Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. არასოდეს დამიმალია რომ სეკულარიზმის მომხრე ვარ... ანუ 1)კატეგორიულად ვემტერები ეკლესიის პოლიტიზაციის ნებისმიერ მცდელობას , მისი ზოგი მომხრის თუ მოწინააღმდეგის მხრიდან; 2)მიმაჩნია ეკლესია მორწმუნეებმა უნდა შეინახონ .სახელმწიფოს მხრიდან დაფინასება მხოლოდ "კულტურული მემკვიდრეობის" ტიპის პროექტებისთვისაა დასახარჯი და არა მაგალითად საჩუქრის საყიდლად ეპისკოპოსად კურთხევასთან დაკავშირებით,. ეკლესიის სიდიადე მის სულიერებაშია და ნებისმიერი საბიუჯეტო დაფინანსება არის არა მეცენატობა , არამედ პოლიტიკური სვლა ; 3)სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებთან უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი ურთიერთობები. ასი ათასი სამოციქულო ეკლესიის მრევლია მარტო. ცხადია საჭიროა მათთანაც საქმიანი თანამშრომლობა მართლმადიდებელთა და არამარტო ინტერესების გათვალისწინებით ; 4) ძირს ყოველგვარი ქსენოფობია და რჯულთუპატივცემულობა... ესაა ჩემი აზრი და ვიცი ქრისტეს მახვილისთვის გამიმეტებთ, მაგრამ მერწმუნეთ გულწრფელი ვარ და თავისუფლების ინსტიტუტი არ მკარნახობს რა ვწერO.. ჩემთვის არ შევინახავ ...ნწუ.. ანუ ყველა სამღვდელო პირს ვაცმევთ რაღაც იმუნიტეტს? არაა მართებული. რაღაც მექანიზმი არ უნდა იყოს რომ თუნდაც საპატრიარქოს წიაღში განხილულ იქნეს პრეტენზიები? ვიმეორებ, ეკლესია უნდა იყოს სულიერების აკვანი , მაგრამ პატარა ბიძგი და ტალახზი დადგება. მტრები არამარტო ოდიოზური ტიპები არიან ,არამედ უპირველეს ყოვლისა უცნაური ინტერპრეტაციები , რომლის კონტექსტიც პოლიტიკურია. ლაშა ალო დაგენაცვლოს, მაგრამ საუკუნეები ჩვენ თავს ქრისტიანებად ვთვლიდით ანუ ავამბობდით.....ვართ ქრისტიანები მართლმადიდებლური აღმსარებლობით და კათოლიკესთან ევქარისტული კავშირი არ გვქონდა ,მაგრამ არც ბიზანტიურ-რუსული გაურკვევლობები , იდრ როგორც მაგალითად საპატრიარქოში უწმინდესი და უნენარესი უშვებდა ბაპტისთა ქადაგებებს . არა იმიტომ რომ ერთი რწმენა გვაქვს...არამედ ხაზს უსვამდა ჩვენი ეეკლესიის ტოლერანტულ ხასიათს... ამას ვამბობ....
  2. და რატომ მართლმადიდებლები და არა ქრისტიანები? ეკუმენისტი არა ვარ ,მაგრამ უნებლიე კითხვა მებადება ჩვენი ისტორიის შემხედვარე .
  3. ეს მამები ცემთვის წმინდა მოციქულები არ არიან და ვიტოვებ უფლებას არ მოვიწონო მათი არაერთი გამოთქმა . გწამთ გწამდეთ ეს თქვენი ნებაა, მაგრამ თუ სხვას ვინმე შეუშლის რწმენაში ხელს ......თუნდაც მორალისტის ტყავში
  4. არ უნდა გავიდეს მმკზე ეს აბდაუბდა სიუჟეტი და ნუ ცდილობენ ოდიოზურ მამაოების გამო მხარედ იქცეს ეკლესია და პატრიარქი. დაუკვრდით საფრთხეებს . ტელევიზია საჭიროა.
  5. ისე ნართები კარგი როჟები იყვნენ ბოლოს დაიხოცნენ ლეღვურად
  6. დავპოსტავ . იდეა მომწონს აი...........
  7. კოსტავას საზოგადოება შემჩნეულია ცუდ პოლიტიკურ სვლებში.....რომელიც არ იყო შესაძლოა ღალატი ,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ...დიდი შეცდომა გახლდსათ. შეგახსენებთ ვაჟა ადამია იყო გამსახურდიად პირველი საყრდენი ასათიანის დანიშვნამდე ...შემდეგ თავდაცვის კომიტეტის შეფი ......შევარდნაძის პარლამენტშიც.. + ადამია იყო სააადგილმამულო ფონდის მმართველი. მას კარგიც მიეწერება და პრეტენზიებიც ბევრია. ვურჩევდი პოლიტიკას არ გაეკაროს .ნამდვილად მისი და წერეთლის დრო უკვე გავიდა და არც დაბრუნდება ...თავიანთი მატარებელი გაუშვეს.არ გეწყინოს,მაგრამ ფაქტია.... "სარანგების" კოლექცია არ ამომაღებინოთ ბევრი მარგალიტი მაქვს მათი შესრულებით შემონახული
  8. ესაა ბებერი, მაგრამ ჭკვიანი ევროპა...
  9. საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, მის აღმატებულება ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის ანგარიში 2010 წლის 8 ივნისი ელისეის სასახლე 11.00 ნიკოლა სარკოზი : მოგესალმები ბატონო პრეზიდენტო და ძვირფასო მეგობარო, მიხარია, რომ კვლავ ვხვდებით. როგორც ხედავ კარლას მონაწილეობა ჩვენს შეხვედრაში უკვე მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ჩვენ შენს ვიზიტს ვანიჭებთ. ვიდრე მეუღლეები ცალკე ისაუბრებენ, მე ყურადღებით მოგისმენ. გთავაზობ, ვიდრე ჩემს სათქმელს გეტყოდე, შენ თავად გადმოგვცე შენი სათქმელი. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთისთვის დასამალი არაფერი გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი : მადლობა მინდა გითხრათ შესანიშნავი მიღებისათვის. მე ამჯერადაც მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი მიზანია რეგიონში სტაბილურობის მიღწევა და განმტკიცება ; ქვეყნის ეტაპობრივი წინსვლა ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ; ქვეყანაში გავაგრძელოთ ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ამჟამად არსებობს. საქართველომ უნდა შეასრულოს ის მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული როლი, რომელიც მას თავისი მდებარეობიდან გამომდინარე აკისრია. ქვეყანაში იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე. მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩვენი მადლიერება თქვენი პირადი როლისა და წვლილისათვის ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში, სწორედ საფრანგეთის წყალობით ვიმედოვნებთ, რომ დღეს არსებული პრობლემებიც, ქვეყნის ნაწილობრივი ოკუპაცია და აგვისტოს ომის შედეგად დარჩენილი პრობლემებიც მოგვარდება. საქართველოს ხელისუფლება გონივრული სტრატეგიით აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მუშაობის გაგრძელებას. საფრანგეთის თანადგომის პირობებში საქართველო სანიმუშო დემოკრატიული ლაბორატორია შეიძლება გახდეს პოსტ საბჭოურ სივრცეში. ნიკოლა სარკოზი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. მხარს დაგიჭერთ იმ მოლაპარაკებებში, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ევროკავშირში, აღმოსავლეთთან პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში. რუსეთთან დამოკიდებულებაში ევროპაში პრობლემატური დებატები იყო. არაფერია დასამალი და ევროპა ორ ბანაკად გაიყო. 1. აგრესიულად განწყობილი ნაწილი : პოლონეთი უკრაინა, ლიტვა, 2. გახსნილი პოლიტიკის მომხრე. ჩვენ მოგეხსენებათ მეორე ბანაკს წარმოვადგენთ. ხომ ხედავთ, რა დღეში ჩავარდნენ პირველი ბანაკის წარმომადენლები. პოლონეთის პრეზიდენტი, ღმერთმა აცხონოს მისი სული დაიღუპა, მაგრამ მისი რეიტინგი ქვეყანაში 15% ს არაღემატებოდა. უკრაინის პრეზიდენტი რა სამარცხვინო შედეგითაც წავიდა პოლიტიკიდან ესეც კარგად იცით, ნახეთ ასევე რა ხდება ლიტვაში. ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ აბა, სხვა პოლიტიკური სტრატეგია როგორ უნდა გვქონდეს რუსეთთან მიმართებაში ? შეიძლება ვცდებით კიდეც, მაგრამ ჩვენი პოზიციაა საბოლოოდ დავასრულოთ ცივი ომის პერიოდი. ყველაფერი ვიღონოთ, რათა რუსეთი აღარავისთვის იყოს საშიში ქვეყანა. ყველაფერი შეიძლება დამაბრალონ, მაგრამ ლაჩრობა და შიშისგან დამალვა ნამდვილად არაა ჩემი სტილი. რუსეთთან ჩვენი დამოკიდებულება ნამდვილად არაა შიშით ნაკარნახევი, არამედ რუსეთის უფრო გაკეთილშობილებისა და მეტად ცივილურ ქვეყნად გარდაქმნის სურვილით. ესაა უზარმაზარი ქვეყანა, უზარმაზარი პოტენციალით, რესურსით და ასევე უზარმაზარი ამბიციებით. 3 ათასი კმ საზღვარი აქვს ჩინეთთან და მასთან ურთიერობები ცალკე პრობლემაა მისთვის. ამას ემატება შიდა ისლამისტური ინტეგრიზმისა დემოგრაფიის სერიოზული პრობლემები. რუსეთში დიდი ფული ტრიალებს და ერთი სული აქვთ ევროპულ ბაზარზე მოიკიდონ ფეხი. ჩვენ გვინდა მათ ფული ჩვენთან დავახარჯინოთ, რატომაც არა. გვინდა ჩვენი კონტინენტი ერთიანი უსაფრთხოების სივრცეში გავაერთიანოთ. რუსეთთან ჩვენ შეგვიძლია საუბარი. ხომ კარგად გახსოვთ, აგვისტოს მოვლენების დროს ბუშის გამოგზავნილმა გემებმა კი არა (ბუში მე ძალიან მიყვარს, კარგი, მხიარული ადამიანია) ჩვენ შევაჩერეთ რუსები. ამ ომმა რუსეთის ეკონომიკა ძალიან დააზარალა. ჟენევის პროცესი, რომელიც ჩენი იმდროინდელი შეთანხმების ნაწილია უნდა გაგრძელდეს და აფხაზებმა და ოსებმა უნდა ირწმუნონ, რომ საქართველო უფრო მიმზიდველი და მათთვის საინტერესო ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი. საფრანგეთს დაახლოებით იგივე ვითარება ჰქონდა 150 წლის წინ სავუას პროვინციაში, რომელიც მაშინ იტალიას ეკუთვნოდა. ნაპოლეონმა რეფერენდუმი ჩაატარა და მოსახლეობამ იტალიას საფრანგეთი არჩია. ილუზიას არ ვიქმნი, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში ყველა პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ეს შრომატევადი და დელიკატური პროცესია. როცა კბილი გვაქვს გასიებული, ექიმი ჯერ აბსეს მკურნალობს ანტიბიოტიკებით და მხოლოდ მერე გადადის კბილის მკურნალობაზე. ასეა ამ შემთხვევაშიც. მტავარია შეიქმნას სტაბილურობის განცდა. ხალხი თავად დაიწყებს ერთმანეთისკენ სავალი გზების ძიებას. ბერნარ კუშნერი : რამდენადაც ვიცით აფხაზები უკვე ჩამოდიან თბილისში სამკურნალოდ. მ.ს. გეთანხმებით. ჩვენც სწორედ ასეთი სტრატეგია გვაქვს შემუსავებული. მთელ შავიზღვისპირა ზოლში ვცდილობთ ინფრასტრუქტურა პლაჟები განვავითაროთ. მართლაც ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით. ნ. ს. ხშირადაა საუბარი პუტინ მედვედევის წყვილზე. თითქოს პრობლემები აქვთ ერთმანეთში და ასე შემდეგ. მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, მათთან, ორივესთან მუშაობა შეიძლება. ისინი ისეთები არიან, როგორებიც არიან, ჩვენ კი მათ ბიძგი უნდა მივცეთ კიდევ უფრო მეტი გახსნილობისკენ. მისტრალის ტიპის გემთან დაკავშირებით, მე თვითონ გეტყვი : რუსები ეშმაკურად მოიქცნენ და ერთგვარი მახე დაგვიგეს. იმ დროს, როცა ჩვენ მათ ირანის საკითხში თანამშრომლობას ვთხოვდით, მათ გვითხრეს, რომ ჩვენგან გემის შეძენა სურდათ. უხერხული იყო გვეთქვა, რომ თქვენ ირანთან მიმართებაში კი გვჭირდებით, მაგრამ გემს ვერ მოგყიდითო. ჭკვიანურად შეარჩიეს ამისთვის შესაფერისი მომენტი. შენ ჩემი მეგობარი ხარ და იცი, რომ არ მოგატყუებ. ამ შემთხვვაში დიდი როლი ითამაშა რუსეთისადმი ნდობის დემონსტრირების მნიშვნელობამ და ამასთან კონკურენციამაც. რადგან ჩვენ თუ არ დავთანხმდებოდით მეზობლები ამ შეთავაზებას ხელიდან არ გაუშვებდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მისტრალი არსებულ ძალთა ბალანსს ვერ შეცვლის. რუსეთი საქართველოსთან ომს ვეღარ გაბედავს. თქვენი ამოცანაა მოახერხოთ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება რეფერენდუმის გზით. ალტერნატიულ გზას ვერ ვხედავ. მგონი მათი აზრის გათვალისწინება მოგიწევთ. მე კი, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ არასოდეს მიგატოვებთ. ჩვენი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება სრულებითაც არ ნიშნავს, რომ საქართველოზე ხელი ავიღეთ, მივატოვეთ, ან ყურადღება და მხარდაჭერა შევასუსტეთ. ხომ გახსოვს პუტინს რა პასუხი გავეცი შენი « ერთი ადგილით დაკიდება », რომ უნდოდა. მე ვუთხარი, ეგეთი ლაპარაკი ჩემთვის მიუღებელია და მე ეხლავე ავდგები და დავტოვებ მოლაპარაკების მაგიდას მეთქი. უფრო მეტიც, ჩვენ ეხლა კიდევ უფრო მეტად შევძლებთ თქვენს დაცვას. ცხონებული კაჩინსკი, რუსებს ებუტებოდა, ხმას არ სცემდა და ის როგორ გიშუამდგომლებდათ, უკრაინის პრეზიდენტს კი ისედაც არაფერი ეთქმოდა. ჩვენ მეტის თქმაც შეგვიძლია და მეტის მოთხოვნაც. ჩვენი ურთიერთობა გულახდილობის ფორმატში მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი : დიდი მადლობა, მე ვაფასებ თქვენს გულწრფელობას. კარგად მახსოვს თქვენი გაბედული პოზიციები კონფლიქტის დროს. ამჟამად 6.000 ზე მეტი რუსი ჯარისკაცი იმყოფებ, ოჯახებით კონფლიქტის ზონაში, საიდანაც 120.000 ქართველი გამოიდევნა საკუთარი სოფლებიდან. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რუსეთთან ომით ვერაფერს გავხდებით და გულუბრყვილობაა ვინმემ დაიჯეროს ის, თითქოს ჩვენ ვაპირებთ რუსეთს დავესხათ თავს. თქვენ როგორც მიუნხენში გამოსვლისას აღნიშნეთ, სრულიად გეთანხმებით : პრობლემის გასაღები რუსეთის მოდერნიზებაშია, რათა მხარეთათვის მისაღები გამოსავალი მოიძებნოს. ნიკოლა სარკოზი რუსეთმა თავისი სამეზობლოდან ბევრი ქვეყანა დაკარგა, მათიც შეიძლება გვესმოდეს. პარალელურად კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა აქვთ, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი აკლდება რუსეთის დემოგრაფიას. რუსეთის მოდერნიზაცია, მისი ევროპეიზაცია, საერთო ეკონომიკური სივრცე ერთადერთი გზაა მათი ჩართულობის გავალისწინებით, რომ მივიღოთ უფრო სტაბილური და პარტნირობისთვის სანდო რუსეთი. ისინი ოცნებობენ ფული ჩვენთან ჩადონ. ამ გზით ვცდილობთ საერთო ინტერესები გაუჩდეთ. მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ. რაც შეეხება ნატოში თქვენს ინტეგრაციას. ჩვენ მხარს გიჭერთ. (ესე არაა, დაიმოწმა მრჩევლებიც). თქვენ კარგად გესმით, რომ ჯერ კონსენსუსი არაა წევრ სახელმწიფოთა შორის და ინტეგრაციამდე კიდევ რამდენიმე ეტაპია გასავლელი. სხვათა შორის, უნდა გულწრფელად გითხრათ: თქვენს იმ ამერიკელ მრჩევლებს ვკითხე, რომლებიც მაშინ ფუჭ და არარეალისტურ დაპირებებს გაძლევდნენ, რამდენი პროცენტი იყო საქართველოსა და უკრაინის შანსი ალიანსში გასაწევრიანებლად და მათ მე მიპასუხეს, რომ ეს შანსი იყო 0%. აი, ეს მინდა იცოდეთ. მე ყველამ იცის, რომ პროამერიკელი პრეზიდენტი ვარ, ბუშიც მიყვარს და ამერიკაც, მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ რეალურად დაინახოთ ვინ უფრო მეგობარია თქვენი. მე კიდევ ერთხელ გირჩევთ ჯერ რეგიონი დაამშვიდოთ. სტაბილური კავკასია ყველას ინტერესებშია ჩვენ კი გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ და მართლაც დაგეხმარებით. მათ შორის სამხედრო სფეროშიც. მე შენ ოფიციალური ვიზიტის ფორმატში გიღებ პუტინის ჩამოსვლამდე 2-3 დღით ადრე. ჩემს მეუღლესთან და საგარეო სამეთა მინისტრთან, პრემიერ მინისტრთან ერთად. მე ეს ჟესტი შეგნებულად გავაკეთე ყველას დასანახად და გასაგონად. ქართველი ხალხიც უნდა დარწმუნდეს, რომ საფრანგეთს არა თუ არ მიუტოვებია, არამედ გვერდში უდგას მას ისე, როგორც არასდროს. თუმცა პუტინის დამცირებაც არ შეიძლება, ამასწინათ, როგორც იცით იგი პარიზში იყო ვიზიტით, მე ბრაზილიაში წავედი და მას ვერ შევხვდი. 9 მაისის აღლუმზე ბოლო მომენტში შევცვალე გეგმა და აღარ ჩავედი მოსკოვში. მერკელი ჩავიდა. ვიცი ეს ეწყინათ. მე მაინც ესე ვარჩიე გამეკეთებინა. გამგები გაგებს. მე ჩემი პირობები მაქვს. ყოველ შეხვედრაზე ორივეს ვახსენებ, რომ იმ დოკუმენტის შესრულება აუცილებელი პირობაა, რომელზეც შევთანხმდით. საფრანგეთ საქართველოს მეგობარია. რუსეთი ამჟამად ძალიან იბღინძება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველოსთან ომს ვეღარ გაბედავს. ყოველ ჯერზე ვახსენებ მათ ასევე პერევსა და ახალგორს. ვიცი ეს რამდენად სტრატეგიული ადგილებია. ასევე ვახსენებ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე ემბარგოს მოხსნის აუცილებლობას. პუტინს როცა ვხვდები არასოდეს ველაპარაკები მედვედევზე და პირიქით. არ მაინტერესებს რამდენად ეწყობიან ისინი ერთმანეთს ან რაზე კამათობენ. იქნება პუტინი ხელახლა პრეზიდენტი თუ არა. ეს მათი საქმეა. რუსეთი უნდა გახდეს ცივილიზებული ევროპასთან ურთიერთობებში პასუხისმგებლობისა და ღირებულებების პატივისმცემელი ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის მოდერნიზებით შეიცვლება მისი მეტყველებისა და ქმედებათა სტილიც. თქვენ დიდი როლი შეგიძლიათ ითამაშოთ. გახსნილი და ევროპული ღირებულებების ერთგული და რეალურად დამცველი რუსეთი ჩვენს ინტერესებშია. რუსეთი უნდა გავიდეს ჩვენი ტერიტორიებიდან. უ საქართველო დაეცემა, მაშინ ევროპა არამარტოენერგეტიკულ კორიდორს დაკარგავს, არამედ კიდევ უფრო სუსტი აღმოჩდება გაძლიერებული რუსეთIს წინაშე. ამაზე ოცნებობს რუსეთი. მე ვხვდები რუსეთის პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსებს, ისინი ამ ხედვას იზიარებენ. ასევე მნიშვნელოვანია, ნატოსთან ეტაპობრივი დაახლოება, სავიზო რეჟიმის გამარტივება, ევროკავშირთან მეთი თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში უთანასწორო ვითარებში აღმოვჩდებით. ლისაბონის სამიტზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მიმართ იქნეს პოზიტიური დამოკიდებულება შენარჩუნებული. ნიკოლა სარკოზი: გპირდებით, რომ ვერდში დაგიდგებით. თქვენს შეტყობინებებსაც, რომლებიც ყრადღებით მოვისმინე და ჩავინიშნე გადავცემ ღპუტინსაც და მედვედევსაც. იგივე გავაკეთეთ ჩვენ სირიასთან და ჩვენი გავიტანეთ. მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს. დაპირებებს ჩამოვართმევთ და მერე კა. ეს დახურულობისკენ გვიბიძგებს, პირიქით კი გახსნილობა და თანამშრომლობაა. იცოდეთ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.სიტყვაზე დავიჭერთ და მოვთხოვთ შეასრულონ დაპირება. თუ არადა ხმამაღლა ვიტყვით, რომ პუტინი და მედვედევი იტყუებიან. არა, არ გვინდა ანტირუსული რიტრი
  10. ვულოცავ ახალი ადმინისტრატორი ძველს თუმცა ის უფრო ახალია ,, ვიდრე მე
  11. ეს როდის დავწერე? გამარჯობა გუგლი ბიძია
  12. კარდუს საძმოს და მმკს შორის დიიიდი სხვაობაა, არც ნაციონალიზმი არ უქნია ღმერთს ჩვენში დარჩეს და ;) მაგრამ საერთოდ ასეთი მსოფლმხედველობების მიმართ რომანტიკა გაუგებარია
  13. ასე ძვირი რა დოზანაა ? გაზეთია თუ " ახალი ვეფხისტყაოსანი"? მართლა მაინტერესებს ... მესმის კონტიგენტი ...მაგრამ ერთი გაზეთის ფასი ....
  14. მე სონით მითამაშია
  15. რას ამბობ? რამდენჯერმე 10 წლის წინ 2 წლით უმტკივნეულოდ დავანებე. ახლა ასე არ გამომდის. სიმპტომები :გაღიზიანებულობა, მუდმივი ფიქრი ნიკოტინზე, თვალების არეში მსუბუექი სისუსტე, თავი მეწვის. თუ მოვკვდი რაღად მინდა უსიგარეტობა ვაააჰ , მაგრამ უფრო სუსტდება სიგნალები
  16. 4 დღეა თავს ვიწამებ. სიგარეტს ლომკები მაგარი ქონია აი ვინმე რაეს ხომ არ მირჩევს რომ უფრო განვმუხტო ორგანიზმი....თავი მისკდება
  17. განგიმარტავთ - რეგიონებში ბევრი მობილური ტელეფონით სარგებლობს და ამიტომ იყენებენ ტრანსლიტს . ამით მიჩვეულს ჩვეულობრივ ფორუმებში წერა უჭირთ. თან ქართული გრამატიკაც გვიჭირს ქართველებს მოკლედ ნელნელა მიეჩვევა ;)
  18. toreto მაგარამ ასოების მართებულად წერა აუცილებელია. უამრავი ხალხი კითხულობს.ტრანსლიტზე ცხადია ეს აუცილებლობა არაა . იყოს რა შEნი პოსტები....პურს გთხოვს თუ ყველს
×
×
  • შექმენი...