გეთანხმები. ---------------------------- მესმის მტკივნეულია მორწმუნე ადამიანისათვის ამ ყველაფრის აღქმა ,მაგრამ მე ლიბერასტებიდან განსხვავებული რაკურსიდან მინდა შევხედო. 1)მესმის საპატრიარქო გამოიწვიეს. ეს იყო შეგნებული ნაბიჯი ,რათა მმკს რეაქცია არსებულიყო. 2)მმკ შეეცადა ყოფილიყო ნგოს ტიპის ორგანიზაცია, დაიწყეს სიარული სხვადასხვა შეკრებებზე, მაგრამ ეს მათში არაა. რადიკალებს შიგნით ვერ გამოასწორებენ და ვერც ბოდვას შეაჩერებენ .ამდენად თუ ლიბერასტებთან გინება გაუდიოდათ...მოდით ვთქვათ პირდაპირ -როცა ჩვეულობრივ ხალხს გადაეყარნენ...მიიღეს ხურდაც ამ პროვოკაციების გამო.ადრეთუგვიან ეს მოხდებოდა და "წამებული გმირები" არიან მსხვერპლი საკუთარი ამპარტავნობის .იმედი მაქვს მათ მალე გამოუშვებენ ,მაგრამ არა სინოდის მოწოდების საფუძველზე. ნწუ..... 3)ილიამ იმუნიტეტი მისცა ვინმე ისაკაძეს. კარგად ესმის რომ ლიბერასტების სამიზნე თვითონაა და პაიკის დათმობა არ გამოვა.ამას 2 ასპექტი აქვს -ობიექტური-"თავისი მხარდამჭერი დაიცვა,არ გაწირა, სუბიექტური- ფეხებზე იქნა დაკიდებული ამ ხულიგანი მღვდელის უმსგავსობანი... 4)გულაშვილის ორგანიზაცია შეიქმნა საპატრიარქოს თანხმობით. ამას წყალი არ გაუვა. არა ინიციატივით, მაგრამ ეს შეთანხმებულია მინიმუმ მსხვილ სამღვდელო პირებთან....მასში პოლიტ ფეისების შეყვანაც შემთხვევითი არაა... 5)ეს განცხადება ადასტურებს რომ საპატრიარქო ჩაერთო პოლიტიკურ ავანტურებში. მან ვერ შეძლო ვერც გულაშვილის ჯგუფის საქმიანობის სწორი გეზის მიცემა და ვერც დაიკავა გონიერი პოზა,რასაც აქამდე მეტნაკლებად ახერხებდა. საპატრიარქო აღმოჩნდა მხარე. ლიბერასტების პირველი მიზანი მიღწეულია. მისი ერთერთი რუპორი ცხინვალშია,რითაც რათქმაუნდა ცუდი გზავნილი გაკეთდა და ლიბერასტებს მშვენიერი შანსი მიეცემათ შეტევის ახალი ეტაპი დაიწყონ.... 6)რუსეთი შემოიჭრება შიდასაპატრიარქო თამაშებში. ვინმე რაფაელი და ამ ტიპის მღვდლები დიდ ეჭვს იწვევენ...გულწრფელი პატრირქფობების უკან კი იდგება ოდიოზურ ხელისუფალთა ჯგუფი, ისე როგორც გულაშვილი არის რუსეთზე ორიენტირებული მოთამაშე... ასე რომ თუ პატრიოტიზმი პატრირქფობების უკანასკნელი თავშესაფარია რელიგიური თემები ,მმკ, მართლმადიდებელთა დაცვა ესაა რუსოფილთა სასურველი თავშესაფარი ორივე მხარეს დგას ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა. მე მესმის ნაფტასი, ანალგინის ან ამ 2 მხარეს მდგომი გულლწრფელი ხალხის,მაგრამ გავითვალისწინოთ ტრივიალური ლოგიკა და მივხდებით- არც "თქვენ მხარეს" არ არიან წმინდანები..... მათ თავიანთი მიზნები აქვთ. მე კი ჩამთვალეთ გინდ ეკლესიათმოძულედ , თუ გინდ ნეიტრალად, მაგრამ მიმაჩნია საჭიროდ ეკლესიის გამიჯვნა პოლიტიკისაგან, საგანგებო პოლიტიკისგან გამიჯვნის რეჟიმში სამღვდელოების არსებობა,რომ მხარედ ყოფნა არ გაგრძელდეს...თუ არა ეკლესია დაიშლება......ილიას შემდეგ.....არის ეს საფრთხე და ჩემი მწვავე კრიტიკით მე უფრო ვიცავ ეკლესიას, ვიდრე ის, ვინც ყველაფერში თავს უკრავს. გარდა ამისა....არ ვარ რელიგიური და მომეცით უფლება ასეთად დავრჩე .ეს უკვე მონეტის სხვა მხარეა.