-
პოსტები
14.624 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha1997
-
ესაც ამ პიესიდან არის და იყოს აქ. მიხეილ სააკაშვილი - განბაჟების მომსახურების ტარიფი განახევრდება 19:21 03-12-2010 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ქვეყნის მეთაურის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, საბაჟო უწყება დღეს პირველად შეაქო . "ეს უწყება ჯერ არასდროს შემიქია, მაგრამ იმის ფონზე, რაც აქ გაკეთდა, არ შემიძლია არ შევაქო საგადასახადო სისტემა და მისი ნაწილი - საბაჟო სამსახური", - განაცხადა სააკაშვილმა ლილოში, გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონის გახსნისას. მისი თქმით, ყოველთვის, რაც ხდებოდა საბაჟოებზე, მისი განსაკუთრებული გულისწყრომის საფუძველი იყო. "ეს იყო აუღებელი ციხესიმაგრე; არაერთხელ ვყოფილვარ საბაჟო ტერმინალის არასასურველი სტუმარი; ჩასაფრებით, შეჭრით მივსულვარ, რამდენიმე საბაჟოს უფროსი მოვხსენი კიდეც ამ მოულოდნელი შემოწმების შედეგად; ეს იყო გამოძახილი იმ ათასობით გადამზიდავის უკმაყოფილებისა, რომლებსაც გამწარებული ჰქონდათ ცხოვრება იმ უამრავი პრობლემის გამო, რასაც ტერმინალში ხელოვნურად უქმნიდნენ", - განაცხადა მან. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამიერიდან გადამზიდავები და საქმიანი ადამიანები აქ მიიღებენ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას, განსხვავებით იმისგან, რასაც დღემდე იყვნენ შეჩვეულები. მისი განცხადებით, გაფორმების ეკონომიკური ზონა მკვეთრად ამცირებს ბიუროკრატიას და ნაცვალდ სამი-ოთხი ინსტაციისა, გადამზიდავს საშუალება ექნება მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღოს. "მინიმუმ განახევრდება განბაჟების მომსახურების ტარიფი – 450 ლარიდან 200 ლარამდე, ასევე, მკვეთრად შემცირდება მომსახურების დრო გადამზიდავებისთვის, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ დღეებისა და კვირეების განმავლობაში ლოდინს. ეს შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ვიმეორებ, ამიერიდან განბაჟების პროცედურა ერთსაათიანი იქნება", - აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზონის ახალი კადრებით დაკომპლექტების მნიშვნელობაზე და სისტემაში ახალი სულისკვეთების შესვლას მიესალმა. "აქ მოიყვანეს ახალგაზრდა, სიმპათიური ხალხი, უნივერსიტეტების წარჩინებულები, რომელთა ხელფასებიც 600-დან 1200 ლარამდეა; კარგია, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ებმები შრომით საქმიანობაში და ახალი სულისკვეთება შეგაქვს სისტემაში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე ცნობით, მსგავსი ეკონომიკური ზონები იანვარში ფოთსა და ბათუმშიც გაიხსნება. საბაჟო ტერმინალებს გაფორმების ეკონომიკური ზონები შეცვლის 19:25 03-12-2010 საბაჟო ტერმინალებს გაფორმების ეკონომიკური ზონები შეცვლის. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონა დღეს ლილოში გახსნა . როგორც პრეზიდენტმა განმარტა, ანალოგიური ზონები რამდენიმე თვეში ადლიასა და ფოთში გაიხსნება. გაფორმების ეკონომიკურ ზონებში განბაჟება ხანგრძლივი პროცედურის ნაცვლად ერთ საათში იქნება შესაძლებელი. "ახალი ეკონომიკური კურსის პირველი მერცხალია გაფორმების ეკონომიკური ზონა. უახლოეს თვეებში ასეთივე გაიხსნება ადლიასა და ფოთში. ეს არის ის, რაც ჩაანაცვლებს აქამდე არსებულ ე.წ ტერმინალებს, რაც ასოცირდებოდა მეწარმეების ინტერესების სრულ იგნორირებასთან, გადამზიდავების ნერვების შლასთან. ეს იყო დიდი ფულის მახე; იყო სრულიად გაუგებარი კაფკას მსგავსი ბიუროკრატიული პროცედურა. ეს იყო გადმონაშთი ძველი სისტემისა, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული უსამართლობასთან და კორუფციასთან იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებისთვისაც ყოველ საათს დიდი მნიშვნელობა აქვს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
-
ნანი,ამას შენს მეტი არავინ წაიკითხავს. http://lenta.ru/articles/2010/12/01/leaks/
-
აი ეს წაიკითხეთ მხოლოდ და აქაც გეზარებათ კითხვა ხალხო?
-
წაგეკითხა ჯერ რა ვჰქნა?
-
საკუთარ სამზარეულოებში პროტესტის გამოხატვით არ ბრუნდება ღირსეული მოქალაქეობის განცდა. [მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევა] თავისუფლება, ღირსება, თანადგომა, მოყვასის სიყვარული, ერთმანეთის უფლებების დაცვა – სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც ერისთვის, ასევე – თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამიტომ ჩვენ, ამ ქვეყნის რიგითი ადამიანები, ვალდებულნი ვართ, ერთმანეთის თანადგომით დავიცვათ ერისა და თითოეული ჩვენთაგანის ღირსება და თავისუფლება. ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, აშინებს ადამიანებს დაჭერით, არჩევნების დროს ფულს ხარჯავს მათ მოსყიდვაში, მთავარი მედიასაშუალებები მისი კონტროლის ქვეშაა, შიშისა და უსამართლობის განცდა იგრძნობა ადამიანების სახეზე. ისინი დათრგუნული და დამონებული არიან. ამავე დროს, ამ შეურაცხმყოფელ გარემოში გაჩნდა ადამიანთა ახალი ჯგუფი სახელწოდებით “შეძლებული (დანაყრებული) მონები”. ეს ადამიანები ხელისუფლებისგან გასამრჯელოს ღირსების სანაცვლოდ იღებენ. ამგვარი ანაზღაურებისა და კეთილდღეობის სანაცვლოდ მზად არიან ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმონ, თვალი დახუჭონ მათ დანაშაულზე. ეს ადამიანები ცდილობენ, საზოგადოებაში გაამართლონ თავიანთი ქმედებები, ასე ვთქვათ – დანაყრებული მონობის პოზიცია და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ამით ამკვიდრებენ ცხოვრების ახალ სტანდარტს, რაც უკვე გამოიარა წინა თაობებმა საბჭოთა პერიოდში და რასაც ფორმალურად უპირისპირდება დღევანდელი ხელისუფლება. ისინი დღევანდელ რეალობაში საკუთარ პოზიციას – პრივილეგირებულ სტატუსს – წარმოაჩენენ, როგორც ერთადერთ საარსებო წყაროს და ამკვიდრებენ ამგვარი ცხოვრების წესს, რომ თითქოს მხოლოდ ასე შეიძლება ცხოვრება და პროფესიული ინტერესების რეალიზება. მათ აქვთ საკუთარი დაუწერელი წესდება და თუ გადაწყვეტთ ამ სტატუსის მიღებას – მონობას ნაყროვანებით – სიამოვნებით გაგიწევენ კონსულტაციებს (საგულდაგულოდ დაგასწავლიან) როგორ უნდა მოიქცე: რომ, არ უნდა აკრიტიკო ხელისუფლება; რომ, უნდა ეცადო და ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებებს გამართლება მოუძებნო; და როცა გამართლება შეუძლებელია, როგორ უნდა მიიღო სირაქლემას პოზიცია; რომ, არსებობს საუკეთესო გამოსავალი – არაფერი გსმენია, არაფერი დაგინახავს და, საერთოდ, აპოლიტიკური ხარ და პოლიტიკა არ გაინტერესებს. ასევე, უნდა იგრძნობოდეს თქვენი მხრიდან ხელისუფლების მხარდაჭერა რაიმე სახით. ხელისუფლებასთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან უნდა მოერიდო საჯარო გამოსვლებს, თავისუფალ მსჯელობას, პროფესიულ ანალიზს და თუ გადაწყვეტთ წარმატებულ მოღვაწეობას თქვენ მიერ არჩეულ სფეროში, სულაც არაა საჭირო მაღალი პროფესიული განათლება – აქ უფრო სხვა მეთოდებია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, უნდა აქოთ ხელისუფლება და დაანახოთ, რომ ერთგული ხართ მისი, ანუ პირფერობა (პირფერობის და მლიქვნელობის დახვეწილი ფორმები) ქება–დიდება, მადლიერების გამოხატვა, ხელისუფლების პირველი პირების მიმართ. და კიდევ, სხვა მრავალი მათი მოსაწონი მეთოდი. ამ ყოველივეს შემდეგ თითქმის გარანტირებული გაქვთ დაწინაურება ანუ – შეძლებული მონობა. ასე რომ, ეს “შეძლებული მონები” არ არიან უცხოტომელები. სამწუხაროდ, ისინი ჩვენი ახლობლები, ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და თუ ეს რეალობა შენარჩუნდა და ეს ტენდენცია გაგრძელდა და გამყარდა, ძალიან ცუდად აისახება ჩვენს მომავალ თაობაზე. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მაინც შეძლონ თავისუფალ და ღირსეულ გარემოში ცხოვრება. დღეს ჩვენი ხელისუფლება არის გამარჯვებული ხელისუფლება, გამარჯვებული – საკუთარ ხალხზე. დიახ, მან დაამონა და დააშინა, ღირსება შეულახა და პატივი აჰყარა საკუთარ მოქალაქეებს. ეს სიმართლეა და ეს ეხება ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც თითქოს უარყოფს, რომ ეს მათი ხელისუფლება არაა. ახლა მათი აგრესია ოპოზიციაზე გადავიდა. შესაძლოა, ვინმე ამაში ობიექტურ მიზეზებს ხედავდეს, მაგრამ ოპოზიცია, ისევე როგორც ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების წიაღშია გაჩენილი. უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ქმედებებები ჩვენი უსუსურობის, სისუსტის და უპასუხისმგებლობის შედეგია. დღეს საზოგადოებაში ხშირად ბჭობენ ხელისუფლების პირველი პირის და მისი მთავრობის შესახებ. საზოგადოების ერთი ნაწილი მათ ამერიკულ პროექტად მოიხსენიებს, მეორე, ასე ვთქვათ, რუსულ პროექტად. ზოგიერთი კი, მათ ეთნიკურ წარმომავლობას აყენებს ეჭვის ქვეშ – აყენებენ, რათა სხვას დაბრალდეს ის, რაც პრობლემა და რათა ამით ახსნა-განმარტება მოეძებნოს ჩიხურ მდგომარეობას, რაც სრული მარაზმია. დღევანდელი ხელისუფლება ქართული პროექტია და ამის არაღიარებაც ქართული საზოგადოების უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. დღეს საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც სურს შემოქმედებითი საქმიანობა, ეჯახება ერთ მთავარ პრობლემას – ამ სფეროს ხელისუფლება აკონტროლებს, ხელისუფლების წნეხის ქვეშაა და დამოუკიდებელი არსებობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომ, საქართველოში აღარაფერი იქმნება ახალი, ხარისხიანი, არაპარტიული და არასახელისუფლებო. საქართველოში არის უძრაობის ხანა. კერძო საუბრებში ამას “არა–განაწყენებულებიც” ადასტურებენ. აღიარებენ იმასაც, რომ ყველა სფეროში ქაოსია. თუმცა, რა გასაკვირია – იმ გარემოში, სადაც ერთი ადამიანის გემოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობს თითქმის ყველა სფერო, სადაც ადამიანებს აწინაურებენ და ნიშნავენ არა პროფესიონალიზმის, არამედ ერთგულების ნიშნით, ღირებული და ხარისხიანი არაფერი შეიქმნება. ქვეყანას, სადაც მსგავსი რამ ხდება, საერთო არაფერი აქვს თავისუფლებასთან და ღირსებასთან. ის ადამიანები, ვინც ინდიფერეტულები არიან და ამას აპოლიტიკურობით ხსნიან, არ არიან გულწრფელნი, რადგან პოლიტიკური გემოვნების საკითხი არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე, მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრე საზოგადოებას: თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უმრავლესობა ხართ, დააკვირდით: დასავლეთის ქვეყნებთან საუბარში ხელისუფლება თავისუფლების ხარისხის შეზღუდვას თქვენი მდაბიოობით ხსნის. ანუ, არქიფო სეთურის ხალხს გამსგავსებენ. გამოფხიზლდით და დაინახავთ რა დგას გზებისა და ხიდების მშენებლობის უკან, ვინ მდიდრდება და როგორ გიყენებენ. ახლა კი, მთავარი სათქმელი: ვცდებით, როცა გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ პოლიტიკოსებს. მათი ნაწილი დღეს საარჩევნო გარემოს შეცვლას ითხოვს, მეორე ნაწილი რადიკალური ნაბიჯების მომხრეა, მესამე – კონსტრუქციულ ოპონირებას ამჯობინებს. ვიღაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებს. ისინი ეძებენ პოლიტიკურ გზებს ხელისუფლების შესაცვლელად და ხელისუფლებაც ეთამაშება ამ ეგრეთ წოდებულ პარტიებს, რაზეც უნდათ – თანამშრომლობენ, რაზეც უნდათ – არა. ასე ვთქვათ, ხელისუფლება დემოკრატიულობანას ეთამაშება მათ დასავლეთის დასანახად. მაგრამ მე სხვა რამის თქმა მსურს – პოლიტიკოსები თავიანთ გადაწყვეტილებებში აპელირებენ ხალხით. ისინი აღნიშნავენ ქართველი ხალხის ნებას. მაგალითად, კონსტრუქციულები არჩევნების დადგენილ ვადაში ჩატარებას ემხრობიან, მაგრამ თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა სხვა ვადებში ჩატარება, მაშინ ისინი ხალხის გვერდზე დადგებიან და… ვინ არის დღეს ქართველი ხალხი? იგრძნობა კი დღეს ძალა ქართველი ხალხისა? მომიტევეთ და, როცა დღეს ქართველი ხალხის ნებაზე საუბრობენ, ასე მგონია, რომ ვირტუალურ სამყაროს გულისხმობენ და არა რეალურს. მხოლოდ გულწრფელი და უანგარო ძალისხმევით შეიძლება ღირსების აღდგენა. საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური უფლებები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები, აშშ-ს, ევროკავშირის ინტერესების გათვალისწინება, რუსეთის ფაქტორი, ქვეყნის გაერთიანება, განათლების რეფორმა, ახალი გზების და ხიდების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხები, თუ მთავარი – ადამიანური ღირსება – არის შელახული და ადამიანს წართმეული აქვს ღვთისგან ბოძებული თავისუფლება. რამდენი ადამიანი შეურაცხყვეს! რამდენს შეულახეს ღირსება ამ ხელისუფლების პირობებში! რამდენი ადამიანია დათრგუნული და დაშინებული! ეს, ყველაფერი, გაგვიკეთეს ჩვენც – ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ქართველ ხალხს. რაში მდგომარეობს ხალხის ძალა? ეს ძალა თანადგომაშია, მოყვასის სიყვარულსა და მისი სიმართლის და ღირსების დაცვაში. ჩვენ უნდა გავუჩინოთ ეს განცდა ერთმანეთს. დასავლური ენით ამას ჰქვია სოლიდარობა, რაზეც დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. შეიძლება ევროპის ქვეყნებში კარის მეზობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ, მაგრამ თუ ხელისუფლებამ გაბედა და უსამართლოდ მოექცა, ღირსება შეულახა ერთ-ერთ მათგანს, არა მხოლოდ კარის მეზობელი, მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა დადგება მის გვერდით. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული გმირობა, არც მაღალფარდოვანი ტექსტები და რაიმე განსაკუთრებული კონცეფციები. ამას მხოლოდ თავისუფალი პიროვნებები სჭირდება. მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობის სიმძიმისა, ამ ეტაპზე უნდა შეიცვალოს მიდგომა. როცა ასეთ მძიმე რეალობაში ვხვდებით, საზოგადოება არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. პირიქით, პოლიტიკოსების გასაგონად უნდა ითქვას, რომ ყველამ უნდა გაიძროს პოლიტიკური სამოსელი და დადგეთ რიგით ადამიანებთან ერთად, როგორც რიგითი ადამიანები. როცა პოლიტიკური ბრძოლა იქცა ფარსად, როცა მთლიანად საზოგადოების ღირსებაა შელახული და, როგორც პოლიტიკოსები, ვეღარ ახერხებთ მათ დაცვას, როცა პოლიტიკურ იარაღს აღარ შეუძლია სიკეთის მოტანა საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გთხოვთ: გაიძრეთ პოლიტიკური მანტია და დავდგეთ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად, ერთად ვიბრძოლოთ ღირსებისა და თავისუფლებისათვის. ყოველგვარი პოლიტიკური მოლოდინების გარეშე! ვინმეს კარიერისტული მოლოდინების და ფანატიკური ანგარიშსწორების სურვილის გარეშე და ბელადების შექმნის გარეშე, ვისაც შემდეგ გადავაბარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას უშუალოდ ყველა მოქალაქემ უნდა ზიდოს ღირსების აღდგენის ტვირთი. ასეთი განცდა დასაბამს დაუდებს ღირსების დღეს. თუ ერი უარს იტყვის უღირსი ცხოვრების წესზე, თავისუფლება განუხორციელებელი იდეა არ არის. ადამიანები, რომლებსაც მონობაში ფულს უხდის ხელისუფლება, უნდა გათავისუფლდნენ, რადგან მათი ადგილი არის საზოგადოებაში, მათი მხარდაჭერა ესაჭიროება საზოგადოებას. სახელისუფლებო ნადიმებზე ყოველი მათი სიმღერა არის ლეკიანობა საზოგადოების ინტერესებზე. სწორედ ღირსების აღდგენაზე გადის ქვეყნის განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები. უნდა გავემიჯნოთ იმ საშინელ სიყალბეს, რომელიც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და წამლავს ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსირცხვილოდ იფრქვევა, უკვე არა მხოლოდ ქართული მედიიდან, მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ. საკუთარ სამზარეულოებში პროტესტით არ ბრუნდება ღირსეული მოქალაქეობს განცდა. რთული წარმოსადგენია, რომ საჯარო სასახურში მყოფი ადამიანები ხვალვე ჩაალაგებენ ბარგს და უარს იტყვიან იმ სტატუსზე, რომელიც მათთვის ერთდროულად დამანაყრებელი სტატუსიცაა და მონობის ბორკილიც. მაგრამ საზოგადოებამ მათაც უნდა გაუჩინოს განცდა, რომ მათი ღირსებაც საერთო საზრუნავია და მათაც უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ღირსეული ცხოვრება მათთვისაც გარანტირებული იქნება. ეს უნდა იყოს პროცესი პოლიტიკური დროშების გარეშე, სადაც დათვლიან და რეიტინგებით დააქუცმაცებენ, დააპატიმრებენ და პროკურატურის საშუალებით ამა თუ იმ ჯგუფის დისკრედიტაციას მოახდენენ. თუ ქართულმა საზოგადოებამ მოინდომა ღირსების აღდგენა, საქართველოს მოქალაქეები ჩაკიდებენ ხელს არა მხოლოდ კოლეგებს, მეზობლებს, თანამოქალაქეებს, არამედ – კონსტიტუციურ ბალანსსაც, და სამართლიანობასაც. ღირსების გარეშე არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი და არც კონსტიტუციის მიღება. http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2204
-
სად არის მისტერ სატურნი? არ ეთანხმები,ხეხე ვირის აბანო.
-
ეგეთები ბევრი პოსტავენ იქითა ფორუმზე.
-
ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ და თუ მართლა ეგრეა,...............თარგამაძე მაგარი ვირთხაა.
-
მე თავს არაფერზე არა ვდებ,მაგრამ ფაქტები არ ემთხვევა ერთმანეთს.ევროსასამართლოშია საქმე და ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ.
-
კი კაცო ცოცხალია და ყოველ ჩვენებას სხვანაირად იძლეოდა.აქ ჩემის აზრით მოხდა შემდეგი.ვინც ეგ დაჭრა,იყო კუბლაშვილის ახლობელი ან ნათესავი და ამის გამო ყველაფერი ამ გოგოს შეტენეს.
-
სკოლები ფასიანი როდიდან ხდება? ხო კიდევ,სოციალურად დაუცველებს როგორ არჩევენ?
-
მსოფლიო საერთაშორისო და ქართველი უფლებდამცველები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურირიულ საკითხთა კომიტეტებს, ფართო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ...ორგანიზაციებსა და საქართჳელოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივ შეისწავლონ 10 წლით თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანის-გვანცა ყუფარაძის საქმე და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ საქმეში სამართლიანობის აღსრულებისათვის. მიგვაჩნია რომ როგორც საბრალდებო დასკვნა, ასევე სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობა და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სერიოზულ ეჭვს იწვევს და მრავალ კითხვას აჩენს საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების რეალური შედეგებისა და წარმატების შესახებ.See More . განაჩენის თანახმად, 2006 წლის 09 ნოემბერს, თბილისის მე-12 საჯარო სკოლის ეზოში არასრულწლოვანმა გ.ყუფარაძემ მოულოდნელად, თანნაქონი დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავის თანაკლასელ არასრულწლოვან თ. ტყემალაძეს მიაყენა მრავლობითი(30-მდე) ჭრილობები ზურგის, კისრისა და ხელის არეში, რომლებიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი თ. ტყემალაძე სასწარაფო დახმარების ა/მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციის შედეგად მოხერხდა თორნიკე ტყემალაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. 2006 წლის 14 ნოემბერს გვანცა ყუფარაძე დაკავებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად მას განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. N განაჩენიგასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით, მაგრამ იგი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 07.12.07წ. განაჩენით. 2008 წლის 15 სექტემბერს გ. ყუფარაძის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად. Nამ საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისევე როგორც საქართჳელოს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის სხვა ნორმების დაცვა, სერიოზულ ეჭვს იწვევს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით : "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებას. ( მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის) განაჩენი დასაბუთებული უნდა იყოს ანუ, ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. "(სსსსკ 496-ემ. მე-3 ნაწ)" საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი "(სსსსკ მე-18მ.) " ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ " (მე-40 მუხლის მე-3 ნაწ. და სსსსკ 132-ე მ. მე-3 ნაწ ) " გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მთკიცებულებათა ერთობლიობა " (სსსსკ 132-ე მ. მე-5 ნაწ) კანონმდებლობის ეს მოთხოვნები არსებითადაა დარღვეული აღნიშნულ საქმეში : საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, რაც სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა. სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსაბუთებია (მაგალითად მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებენ არ იქნა გაზიარებული, ხოლო იმ ადამიანთა ჩვენებები, რომლებიც არ იყვნენ ფაქტის თვითმხილველები, თუმცა ყუფარაძის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, გათვალისწინებული იქნა ); განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამრთლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებს ( მაგალითად, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, თუმცა სასამართლოს ისინი არ განუხილავს და არც მათი გაუთვალისწინებლობის მიზეზები დაუსახელებია; არსებითია, რომ ალტერნატიული კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დადგინდა, რომ თ. ტყემალაძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანი, რომლებიც ურტყამდნენ დაზარალებულს ორ სხვადასხვა ზომის დანას) სასამართლოს პასუხგაუცემელი დარჩა მნიშვნელოვანი კითხვები ( მაგალითად დანაშაულის მოტივი, რომელიც ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინა, საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მათ ერთმანეთში, როგორც თანაკლასელებს, ჰქონდათ კარგი მეგობრული ურთიერთობა ); http://www.facebook.com/home.php?#!/home.php?sk=group_136340269751361¬if_t=group_activity ვისაც შეგიძლიათ შედით და მოაწერეთ ხელი.არავინ არ ვიცით,ვის რა გაგვიჭირდება მომავალში და ყველას შვილს შეიძლება დაემართოს ეს ამ ხელისუფლების ხელში.
-
ხარაშო ეგრე იყოს.
-
სატურნ,ამას სერიოზული სახით წერდი? ქრთამის აღებაზე არ გეკითხები,დანარჩენზე.
-
პირიქით,გადაუარა და ის სთქვა,რომ თუ რუსეთმა მოიგოო,ზნაჩეტ მიხვდნენ შეცდომასო. .ხვალ კიდევ პირადათ მიდის მადლობის გადასახდელად.
-
ამერიკა დიდ შეცდომას უშვებს რუსეთთან ურთიერთობაში.
lasha1997 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ჩინეთი გამოდის კი,მაგრამ გამოდის ჯერ და ისევ ესენი მართავენ მსოფლიოს. აჰა და ვნახოთ.ხო კიდევ ერთი.#######ში ჯერ ჩვენა ვართ ღრმად და მომავალი გვიჩვენებს ვინ სად იქნება. ვინ დაუძახა ოკუპანტი? -
აჰა შენ სატურნ და გამოთვალე სად არის ნაურო. 02.12.2010 21:01 : Россия выиграла право на проведение Чемпионата мира по футболу в 2018 году, получив абсолютное большинство голосов членов исполкома ФИФА Об этом говорится в официальном коммюнике организации. В первом раунде голоса распределились следующим образом: Англия - 2, Нидерланды с Бельгией – 4, Испания с Португалией – 7, Россия – 9. Во втором раунде заявка Нидерландов с Бельгией получила 2 голоса, Испания с Португалией – 7, Россия – 13.
-
დაიბრუნებს აბა რა იქნება, ნაურუ უდგას გვერდში და ––––––––––––––––––– ხომ ხედავ რომ ვერ ქაჩამ ამ ღადავს და გაეშვი რა კაცო? ნაუროს ფიფაში წარმომადგენელი ჰყავს დაჟე?