაურება. გარდა ამისა, ვერდიქტის მიხედვით, ძალაში დარჩა 2009 წლის 17 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჯოზეფ ქეის მსოფლიოს მასშტაბით დაუყადაღეს აქტივები, რაც ნიშნავს, რომ მას ეკრძალება ნებისმიერი აქტივის, მათ შორის ქონების, ბიზნესწილების, საბანკო გადარიცხვების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით - ნომინალური მფლობელების ან პარტნიორების მეშვეობით გაყიდვა, გასხვისება ან რაიმე სხვა ოპერაციის განხორციელება, რაც გათვალისწინებულია აქტივების დაყადაღების პირობებით. ნებისმიერი პირი, რომელიც ჯოზეფ ქეის ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების დარღვევაში, შესაძლოა, დაჯარიმდეს ან მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, ჯოზეფ ქეის ეკრძალება ახალი სასამართლო პროცესის წამოწყება გიბრალტარის სასამართლოებში. გამოტანილი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება... ამის თაობაზე "ყველა სიახლე" უკვე წერდა. სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოინდომა "რაკიინმა" საბოლოოდ გამიჯვნოდა იმ პროცესებს, რომელიც მის საერთაშორისო რეპუტაციასა და იმიჯს შელახავდა. სწორედ ამას ემსახურებოდა ხმამაღალი განცხადება, რომ მათ არაფერი აკავშირებთ საქართველოში მოღვაწე კომპანია "რაკ ჯორჯია ჰოლდინგთან". პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტელერადიოკომპანია "იმედს" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. შესაძლოა, ამის შედეგად რამდენიმე გადაცემა დაიხუროს. ლაპარაკობენ იმასაც, რომ არსებობს ტელევიზიის გასართობ არხად გადაკეთების იდეაც, რის შედეგადაც საინფორმაციო სამსახური შეიძლება გაუქმდეს. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სახელისუფლებო ინტერესებს საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკა" შესაშური ერთგულებით იცავს. სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით, ფინანსური პრობლემები ბოლო დროს თანამშრომელთა სახელფასო უზრუნველყოფაზე აისახა. როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, ბოლო ხანს თითქმის ორი თვით იგვიანებს ხელფასები. ამის პარალელურად ქართული სინამდვილისთვის ასტრონომიულად დიდია ზოგიერთი ხელმძღვანელისა თუ რიგითი თანამშრომლის ხელფასის ოდენობა. 2 მილიონზე მეტი დაჯდა სერიალ "კლინიკის" სერიები. თუმცა სერიალის გადაღება სწორედ სახსრების არქონის მოტივით შეწყდა. ამის პარალელურად პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილის ოჯახი "იმედის" დაბრუნებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს ხელისუფლებასთან. ამ საკითხის გასარკვევად დავუკავშირდით ბადრი პატარკაციშვილის მეუღლის, ინა გუდავაძის პრესსპიკერს, ქალბატონ ნონა ყანდიაშვილს: - სიმართლეს არ შეესაბამება ის ამბავი, რომ "იმედის" დაბრუნებაზე პატარკაციშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. არ ვიცი, რა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ეს ინფორმაცია მასმედიაში. თანაც ლაპარაკია, რომ თითქოს ოჯახი გარკვეული ბიზნესაქტივების სანაცვლოდ დაიბრუნებს ტელეკომპანიას, რაც ტყუილია. ოჯახი კვლავაც განაგრძობს ბრძოლას საკუთარი ინტერესების დასაცავად კანონიერი გზებით და გარიგებას არავისთან აპირებს. იცით, ალბათ, რომ ოჯახმა შეიტანა სარჩელი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. უკვე შერჩეულია არბიტრებიც და პროცესი მალე დაიწყება. ოჯახი ნელ-ნელა, მაგრამ თანამიმდევრულად შეძლებს სამართლიანობის მიღწევას. - როგორ ფიქრობთ, შეიძლება გამართლდეს ხმები, რომ ხელისუფლება აპირებს "ტელეკომპანიის" ოჯახისთვის დაბრუნებას, ოღონდ მანამდე, შესაძლოა, კომპანია მიზანმიმართულად გააკოტრონ... - რა გითხრათ, ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური პრობლემების თაობაზე ჩვენც მოგვდის ხმები, მაგრამ რეალურად რა ხდება, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
  12. როგორც ჩანს პოლიტიკური ფიგურები იქნებიან წარდგენილნი . http://resonancedaily.com/index.php?id_rub...mp;id_artc=1068
  13. http://www.kvirispalitra.ge/images/stories/2010/7/mish-copy.jpg http://www.kvirispalitra.ge/public/2538-qe...s-akvanshi.html კხმ:
  14. fashisti ეს ვინაა და წესების მიხედვით უნდა დასახელებულიყო
×
×
  • შექმენი...