-
პოსტები
14.624 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
10
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha1997
-
რა დავა კაცო და პროსტა ვუთხარი,რომ ეგეთ სიტყვებს არა ვართ მეთქი აქ,რადგან ბევრს მეუღლე და ნათესავები ჰყავთ რუსები. პუტინს აგინოს რამდენიც უნდა.
-
მაიცა და გამოდის,რომ თარგამაძემ მოიტყუა?
-
ფეხბურთებს ვუყურებ და რამე მე დამიწერე?
-
[quote name=RONNIE ' date='Today, 08:18 PM' timestamp='1297473495' post='382195] სიამოვნებით, მაგრამ ჩამყლაპავთ ამდენი ოპოები აბა ოპოები და აქ უფრო პოხუისტები ვართ. დაეხმარეთ ამ ბავშს ვიც არ დახმარებიხართ.
-
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
lasha1997 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიღებულია და რა ფუტბოლები გვაქვს ნანახი რეალში ბჯოს? აი იმ პატარა თასით,დარასელიას რომ გადასცეს გამარჯვების გოლზე,ღვინო მაქვს დალეული. თუ ვიტყუებოდე,მე ვიყო მილანის ფანი. -
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
lasha1997 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იმას თავი გაანებე სანამ მიგბანეს და სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. ის ემიგრანტი ჩეხეთიდან სად არის არ იცი? ჰა დროზე,ვინა მეთქი? ნახე ძიძიგური თუ არ თქვას. ან კუკავა. -
babuagiorgi ის თემა თქვენ მოგიძღვენით და აბა რეალობა დამანახეთ?
-
ბიჯო,ტვინს რომ სჭამთ აქ ზოგიერთები აბა გამეცით პასუხი?
lasha1997 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გიორგი68 ჰა თქვი მეთქი კაცო,თუ არა და მიიპრესები იცოდე და ის ჩეხეთიდან მაგარი სექსოლოგი სად არის? -
სექსებს კი არ ვუყურებდი და ეხლაც გვერდზე მაქვს ტელევიზორი და ეგვიპტელების სიხარულს ვადევნებ თვალს. მე რომ რაღაცა ვთქვა,ტრიპაჩობო მეტყვით და იყოს როგორც შენ და იმას გინდათ.
-
კიდევ კარგი არ იყო იქ,თორემ ჩამძირავდნენ სტა პრაცენტი.ვახ რა მაგარი დრო გამახსენადა?
-
არც არაფერი იმისთანა.ყველაფერი ვიცოდი. ერთხელ ბიჭვინთაში ზღვამ გარბაჩოვის დაჩისკენ წაგვიღო ნავით და რამის დამხვრიტეს ადგილზე.
-
არც მიშას მოუხდენია რევოლუცია,რადგან არ ჰქონდა და არა აქვს დღესაც #######ი.
-
თუ ესე იყო ნამდვილად,მაშინ სულ ერთ ადგილზე ვკიდივათრ ამათ,მაგრამ თარგამაძემ რაც სთქვა,ეს ხომ გავიგეთ კაცო და დავიმახსოვრეთ? ისე მაგის თქმა რა ჩემს ფეხებად მინდოდა,ისედაც მაგას ვამბობ სულ. სექსს კი არ ვსწავლობ მეთქი,რჩევებს ვუსმენ ქალებისაგან მეთქი.
-
Marta1 აბა ესაც ნახეთ ერთი და რაღაც ხმა ამოიღეს.მე მგონი ამ ფორუმს კითხულობენ. "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკანასკნელ შანსს აძლევენ, პოლიტიკიდან ისე წავიდეს , რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალოს."თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია პარლამენტში დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გაახმოვანა. მან პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება შეაფასა, როგორც გამოსვლა ვირტუალური მიღწევების და წარმატებების შესახებ და ურჩია, გაცილებით მძიმე რეალობაზე ესაუბრა."თქვენ არასდროს საუბრობთ, რომ ყოველი მეორასე ჩვენი თანამოქალაქე პატიმარია; პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა; საკუთრების უფლების დაცვით საქართველო 116-ე ადგილზეა, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი – 104-ზე. თქვენს ერთ-ერთ მთავარ "მიღწევად" ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იმყოფება. სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის მიზანმიმართულმა გაჩანაგებამ გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობა ყიდულობს, უფრო სწორად, ვეღარც ყიდულობს ჩინურ ნიორს 9 ლარად, თურქულ პომიდორს – 5 ლარად, სომხურ სტაფილოს – 2 ლარად, ხოლო პური, რომელიც მოსახლეობის ძირითადი საკვები პროდუქტია, დღითიდღე ძვირდება", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, სწორედ სააკაშვილისა და მთავრობის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში უმუშევრობა უკვე 40%-ზე მეტია, საგარეო ვალმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, საარსებო მინიმუმმა 150 ლარს მიაღწია, ინფლაცია კი 12%-ს გადასცდა.ცაგარეიშვილი დაინტერესდა, მოესმინა პრეზიდენტისგან, არის თუ არა მის ვირტუალურ საქართველოში პენსია 100 დოლარის ეკვივალენტი და "საქართველო სიღარიბის გარეშე"?დეპუტატმა პრეზიდენტი და მისი გუნდი ინფლაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ უუნარობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ ხელისუფელბას ამის პოლიტიკური ნებაც არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან აღნიშნა, 2011 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნებოდა არა ბიუროკრატიული აპარატისა და პრეზიდენტის მრვალმილიონიანი ახირებების დაკმაყოფილებაზე, არამედ დევნილებისა და ვეტერანებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე. "თუ დაფიქრებულხართ თქვენ ან თქვენი ერთ-ერთი "წარმატებული" მინისტრი, იმაზე, რამ აიძულა დევნილი ნანა ფიფია თავი დაეწვა დევნილთა სამინისტროს ეზოში?! თუ გინანიათ ერთხელ მაინც თქვენი მმართველობის დროს ქუჩაში უდანაშაულოდ დახოცილი ახალგაზრდების გამო? სამაგიეროდ, სიამაყით გვიცხადებთ, რომ იმ "მოდელირებული ქრონიკის" ავტორი ბრძანდებით, რომელიც უკანონოდ მითვისებულ ტელევიზიაში გავიდა", - მიმართა დეპუტატმა პრეზიდენტს.ცაგარეიშვილის განცხადებით, მიხეილ საკაშვილს არ გააჩნია აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენის რესურსი და მეზობლებთან ურთიერთობის ნორმალიზების უნარი, ხოლო მისი არათანმიმდევრული პოლიტის შედეგად საქართველო, როგორც არასდროს, შორს არის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისგან. "სააკაშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვითარება წლიდან წლამდე სულ უფრო უარესდება", - დასძინა მან.დეპუტატმა სააკაშვილი, კონსტიტუციის მიღების დროს დაგეგმილ "ზრახვებშიც" ამხილა და ხაგზასმით უთხრა, რომ პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მორგება არ გამოუვა. მისივე თქმით, ამას არ დაუშვებენ, არც საქართველოში და საერთაშორისო პარტნიორები."მიუხედავად ამისა, თქვენ გაქვთ უკანასკნელი შანსი, წახვიდეთ პოლიტიკიდან ისე, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით", - უთხრა მან სააკაშვილს.დეპუტატმა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მოუწოდა პრეზიდენტს, ხელი შეუწყოს საარჩევნო გარემოს თვისობრივ ცვლილებას; გადადგას ნაბიჯები პოლიციის დეპოლიტიზაციის მიმართულებით; გაათავისუფლოს სასამართლო საპროკურორო წნეხისგან, მისცეს მედიას შესაძლებლობა დამოუკიდებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები; შეწყვიტოს ბიზნესის რეკეტი სახელმწიფოს მხრიდან და მოქალაქეების დატერორება მათი განსხვავებული შეხედულებების გამო. http://www.interpressnews.ge/ge/politika/159335-qthavisufali-demokratebiq-mikheil-saakashvils-ukanasknel-shanss-adzleven.html http://www.facebook.com/home.php#!/notes/irakli-alasania-tavisupali-demokratebi-irakli-alasania-free-democrats/tavisupali-demokratebi-mikheil-saakashvils-ukanasknel-shanss-adzleven/182041208499344 babuagiorgi რა გაცინებს ერთი მითხარი და ადამიანი გგონია არა ჩელსი,კლინტონის გოგო და რამე არა?
-
ადინ ადინ. იმსახურებდა ჩემის აზრით,რადგან ესეთი არავის უთქვამს ჯერ მიშასთვის ჩაქუჩის გარეშე.
-
newstudio ბიჯო,შენ გამაგიჟებ რა დეპრეს.ორი სამი პოსტის წინ მიშას პასუხი დადე და თან იტყუებაო და ეხლა ამას წერ კაცო? მე ჩემს დარჩენილ ცხოვრებაში,შეიძლება ერთხელ კიდევწავიდე არჩევნებზე აქ.პროსტა რადი ინტერესა და რესპუბლიკელებს მივცემ ხმას,თორემ ყველა პოლიტიკოსი არის პოტენციური,ან უკვე გაპროჭებული ადამიანი. ბჯოს,არ შეჭამეს ტვინი კაცო. თარგამაძემ სიმართლე თქვა დღეს.მეტი არაფერი და პრეზიდენტი გააფარჩაკა ჩემის აზრით.
-
მე არცერთი პოლიტიკოსის არ მჯერა და წავედი უნდა ჩაცეცხლო. ისე არაფერი არ უჭირს ალასანიას,ესე მკვახედ რომ ებაზროს ამ ყვარყვარეს.
-
კაცო,შენ არ კითხულობ რასაც ვწერ,თუ როგორ არის შენი საქმე? რაც ილაპარაკა,ყველაფერი სიმართლე თქვა მეთქი და სადმე ვთქვი,რომ მაგარი ბიჭია მეთქი?
-
შეიძლება,მაგრამ მე ამ გამოსვლაზე ვაბობ და არ ვენდობი არცერთ პოლიტიკოსს. აბა მითხარით,ესე კორექტულად და გინების გარეშე,ფაქტებით ვის გაუკრიტიკებია მიშა? ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული მეთქი. თან საშიშროებაც არსებობს,რომ შევხვდეთ ერთმანეთს ლიგაზე,თუ არ გავარდით მანამდე.ეს გინდოდა?
-
გიორგი68 კი,მართალს ამბობ და პოლიტიკაში მხოლოდ ესეთები მიდიან.მე და შენნაირები ფუტბოლზე ვბაზრობთ და არ დაიზარო წაიკითხე,ან უყურე რაც ილაპარაკა. მე არავის არ ვუჭერ მხარს,მაგრამ ეს რაც ილაპარაკა სიმართლე სთქვა.
-
ამას პასუხი არ ჰქვია და მართლა მაგარი უბაზრია თარგამაძეს,მაგრამ არსებობს ერთი საშიშროება,რომ შეიძლება ეს ბიჭი რუსეთიდან ფინანსდებოდეს.
-
ესე მალე წაიკითხე,თუ წაკითხული გქონდა? მაგარი გაუყარა მიშას.
-
საპარლამენტო დებატები – გიორგი თარგამაძის სიტყვა ლიდერის მთავარი თვისება როგორც ხელისუფლებაში მოსვლის, ასევე წასვლის დროის შეგრძნებაა. ამ გრძნობის დაკარგვას მოაქვს ისეთი მოვლენები რასაც ამ წუთებში მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს. მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, ჩვენს ოპონირებას ჩვენი ასაკის მიუხედავად დიდი ხნის ოსტორია აქვს. ერთხელ, ვარდების რევოლუციის დროს, როცა ერთ ჩემს მეგობარს ვეკამათებოდი თქვენს მიერ არჩეული პოლიტიკური მეთოდების გამო, მან მიპასუხა: მე მომწონს სააკაშვილი რადგან ჩახუთულ შენობაში ფანჯრებს ამტვრევს და სუფთა ჰაერს უშვებსო! 2 წლის შემდეგ, ამავე მეგობარს განწყობა ცოტა შეეცვალა და მითხრა, მგონი ფანჯრებიდან კედლების ნგრევაზე გადავიდა და ეს კი ცოტა მაშფოთებსო და სულ ახლახანს, ახალი წლის სუფრაზე გაგრძელებული კამათისას გამომიტყდა: - მგონი კვლავ სუფთა ჰაერის პრობლემაა და ეს კი ძალიან აღარ მომწონსო. მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, მაგრამ კარგად ვხედავ, რომ თქვენ დგახართ გამოწვევების წინაშე, როგორც დგას ორმოს წინაშე მათეს სახარებისეული ბრმა, რომელიც თავისნაირ ბრმებს წინაუძღვის.. თქვენ გარშემო კი აღარავინ დაგრჩათ, ვინც თვალს აგიხელთ. ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ გადავწყვიტე გითხრათ ის, რაც აქამდეც, საჯაროდ თუ პირადად არაერთხელ მითქვამს: ჩვენი საერთო ამოცანაა ისეთი პოლიტიკური სისტემისა და გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელი იქნება. ეს მნიშვნელოვანია თქვენთვისაც: კონკურენციის შეგრძნების გარეშე თქვენი პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ხრწნისა და გადაგვარებისთვისაა განწირული. არადა, მომკალით, მაგრამ მიჭირს იმის დაჯერება, რომ თქვენი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე ,,ჭაობის მეფობა” ყოფილიყო თქვენი სანუკვარი ოცნება.Aან თქვენ პროფესიონალ პრეზიდენტად, ანუ ყველას პრეზიდენტად ჩამოყალიბდებით, ხელს თუ არ შეუწყობთ, არ შეუშლით მაინც თითქმის ერთ ადგილზე გაყინული პოლიტიკური პროცესის ჯანსაღად განვითარებას, ან დარჩებით ნაციონალების ლიდერად და ძალაუფლების შენარჩუნებას გაიხდით მთავარ ღირებულებად. შესაბამისად ან ამ ქვეყანაში პროფესიონალ რევოლუციონერებს და გადამტრიალებელ ავანტიურისტებს დარჩებათ ბურთი და მოედანი, ან ხალხის არჩეული პროფესიონალი პოლიტიკოსები აიღებენ საქართველოს მომავალზე პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას, რომლის ერთერთი მთავარი პრინციპი ჯერ კიდევ რეზო თაბუკაშვილის მიერ ასე მარტივად და ნათლად ჩამოყალიბებულ ფორმულაშია: პატრიოტიზმი კი არ არის პროფესია, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ეს ფორმულა ორმხრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს, საქართველოში ჯერ არ შემდგარა პრეცედენტი, როცა ხელისუფლების ცვლილება მმართველი პოლიტიკური და მასთან დაახლოვებული ბიზნესელიტების სრულ განადგურებას არ იწვევდა. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ მანკიერი და ქვეყნის დამანგრეველი ტრადიციის შეცვლის და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველო პოლიტიკური ბარბაროსობის ხანიდან გამოდის და განსხვავებული ხედვის მქონე ძალების თანაცხოვრების ეპოქას იწყებს. ჩემი აზრით ეს არის ის მთავარი გამოწვევა, რომელზე პასუხის გაცემაც სურვილის შემთხვევაში ნამდვილად შეგიძლიათ და რომელიც ამავე დროს მყარ საფუძველს ჩაუყრის ქართველი ერისთვის მიცემული დანაპირების მომავალში შესრულებას: ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას, მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლასა და ბოლოს - საქართველოს გამთლიანებას. მე წლების მანძილზე პირადად გთავაზობდით ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელი 3 ნაბიჯის გადადგმას. ეს იყო: საგადასახადო წნეხის შემცირება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და მონოპოლიების შეზღუდვა. მაგრამ, ამის ნაცვლად, თქვენ წამოიწყეთ უტოპიური პროექტები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ჩავარდა: ,,ანტიკრიზისული პროგრამა”; ,,ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა;” ,,დასაქმების პროგრამა”; ,,50 დღიანი პროგრამა;” 100 დღიანი პროგრამა;” 50 თვიანი პროგრამა;” ,,იაფი დაზღვევის პროგრამა;” ,,იაფი კრედიტის პროგრამა;” ,,100 საავადმყოფოს პროგრამა;” ,,100 საწარმოს პროგრამა.” მე მუდმივად შეგახსენებდით, რომ ბიზნესი უნდა გაგეთავისუფლებინათ სახელმწიფო აპარატის მარწუხებისაგან და ერთად-ერთხელ მივიღე თქვენი პოზიტიური გამოხმაურება. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი შეძახილის ექო იყო და დღემდე ამას შედეგი არ მოჰყოლია. მე გეუბნებოდით, რომ როცა ბიზნესს ვსჯით, მარტო ბიზნესი არ ზარალდება. ზარალდება საზოგადოება, იკლებს სამუშაო ადგილები, მცირდება გადახდისუნარიანობა, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედებს. თქვენ ლოპოტას ტბასთან გამართულ მთავრობის ცნობილ სხდომაზეც მიეცით ბიზნესმენებს პირობა, რომ ფინანსთა სამინისტრო დაჯარიმების საკითხს ფრთხილად მიუდგებოდა, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და საქართველოში არ არსებობს მეწარმე, სოლიდურ ჯარიმებს არ იხდიდეს, ,,ჯეოსელით” დაწყებული და ლილოს ბაზრობაზე წინდების გამყიდველით დამთავრებული. მე გთავაზობდით კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს აღდგენას, მაგრამ ეს საკითხი არ დაძრულა მკვდარი წერტილიდან. სამუშაო ადგილებს ყველა ქვეყანაში უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის, არა დიდ არამედ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვა, არადა ეს ნაწილი ყველაზე მეტად იჩაგრება. ერთადერთი სფერო, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს მთელი სივრცე ეკავა და ათასობით ადამიანს ასაქმებდა, იყო სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც ისინი მთლიანად განიდევნენ. თუმცა რა ბიზნესის ხელშეწყობაზეა საუბარი, როცა ფინანსთა მინისტრმა 31 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მეორე დღესვე, ანუ 1 იანვარს შედიოდა ძალაში და რომელიც საგრძნობლად ართულებს ბიზნეს-საქმიანობას ზედნადებების მექანიზმით. რანაირად შეიძლება ეწოდოს ამას სტაბილური, მითუფრო პროგნოზირებადი გარემო და ბიზნესისთვის გამარტივებული წესები - გაუგებარია. არადა სწორედ დაცულმა. თავის თავში დარწმუნებულმა, არა თვითგადარჩენის არამედ მომავალზე ორიენტირებულმა ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, განავითაროს საშუალო ფენა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საზოგადოების კეთილდღეობას. უცხოეთში ვხვდები ქართულ დიასპორებს, ფეისბუკის მეშვეობით დღესაც დამიკავშირდნენ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც მწერენ იმ პრობლემებზე, რომლებსაც საკუთარი სამშობლო მათ საზღვარზე უქმნის. ჩვენი საფინანსო პოლიტიკის მსახვრალი ხელი უცხოეთშიც არ აძლევს მათ მოსვენებას. რა პასუხი გავცე ხათუნა ბელთაძეს, რომელიც თურქეთიდან მწერს, ,,გვიშველეთ რამე, თორემ ჩანთებს და პირად ნივთებსაც კი გვართმევენ საბაჟოზეო..~ ყველა კარს ვუხსნით უცხოელებს და ყველა სასუნთქს ვუკეტავთ ქართველებს, რომლებიც ხშირად მძიმე და დამამცირებელი შრომით მოიპოვებენ ლუკმაპურს ოჯახის წევრებისთვის და არცთუ უმნიშვნელო წვლილი შეაქვთ ქართულ ეკონომიკაში. ვოცნებობთ ქართველი ერის გამრავლებაზე და ამავე დროს ყოველ ახალდაბადებულს ანგარიშზე 2500 ლარის ვალი ხვდება და ამ მხრივ უკვე ჩვენივე რეკორდი მოვხსენით. რაც უფრო მეტს გააჭიანურებთ ჩვენი წინადადებების გათვალისწინებას ინფლაციასთან და ვალებთან დაკავშირებით, მით უფრო გრძელი იქნება ანგარიში, რომლის გასტუმრებაც ჩვენ შვილებს მოუწევთ. უკვე 2013 წელს ჩვენი მთავრობა მხოლოდ ვალების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან გადაიხდის იმაზე მეტ თანხას, ვიდრე განათლების მთელ სიტემაზე, ჯანდაცვასა და მართალწესრიგის დაცვაზე - ერთად აღებული. დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4% ხმარდება, 2013 წელს ეს ციფრი 6-ჯერ გაიზრდება და 25% გახდება. გახსოვთ ჩვენი დისკუსია ენერგომატარებლებზე ტარიფების გაიაფების თაობაზე. მე არაერთხელ მოგიწოდებდით იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც საშუალებას მოგვცემდა მყისიერი ეფექტისთვის მიგვეღწია კომუნალური გადასახადების გაიაფების მიმართულებით, ხოლო 2 წელიწადში ეკონომიკაში გარღვევა მოგვეხდინა. ამის ნაცვლოდ, კომუნალური გადასახადები ერთ ქვითარში გააერთიანეთ და რომ არა ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების იმედიც მაქვს, ამ წნეხს ნამდვილად ვერ გადაიტანს ჩვენი მოსახლეობა. მე მაგიდაზე დაგიდეთ ენერგოტარიფების გაიაფების პროგრამა, რომლითაც ჩიხიდან დავძრავდით სოციალურ კრიზისს, ბიძგს მივცემდით ქართული პროდუქციის წარმოებას და საფუძველს ჩავუყრიდით თვითკმარ სახელმწიფოს, მაგრამ თქვენ არ აღმოგაჩნდათ პოლიტიკური ნება, რომ დაგეწყოთ მისი განხორციელება. სიჯიუტით და სიბრმავით საკუთარ თავს დავმართეთ ყველაზე დიდი უბედურება - გავანადგურეთ სოფლის მეურნეობა. უცხოელი მეწარმე პროდუქტის საწარმოებლად თავისივე ქვეყნის ბანკებში კრედიტს 2-3%-ად იღებს, ქართველებისთვის კი 20%-იც კი საოცნებო და მიუწვდომელია. ამასთანავე მაგალითად თურქეთის მთავრობა სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სუბსიდირებასაც ახდენს. შედეგად, საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვეღარ უწევს, აზრს კარგავს ქართული პროდუქტის წარმოება. მე 2 წელი ვცდილობდი დამერწმუნებინეთ, რომ საკრედიტო ხელმისაწვდომობა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ – უშედეგოდ! ბოლო მონაცემებით მიწების 60% დაუმუშავებელია. თქვენ ძალიან გიყვართ იმ წლებთან საკუთარი მიღწევების შედარება როცა იყო ბნელი და უკუნი და სწორედ მაშინ, ანუ 1998 წელს საქართველოში მარცვლოვანი კულტურები ითესებოდა 415 ათას ჰექტარზე, 2009 წელს კი მისი მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა და 216 ათასი ჰექტარი შეადგინა. უფრო მეტიც, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 1998 წელს ხორბალი დაითესა 144 ათას ჰექტარზე, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი კატასტროფულად შემცირდა და ხორბალი მხოლოდ სამჯერ ნაკლებ ტერიტორიაზე 57 ათას ჰექტარზე დაითესა. რათქმაუნდა ყველაფერი შეგვიძლია ჩინელების მომატებულ მადას დავაბრალოთ, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ ქართველი გლეხი, თოხისა და ბარის ამარად რომაა მიტოვებული: ზურაბ მასურაშვილმა რომელსაც საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში მცირე ფერმა ჰქონდა, წყლის არხების სისტემის გაუმართაობის გამო საკუთარი სიმინდის, ქერის და ხორბლის ნათესები ვერც ერთხელ ვერ მორწყა და 3 ჰექტარზე გაშენებული საზამთროს მოსავალიც დაეღუპა. ახლა მასურაშვილების ოჯახი შიმშილობს და მათი ფერმაც თითქმის განადგურებულია. იმერელმა გლეხმა ავთო უჩაძემ, უმარტივესი კალკულაციით დამითვალა, რომ 1 ჰექტარზე მოსავლის მოყვანა 600 ლარი უჯდება, უკან კი 300 ლარის მოსავალს იწევს. რა უნდა ქნას მან?! ჩვენ ხომ ეს ქვეყანა უვარგისი გავხადეთ მისთვის, ეს მიწა გამოუსადეგარი გავხადეთ სოფლის მეურნეობისათვის. ამიტომაც გლეხმა სოფელი უნდა მიატოვოს და ქალაქში ჩამოვიდეს ლუკმა-პურის საშოვნელად. რა უნდა ქნას ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში ჯიმშერ კაპანაძემ, თუ 1 ჰექტარზე ჰიბრიდული სიმინდის მოყვანა, რომელსაც მთავრობა პანაცეად ასაღებს, 2000 ლარი უჯდება, რასაც საწვავის გასამმაგებული ფასი და თითო გამგეობაზე გამოყოფილი თითო ეგრეთ წოდებული “მიშას ტრაქტორის” ხარჯი ემატება. ეს ის ჰიბრიდული თესლია, რომლის შესაძენად ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო დღეს გლეხს ერთ კილოს 17 ლარად აძლევთ. რა ქნას გლეხობამ, ვის უნდა მოთხოვოს პასუხი თუ სოფლის მეურნეობაში არსებული უპატრონობის გამო, ქვეყანაში მთლიანად გაწყდა ღორი და ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და დომინიკიდან ვიღებთ ხორცს, თუ განადგურებულია სათესლე მეურნეობები და უცხოეთიდან შემოგვაქვს ძვირიანი თესლი, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობას სულ ჯამში ესაჭიროება დამატებით 2000 ტრაქტორი, ანუ 60 მილიონი დოლარი, მაგრამ ბრმების მთავრობას ურჩევნია ამ ფასად შუშის ხიდი ააგოს. გლეხი დღეს უუფლებოა, მაგრამ თქვენი მთავრობის წევრებივით ბრმა კი არ არის და ზუსტად იცის, რომ ყველაზე დიდი პარაზიტი და სარეველა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათავეშია ჩაბუდებული. სარეველას და პარაზიტს კი ქართველი გლეხი დიდხანს არ ელოლიავება და თავის ცოლ-შვილს არ შეაჭმევინებს. ამიტომ, როცა თქვენს მთავრობაში ხედავთ კვეზერელს, მუდმივად უნდა გახსოვდეთ ის ორმო, რომლის პირასაც დგახართ! ჩვენ ხშირად ვხდებით ილუზიონისტის ეფექტებით შეფუთული ყუთის მაყურებელი, მაგრამ როცა ყუთს გახსნი, ნახავ, რომ ყუთი ცარიელია: მაგალითად მითი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და რიგში მდგარი ინვესტორების შესახებ: სინამდვილეში 2010 წელს საქართველომ სრული საინვესტიციო კრახი განიცადა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა დედამიწის გარშემო ფრენის საათების რაოდენობით ყველაზე დატვირთულ მფრინავებსაც გაუწევენ კონკურენციას, ინვესტიციებით, არათუ აზერბაიჯანს, სომხეთსაც ჩამოვრჩებით: გასული წლის ორ კვარტალში აზერბაიჯანში მილიარდნახევარი შევიდა, სომხეთში 300 მილიონი, ხოლო ჩვენთან მხოლოდ 273 მილიონი. გეუბნებოდით, რომ არანორმალურია, როცა სილიკომანგანუმს ვაწარმოებთ, მაგრამ წარმოებისთვის მანგანუმს ჭიათურაში კი არ ვყიდულობთ, არამედ აფრიკიდან, გაბონიდან ჩამოგვაქვს. არანორმალურია, როცა გაჩერებულია გუმბრის, ასკანის მაღაროები და საბადოები. როცა საქართველოში უმაღლესი ხარისხის თიხაა, ხოლო აგური თურქეთიდან შემოგვაქვს, როცა სკოლაში მანდატურის მინიმალური ხელფასი 500 ლარია, ხოლო მასწავლებლის საშუალო – 200, როცა 10 ლარიანი ნამატი პენსიაზე სულ 60 მილიონი ლარი დაგვიჯდებოდა და 500 000 პენსიონერს დააკმაყოფილებდა, ხოლო მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებისთვის თითქმის ორჯერ მეტი – 100 მილიონი ლარი გავიმეტეთ, ხოლო ყოვლად გამოუსადეგარი შუშის ხიდი - 80 მილიონი ლარი დაგვიჯდა. მე მოგიწოდებდით, შეგეჩერებინათ ბიუჯეტის არაადეკვატური ფლანგვა და გთავაზობდით სამი კონკრეტული პროგრამის ხარჯზე მნიშვნელოვანი თანხების გამოთავისუფლებას. ესენია: ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის თანხა მინიმუმ – 60 მილიონი ლარი, პროექტი “ჩემი პირველი კომპიუტერი” – 32 მილიონი ლარი და ძალიან საეჭვო პროექტი ინგლისურენოვანი პირების საქართველოში დასაქმებისა - 10 მილიონი ლარი. დეფიციტური ბიუჯეტიდან გასაცემი ხარჯების დაზოგვით მნიშვნელოვნად შევაფერხებდით ფულის გაუფასურების და საბოლოო ჯამში ყოველდღიური ლუკმაპურისათვის ბრძოლაში განაწამები მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკების პროცესს. აი ინფლაციას რაც შეეხება, მართლაც რეკორდსმენები ვართ. თქვენ მთელი გასული წელი ევროპის მთავრობებს ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად ეპატიჟებოდით. ამას აკეთებდა იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 4 მილიონნახევრიანი მოსახლეობიდან, მილიონ შვიდასსამოცი ათასი ღატაკის სტატუსის მაძიებელია. თანაც, გიკვირდათ ჯიუტად რატომ არ იზიარებენ ჩვენს მოპატიჟებასო, მართლაც დიდი გარჯა იყო საჭირო, რომ ფულის გაუფასურების მაჩვენებლით მიწისძვრისაგან მიწასთან გასწორებული ჰაიტისთვისაც კი გადაგვესწრო. დეფიციტური ბიუჯეტის დასაფინასებლად, მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობა ერთი წლის განმავლობაში 38%-ით გავზარდეთ, შედეგად - ინფლაციის დონით რეგიონში ყველას გავუსწარით, ჩვენი შორსმჭვრეტელი მთავრობის პროგნოზირებულ მაჩვენებელს ორჯერ გადავაჭარბეთ და იანვარში მივიღეთ 12,4%!!! რაც, პოპულარულ ენაზე რომ ავხსნათ შემდეგს ნიშნავს: პენსიონერები, რომელთა უმრავლესობის პენსიაც 70 ლარია, ასეთი ინფლაციის პირობებში ამ თანხით იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებისა და წამლების ნახევარს იყიდიან რასაც 2008 წელს ყიდულობდნენ. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი მინიმუმ 70%-ით გაიზარდა, ვარდების ხელისუფლების ხელში ცხოვრება 70%-ით გაძვირდა. ხანდაზმულებზე სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი რომ ნაციონალური მოძრაობის ,,პრიორიტეტია~ ამაზე შემდეგი ციფრები მეტყველებს: სახელმწიფოს მიერ დაწესებული საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე 150 ლარამდეა. ანუ პენსიაზე ორჯერ მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლად სასიკვდილოდ კი არ გავწირეთ ჩვენი პენსიონერები, უბრალოდ დღეგამოშვებით მოუწევთ საკვების მიღება ორგანიზმი რო არ გადაიტვირთოს ზედმეტი ცხიმებით. ეს ხომ ხანდაზმულებზე პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავს. ან სადაა პასუხისმგებლობა მთავრობისა რომელიც ერთი წლითაც კი ვერ იხედება წინ?! უკეთეს შემთხვევაში ეს ბრმების მთავრობა ხდება ხოლმე მეხანძრეების მთავრობა, რომელიც ქვეყნის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აფეთქებული ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. მაგალითად სანამ ხანძარი იფეთქებდა, ეკონომიკურ გუნდს რომ გაეთვალა და ვაუჩერების ნაცვლად 20 მილიონი ლარი ხაფხულში, ან თუნდაც სექტემბერში მეპურეებისა და ხორბლის იმპორტიორებისათვის იაფი კრედიტის სახით მიეცა, გუშინწინ პური კიდევ 10 თეთრით არ გაძვირდებოდა. საერთოდ, რა სარგებლობა მოაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როცა ბუნებაში არ არსებობს ეკონომიკის განვითარების რაიმე ხედვა. თქვენი აღიარება, რომ ინფლაციასა და ფასების ზრდაზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ გაქვთ, არის აღიარებითი ჩვენება იმისა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა საერთოდ არ გაგაჩნიათ. მართალია, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში უკვე დიდ ორმოში ვართ, თუმცა რაღაცაში მაინც გვაქვს წინსვლა: თუ 2009 წელს პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვიყავით, 2010 წელს მეორეზე დავწინაურდით: - საქართველოში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 540 პატიმარი გვყავს. შედარებისთვის საშუალო ევროპული მაჩვენებელი 10-ჯერ ნაკლებია: 100ათას მცხოვრებზე 50-60 პატიმარი. რამდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, თვალის დაუხამხამებლად, 1 წლით ციხეში გაუშვა ლიახვის ხეობიდან დევნილი, 64 წლის მოქანდაკე ვალერიან ჭილაშვილი, რომელსაც ბრალად ედებოდა 35 ლარად ღირებული 1 ცალი ფიცრის მოპარვა. ამავე საქმეში პროკურატურა ვერანაირად ვერ ამტკიცებდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მათ ისიც კი ვერ მოახერხეს დაედგინათ ვინ იყო მოპარული ფიცრის მესაკუთრე და დაზარალებულად დარაჯი სცნეს; პროკურატურამ არ ჩაატარა ექსპერტიზა და ისიც კი არ არის დადგენლი, ფიცრის რეალური ღირებულება 35 ლარია თუ კიდევ უფრო ნაკლები. ეს საქმე მხოლოდ ერთი მაგალითია ქართული სასამართლოების ყოველდღიური საქმიანობიდან. ეს არის თქვენი შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკის საუკეთესო ილუსტრაცია. ეს არის თქვენი “ლიბერალური” სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შედეგი. ამ კოდექსით, ყველა სიკეთესთან ერთად, დარღვეულია ევროკონვენციის 6-ე მუხლით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპი, პროკურორს აქვს გაცილებით მეტი უფლება ვიდრე ადვოკატს. Aადვოკატთა ასოციაციამ დადო უაღრესად კვალიფიციური და მათი უცხოელი კოლეგების მიერ აღიარებული დასკვნა ახალ საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არც უფიქრია მისი განხილვა. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ადვოკატები სასამართლოსაგან განიცდიან შევიწროებას, სადაც სასამართლო ადვოკატებს სხდომის ოქმებს უყალბებს, სადაც იდევნებიან და მტკიცებულებების გარეშე აკავებენ დამცველებს. მე გთვაზობდით სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების კონკრეტულ ნაბიჯებს: უნდა შემწყდარიყო `მოსმენების~ პრაქტიკა სასამართლოებში და სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა აკრძალვოდათ დანარჩენ მოსამართლეებთან საქმის შინაარსობრივ გარემობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია; უნდა გადაგეხედათ მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებისათვის; უნდა გაგეთავისუფლებინათ იუსტიციის საბჭო ე.წ. `ელიტური მოსამართლეებისგან~ და ნებისმიერ მოსამართლეს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა დაეყენებინა საბჭოს წევრობის კანდიდატურა; უნდა შეცვლილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი. ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ სასამართლო, რომელიც, თითქმის ყველა საქმეში უპირობოდ ემხრობა პროკურატურისა და ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციებს, მაშინაც კი, როდესაც ეს პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონოა და ასევე უპირობოდ უარყოფს დაცვის მხარის პოზიციას და შუამდგომლობებს, მაშინაც კი, როდესაც სახეზე უეჭველი მტკიცებულებებია. უკვე რამდენიმე წელია, რაც გამამართლებელი განაჩენების ოდენობა სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოუდგენლად დაბალია საქართველოში და მათი ოდენობა 0,1%-ს არ აღემატება. აი ასე მივიღეთ ქვეყანა, რომლის ღერბზეც “ძალა ერთობაშია” კი არა – “ძალა აღმართს ხნავს” უნდა ეწეროს. ეს ბრმად იმპორტირებული ჰიბრიდული დემოკრატია, გენმოდიფიცირებული მედია და ნახევარფაბრიკატი სასამართლო ჩვენც მოგვწამლავს და ჩვენი შვილებისთვისაც იქნება ზიანის მომტანი. ამოვისუნთქე, როდესაც მოვისმინე სააკაშვილის გამოსვლა ევროპარლამენტის წინაშე და მივხვდი, როგორი შვებით ამოისუნთქავდნენ ევროპელები, როდესაც მოისმინეს, რომ ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე ანთებული ასანთით დარბოდა დენთის კასრებს შორის, ეს ასანთი ჩააქრო. თუმცა ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ქუთაისის რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვით და სხვა ასეთი ჩეკისტური ღონისძიებებით ჩვენ თვითონ ვემსგავსებით პრიმიტიულ რეპტილიებს. მე ძალიან მაშფოთებს არათანმიმდევრულობა საგარეო პოლიტიკური ორიენტირების გამოკვეთაში. თითქოს ეს ორიენტირი ევროკავშირია, მაგრამ იმავდროულად თქვენ გულმოდგინეთ ავითარებთ სინგაპურიზაციის იდეას, რომლის პოლიტიკური მოდელიც ძალიან შორსაა ევროსტანდარტის დემოკრატიისაგან. მეტიც, თუ ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია აქაც სრული შეუსაბამობაა – ვაშინგტონი მხარს დაგვიჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოში დასავლეთისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული მმართველობის მოდელი არ ჩამოყალიბდება და ეს გაირკვევა უკვე მიმდინარე წელს, იმ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომელშიც 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ჩვენი წინადადებები უკვე წარმოვადგინეთ. წარმატებაში კი ვგულისხმობ ქვეყანაში საარჩევნო გარემოს რადიკალურ ცვლილებას. რომ არ დამყაყდეს, ჭურჭელში წყლის ცვლა აუცილებელია, მაგრამ რათქმაუნდა ისე, რომ ამ წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ. რაც კარგია შევინარჩუნოთ, რაც დასამთავრებელია დავასრულოთ, სადაც შედეგი სავალალოა გამოვასწოროთ... მხოლოდ ასე აშენდება ჩვენი ოცნების საქართველო, საქართველო სადაც იქნება სოციალური და სამოქალაქო მშვიდობა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და არა გლადიატორების მუდმივი ბრძოლა, რომლისგანაც ჩვენი ქვეყანა სისხლისგან, სულისგან და იმედისგან იცლება.. მე ვარ ქართველი, ყოველგვარი “მაშასადამეების” გარეშე. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს მხოლოდ ქართველებისთვის, მაგრამ მე მინდა, რომ ყველა ქართველი ვიყოთ საქართველოსთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ქრისტიანულ ეთიკაზე, დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფო, რომლის დევიზიც იქნება ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დავამთავრებ იმით რითაც დავიწყე: მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, მაგრამ საქართველო ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ან ერთად წავალთ წინ, ან ორმოში ჩავარდნა გარდაუვალია. დროა საქმეს მივხედოთ, თამაში დამთავრებულია! http://www.cdm.ge/index.php?pg=news&id=76 თუ ვიდეოსაც გაჩითავთ სადმე,კარგი იქნება,რადგან აქაც უმეტესობას გულს გიხეთქავთ ამხელა მოცულობის წასაკითხი თემები.