მოკლე ინფორმაცია ჩემსა დე ნეტს შორის კავშირზე. ვარ 36 წლის ისტორიკოსი და ერთ მთვარიან საღამოს . რუსულ კონსტრუქტორზე ტელეფონით გავხსენი ჩემი საბდომეინი . ჰოი საოცრებავ , ხალხი შევიდა. დავიწყე განახლება ....კიდევ დიდი სასწაული ხალხი მასიურად შევიდა ..... რამდენიმე დღეში შეიქმნა ჩემი პირველი საიტი: http://gruzia.wen.ru ეს 4-5 წლის წინ იყო და ხელით ტელეფონით შევქმენი ასობით ვმლ გვერდი. ჩემ გვერდით იყო 2 კარგი ადამიანი gi2gi(goodwap.org) და partizan ( wab.ge). მიქარვა #1 ჩატებში შევედი და დაპირისპირებებში ჩავერთე.ამ ორ ადამიანთან სხვადასხვა დროს დიდი კამათიც მომივიდა ჩატის ადმინისტრირების ამბავში და რაღაც დრო დაჭირდა აღგვედგინა ურთიერთობა . ამიტომ ვისაც გინდათ საქმე აკეთოთ პირველი რჩევა ... ერიდეთ ჩატაობას , ადმინისტრირება გაუწიეთ და ნუ გადაყვებით თან აქეთ ამას გასწავლით,რადგანაც ეს კარგად ვიცი უკვე :018: ჰო შემდეგ სხვა ორ ადამიანთან(ერთი აქაც იუზერია ) ერთად გავაკეთეთ alo.ge მე შავვ საქმეს ვაკეთებდი ისინი პროგრამებზე მუშაობდნენ....დღევანდელი გადასახედიდან კი ეს სწორი იყო და საიტს არ ესაჭიროება ყველა პჩპ მცოდნე ,მაგრამ მაინც დრო დაიკარგა სწავლაში შემდეგ იყო ნოემბერი , უმუშევრობა , პოსტვა ჯიზე და ჰა ...მოვედი დღემდე ჰოდა გაკვეთილი პირველი რით დავიწყო ჰა? კი ბაზების მიერთება დამჭირდება,მაგრამ გადავხედე გაკვეთილებს და ჯერ ცვლადები და ეგეთები.ტვინი რომ არ ავირიო ,ჯობია ჯერ ანბანი მგონი. მაისქლ რთულად მეჩვენება ჯერ მომთხოვს სწავლა და დავცხებ .არ შევუშინდები