ჰა ლევაკებო და "ეროვნულებო მოდით აქ შემოიჭყიტეთ, გვერდით მომიჯექით და ერთ პატარა ზღაპარს მოგიყვებით იყო ცარისტული რუსეთის კრიზისი და მაშინ მთელი იმპერია მემარცხენე მიმდინარეობმა მოიცვა და მგონი მეფეც კი თავს ლამის სოციალისტად აცხადებდა საბოლოოდ მივედით ბოლშევიკურ რეჟიმამდე , რომელმაც აკრძალა ყველა სხვა შეხედულება თვინიერ ლენინიზმისა. და ვიყავით ასე 70 წელი , სანამ უცებ თავისუფლების სუნი არ ვიგრძენით .ჰოდა საოცრებავ , სოკოებივით ამოვიდნენ "ეროვნული" პარტიები . ნებისმიერი სოცდეკური გაფართხალება მოღალატეობრივ საქმიანობად გამოცხადდა და მივიღეთ ედუარდიზმმიშიზმი, როგორც უდიდესი სიმახინჯე და ანაქრონიზმი. გავს ეს ორი ისტორია ერტმანეთს? მგონი კი ჰოდა პრობლემა თურმე სხვაგან უნდა ვეძებოთ.... აი აქ ა http://saitistika.nedug.ru/common/data/pub/images/articles/8913/2273.jpg პრობლემა პლურალისტული საზოგადოების ფორმირებაშია. ქვეყანას ესაჭიროება ტრადიციონალიზმიც, სოციალისტებიც და ა.შ ., მათი ურთიერთპოლემიკა , იდეების ექსპორტ-იმპორტი. დღეს ზუსტად ეს გზაგასაყარია ან ვირჩევთ მრავალპოლუსიან , თავისუფალ საზოგადოებას ან წარსულს ახალი ელფერით . გვჭირდება მენტალური რევოლუცია ნებისმერრამეფობიის წინააღმდეგ .თუ არა ნებისმიერი იდეოლოგია იქცევა კარგ სათამაშოდ სისტემის ხელში....რომელიც იმ მონენტში მას აწყობს . მიეჩვიეთ რომ თქვენს გარდა სხვაც არსებობს .ამას რომ შეეგუებით, მაშინ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი მანამდე ნწუ.